თბილისის საკრებულოში ფრაქცია „საქართველოსთვის” წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, კეკელიძის ქუჩაზე განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის “არანაირი სხვაობა აღარ არის”.
როგორც მან საკრებულოში პარტიის სხვა წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “დღევანდელი "ოცნება" სხვა არაფერია, თუ არა გაურკვეველი, "ნეონაცური" წარმონაქმნი”.
„მინდა გამოვეხმაუროთ, კეკელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს და შევახსენოთ „ოცნებას“, თქვენსა და „ნაცებს“
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
იპნ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თბილისში დატოვებული სამი ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა რუსეთში გასატანად იყო განკუთვნილი, თუ საბოლოოდ საქართველოში მოქმედებაში მოსაყვანად უნდა დარჩენილიყო, გამოძიება გრძელდება.
სუს-ის ინფორმაციით, საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იმის ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა, იმ მოსაზრების შექმნას ემსახურება, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც საქართველო
პარტიის „საქართველოსთვის“ პარლამენტის დეპუტატი მიხეილ დაუშვილი:
არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მკაფიოდ, არანაირ გაერთიანებას არცერთ პოლიტიკურ სუბიექტთან არ ვაპირებთ.
გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” 2024 წლის არჩევნებზე გადის დამოუკიდებლად. Ნებისმიერ სხვა ვერსიაზე საუბარი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, არის ტყუილი და “ოცნების” პროპაგანდის ნაწილი, რომლის მიზანიც ჩვენი დაზიანების მცდელობაა, Ჩვენი დაზიანება კი თანაბრად შედის როგორც კოლექტიური “ოცნების”,
ადამიანს განსხვავებული პოზიცია თუ აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათ მიერ დაქირავებული ჯგუფები საზოგადოებას და ოჯახის წევრებს რომ აბულინგებენ, მაინტერესებს, თქვენთვის ეს მისაღები და ნორმაა? ხმას რატომ არ იღებთ? - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ევროკავშირის ელჩებს.
ზარქუას თქმით, ელჩები უნდა გამოვიდნენ და დაგმონ ბულინგი, რადგან ეს არაევროპული და მიუღებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიჩნევენ, რომ ისინი ახალისებენ ამ მიდგომებს, რაზეც პასუხი შემდ
ირაკლი რუხაძე გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კონსტიტუციის ის ჩანაწერი, სადაც ერი ერთხმად ვართ შეთანხმებული, რომ ეს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე სამუდამოდ უნდა დარჩეს.
გიორგი ჭანტურია, პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1019715249766124/
ამომრჩევლებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის საჭიროება აქვთ, ცესკო-სთვის მიმართვა დღეს, 18:00 საათამდე შეუძლიათ.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, დღეს იწურება, ასევე, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების განაცხადების მიღებაც, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება შესაბამისი ოლქის საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე შეუძლიათ.
ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებთ, როგორც რეგიონებში ისე დედაქალაქში, აქტიურად ვესაუბრებით ამომრჩევლებს, ამასთან ერთად კი გვიწევს “ოცნების” თავდასხმების მოგერიება. “ოცნებამ” შექმნა არათანაბარი მედია გარემო და ჩვენს უფასო პოლიტიკურ რეკლამას ბლოკავს, ეს ცალსახად გამოხატავს მათ შიშებს.
თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოს" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/905615298153758/
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი დაიბარა.
ეს გადაწყვეტილება უკავშირდებოდა საქართველოს მთავრობის დღევანდელ განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ესტონეთი, რომელმაც „ოცნების“ და ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა, ეს გააკეთა უცხო ძალების დავალებით.
„პარლამენტის თავმჯდომარისა და ავტორიტარული მთავრობის განცხადებები მიუღებელი, მტრული და ტყუილებითაა სავსე. სამწუხაროა, რომ წარმომადგენლები ქვეყნისა, რომლის სუვერენიტეტსაც, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპისკენ
პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ორი მსხვილი ბანკის გადაწყვეტილება, აქციებზე დაზარალებული მოქალაქეებისთვის თანხა გამოყონო, "მისასალმებელი პირველი ნაბიჯია". როგორც მან ფორმულას დღეში თქვა, "ყინული დაიძრა".
"ორი ბანკის გადაწყვეტილება მეუბნება იმას, რომ ეს არის ფრთხილი, მაგრამ ძალიან მისასალმებელი პირველი ნაბიჯი. მე მესმის მათი მდგომარეობა, ეს სისტემური ბანკებია... მათდამი ფრთხილი დამოკიდებულება ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე, ეკონომიკური სტაბილურობის და ფ
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ოფიციალურად შეუჩერდა EQAR-ის რეგისტრაცია.
6 დეკემბერს დარგის სპეციალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავდა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას.
ამის შესახებ 6 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას უმაღლესი განათლების სფეროს ექსპერტებმა აცნობეს. მედიასთან განცხადებები გააკეთეს უმაღლესი განათლების ექსპერტებმა, ირი
ეუთო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნას აქვეყნებს.
„ფორმულას“ ეთერში ანგარიშის ძირითადი დასკვნების შესახებ ისაუბრა საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქაურდოვანიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება ანგარიშთან დაკავშირებით, რომ თითქოს ანგარიშის სულისკვეთება მიანიშნებს, რომ „არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა“ სიმართ
თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერტმფრენი მუღლას სასწავლო და კვლევით საავადმყოფოს ტერიტორიიდან აფრინდა და მასში ორი პილოტი, ექიმი და კიდევ ერთი სამედიცინო მუშაკი იმყოფებოდნენ.
მუგლას რეგიონის გუბერნატორმა, იდრის აკბიიკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვერტმფრენი ჯერ საავად
საქართველოს წინააღმდეგ ამერიკული სანქციები უნდა იქნას შემოღებული.
ამის შესახებ კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"საქართველოს წინააღმდეგ ამერიკული სანქციები უნდა იქნას შემოღებული. ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ", - წერს ადერჰოლტი.
იპნ
პროკურატურა ითხოვს, რომ პროევროპულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი, რომელიც 16 იანვარსაა ჩანიშნული, 12 მარტისთვის გადაიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს იმ იურისტთა ჯგუფის სახელით, რომელიც დაკავებულ მომიტინგეებს იცავს.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანი არის, რომ უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა საქმის საჯარო განხილვა არ დაიწყოს დროულად და არ გამოჩნდეს გამოძიების უსაფუძვლობა.
“შუამდგომლობის დასაბუთება ეწინააღმ
5 დეკემბერს დაკავებული ანრი კვარაცხელიას ცოლი ნუცა ერემიანი პოლიციის მხრიდან ძალადობას იხსენებს.
ნუცა ერემიანი ამბობს, რომ პოლიცია მათ სახლში ძალადობრივად შეიჭრა და ფიზიკურად გაუსწორდა არა მარტო ანრი კვარაცხელიას, არამედ დაკავებულის დას და მეუღლეს.
„კარზე გვესმის ხმაური, როგორ ცდილობდნენ ბლაგვი ნივთით სახელურის გატეხას და ჩუმად შემოჭრას. პირველი მათი წინადადება იყო: თუ შეიძლება მანქანა გადააყენეთ და ერთი ჭიქა წყალი რომ მოგვაწოდოთ, ცუდად ვარ. ჩვენ მანქანა არ გვაქვს და უკვე ვიცოდით, რაში
განახლება:
სახალხო დამცველის აპარატში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ პატიმრობაში მყოფ ნიკა კაციას კონკრეტული საკვები რამდენიმეჯერ არ შეხვდა.
თავდაპირველად ნეტგაზეთს ომბუდსმენის აპარატზე დაყრდნობით ეწერა, რომ ნიკა კაციამ მათ წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ციხეში საჭმელს არ აჭმევენ.
თუმცა მასალის გამოქვეყნების შემდეგ ომბუდსმენის აპარატიდან ნეტგაზეთს დაუკავშირდნენ და დააზუსტეს, რომ კაციას მათ წარმომადგენლებთან დაფიქსირებული აქვს, რომ ერთი კონკრეტული საჭმელი რამდენჯერმე არ დახვდათ.
ნ
„ოცნების“ უკანონო და თვითაღიარებული ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სპონსორი, ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორის ნოშიკო ნამორაძის კომპანია ჭავჭავაძის გამზირზე, სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე ცათამბჯენისთვის დამატებით 12 სართულის მშენებლობის ნებართვას მიიღებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც შარაშიძემ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით, რაც დამტკიცებულ 47 სართულზე 12 სართულის დამატებას გულისხმობს, ვითარება როგორც ურბ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, პოლიტიკური მოტივით მოხდა.
როგორც პარტია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ფაქტი მკვეთრად განსხვავდება იმ შემთხვევებისგან, როცა სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია „მოძალადეებზე, რომლებიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ.
"გახარია საქართველოსთ
ჩვენი პოზიციაა, რომ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად იმუშაონ ევროკომისიის 12 მოთხოვნის შესასრულებლად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განუცხადა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ კომპრომისული შესწორებებით მიღებული ანგარიშის შესახებ დასმულ კითხვაზე, ბრიტანეთის ელჩმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ დოკუმენტს არ გაცნობია.
მარკ კლეიტონმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი და შეს
გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად განახლებულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, ლა-მანშის სრუტეში გაძლიერებული პატრულირებისთვის ლონდონი პარიზს წლიურად 72 მილიონ ევროს გადაუხდის.
მედიის ცნობით, გაზრდილი დაფინანსების ფონზე, სამართალდამცველთა რაოდენობაც 350-მდე გაიზრდება. მედია ასევე იუწყება, რომ თანხა მოხმარდება მიგრანტთა ცენტრებსა და საფრანგეთის პორტების სათვალთვალო სისტემებით აღჭურვას, შეიძენენ დრონებსა და ღამის ხედვის აღჭურვილობას.
უკრაინის უმეტეს ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ზოგიერთი ოლქის მოსახლეობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან სარაკეტო თავდასხმების საფრთხის შესახებ გააფრთხილეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვილკულის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობა თავშესაფრებში უნდა გადავიდეს.
„,მოსკოვმა ვოლგოგრადი-ასტრახანიდან Ту-95-ის გამოყენებით Х-101 რაკეტები გამოუშვა. რაკეტების სამიზნე უკრაინაში ჯერჯერობით უცნობია“, - წერს ვილკული „ტელეგრამზ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ოქსფორდში, „ოქსფორდის კავშირში“, „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის“ ყოველწლიური სერიის ფარგლებში, ლექციას წაიკითხავს.
„ოქსფორდის კავშირში“ საქართველოს პრეზიდენტს დახვდება და უმასპინძლებს კავშირის პრეზიდენტი აჰმედ ნავაზი. ოქსფორდის კავშირის „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექცია“ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დააფუძნა და ციკლის ფარგლებში ლექციები წაკითხული აქვს თავად მას და დევიდ კამერონს.
საქართველოს პრე
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შსს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას გეგმავს, რათა უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა იმუშაოს ეფექტურად.
დარახველიძის თქმით, სამინისტროს პოლიტიკა არის მსხვერპლის ინტერესებზე ორიენტირებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვხედავთ რომ ეს ძალისხმევა რიგ შემთხვევებში საკმარისი არ არის.
„წლიდან წლამდე ში
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების იუსტიციის მინისტრები პირველად შეიკრიბებიან უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიების საკითხის განსახილველად. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყნის გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა განაცხადა.
შეხვედრა 28 ნოემბერს, ბერლინში გაიმართება.
„ჩვენ ვისაუბრებთ ძირითადად უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ სამხედრო დანაშაულების საშინელებებზე, რომელთა გამოძიებაც და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაც ჩვენ გვინდა.