საქართველოში აშშ-ის საელჩოში ადასტურებენ, რომ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ გამოცხადებული დახმარების შეჩერებამ იმოქმედა რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზეც. ამის შესახებ „პუბლიკას” საელჩოში განუცხადეს.
ინფორმაცია თავდაპირველად „ფორმულას” ეთერში კოალიცია ერთიანობის წევრმა გია ჯაფარიძემ გაავრცელა და თქვა, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე აშშ-ის მიერ მოწოდებული აპარატია გაჩერებული.
publika
საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული,- ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
საელჩომ ხელისუფლებას მოუწოდა პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია.
„დღეს თბილისი პრაიდი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული
შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების" მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
საელჩოს განცხადების თანახმად, „მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად - რაც ქ
აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს
„მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირ
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ინტერესდება თუ რატომ აყენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აშშ-სთან პარტნიორობას რისკის ქვეშ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში, მათ მოჰყავთ დიაგრამა, სადაც ასახულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა და შემდეგ საკუთარი შედეგები ჩაასწორა.
მათივე ინფორმაციით, პირველად გამოქვეყნებული შედეგებით, არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება დადასტურდა, თუმცა შეცვლილ მონაცემებშ
საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა, რომლებიც "მამაცურად მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისთვის".
როგორც საელჩო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია. საელჩო გმობს „ქართული ოცნების" მიერ ბოლო დღეებში "განხორციელებულ ძალადობას მედიასა და საქართველოს მოქალაქეებზე“.
“მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია. ელჩი დანიგანი ესტუმრა ჟურნალისტებს, რომლებიც მამაცურად მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისთვის და გვატყობინებენ სიმართლეს, რ
ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს საელჩოსა და საელჩოს თანაშრომლების საქმიანობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და აღნიშნულ ფაქტს დეზინფორმაციად აფასებს. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თბილისსა და ვაშინგტონში შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებ
შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ამერიკელი ხალხი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
განცხადების თანახმად, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის სულისკვეთება განსაკუთრებით გამოკვეთილია საქართველოს მისწრაფებაში, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.
„ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან: თქვენი მდი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქართველებს დედა ენის დღეს ულოცავს.
“ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედა ენის დღეს!
ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით. თქვენთან ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი ენის დღეს, რომელიც ქართველებმა წინა და მომავალ თაობებს შემოუნახეთ”, - წერია განცხადებაში, რომელსაც საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 35 წლის წინ, 1978 წელს, საბჭოთა ხელისუ
US Embassy Tbilisi, Georgia
27 წთ ·
ვუერთდებით საქართველოსა და ნეაპოლში მიმდინარე საყოველთაო დღესასწაულს. საქართველოს მომავალი მართლაც ევროპაშია, სადაც მისი შესაძლებლობები რეალიზდება და ისევე იბრწყინებს მთელი მსოფლიოს დასანახად, როგორც დღეს ქართველი ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია.
გილოცავთ, ეს მხოლოდ დასაწყისია!
ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ - დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში აშშ-ს ელჩი, რობინ დანიგანი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა, რათა „ქართველი ხალხი
დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან.
„ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორ
საქართველოში აშშ-ის საელჩო მიესალმება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის" შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით.
საელჩო „დაჟინებით“ მოვუწოდებს მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან.
ამასთან აშშ-ის საელჩო მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს, „გულწრფელად ერთად იმუშაონ“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის
ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს-რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, განმარტავენ, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„დღეს რუსეთ
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!
ბედნიერად აღგენიშნოთ თქვენი რთულად მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღე.
შეერთებული შტატები კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად”, - წერია ინფორმაციაში.
აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული - საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
„ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა.
აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული.
საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც საელჩო განმარტავს, „არც დეზინფორმაციას, არც სპეკულაციას არ შეუძლია უთანხმოებების მოგვარება“.
საელჩო განცხადებაში აღნიშნავს, რომ სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის „ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა“.
„განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და გზაზე დაბრუ
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი და USAID-ის მისიის დირექტორი, ჯონ პენელი ISFED-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში საარჩევნო პროცესის მონიტორინგში ISFED-ის მნიშვნელოვან საქმიანობაზე ისაუბრეს.
„ნებისმიერ დემოკრატიაში სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მხარდასაჭერად.
არჩევნების პატიოსნად ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქარ
ადამიანების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
„აშშ-ის საელჩოსა და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ საქართველოს იმ მოქალაქეების სასამართლო პროცესებს, რომლებიც დაკავების ან პატიმრობის დროს სავარაუდოდ პოლიციამ სცემა ან მათზე იძალადა. ადამიანების მიზანში ამოღება გა
აშშ-ს საელჩო ე.წ. მეორე ფრონტთან დაკავშირებით ბრალდებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ თავი კვლავ იჩინა“.
„მეორე ფრონტთან" დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო ამ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა „ღირსეული პარტნიორის" წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო.
სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში. სიმართლე კი მარტივია“, - წერს საელჩო „ფეისბუქზე“ და საპასუხოდ აქვეყნე
ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოები აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს და მომდევნო კვირებში რუსეთის ჩარევის საფრთხე არსებობს.
„რუსეთი ყველაზე აქტიური საფრთხეა. რუსეთთან დაკავშირებული გავლენის აგენტები აწარმოებენ ვიდეოებს და ყალბ სტატიებს, რათა შეარყიონ არჩევნების ლეგიტიმაცია, ჩანერგონ შიში ამომრჩევლებში არჩევნების პროცესთან დაკავშირებით და შექმნან შთაბეჭდილება, რომ ამერიკელები მზად არიან მიმართონ ძალადობას თავიანთი პოლიტიკური პრეფერენციების გამო“, - აღნიშნულია აშშ-ის ეროვნული და
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ [FBI] დაადგინა, რომ ირანი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და სხვა პირების მკვლელობას გეგმავდა.
„იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წარუდგინა ირანის აგენტს, რომელსაც რეჟიმმა დაავალა კრიმინალების ქსელის ხელმძღვანელობა ირანის სამიზნეების – მათ შორის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის – მკვლელობაში. ასევე დაკავებულია ორი პირი, რომელიც გეგმავდა აშშ-ში ამერიკელი ჟურნალისტის, რეჟიმის კრიტიკოსის მკვლელობას“, – განაცხა
კითხვაც კი არ მიჩნდება, რომ თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, ლეონ პანეტამ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა სცადოს, იმუშაოს საქართველოსთან იმისთვის, რომ მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს.
„ვფიქრობ, ცხადია, თუ პუტინს არ შევაჩერებთ უკრაინაში, ის თავის აგრესია
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელსაც ამ პოსტზე თავისი საქმიანობის ვადა ეწურება, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსული და პრორუსული დეზინფორმაციით ცდილობენ ორ ქვეყანას შორის პარტნიორულ ურთიერთობას ძირი გამოუთხარონ.
"ისინი [ხალხი] მიეჩვივნენ ამ სახის რუსულ და პრორუსულ დეზინფორმაციას და ვფიქრობ, შეუძლიათ დაინახონ, როდის ცდილობენ ადამიანები დააზიანონ საქართველოს პარტნიორობა თავის უახლოეს მეგობრებთან, ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორებთან... აქ ვართ, საქართველოსთან ერთად 30 წ
ვულოცავ ყველა ქართველს: გილოცავთ! დღეს მართლაც ისტორიული დღეა. შეერთებული შტატები ენთუზიაზმით ზეიმობს საქართველოს მიღწევას, მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს.
მისი თქმით, შეერთებული შტატები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.
„ჩვენ ასევე მივესალმებით ევროპული ქვეყნების ოჯახის გაფართოებისადმი ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ე