Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    885.966

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

აშშ-მ დაასანქცირა „იუნისტრიმი“, რომელსაც რუსები ფულადი გადარიცხვებისთვის იყენებდნენ

აშშ-მ რუსულ ბანკ „იუნისტრიმს“ და ამავე სახელის ფულადი გადარიცხვების სისტემას სანქციები დაუწესა. „იუნისტრიმი“ იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა რუსეთიდან ფულის გადარიცხვისთვის, იტყობინება რუსული მედია. „ნეტგაზეთის“ დაკვირვებით, საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა იყო ფულის გადმორიცხვისთვის. მიუხედავად „იუნისტრიმის“ სანქცირებისა, რუსეთიდან ფულის გადმორიცხვა შესაძლებელი რჩება, მაგალითად, „ზოლოტაია კარონას“ სისტემით. თავად „იუნი

აშშ-მ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ივანიშვილის დასანქცირებით, ახლა დროა EU-მ იმოქმედოს - იუკნევიჩიანე

„შეერთებულმა შტატებმა გადადგა მნიშვნელოვანი საწყისი ნაბიჯი ივანიშვილზე მკაცრი სანქციების დაწესებით და საქართველოში რუსული პოლიტიკის იარაღად მისი აღიარებით. ახლა დროა ევროკავშირმა იმოქმედოს“,- აცხადებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე. მისვე განცხადებით,  „მიხეილ ყაველაშვილი მარიონეტია და პრეზიდენტის ინაუგურაციის შოუ პაროდიას წარმოადგენს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად რჩება“. „საქართველო რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ ომის ფართო სურათის მნიშვნელოვან ნაწი

აშშ-მ 8 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინა

აშშ-მ 8 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინა, რომელთა უდიდესი ნაწილი ევროკავშირსა და იაპონიაში იყო განთავსებული. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, პენი პრიცკერის განცხადებით, დასავლეთის მიერ გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივები უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე უნდა იქნეს გამოყენებული. მისივე თქმით, შესაბამისი იურიდიული გუნდები ამ საკითხზე საგანგებოდ მუშაობენ. „რომ მეთქვა

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ელჩები კობახიძეს ხვდებიან

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ელჩები კობახიძეს ხვდებიან. ისინი უკვე მივიდნენ მთავრობის კანცელარიაში, თუმცა რას ეხება შეხვედრა უცნობია. როგორც მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრა ერთი კვირის წინ დაიგეგმა. მანამდე ირაკლი კობახიძემ ელჩები დებატებში გამოიწვია და თქვა, რომ ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის განცხადებები რუსულ კანონთან დაკავშირებით „ყოველგვარ არგუმენტს” იყო მოკლებული.   პუბლიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აირჩიეს

რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად ხელახლა აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს. კონგრესმენი მაიკ ჯონსონი (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - სპიკერად ხელახლა კენჭისყრის პირველ რაუნდში მცირედი სხვაობით აირჩიეს. მან კონგრესმენების 218 ხმა მოაგროვა, მაშინ როდესაც დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჰაკიმ ჯეფრისმა 215 ხმა მიიღო. თავდაპირველად რესპუბლიკური პარტიის სამი წარმომადგენელი არ აძლევდა ჯონსონს ხმას: რ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი - რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც აშშ-ის თანამგზავრებზე დასამიზნებლად არის შექმნილი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი მაიკ ტერნერი აცხადებს, რომ რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც აშშ-ის თანამგზავრებზე დასამიზნებლად არის შექმნილი. მისი თქმით, ეს სერიოზული საფრთხეა აშშ-ის ეროვნული უშიშროებისთვის. ამასთან, ტერნერი ჯო ბაიდენისგან ითხოვს, რომ პრეზიდენტმა გრიფი „საიდუმლო“ მოხსნას ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საფრთხეს უკავშირდება, რათა კონგრესმა ღიად შეძლოს საჭირო ნაბიჯების განხილვა. დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელის ინფორმ

აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქვეყნის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ამომრჩევლებს ფილადელფიის შტატში შეხვდნენ

აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ამომრჩევლებს ფილადელფიის შტატში შეხვდნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შუალედურ არჩევნებს აშშ-ის დემოკრატიისთვის გადამწყვეტი მომენტი უწოდა. „დემოკრატია ფაქტობრივად კენჭისყრაზეა. ეს არის გადამწყვეტი მომენტი ერისთვის და ჩვენ ყველამ ერთხმად უნდა ვილაპარაკოთ“, – თქვა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებში დემოკრატიული წაგება შედეგებს ათწლეულების განმავლობაში მოიტანს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი ჯორჯიის შტატის ქალაქ პლეინსში საკუთარ სახლში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას Reuters-ი კარტერის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. კარტერს, ბოლო წლებში, ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემა ჰქონდა, მათ შორის მელანომა. ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პროკლამაცია გამოსცა, რომლის თანახმად, სამთავრობო შენობებზე ამერიკის დროშები 30 დღის განმავლობაში დაშვებული იქნება, 2025 წლის 9 იანვარი კი აშშ-ის მთელ

აშშ-ის ფლოტმა ჩაძირა კატარღა, რომელსაც ირანიდან იემენელი მეამბოხეებისათვის ასაფეთქებელი მასალები გადაჰქონდა

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა 15 ნოემბერს განაცხადეს, რომ ჩაძირეს კატარღა, რომელსაც იემენში ჰუთი მეამბოხეებისთვის საკმაოდ მძლავრი ასაფეთქებელი მასალები გადაჰქონდა. კატარღა, რომელიც აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა 8 ნოემბერს ომანის ყურეში დააკავეს, 13 ნოემბერს ჩაძირეს. ბაჰრეინში დისლოცირებული აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-5 ფლოტის სარდლობის ცნობით, გემზე აღმოჩნდა ასაფეთქებელი მასალა, რომელიც ათობით ბალისტიკური რაკეტის დასამუხტად იქნებოდა საჭირო. აშშ-ის ფლოტს არაბეთის ზღვაში ადრეც

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

მედიის ცნობით, აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ეწვია, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს კიევისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა. იელენი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შეხვდა. როგორც მედია წერს, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს განუცხადა, რომ „ამერიკა იდგება უკრაინის გვერდით, იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება“. „აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უკრაინაში ვ

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი - აშშ სანქციებს დაუწესებს სამხედრო შესყიდვების ქსელს, რომელიც რუსეთს დახმარებას უწევს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, ჯანეტ იელენის განცხადებით, შეერთებული შტატები ახალ სანქციებს დაუწესებს კერძო პირებისა და კომპანიების ტრანსნაციონალურ ქსელს, რომლებიც რუსეთის უკრაინაში ომისთვის სამხედრო ტექნოლოგიების შესყიდვაზე მუშაობენ. „დიდი ოცეულის“ სამიტზე, კუნძულ ბალიზე ჩასულმა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სანქციები დაუწესდება 14 ფიზიკურ პირსა და 28 კომპანიას, მათ შორის ფინანსურ ფასილიტატორებს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. „ეს არის ჩვენი დიდი ძალისხმევის ნაწილი,

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმების შესახებ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება დაბლოკა

სიეტლის რაიონული სასამართლოს ფედერალურმა მოსამართლემ, ჯონ კუგენურმა დროებით დაბლოკა დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების წესის გაუქმების შესახებ, რომელიც თებერვალში უნდა ამოქმედებულიყო, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მოსამართლის განმარტებით, მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმება აშკარად არაკონსტიტუციურია. „სად იყვნენ ადვოკატები აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერის გადაწყვეტილების მიღებისას?“ - აღნიშნა მოსამართლემ. დონალდ ტრამპი ფედერალური მოსამა

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი - არ არის სიმართლე, რომ ირანმა რუსეთს დრონები ომამდე გადასცა

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ირანის საკითხებში რობერტ მელი აცხადებს, რომ ირანმა რუსეთს დრონები უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ზაფხულში გადასცა. „არ არის სიმართლე, რომ ირანმა რუსებს დრონების შეზღუდული რაოდენობა ომამდე გადასცა. მათ ათობით დრონი ამ ზაფხულს გადასცეს და ოკუპირებულ უკრაინაში პერსონალი გაგზავნეს იმისთვის, რომ დაეხმარონ რუსეთს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მათ გამოყენებაში. მტკიცებულებებთან პირისპირ მათ ახალი პოლიტიკა სჭირდებათ და არა ახალი ზღაპარი“, - დაწერა ამერიკელ

აშშ-ის სენატში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად მხარდაჭერის გაზრდას ითვალისწინებს

აშშ-ის სენატში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტის სახელწოდებაა „2023 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი“. მის ავტორები არიან რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები, მათ შორის ჯინ შაჰინი, მიტ რომნი, ბენ კარდინი, დიკ დურბინი და სხვები. კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის, ას

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ განხილვა გადაიდო

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ განხილვა გადაიდო. მოსმენა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს, 25 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე უნდა გამართულიყო. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება მოსმენა. „ქართველი ხალხის აქტი“ ამერიკელი კანონმდებლების მიერ მომზადებული ორპარტიული კანონპროექტია, რომელიც ქმნის ჩარჩოს, რათა ქართველმა ინდივიდებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და რუსული კანონის მიღების ხელშეწყობაზე, პასუხი აგონ.

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტზე“ იმსჯელებენ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 25 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ორპარტიულ კანონპროექტს, „ქართველი ხალხის აქტს“ განიხილავს, - ინფორმაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს. შეგახსენებთ, „ქართველი ხალხის აქტი“, სხვა საკითხებთან ერთად, იმ პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს ითვალისწინებს, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან, ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზო

აშშ-ის სენატმა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს. The Hill-ის ცნობით, 95,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დაფინანსებას ითვალისწინებს. კანონპროექტის განხილვას მხარი 64-მა სენატორმა, მათ შორის, 14-მა „რესპუბლიკელმა“ დაუჭირა. სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა კანონპროექტიდან აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების ნაწილი მას შემდეგ ამოიღო, რაც კანონპროექტი „რესპუბლიკელმ

აშშ-ის სენატმა სახელმწიფო მდივნად მარკო რუბიო დაამტკიცა

99 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – შეერთებული შტატების სენატმა მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა. ის ტრამპის კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც ინაუგურაციის დღესვე დაამტკიცეს. მან სრული ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო. რუბიომ სენატის სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია. ვინ არის მარკო რუბიო? მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ  53 წლის მარკო რუბიო მაიამიში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კუბელი ემიგრანტების ოჯახში დაიბად

აშშ-ის სენატმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის თითქმის 45 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

შეერთებული შტატების სენატმა 1.66 ტრილიონი დოლარის მოცულობის მთავრობის მომავალი წლის დაფინანსების კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის დახმარების სახით თითქმის 45 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტს მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, 29 კი წინააღმდეგი წავიდა. ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად წარმომადგენელთა პალატას უნდა გადაეგზავნოს. შემდეგ კი ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს. ამასთან, სენატმა დაამტკიცა “რესპუბლიკელი” სენატორის, ლინდსი გრეჰემის მიერ შეთავა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე - ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს - ველით რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა. „ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს! ჩვენ მივესალმებით ამ წინსვლას და მოუთმენლად ველით იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ. ეს პროგრესი იმის ნიშანია, თუ რა გელით მომავალში, როცა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში თქვენს კანონიერ ადგილს დაიკავებთ“, - წერს ბენ კარდინი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი „ტვიტე

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ფიზიკურ პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვებსა და სამხედრო დახმარების დაფინანსების შეჩერებაზეა საუბარი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შეზღუდვას ითვალისწინებს, ამერიკელმა სენატორებმა ბენ კარდინმა (მერილენდი), ჯინ შაჰინმა (ნიუ-ჰემპშირი), ჯიმ რიშმა (აიდაჰო), პიტ რიკეტსმა (ნებრასკა), კრის კუნსმა (დელავერი) და ლინდსი გ

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი „MEGOBARI აქტს“ 11 მარტს განიხილავს

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი „MEGOBARI აქტს“ 11 მარტს განიხილავს. შესაბამისი ინფორმაცია საგარეო საქმეთა კომიტეტის განრიგშია მითითებული. ცნობისთვის, თავდაპირველად “MEGOBARI აქტი” აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - იქნა წარდგენილი კონგრესმენი ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) მიერ. ამ მომენტისთვის კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში 18 თანასპონსორი ჰყავს - 10 დემოკრატი და 8 რესპუბლიკელი.     იპნ

აშშ-ის სენატი დათანხმდა ჩამორთმეული რუსული აქტივების გამოყენებას უკრაინის დასახმარებლად

აშშ-ის სენატმა 22 დეკემბერს ზეპირი კენჭისყრით მხარი დაუჭირა ფედერალური ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს, რომელიც შესაბამის სტრუქტურებს ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების უფლებას აძლევს. შესწორებას მხარი დაუჭირა 68 სენატორმა, წინააღმდეგი იყო - 29. დოკუმენტი არეგულირებს რუსი ოლიგარქებისგან კონფისკაციის გზით მიღებული აქტივების გამოყენებას. ამოღებული თანხა ჯერ სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეგზავნება, რომელიც მას საერთაშორისო დახმარების სახით გაანაწილებს. კანონპროექტი არ ა

აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი - ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში

ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა ბრიფინგზე განაცხადა. ჩარლზ ბრაუნმა უპასუხა შეკითხვას, შეუძლია თუ არა ნატო-ს რაიმეს გაკეთება იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის მხრიდან გავლენის გაზრდის მცდელობებს, როგორ აისახება ეს იმაზე, რაც ახლა ხდება საქართველოში და როგორ აისახება ეს საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე. „ღრმად შეშფოთებულ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად

აშშ-ის დახმარება ხელს უწყობს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას, ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას და ეკონომიკურ ზრდას და ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კავკასიაში აშშ-ის პოლიტიკა შეაფასეს. „ამერიკელი ხალხი დიდი ხანია სოლიდარობა
×
×
  • შექმენი...