11-13 დეკემბერს მოსკოვში ფართომასშტაბიანი ღონისძიება, ქართული კულტურის დღეები იგეგმება, ორგანიზატორი რუსეთში მცხოვრები ქართველების გაერთიანება, " ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიაა." მათ ვებ-საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართება კონფერენცია მიგრაციისა და ტრანსპორტის საკითხებზე, ქართული დიასპორის ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრები, ასევე გამოფენები, ქართული კულინარიის მასტერ-კლასები და ლექციები.
ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული კონცერ
უკრაინული კორპორაცია „როშენის“ საკონდიტრო განყოფილებაში შესაძლოა, ქართული თხილი გაჩნდეს.
„მოხარულები ვართ, რომ პირველად გვეძლევა საშუალება, საქართველოში დავპატიჟოთ ისეთი მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი, როგორიც „როშენია“. ვიწყებთ საქმიან ურთიერთობებს. ვეცდებით, რომ უკრაინულ ტკბილეულში გაჩნდეს ქართული თხილიც“, - განაცხადა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA ) აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ თბილისში გამართულ კონფერენციაზე „უკრაინული თხილი: გამოცდილების გაცვლა საქართველოს
2022 წლის ოქტომბერში კომერციულმა ბანკებმა 243,143 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი სექტემბერთან შედარებით - 7,620 მლნ ლარით მეტია, სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 235,523 მლნ ლარი იყო. ჯამში, მიმდინარე წლის 10 თვეში ბანკების ანგარიშზე 1,775 მლრდ ლარის წმინდა მოგებაა.
2022 წელს მიღებული წმინდა მოგება თვეების მიხედვით:
იანვარი - 212,695 მლნ ლარი;
თებერვალი - 90,610 მლნ ლარი;
მარტი - 110,181 მლნ ლარი;
აპრილი - 109,394 მლნ ლარი;
მაისი - 159,034 მლნ ლა
ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, სავარაუდოდ ყაჩაღობის მიზნით, რამდენიმე პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ერთ-ერთი მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაშავებულს ტვინის შერყევა და სახის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
მომხდარზე დაწყებულია გა
მამაკაცი, რომელმაც მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა. ლეონიდე ზვიადაძე ქუთაისში დამწვრობის ცენტრში იყო მოთავსებული. მას 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და წუხელ გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თერჯოლაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ორი დღის წინ მოხდა. ლეონიდე ზვიადაძემ ყოფილ ცოლს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, შემთხვევის დროს კი დაზიანებები თავა
ირანში ცნობილი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ვურია ღაფური დააკავეს. მას ბრალად "ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა" ედება. ღაფური ღიად უჭერს მხარს ირანის დემოკრატიზაციას, ქალთა უფლებების დაცვას და იზიარებს იმ მომიტინგეების მოთხოვნებს, რომლებიც სექტემბრიდან მართავენ ანტისამთავრობო დემონსტრაციებს. ღაფური ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ირანელი სპორტსმენია.
ვურია ღაფური ეკუთვნის ქურთულ უმცირესობას, რომელსაც ირანში ავიწროებენ. მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ის ირანის დემოკრატიზაცი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ოლქის ქალაქ ვიშეგოროდში იმყოფებოდა, სადაც 23 ნოემბერს, რუსეთის ძალების იერიშს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.
უკრაინის პრეზიდენტმა ქალაქში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დანგრეული ოთხსართულიანი სახლი დაათვალიერა. ზელენსკი ასევე მივიდა ე.წ. „უძლველობის პუნქტში“, რომლებიც უკრაინულ ქალაქებში იხსნება. აღნიშნულ პუნქტებში მოქალაქეებს შეუძლიათ გათბნენ, ტელეფონები დატენონ და ინტერნეტით ისარგებლონ.
„ერთად ჩ
უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი კიევში ჩავა. ნოვაკი რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უნგრეთის პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იქნება, რომელიც უკრაინას ეწვევა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
უნგრული მედიის ცნობით, ნოვაკი უკრაინაში ვიზიტით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით მიემგზავრება. კატალინ ნოვაკი პოლონეთიდან კიევში მატარებლით გაემგზავრება.
უნგრეთის პრეზიდენტის ოფისში ნოვაკის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
აზერბაიჯანი უკრაინას ელექტროქსელების აღდგენაში შესაბამისი აღჭურვილობის მიწოდებით დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შახბაზოვს. მინისტრებმა ისაუბრეს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში არსებულ რთულ ვითარებაზე, რაც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ძალების მასირებული იერიშებმა გამოიწვია.
„მხარეების შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე უკრა
გერმანია ჰოლოდომორს უკრაინელი ერის გენოციდად აღიარებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და მისი გერმანელი კოლეგა, ანალენა ბერბოკი ავრცელებენ.
კულებას ცნობით, შესაბამისი რეზოლუცია შემდეგ კვირას იქნება მიღებული.
“გერმანიის ყველა დემოკრატიული ფრაქცია შეთანხმდა იმაზე, რომ შემდეგ კვირას მნიშვნელოვანი საერთო რეზოლუცია იქნება მიღებული ჰოლოდომორზე. გადაწყვეტილია: ბუნდესტაგი ამას როგორც გენოციდს აფასებს”, - წერს კულება.
მოგვიანებით, გერმანიის საგარე
ავტორი: ლაშა გაბუნია
თინათინ წერეთლის მუსიკალური შემოქმედება ფეისბუქზე აღმოვაჩინე. მუსიკოსი გერმანიაში, კერძოდ, ქალაქ ჰანოვერში ცხოვრობს. შემდეგ თინათინისა და ასევე გერმანიაში მცხოვრები ქართველ მუსიკოსის, მარიამ ქირიას ერთად ჩაწერილ დუეტსაც მოვუსმინე. მისი შემოქმედება მომწონს და ჩვენ ვირტუალური მეგობრები გავხდით. თინათინი დღეს სოულსა და ჯაზში მუშაობს. 2019 წელს თავის ბენდთან ერთად მონაწილეობა მიიღო იუნესკოს პირველ გლობალურ ფესტივალში, რომელიც იტ
ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და თავისუფელი უნივერსიტეტის სტუდენტი საბა მახარაძე “ახალგაზრდა ევროპელი ელჩი” გახდა.
„ეს არის EU NEIGHBOURS east პროგრამის ინიციატივა, „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ქსელი. რომელშიც გაწევრიანებულ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, წარადგინონ თავიანთი ქვეყანა საერთაშორისო დონეზე და წვლილი შეიტანობ თავიანთი საზოგადოების განვითარებაში ევროპული ღირებულებების გავრცელების ხელშეწყობით“, – გვითხრა საბა მახარაძემ
რა გეგმები აქვს “ახალგაზრდა ელჩს” და
პარლამენტის ოპოზიციის წევრმა ქალმა დეპუტატებმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებაზე ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში დღეს გვაქვს ფემიციდის, ქალებზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ასობით შემთხვევა, თუმცა სახელმწიფო უმაღლეს პოლიტიკურ რანგზე ფემიციდის საკითხს არ აყენებს.
„არ გვაქვს ქალთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისები, არ გვაქვს მა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1400 კილოგრამი საკვებად უვარგისი ხორცი და ხორცპროდუქტები გაანადგურა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტომ შპს „ქოჩ ჰოლდინგს“ სავაჭრო დასახელებით „ჩვენი ყასაბი“ (მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. N198, ს/კ 406221501) კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა.
ობიექტი საწარმოო პროცესის განახლებას გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ შეძლებს.
პუბლიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7088 ლარი ეღირება, ევრო – 2.8220 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2825 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7117 ლარი ღირდა, ევრო – 2.8218 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2866 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 26 ნოემბრისთვის ამოქმედდება.
საქართველოში მოქმედი საერთაშორიო მისიების წარმომადგენლები ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ პრობლემის პრევენცია არა მარტო შესაძლებელი, არამედ აუცილებელია.
„ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გვსურს, შევუერთდეთ ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საზოგადოების ყველა წარმომადგენელს, რათა გამბედავად აღვუდგეთ წინ ამ გლობალურ, უმძიმეს პრობლემას
სამწუახროდ, ბოლო დროს ძალიან გახშირდა შემთხვევები, როცა ძაღლმა ადამიანი დაგლიჯა. ბოლო დროს კი მცირეწლოვანი ბავშვის დაგლეჯის ამბავმა შეძრა თბილისი. პატარა ისევ კლინიკაშია და მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
სოციალურ ქსელშიც გახშირდა იმ მოქალაქეების პოსტებიც, რომლებიც მეტ ყურადღებას ითხოვენ ქუჩის ძაღლების მიმართ. თუმცა უმეტესი პოსტით როგორც ირკვევა, ხშირად პატრონების მიერ ჩამოყვანილი ძაღლები უფრო აშინებთ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გათვალისწინებ
მკვლევართა ჯგუფმა გაშიფრა ხუთი საუკუნის წინანდელი კოდი, რომელშიც საუბარია საღვთო რომის იმპერატორისა და ესპანეთის მეფე კარლ V-ის მკვლელობის ფრანგულ გეგმაზე .
კარლი მე-16 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი კაცი იყო; მართავდა ვრცელ იმპერიას, რომელიც მისი 40-წლიანი მმართველობისას მოიცავდა დასავლეთ ევროპისა და ამერიკის კონტინენტის დიდ ნაწილს.
საფრანგეთის ლორიას ლაბორატორიის მკვლევართა ჯგუფს ექვსი თვე დასჭირდა 1547 წელს შესრულებული წერილის გასაშიფრად, რომელიც იმპერატორმა საფრანგეთში
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შსს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას გეგმავს, რათა უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა იმუშაოს ეფექტურად.
დარახველიძის თქმით, სამინისტროს პოლიტიკა არის მსხვერპლის ინტერესებზე ორიენტირებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვხედავთ რომ ეს ძალისხმევა რიგ შემთხვევებში საკმარისი არ არის.
„წლიდან წლამდე ში
ნატომ უკრაინას გადასცა ჩამხშობი მოწყობილობები რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების იერიშებისგან თავის დასაცავად. ამის შესახებ ბრიუსელში 25 ნოემბერს განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
„ალიანსის წევრები უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას წევენ“, - თქვა სტოლტენბერგმა და ისაუბრა საწვავის, სამედიცინო აღჭურვილობის, საქარე აღჭურვილობისა და დრონების საწინააღმდეგო ჩამხშობი მოწყობილობების შესახებ.
ჩამხშობების ამოცანაა, უკრაინას დაეხმაროს უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებულ
ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის შეწყალების საკითხი, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის შეწყალება იქნება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა და ხალხის შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება.
ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ხალხს პროტესტი გაუჩნდეს და საზოგადოე
საქართველოს კანონმდებლობა ისეა შექმნილი, რომ მთავრობა ნამდვილად უსუსური და დაუცველია - მე მთავრობის არ მწყინს, უბრალოდ კანონმდებლობაა შესაცვლელი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობით ადამიანს საკუთარი თავის დაცვაც არ შეუძლია.
„საქართველოს კანონმდებლობა ისეა შექმნილი, რომ მთავრობა ნამდვილად უსუსური და დაუცველია. ის მოქმედებს კანონის ფარგლებში და ამ კანონით თავისი თავი ვერ დაუცვია. ვისაც რა უნდა იმას იტყვის, რასაც უ
ცაგერის მერი გიორგი ნემსაძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ნემსაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება „პირადი მიზეზების გამო მიიღო“.
„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას.
გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზების გამო და ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას!
მჯერა, რომ ქართული ოცნება საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, მე
თბილისის საკრებულოს სხდომაზე გიორგი შარაშიძემ დეპუტატებს ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“
ინიციატივა გააცნო, რაც მიზნად ისახავს თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას და „სახალხო ბიუჯეტირების“ პროცესში მონაწილეობას.
"მინდა გაგაცნოთ ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ ინიციატივა, რაც მიზნად ისახავს თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობას „სახალხო ბიუჯეტირების“ ფორმით.
დღეს, როცა საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, კანდ
კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე განცხადებები მისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა გააკეთოს.
„საქართველოს პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული, სასამართლო რას გააკეთებს, არამედ როდესაც მას მიმართავენ, მისი კომპეტენციის ფარგლებში თვითონ გააკეთოს განცხადება, მისი პოზიცია როგორია შეწყალებასთან დაკავშირებით. სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავის საქმეს მიხედავს. მთავარია კითხვა პრეზიდენტთან – ეთანხმება