Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.101.966

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 4ოთხი პირი დააკავეს. 2001 წელს დაბადებული დ.ფ., 1971 წელს დაბადებული გ.ფ., 1998 წელს დაბადებული ნ.გ. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2000 წელს დაბადებული მ.კ. არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრა

4 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო - ალბანეთში, დურესში გამართულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა 8 მედალი მოიპოვეს

4 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო - ალბანეთში, დურესში გამართულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა 8 მედალი მოიპოვეს.  ევროპის ჩემპიონები მარიამ რეხვიაშვილი, ანასტასია ჭიჭინაძე, კესარია მგელაძე და ანასტასია კირთაძე გახდნენ, ვერცხლის მედლებს მარიამ ცეცხლაძე და სოფია ლიმარი დაეუფლნენ, ბრიჯაოს მედლები კი ემილი გოგოლაძემ და ლუკა კილაძემ მოიპოვეს. რუსთავი 2

პრეზიდენტი - რუსეთის მოქალაქეების ინციდენტების გარეშე მიღება ქართველების ტოლერანტობაზე მეტყველებს, მაგრამ ამას ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები უნდა ახლდეს

რუსეთის მოქალაქეების ინციდენტების გარეშე მიღება ქართველების ტოლერანტობაზე მეტყველებს, მაგრამ ამას ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები უნდა ახლდეს თან. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. “როდესაც პოლიტიკურმა პოლარიზაციამ გავლენა იქონია ქართული ტოლერანტობის წარმოსახვაზე, ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ იგი ცოცხალია. საქართველომ მიიღო და წელიწად-ნახევრის განმავლობაში მასპინძლობს 80 000-ზე მეტ რუსს. მოდით, დავფიქრდეთ,

ციგურაობის ფედერაციაში კომენტარს არ აკეთებენ რუსი მოციგურავეების შესაძლო ნატურალიზებაზე

სანქციების გამო რუსმა მოციგურავეებმა დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა შესაძლოა საქართველოს სახელით იასპარეზონ. ჟურნალისტმა დეივ ლიზმა თავის ბლოგში The Skating Lesson დაწერა, რომ რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ დევისსა და სმოლკინს ეროვნული ნაკრების შეცვლის უფლება მისცა. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ. რუსი მოციგურავეების სტატუსის შეცვლაზე საბოლოო გადაწყვეტილება საერთაშორისო ფედერაციამ (ISU)

ბექა ლილუაშვილი - დიდი მადლობა ჩვენს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მმართველობის 11 წლის თავზე, "ნაც. მოძრაობის" დროინდელი მმართველობის სისტემა დააბრუნა

დიდი მადლობა ჩვენს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მმართველობის 11 წლის თავზე, ნაც. მოძრაობის დროინდელი მმართველობის სისტემა დააბრუნა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს. მისი განცხადებით, "ქართული ოცნება" პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ახალისებს და საზოგადოებაში დაპირისპირებას აღვივებს.   "სისტემა, რომლის განსაკუთრებული "სისათუთე" წინასაარჩევნო პერიოდის დადგომის დროს იგრძნობოდა ხოლმე. - დი

ბრიტანული დაზვერვა - ბოლო ოთხი თვის განმავლობაში რუსეთის ჯარში ყველაზე დიდი დანაკარგები ფიქსირდება

უკრაინის კონტრშეტევის დროს ყველაზე მძიმე ბრძოლები სამ უბანზე აღინიშნება. რუსეთის ჯარში დიდი დანაკარგებია. ინფორმაციას ამის შესახებ Twitter -ში დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეტაკების ხაზებზე მძიმე ბრძოლები გრძელდება, მათგან ყველაზე ინტენსიური კი - ზაპოროჟიეს ოლქში, დონეცკის ოლქის დასავლეთ რაიონებში და ბახმუტთან. "ყველა ამ მიმართულებით უკრაინა აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას და მიაღწია მცირე წარმატე

ანა ბუჩუკური - კონკრეტულ საკითხებზე პარტიების გაერთიანება მნიშვნელოვანია, თუმცა გაერთიანება იმისთვის, რომ გადავლახოთ 5%-იანი ბარიერი, ჩვენს ინტერესებში არ შედის (ვიდეო)

“კონკრეტულ საკითხებზე პარტიების გაერთიანება მნიშვნელოვანია, თუმცა გაერთიანება იმისთვის, რომ გადავლახოთ 5%-იანი ბარიერი, ჩვენს ინტერესებში არ შედის.” ანა ბუჩუკური, პარტია #საქართველოსთვის, პარლამენტის წევრი რადიო "პალიტრას" პირდაპირ ეთერში 10000000_1484152415718310_533588962788939283_n.mp4

ბერდია სიჭინავა - ჩვენსა და უკრაინას შორის კონკრეტული ადამიანები გახდნენ პოლიტიკის მსაზღვრელი ფაქტორები - ეს არის “ოცნების” პოლიტიკით შექმნილი ბუნდოვანება (ვიდეო)

სამწუხაროა, რომ ჩვენსა და უკრაინას შორის კონკრეტული ადამიანები გახდნენ პოლიტიკის მსაზღვრელი ფაქტორები - ეს არის “ოცნების” პოლიტიკით შექმნილი ბუნდოვანება, - ამის შესახებ გადაცემაში "კომენტარი", პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.   როგორც ბერდია სიჭინავამ გადაცემის მსვლელობისას აღნიშნა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან “ოცნების” განცხადებები ემსახურება ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გაცივებას.   "ამასთან, “ოცნების” მხრიდან რო

პოლონეთის საგარეო მინისტრი - თუ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაარტყამს, პოლონეთს ადეკვატური რეაქცია ექნება

თუ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაარტყამს, პოლონეთი სათანადო რეაგირებას მოახდენს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ განაცხადა. „ეს იქნება სრულიად ახალი ვითარება. ამიტომ ჩვენ სათანადო რეაგირებას მოვახდენთ“, - აღნიშნა რაუმ. მისი თქმით, ამ ტიპის იარაღის გამოყენება სრულიად ახალ ვითარებას შექმნის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზეც აისახება. „ასე რომ, ეს ადეკვატურ რეაქციას მოითხოვს. ნუ ელით, რომ გ

CNN - აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალას მოიცავს

შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, დღეს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალასაც მოიცავს, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. CNN-მა პირველად გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საკამათო იარაღის უკრაინისთვის გადაცემის საკითხს განიხილავდა, რადგან უკრაინელები კონტრშეტევაში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევისთვის იბრძოდნენ. აშშ-ის ოფიციალუ

თეთრი სახლი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს და მთავრობას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს

თეთრი სახლი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, მთავრობას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი. ექსკლუზიურ კომენტარში, რომელიც თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას მისცა, ნათქვამია, რომ საქართველო რჩება ნატოს „ურყევ პარტნიორად“. „ბაიდენის ადმინისტრაციის საქმიანობის დასაწყისიდანვე მან პრიორიტეტად დაისახა ამერიკის ლიდერობის აღდგენა მსოფლიო ასპარეზზე და ჩვენი ალიანსების აღორძინება, მათ შორის ნატო

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ფედერაციის გარეშეც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შავი ზღვის დერეფნის მუშაობისთვის - ჩვენ არ გვეშინია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შავი ზღვის დერეფანმა რუსეთის ფედერაციის გარეშეც შეძლოს მუშაობა. მისივე თქმით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიმართა გაეროს და თურქეთის ხელისუფლებას უკრაინის ინიციატივის გაგრძელების შესახებ. "რუსეთის ფედერაციის გარეშეც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შავი ზღვის დერეფნის მუშაობისთვის. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ გვაქვს კავშირი გემების მფლობელებთან და თუ თურქეთი გაატარებს, ისინი მზად არია

ანა ბუჩუკური - ჩვენი გუნდის კარი ყველასთვის ღიაა, ვინც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა სააკაშვილის და ივანიშვილის მძევლად არ უნდა დარჩეს (ვიდეო)

“ჩვენი გუნდი გაერთიანებას არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ აპირებს! ჩვენი გუნდის კარი ნებისმიერი იმ ადამიანისთვის არის ღია, ვისთვისაც მიუღებელია, რომ ეს ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილს მძევლად დარჩეს; ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც ეს ქვეყანა უნდა იყოს ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული.” ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი   360161239_595943986058268_396957498612923875_n.mp4

გახარია - დამარცხების შიში ოცნებას კიდევ ბევრ სისულელეს ჩაადენინებს... მადლობა სანიტარული დასუფთავებისთვის, ასე გააგრძელეთ (ვიდეო)

"დამარცხების შიში ოცნებას კიდევ ბევრ სისულელეს ჩაადენინებს. მადლობა სანიტარული დასუფთავებისთვის, ასე გააგრძელეთ!" გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  https://www.instagram.com/reel/CzUHhU5sytK/?igshid=MTc4MmM1YmI2Ng%3D%3D&fbclid=IwAR2pfaay_ur1MZ7YWN_RJlBQAXAq-bnSkZRJz-pvcQXeScMewS8qzBHQGGA  

Edison Research: ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებია უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 47% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო არის უმუშევრობა, 45% ფასების ზრდას ასახელებს, 43% კი სიღარიბეს. კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო (რამდენიმე პასუხი), პასუხები ასე გადანაწილდა: უმუშევრობა – 47% ფასების ზრდა – 45% სიღარიბე – 43% ოკუპირებული ტერიტორიები – 25% ემიგრაცია – 19% განათლება

საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს დღეს დაკრძალავენ

სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 6 ნოემბერს, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს სოფლის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ. დღეს დილით, გინტური სოფელ კირბალიდან გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ამ წუთებში წირვა მიმდინარეობს. ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ნათესავები და თანასოფლელები. წირვის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის ეპარქიის სასულიერო პირები გარდაცვლილ თამაზ გინტურს წესს

საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში - დამერწმუნეთ, დავით გარეჯის საკითხი აუცილებლად გადაწყდება იმგვარად, როგორც ორ მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შეეფერება

საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებში არსებობს პოზიტიური შედეგი, რომელსაც ახლა ვერ გააჟღერებს. როგორც დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება ისე, როგორც ორ მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შეეფერება. „დავით გარეჯთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ეს არის ცოცხალი პროცესი. იცით, რომ ამასთან დაკავშირებით კომისიები მუშაობს. ჩატარდა სხდომა პანდემიამდე. ეს მუშაობა აუცილ

ანა ბუჩუკური - პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებულმა ჩვენმა ინიციატივამ გამოკვეთა ოპოზიციაში კოლექტიური ნაცები და კოლექტიური ქოცები (ვიდეო)

"პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებულმა ჩვენმა ინიციატივამ გამოკვეთა ოპოზიციაში კოლექტიური ნაცები და კოლექტიური ქოცები."  "ოპოზიციას მოვუწოდებ გამოფხიზლდეს..."    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GGq00BgnQMrPJy0BAGurG_ir6IofbmdjAAAF.mp4

ბექა ლილუაშვილი - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ გადაადგილებებს. ორი რამეა მხოლოდ საინტერესო: ვინ იქნება „ოცნების" სიის პირველი ნომერი და ვინ იქნება „ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ გადაადგილებებს. ორი რამეა მხოლოდ საინტერესო: ვინ იქნება „ოცნების" სიის პირველი ნომერი და ვინ იქნება „ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი." ბექა ლილუაშვილი, პარტია "სააქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო:  https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/260859667037339/

აშშ-ის სენატმა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს. The Hill-ის ცნობით, 95,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დაფინანსებას ითვალისწინებს. კანონპროექტის განხილვას მხარი 64-მა სენატორმა, მათ შორის, 14-მა „რესპუბლიკელმა“ დაუჭირა. სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა კანონპროექტიდან აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების ნაწილი მას შემდეგ ამოიღო, რაც კანონპროექტი „რესპუბლიკელმ

ევროკავშირის ელჩის მოადგილე - პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია - რაც შეეხება დეზინფორმაციას, ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას, რათა გაწევრიანებასთან დაკავშირებით წინ წავიდეს

პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა, ფაქტობრივად, მესამეა იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს [ევროკავშირში] გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე. პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ასუნსიონ სანჩეს რუისმა სოციალურ მედიაში მოქალაქეების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი ყველა პ

ბექა ლილუაშვილი - გამჭვირვალობა ყველასთვის საერთო სტანდარტი უნდა იყო - უცხოური და ადგილობრივი დაფინანსებისთვისაც - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ალტერნატიული კანონპროექტები სინამდვილეში ერთია

პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრის, ბექა ლილუაშვილის განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ალტერნატიული კანონპროექტები სინამდვილეში ერთია. მისივე თქმით, მათ იმიტომ დააინიცირეს ეს ორად, რომ განხილვების საშუალება ჰქონდეთ, თუმცა, სინამდვილეში ეს არის პაკეტი. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, გამჭვირვალობა საერთო სტანდარტი უნდა იყო ყველასთვის - უცხოური და ადგილობრივი დაფინანსებისთვისაც. „[ალტერნატიული კანონპროექტები] სინამდვილეში ერთია. ჩვენ იმიტომ დავაინ

ანა ბუჩუკური - ამ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება გასაგებია პირველ რიგში ვის ინტერესში შედის- ეს არის რუსეთი!

დღეს, რაც პარლამენტში ხდება, არის ის, რასაც იწვევს ეს კანონი და ის თუ ამას როგორი გადამდები ეფექტი ექნება და საზოგადოებას როგორ დააპირისპირებს, გახლეჩს ეს არის ამ კანონის მთავარი უბედურება. ამ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება გასაგებია პირველ რიგში ვის ინტერესში შედის- ეს არის რუსეთი!  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1370398211026876/

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებიდან 179 წელი გავიდა

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებიდან 179 წელი გავიდა.  საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა.  თითქმის საუკუნის განმავლობაში, თბილისის ბოტანიკური ბაღი კავკასიაში ერთადერთი სამეცნიერო კერა იყო, სადაც ბოტანიკის მიმართულებით კვლევა წარმოებდა.  მოეწყო შესაბამისი ლაბორატორიები და სასწავლო კაბინეტები. ამ დროს აიგო მერქნიან მცენარეთა ორანჟერეა, გაკეთდა ტერასები, გაიყვანეს სარწყავი სისტემ

ვწყვეტთ აკადემიურ პროცესს რუსული კანონის გაწვევამდე - ჯიპას სტუდენტური მოძრაობა

ჯიპას სტუდენტური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი აპირებენ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ და უარი თქვამ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელმომწერი სტუდენტები უერთდებიან საერთო-სახალხო პროტესტს რუსთაველის გამზირზე და წყვეტენ აკადემიურ პროცესს რუსული კანონის გაწვევამდე.
×
×
  • შექმენი...