Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.057
  • comments
    0
  • views
    691.084

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანდრეი ერმაკი - დღეს რუსული ტყვეობიდან 50 უკრაინელი ჯარისკაცი დაბრუნდა, მათ შორის 19 მარიუპოლის დამცველია

უკრაინამ ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 50 სამხედრო დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. “დღეს 50 უკრაინელი ჯარისკაცის დაბრუნება მოვახერხეთ რუსული ტყვეობიდან. მათ შორისაა, 20 ეროვნული გვარდიელი, 12 - სამხედრო-საზღვაო ძალების მებრძოლი, 10 უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლი, 10 მესაზღვრე და 2 ტერიტორიული დაცვის წევრი”, - წერს ერმაკი. როგორც ის აღნიშნავს, გათავისუფლებულთა შორის მარიუპოლ

„გაწევრიანების მოლაპარაკებები 2030 წლამდე დასრულდეს“ — ევროპარლამენტის რეკომენდაცია გაფართოებაზე

ევროპარლამენტმა 502 ხმით,75 წინააღმდეგ მიიღო რეკომენდაცია ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგიის შესახებ. 61-მა დეპუტატმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. ევროპარლამენტის რეკომენდაციაში საბჭოს, ევროკომისიისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისადმი ნათქვამია, რომ: გაფართოება არცერთმა ალტერნატივამ არ უნდა ჩაანაცვლოს; საჭიროა გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღების პროცესის რეფორმირება და ახალი წევრების მიღება ერთსუ

26 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

26 ნოემბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმული ღელვა და მაღალმთიან რეგიონებში თოვლი. „26 ნოემბერს დღის ბოლოდან 27 ნოემბრის დღის ბოლომდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლ

ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ

ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, არ აღიაროს რუსეთის მიერ გაცემული პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები "უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში". ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. კერძოდ, საუბარია ვიზების გაცემის აკრძალვაზე. შესაბამის წინადადებას მხარი 531-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 - წინააღმდეგი იყო, კიდევ 34-მა - თავი შეიკავა.   ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის კონფლიქტ

ტელეჟურნალისტი ანდრეი კარაულოვი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა ტელეჟურნალისტი ანდრეი კარაულოვი. ბარათი ჟურნალისტის მონაცემებით დეპარტამენტის საძიებო მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა. მანამდე, ნოემბრის დასაწყისში, მოსკოვის რეგიონში კარაულოვის სახლში ჩატარდა ჩხრეკა სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ ხელმძღვანელის, სერგეი ჩემეზოვის მიმართ ცილისწამების მუხლით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არ არის მითითებული, თუ რა შემთხვევაში იძებნებიან ეჭვმიტ

რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი პირველი მოსმენით ჩავარდა

რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი პირველი მოსმენით ჩავარდა. პროექტს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პროექტი საკრებულოში რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს და კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს. პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებმა კი, ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ბახტრიონის სატუმბ სადგურზე გადაუდებელი სამუშაოები ხორციელდება, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახლით იცვლება ჩამკეტ-მარებულირებელი ურდულები. მათივე განმარტებით, ასევე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ოთხ სხვადასხვა მისამართზე, რის გამოც 24 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან 25 ნოემბრის 18:00 საათამდე გარკვეულ ქუჩებს წყ

FDA-მ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული პრეპარატი დაამტკიცა

აშშ-ის მედიკამენტების ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FDA) სისხლის შედედების იშვიათი დაავადების სამკურნალო ახალი პრეპარატი დაამტკიცა, რომლის ფასიც საკმაოდ სოლიდურია. მსგავსი: ტვინის იმპლანტის ჩადგმის შემდეგ, პარალიზებულმა... მისი ერთი დოზის ღირებულება 3,5 მილიონი დოლარია და წარმოადგენს მთელ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ წამალს. ერთი შეხედვით, ფასი წარმოუდგენლად მაღალია, მაგრამ როგორც წამლის ფასთან მიმართებაში ეფექტიანობის უახლესი ანალიზი მიუთითებს, ფასი შედარებით

„დიდი უნგრეთის“ გამოსახულებიანი კაშნეთი გამოწვეული უთანხმოების შემდეგ, სლოვაკეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანს ახალი კაშნე აჩუქა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა ვიქტორ ორბანს ახალი კაშნე აჩუქა მას შემდეგ, რაც მისმა უნგრელმა კოლეგამ „დიდი უნგრეთის“ გამოსახულებიანი კაშნეთი უთანხმოება გამოიწვია. სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ახალი კაშნე წარწერით, „სლოვაკეთი“ „ვიშეგრადის“ სამიტზე გადასცა. „შევამჩნიე, რომ ვიქტორ ორბანს ძველი შარფი ჰქონდა, ამიტომ მას დღეს ახალი ვაჩუქე“, – დაწერა სოციალურ ქსელში ედუარდ ჰეგერმა. ვიქტორ ორბანმა ასევე გაავრცელა სურათი ახალი სლოვაკური შა

ბექა ძამაშვილი - საქართველოს კანონმდებლობით, პირი სასჯელს უნდა იხდიდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ჯანმრთელობის გამო სასჯელის გადავადებაზე კი გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო

როდესაც რომელიმე პატიმრის ჯანმრთელობაზეა საუბარი, იუსტიციის სამინისტროს პოზიციაა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა და სპეციალისტებმა. სააკაშვილი იმყოფება კერძო სამკურნალო კლინიკაში და მას შემდეგ, რაც გაჩნდა გარკვეული შეკითხვები მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაუკვეთა შესაბამისი ექსპერტიზა, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი სპეკულაცია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილის თქმით, ექსპერტების

რიში სუნაკი: გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის აგრესიის პირობებში

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ "ომმა უხეშად შეგვახსენა ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას". წერილს, რომელიც 23 ნოემბრით არის დათარიღებული, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. რიში სუნაკის წერილი ირაკლი ღარიბაშვილს

სალომე ზურაბიშვილი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „ევროპალია“ წარმომადგენლებს მასპინძლობს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ,,ევროპალია“ წარმომადგენლებს მასპინძლობს, რომლებიც 2023 წელს ფესტივალის ჩატარების საკითხზე მუშაობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში შედგება. ევროპალია „ევროპალია“ ბელგიის სამეფო ოჯახისა და საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართება.

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7150 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7150 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7142 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 22 ნოემბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7192 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7951 ლარია.

დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა - ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა"

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წლებია საუბრობს ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის მზარდ პრობლემაზე. ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მასალაში წერია, რომ მაღალი დონის კორუფციის ერთ-ერთი გამოვლინებაა, როდესაც პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული ბიზნესმენები გარკვეული სამსახურის სანაცვლოდ სხვადასხვა სარგებელს იღებენ. TI წერს, რომ ბოლო წლებში ამის კარგი მაგალითია რუსული კავშირების მქონე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომლის ჩართულობა პოლიტიკურად მოტივირებულ „კარტოგ

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელსაც მზიურის 18 000 კვ/მ ტერიტორიის სანაცვლოდ, ლისზე 14 ჰა მიწა გადაეცა

მზიურის პარკი ფართოვდება - მერიამ 18 000 კვ მეტრამდე ფართობი კერძო მესაკუთრისგან ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა. ინფორმაცია დღეს თბილისის მერის კახა კალაძისგან გახდა ცნობილი. მოგვიანებით ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ. მისი თქმით, მესაკუთრეს მზიურის ტერიტორიის ნაცვლად, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია გადაეცა. ტერიტორია შპს "პიაცა მზიურს" ეკუთვნოდა. „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილმონაცვლეობა, რომელიც

ევროკომისიის ხელმძღვანელი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი მზადდება - არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა პუტინს და მის ბარბაროსულ ომს არ დაამარცხებს

უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტს ამზადებს, - ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფინეთში ვიზიტის დროს განაცხადა. „ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავარტყათ რუსეთს, სადაც მტკივნეულია, რათა კიდევ უფრო დავასუსტოთ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების მისი უნარი. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მე-9 პაკეტზე“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, ევროპა ვერ დაისვენებს, სანამ უკრაინ

ალექსანდრე ლუკაშენკო - ყველაფერი უკრაინის ხელშია - თუ მათ არ სურთ სიკვდილი, კონფლიქტი უნდა შეწყვიტონ

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინას მოუწოდებს, „შეწყვიტოს კონფლიქტი“ და აცხადებს, რომ ახლა ყველაფერი მის ხელშია. "ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ მათ არ სურთ სიკვდილი, მეტიც, დიდი რაოდენობით ადამიანების, ეს უნდა შეწყვიტონ, რადგან შემდგომში უკრაინის სრული განადგურება იქნება", - განაცხადა ლუკაშენკომ. მისი თქმით, უკრაინა შეიძლება არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობა დაკარგოს, არამედ მთლიანად განადგურდეს. ამიტომ, ის უკრაინელებს „ურჩევს“, ომი შეწყვიტონ. ლუკაშენკოს მტკიცებით,

30 წლის წინ გაყინული ემბრიონებიდან ტყუპები დაიბადნენ

2022 წლის 31 ოქტომბერს სამყაროს ტყუპები — ლიდია და ტიმოთი მოევლინა. ამაში თითქოს უცნაური არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ისინი ემბრიონების სახით 30 წლის წინ გაყინეს. ოფიციალური მონაცემებით, მათი ემბრიონები ყველაზე დიდხანს იყო გაყინული მათ შორის, საიდანაც ოდესმე დაბადებულან ბავშვები. ემბრიონები ანონიმური წყვილისთვის ინ-ვიტრო განაყოფიერებით 1992 წლის 22 აპრილს შექმნეს და -196 °C-ზე გაყინეს. ინ-ვიტრო განაყოფიერების პროცესში შესაძლებელია საჭიროზე მეტი ემბრიონის შექმნა, რომლებსაც ზოგჯერ მე

ქუთაისში 65 წლის ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა

ქუთაისში 65 წლის ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებით კლინიკაში გარდაიცვალა. აღნიშნული პირი სამტრედიაში მიუსაფარმა ძაღლმა 31 ოქტომბერს დაკბინა. მან ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა, რამაც სავარაუდოდ, გართულება გამოიწვია. მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტს ცოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა, თუმცა, მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა. კლინიკაში ვარაუდობენ, რომ ცოფი ჩატარებული ვაქცინის გამო, შესაძლოა, ანალიზში აღარ გამოვლენილი

„მზიურის პარკს“ დაუბრუნდა 18 000-მდე კვ.მ.-ის ფართობი, რომელიც გასხვისებული იყო - კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „მზიურის პარკს“ 18 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი დაუბრუნდა, რომელიც გასხვისებული იყო.

პოლონეთმა გერმანიას მიმართა მისთვის შეთავაზებული Patriot-ი უკრაინას გადასცეს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 23 ნოემბერს განხორციელებული მორიგი მასირებული სარაკეტო შეტევის შემდეგ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა გერმანიას მიმართა, უკრაინას გადასცეს პოლონეთისთვის შეთავაზებული საჰაერო თავდაცვის სისტემები Patriot-ი. ბლაშჩაკის წინადადებაა, რომ ეს სისტემები განთავსდეს უკრაინის დასავლეთ საზღვართან. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თანახმად, უკრაინისთვის Patriot-ის გადაცემა ქვეყანას დაიცავს შემდგომი მსხვერპლისა და ენერგომომარაგების შეწყვეტისგან და გაზრდის უსაფ

ირაკლი იმნაიშვილი "რუსთავი 2-ის" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს

ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც "რუსთავი 2-ის" მფლობელისა და მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ, სამაუწყებლო კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა, თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას იმნაიშვილი სოციალური ქსელების საშუალებით ავრცელებს.   "როდესაც "რუსთავი 2" ფიზიკური განადგურების და გაქრობის საფრთხის წინაშე იდგა, პატივი მერგო ვყოფილიყავი იმ გუნდის წევრი, რომელმაც გაქრობას გადაარჩინა 27 წლის ისტორიის მქონე სამაუწყებლო კომპანია. წარმატებები არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებისთვისაც "რუსთავი 2" არ არის

შარლ მიშელის კაბინეტმა მედიაკოალიციას გვარამიას საქმეზე პასუხი გამოუგზავნა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კაბინეტმა მედიაკომპანიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით 7 ნოემბერს გაგზავნილ წერილზე პასუხი დაუბრუნა. მასში აღნიშნულია, რომ თვალს ადევნებენ გვარამიას სასამართლოს, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის დახმარებით. ბრიუსელიდან მედიაკოალიციისთვის გამოგზავნილ წერილში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი არ აკეთებს კომენტარს ცალკეული სასამართლო საქმეების არსებით ნაწილზე, თუმცა

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მესამე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადახტა

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მე-3 სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადახტა. შემთხვევა წუხელ მოხდა. კლინიკაში მოთავსებული 29 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევამდე მას გაქცევის მცდელობა ჰქონდა. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

გერმანიის ელჩი - სპორტულად რომ აგიხსნათ, ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა - შანსი ახლა გვაქვს და გამართლების შესაძლებლობაც არსებობს

როგორც შედეგია მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია პროცესიც. ამიტომ კარგი იქნება თუ {კანონპროექტებს} ვენეციის კომისია გადახედავს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, საქართველომ უნდა გადაგზავნოს თუ არა დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებული კანონპროექტები ვენეციის კომისიაში. რაც შეეხება საქართველოს შანსებს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, პიტერ ფიშერი განმარტავს, რომ ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა და ევროგაერთი
×
×
  • შექმენი...