Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.057
  • comments
    0
  • views
    691.087

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ოკუპირებულ გალში "დააპატიმრეს" ქართული მინერალური წყალი

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გალში „აღმოაჩინეს და ამოიღეს ქართული წარმომავლობის მინერალური წყლის პარტია“. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით. ინფორმაციის მიხედვით, საუბარია 192 ბოთლ წყალზე, რომელიც „კონტრაბანდასა და საბაჟო სამართალდარღვევებთან ბრძოლის სამმართველოს“ თანამშრომლებმა აღმოაჩინეს არასაცხოვრებელ შენობაში. კონკრეტულად რომელი მინერალური წყალია და ვინ იყო მისი მფლობელი, მითითებული არ არის.   ნოემბრის

„დოიჩე ველე“ - ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის გაზის ფასის შეზღუდვაზე ვერ შეთანხმდნენ, ნავთობის ღირებულების ზედა ზღვარის დაწესებაზე მოლაპარაკებები გრძელდება

ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის გაზის ფასის შეზღუდვაზე ვერ შეთანხმდნენ, ნავთობის ღირებულების ზედა ზღვარის დაწესებაზე მოლაპარაკებები გრძელდება. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებმა ვერ მოახერხეს რუსული ბუნებრივ აირის ფასის შეზღუდვის მექანიზმზე შეთანხმების მიღწევა და სხდომაზე ამ საკითხზე ღრმა უთანხმოება დაფიქსირდა. მინისტრები ამ თემას სავარაუდოდ შემდეგ შეკრებაზე, 13 დეკემბერს დაუბრუნდებიან. მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს განსხვა

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 დეკემბერს, სუფრაზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, მსჯავრდებულები ცოტნე გამსახურდიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, დანით და ხელჯოხით სიცოცხლისთ

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმზ კლევერლი კიევში იმყოფება. BBC-ის ინფორმაციით, ვიზიტის დროს ჯეიმზ კლევერლიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას სასწრაფო დახმარების 24 მანქანას გაუგზავნის. მისივე ინფორმაციით, უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტი, სასწრაფო დახმარების ავტომობილების გარდა, 11 სპეცმანქანას, მათ შორის ექვს ჯავშანმანქანას და მილიონი ფუნტის დაფინანსებას მოიცავს, რომელიც ქვეყანას ომის დაწყების შემდეგ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარ

აფხაზები ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას გმობენ

24 ნოემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები არ აღიაროს. შესაბამისად, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ყირიმის იმ მაცხოვრებლებზე, რომლებიც რუსული პასპორტებით სარგებლობენ, ევროკავშირი ვიზას არ გასცემს. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის ამ გადაწყვეტილებას პროვოკაციას უწოდებს, რომლის მიზანიც ,,მათი რესპუბლიკის“ საერთაშორისო იზოლაციაში

ვოლოდიმირ ზელენსკი - აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, ელექტროენერგია, წყალი, გათბობა და კომუნიკაციები მოქალაქეებს ეტაპობრივად მიეწოდებათ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და ელექტროენერგია, წყალი, გათბობა და კომუნიკაციები მოქალაქეებს ეტაპობრივად მიეწოდებათ. როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, როგორც ელექტროენერგიის, ასევე სასმელი წყლის მიწოდების მხრივ რთული მდგომარეობაა ქვეყნის 15 რაიონში. „მათ შორის, ყველაზე  მეტი სირთულე კიევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ლვოვის, პოლტავასა და ხარკოვის რეგიონებშია, მაგრამ კრიტიკული ინფრასტრუქტურ

პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი - იმედი მაქვს, მომავალი წლის ბოლომდე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

ევროინტეგრაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით, ვიტყოდი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. შესაბამისად, იმედი მაქვს, მომავალი წლის ბოლომდე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, – ამის შესახებ პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ავგუსტო სანტოს სილვამ საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ავგუსტო სანტოს სილვას თქმით, პორტუგალიაში მიესალმებიან საქართველოს სწორად დაბალანსებულ პოზიციას

საგამოძიებო სამსახური - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე ცხრა პირი პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ცხრა პირი მისცეს, რომელთაგანაც ორი

სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მილიონობით უკრაინელისთვის დამანგრეველ ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს, ეს მიუღებელი ომის დანაშაულებებია

საქართველო განაგრძობს  მტკიცე და ძლიერი უკრაინელი ხალხის თანადგომას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „რუსეთის მუდმივი თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მილიონობით უკრაინელისთვის დამანგრეველ ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს. ეს მიუღებელი ომის დანაშაულებებია, რომელთა სამიზნეც მშვიდობიანი მოსახლეობაა. საქართველო განაგრძობს  მტკიცე და ძლიერი უკრაინელი ხალხის თანადგომას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

ანგელა მერკელი - მე ერთი მილიმეტრითაც კი ვერ წავედი წინ, არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებით, დნესტრისპირეთი და მოლდოვა, საქართველო და აფხაზეთი, სირია და ლიბია, დადგა დრო ახალი მიდგომებისთვის

გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა სიურპრიზი არ ყოფილა. ამის შესახებ მერკელმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ჩემი სურვილი იყო, რომ ჩემი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მშვიდობა ყოფილიყო და ამიტომ მიწევდა უკრაინის თემატიკაზე ბევრი მუშაობა. მაგრამ ეს შეჭრა არ იყო სიურპიზი. მინსკის შეთანხმება გაქარწყლდა. 2021 წლის ზაფხულში, ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ, მსურდა პუტინთან, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან

უკრაინა ადასტურებს ყირიმში ირანელი ინსტრუქტორების ლიკვიდაციას

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ბრიტანულ გამოცემა Guardian-ს დაუდასტურა, რომ ყირიმში მოკლეს ირანელი კონსულტანტები, რომლებიც რუსეთს ეხმარებოდნენ უპილოტო საფრენი აპარატების, ე.წ. კამიკაძე დრონების, Shahed 136-ის პილოტირებაში. ოქტომბერში, ისრაელის გამოცემა Jerusalem Post-ი წერდა, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, ყირიმში ლიკვიდირებულია 10 ირანელი ინსტრუქტორი. უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს არ დაუკონკრეტებია, რამდენი ირანელი კო

ICMP: უკრაინაში უგზო-უკვლოდ დაკარგულია 15 000-ზე მეტი ადამიანი

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო კომისიის(ICMP) მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში დაკარგულია 15 ათასზე მეტი ადამიანი. ამასთან, კომისიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მეთიუ ჰოლიდეიმ სააგენტო Reuters-ს უთხრა, რომ ეს მონაცემები რეალურ ვითარებას არ ასახავს, რადგან უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, მხოლოდ ქალაქ მარიუპოლში დაღუპულების და დაკარგულების რიცხვი 25 ათასამდეა. ჯერჯერობით დაუდგენელია უგზო-უკვლოდ დაკარგული უკრაინელებიდან რამდენია რუსეთის მიერ იძულებით გადაადგილებული ან დაკავებული

უკრაინის შსს - ოკუპანტებმა ხერსონში საბავშვო სათამაშოებიც კი დანაღმეს

ხერსონიდან უკან დახევისას რუსმა ოკუპანტებმა უამრავი ობიექტი და ნივთი დანაღმეს, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, როსტისლავ სმირნოვმა განაცხადა. მისი თქმით, ხერსონში დანაღმვის მასშტაბები უკიდურესად დიდია და რუსებმა საბავშვო სათამაშოებიც კი დანაღმული დატოვეს. "ახლა მთავარი აქცენტი კეთდება განაღმვაზე. დანაღმვის მასშტაბები ძალიან დიდია. ნაღმები საბავშვო სათამაშოებში, ფეხბურთის ორ ბურთს შორისაც კი იყო დადებული", - აღნიშნა სმირნოვმა. მისი თქმით, ხერსონის ოლქის

გიორგი გახარია - რამდენიმე წუთის წინ თერჯოლაში კიდევ ერთი ქალი მოკლეს, ქალთა მიმართ ძალადობა ყველანაირ ღირებულებას, ნორმას, ტრადიციას და ყველაფერს ქართულს ეწინააღმდეგება!

თერჯოლაში მომხდარ ფემიციდის ფაქტს სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ეხმაურება. გიორგი გახარიას განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობა ყველაფერ ქართულს ეწინააღმდეგება. „რამდენიმე წუთის წინ თერჯოლაში კიდევ ერთი ქალი მოკლეს… ქალთა მიმართ ძალადობა ყველანაირ ღირებულებას, ნორმას, ტრადიციას და ყველაფერს ქართულს ეწინააღმდეგება! 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა”, - წერს გიორგი გახარია. ინფორმაციისთვის, თერჯოლაში ყოფ

კახა ქემოკლიძე - „ქართული ოცნება“ საკუთარ თავზე დაირქმევს ტერორისტულ სახელმწიფოს, ვიდრე რუსეთს დაარქმევს - დღევანდელი პოზიციონირება გამოიყურება როგორც გაჭედილი ადგილი სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის

მმართველი პარტიის დღევანდელი პოზიციონირება გამოიყურება როგორც ადგილი გაჭედილი სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციონირებასთან დაკავშირებით, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა. კახა ქემოკლიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეს დაემართა, რადგან სწორად პოზიციონირებისთვის არც კომპეტენცია ეყო და არც გამბედაობა. „არც იქით არიან და არც აქეთ და ეს იმიტომ მოუვიდათ, რომ არც კო

ოლენა ზელენსკა - უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება - ჩვენ მზად ვართ გავუძლოთ ამას

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა აცხადებს, რომ უკრაინა ზამთარს გაუძლებს რუსული რაკეტებით გამოწვეული უშუქობისა და სიცივის მიუხედავად და გააგრძელებს ბრძოლას, რადგან გამარჯვების გარეშე მშვიდობა შეუძლებელია. ”მზად ვართ, გავუძლოთ ამას. იმდენი საშინელი გამოწვევა გვქონდა, იმდენი მსხვერპლი, ნგრევა ვნახეთ, რომ უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება“, - აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ. მან ისაუბრა გამოკითხვაზე, რომლის შედეგების თანახმად, უკრაინელების 90%-მა განაცხადა, რომ

თერჯოლაში, სუპერმარკეტში ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

თერჯოლაში ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემთხვევა სუპერმარკეტ "მაგნიტში" მოხდა. ქალი გარდაიცვალა, მამაკაცმა კი დაზიანებები მიიღო. რა გახდა აღნიშნულის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. იპნ

ვარკეთილში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

რუსეთში ახმედ ზაკაევის წინააღმდეგ საქმე აღძრეს უკრაინაში შექმნილი ჩეჩნური ბატალიონის გამო

ჩეჩნეთში, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრემიერ-მინისტრის, ახმედ ზაკაევის წინააღმდეგ, მისი ინიციატივით უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჩეჩნური დანაყოფის შექმნის გამო. საქმე აღიძრა ტერორისტული დაჯგუფების შექმნის მუხლით, იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS ჩეჩნეთის „ეფ-ეს-ბეს“ რეგიონული სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით. „კავკაზ.რეალიის“ თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იჩქერიის შეიარაღ

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის აღდგენილია, მოსახლეობას კი დენი ეტაპობრივად მიეწოდება. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ტიმოშენკომ განახცადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. კირილ ტიმოშენკოს თქმით, ქვეყნის მასშტაბით ასევე მოწყობილია ოთხი ათასამდე სპეციალური პუნქტი, სადაც ადგილობრივებს გათბობა და ტელეფონების დამუხტვა შუძლიათ. კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის მცხოვრებლებს სასმელი წყლის მიწ

გელათის გადასარჩენად თბილისში აქცია გაიმართა

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის ორგანიზებით თბილისში, შოთა რუსთაველის ძეგლთან გელათის გადასარჩენად აქცია იმართება. "დღეს არის ისეთი მდგომარეობა, რომ ჩვენ აღარ შეგვეძლო მოგვეთმინა და შევიკრიბეთ, რომ წამოგვეყენებინა მოთხოვნები. პირველი, რაც ამწუთას მახსენდება, შოთა რუსთაველის ძეგლთან, არის ფრაზა ვეფხისტყაოსნიდან "ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა." აქაც უთვალავი სხვადასხვა შეხედულების ადამიანია შეკრებილი, მა

უკრაინაში საქართველოს ელჩი დეოკუპირებულ ხერსონში ჩავიდა

2022 წლის 21 ნოემბერს უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი, უკრაინის პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, იმყოფებოდა ნიკოლაევში და დეოკუპირებულ ხერსონში, ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. "ვიზიტის ფარგლებში, ელჩი, გიორგი ზაქარაშვილი, კოლეგებთან ერთად, გაეცნო ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას, ასევე შედგა შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც უკრაინულმა მხარემ გააჟღერა ინფორმაცია არსებული მ

ილია დარჩიაშვილი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მაღალი დონის შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობა და პარტნიორობა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთო გამოწვევებისა და მიზნების გათვალისწინებით. „მხარეები მიესალმნენ ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებ

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევის საპატიო მოქალაქე გახდა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევის საპატიო მოქალაქე გახდა. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ Telegram-ზე განაცხადა. „კიევის საქალაქო საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომ ბორის ჯონსონს, უკრაინის დიდ მეგობარს, მიენიჭოს კიევის საპატიო მოქალაქის წოდება. ბორისი არაერთხელ ეწვია უკრაინის დედაქალაქს – როგორც მშვიდობიან პერიოდში, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის ყველაზე დრამატულ დროს. ჯონსონმა გააკეთა და, დარწმუნებული ვარ, გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას, რათა

ევროპარლამენტის რეზოლუციის თანახმად, უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო დანაშაულებებზე ლუკაშენკო რუსეთთან ერთად პასუხისმგებლობას იზიარებს

ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლება, რუსეთთან ერთად, იზიარებს პასუხისმგებლობას უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო დანაშაულებებზე, რისთვისაც ის პასუხისმგებელია საერთაშორისო ტრიბუნალისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაში.   დოკუმენტში ევროპარლამენტარები იმეორებენ მოწოდებას ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროკომისიის მიმართ, დააწესონ იგივე სანქციები ბელარუსის მიმართ, რაც რუსეთს დაუწესეს. ისინ
×
×
  • შექმენი...