მე წინ გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება - არა ჩემი პირდაპირი ჩართულობით არჩევნებში, არამედ ამ პროდასავლური და პროევროპული პოლიტიკური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი ვიქნები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოში არსებული ვითარება განსხვავდება უკრაინისგან, თუმცა მეთოდები მსგავსია, ის, თუ როგორ იქცევა რუსეთი.
“ძალიან მსგავსი მეთოდები
საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება. ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიც (OSCE/ODIHR) თავის იურიდიულ ანალიზში წერს.
ანალიზის თანახმად, საქართველოში მიღებული კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასაშუალებებს “უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად” საზღვრავს, მხოლოდ და მხოლოდ საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსებისთვის, არ შეესაბამება ადამიან
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგ, მარინა ჩიტაშვილს ესაუბრა.
- ბატონო მარინა, როგორც მოსალოდნელი იყო, მიუხედავად ჩვენი არა ერთი დასავლელი და ამერიკელი გულშემატკივრების მოწოდებებისა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ კანონზე, „უცხო გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტო 84 ხმით დაძლია.
ასე რომ იქნებოდა კარგა ხანია ჩანდა. ახლა ბევრი იმაზე საუბრობს, რომ საქართველოს საგარეო კურსი შეცვლილია. არადა „ქართული ოცნების“ ლიდერები აგრძელებენ მტკიცებას
თავდაჯერება არ გვაკლია, - ამის შესახებ ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა.
მისი თქმით, ესპანეთის ნაკრები ტურნირზე ჯერ ყველაზე ძლიერი გუნდია, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.
სანიოლმა გაიხსენა ესპანეთთან წარსულში მარცხი და დასძინა, რომ ზოგჯერ ასეთი მომენტები საჭიროა.
"ძალიან ემოციური მომენტი გვქონდა, რადგანაც ეს შედეგი მაინცდამაინც მოსალოდნელი არ იყო. ძალების აღსადგენად სჯობდა მეტი დ
კვლევები იქცა პოლიტიკური ვაჭრობისა და დეზინფორმაციის წყაროდ, იმის ნაცვლად, რომ ყოფილიყო ადამიანებში ობიექტური მოლოდინების ფორმირების და ჩამოყალიბების ინსტრუმენტი.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/826181686114286
აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დონალდ ტრამპის დაცვის მისია ვერ შეასრულა, - ამის შესახებ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა, კიმბერლი ჩიტლიმ განაცხადა.
კიბერლი ჩიტლის განცხადებით, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის კითხვებს პასუხობს, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 13 ივლისის მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს.
„საიდუმლო სამსახურის მისიას ჩვენი ქვეყნის ლიდერების დაცვა წარმოადგენს. 13 ივლისს ჩვენ ეს ვერ შევძელით. მე, როგორც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტო
საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება იყო არასწორი, სამწუხარო და საზიანო, - ამის შესახებ თეთრის სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა.
ბოლტონმა უპასუხა კითხვას, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებთ, როგორ აღიქვამს ორ ქვეყანას შორის ახლა არსებულ ურთიერთობებს?
„ცხადია, ამ მომენტში ურთიერთობები არ არის საუკეთესო ფორმაში და ვფიქრობ მართალია, რომ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ბოლოდროინდე
ჩვენ პრეზიდენტს პატივს ვცემთ და მისი წინადადება მივიღეთ, უპირობოდ! ამიტომ შეხვედრაზე ვიქნებით.
"ლელოსთან" არანაირი პროცესი ახლა არ მიმდინარეობს და არც ყოფილა. სხვა ყველაფერი ჭორაობაა.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1582963079292001/
აშშ-ის ჰელსინკის კომისია ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას და აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს გაყალბებას, უნდა გაკეთდეს მკაფიო განცხადება.
თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად გაყალბდა და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ამასთან დაკავშირებით უნდა გაკეთდეს მკაფიო განცხადება”, – აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
პუბლიკა
საქართველო ევროპას ეკუთვნის! დღეს ჩემი გული მამაცი ქართველი ხალხის გვერდითაა, რომელიც სამართლიანობისა და საკუთარი მომავლის ფორმირების უფლებისთვის იბრძვის, - ამის შესახებ ბელარუსი ოპოზიციონერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ქართველები იმსახურებენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ევროპულ გზას, რომელიც ემყარება დემოკრატიას და თავისუფლებას და უპირველეს ყოვლისა, ძალაუფლებას, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი“, - აცხადებს ტიხანოვსკაია.
ipn
ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გასამართ ევროპული საბჭოს შეხვედრას ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ, - ამის შესახებ ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპარლამენტარი, გი ვერჰოფსტადტი სოციალურ ქსელში წერს.
„ვიქტორ ორბანი მეტია, ვიდრე პუტინის სასარგებლო იდიოტი. საქართველოში მისი ქმედებების შემდეგ ვიცით, რომ ის ავტორიტარიზმის აშკარა აგენტია. ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გასამართ ევროპული საბჭოს შეხვედრას ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ“, - წერს გი ვერჰოფსტადტი.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს არაფორმალურ
სიების ჩახსნა არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში არავინ არ შევა და ამის 2020 წლის არჩევნების მაგალითიც გვაქვს.
ჩვენ გავაკეთეთ პოლიტიკური განაცხადი, რომელიც არის ბევრად უფრო მტკიცე ვიდრე სია, რიმელიც შემდგომში გადადის პრემიერი კობახიძის ხელში.
ჩვენ ვერ შეგვიტყუებთ ამ თამაშში.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1753293375430808
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 38 თანამშრომელი ემიჯნება მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების პროცესი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია.
„კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილის განცხადება:
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ც
რუსეთმა ბაშარ ალ-ასადი რთულ ვითარებაში არ მიატოვა,- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, მიხაილ ულიანოვმა განაცხადა.
"ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში არიან, რუსეთი არ ღალატობს მეგობრებს რთულ სიტუაციებში", - აღნიშნა ულიანოვმა და დასძინა, რომ ამაშია განსხვავება რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ს შორის.
შეგახსენებთ, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. რუსული მედიის ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადი
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და დაწერა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბერს ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას განახორციელებს, „ის უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა“.
კიდევ ერთ პოსტში რესპუბლიკელი კონგრესმენი წერს:
მესამე პოსტში კი უილსონი სვამს კითხვას, თუ რატომ დაუდო საქართველოს „დიქტატორიბის მომლოდინე“ ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განხორციელე
ილიას უნივერსიტეტის კანცლერი, ქეთი დარახველიძე ამბობს, რომ ილიაუნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა – აპელაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი.
27 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ერთ წელიწადში მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით მიიღო.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო უნივერსიტეტისთვის, რადგან დასკვნა, რომლის საფუძველზეც საბჭომ ავტორიზაციის მინიჭებაზე იმსჯელ
არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) წარმოადგენს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს განჩინების ნიუანსურ ანალიზს და მოუწოდებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შეცვალოს პირველი ინსტანციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან და არსებული სამართლებრივი ჩარჩოს შემობრუნებისა და მანიპულაციის მცდელობაა.
ნეტგაზეთის
შესავალი
2025 წლის 14 იანვა
დაკავებული აქტივისტის, საბა სხვიტარიძის დედა, ლელა ახობაძე აცხადებს, რომ ჟურნალისტ ნიკა კაციას, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, ციხეში ავიწროებენ.
ნიკა კაცია, რომელიც პროევროპულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, 2024 წლის 7 დეკემბერს აქციისკენ მიმავალი ტაქსიში დააკავეს. მას პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, რაც 8-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კაცია ბრალს არ აღიარებს. ამჟამად მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს
რამდენიმე დღის წინ ჩვენმა 44 წლის თანამოქალაქემ, აფხაზეთიდან დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა - ვუსამძიმრებ ზამირ კვეკვესკირის ოჯახსა და ახლობლებს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს პირველ რიგში ხელისუფლების, ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და პასუხისმგებლობაა.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენმა 44 წლის თანამოქალაქემ, აფხაზეთიდან
დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. ს
აჯაფსანდალი ძალიან კარგი კერძია, მაგრამ პოლიტიკური აჯაფსანდალი პოლიტიკურ მენიუში არ არის კარგი კერძი, რომელიც მოქალაქეებმა შეიძლება შეუკვეთონ რესტორანში - ჩვენ არცერთ პოლიტიკურ პარტიაში არ გავერთიანდებით, არ ვართ ადამიანები, რომლებიც მოხეტიალე სულივით სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის არიან გაჭედილები და დადიან ერთი პარტიიდან მეორეში,- ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა
ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში, ეს არის უბრალოდ გამორიცხული, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესების საკითხზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ქმედება შანტაჟს წარმოადგენს.
„ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია, გამოვიტანოთ ამ ნაბიჯიდან. ერთი მხრივ უშიშროების საბჭო, მისი მდ
ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის, სომხეთისა და ყველას გადარჩენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
ჟურნალისტ ნიკოლა ფელდმანის განცხადებაზე, რომ „300 ათასი რუსი ჩავიდა საქართველოში, 300 ათასი რუსი 3 მილიონი ქართველიდან, ანუ 10% და ეს მათთვის (ქართველებისთვის) გახდა დიდი პრობლემა“, არესტოვიჩმა უპასუხა:
„ეს არის კატასტროფა, მით უმეტეს, პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომ
საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენამ 1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირს უდიდესი გავლენა ჰქონდა, უზრუნველყო ამ სამი ქვეყნის სუვერენიტეტი და უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ, ვედანტ პატელმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ვედანტ პატელმა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგის
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ვარაუდით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს არის ჩანიშნული, ისევ გადაიდება.
როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება, რადგან კორონავირუსით ინფიცირებული პირის კონტაქტია და მაღალი სიცხე აქვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაგეგმილი პროცესი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს.
პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი დღე არამხოლოდ პროფესიონალი დიპლომატების, არამედ ყველასია.
„მინდა ეს დღე მივულოცო უცხოეთში მყოფ ჩვენს დიპლომატებს, რომელთა წვლილი საქართველოს ინტერესების დაცვაში ძალიან მნიშვნელოვანია, და მით უფრო, დღევანდელ დღეს.
არ მინდა, ამ დღის აღნიშვნა ისე დავიწყოთ, რომ არ გავიხსენო ორი ადამიანი: ერთი, დიპლომატიის დღის დაარსების იდეის ავტორი, იმ დროისთვის, საგარეო საქმეთ