აშშ-მა უკრაინას გადასცა პირველი ორი ერთეული NASAMS-ის საშუალო რადიუსის მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემა, ამის შესახებ კომპანია Raytheon Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ ჰეისმა განაცხადა CNBC-სთან ინტერვიუში.
"რამდენიმე კვირის წინ ჩვენ აშშ-ის მთავრობას გადავეცით ორი სისტემა. დღეს მათ უკრაინაში განალაგებენ", - აღნიშნა ჰეისმა.
აშშ-ის ხელისუფლებამ დაამტკიცა კიევისათვის ორი ერთეული NASAMS-ის, მაგრამ არა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. მათ შესახებ მოლაპარა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობა იტყობინება.
მათივე ინფორმაციით, ტვირთმა ჩრდილოეთ ჩარლსტონის სანაპიროები გასულ კვირას დატოვა.
შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული დახმარება უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამატებით შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობებით, რათა დაიცვან თავიანთი საზღვრები რუსეთის უკანო
აშშ-მა უახლესი ბირთვული ბომბდამშენი, „ბი-21 რაიდერი“ წარადგინა.
„სტელსის“ სისტემით აღჭურვილი „ბი-21“ პირველი ახალი ამერიკული ბომბდამშენია, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მისი პროგრამის თითქმის ყველა ასპექტი კლასიფიცირებულია.
„ეს არ არის უბრალოდ კიდევ ერთი თვითმფრინავი. ეს არის ამერიკის გადაწყვეტილების განსახიერება, დაიცვას რესპუბლიკა, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს. საჰაერო თავდაცვის ყველაზე დახვეწილ სისტემებსაც კი გაუჭირდებათ ცაში „ბი-21“-ის აღმოჩენა“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვ
აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა – ამის შესახებ წერს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.
მოგვიანებით, მეთიუ მილერმა ეს კონკრეტული პოსტი პლატფორმა X-დან აიღო და ახალი დაწერა, ასევე გაავრცელა ოფიციალური განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე.
„ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი პრინციპები, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობ
აშშ-მა სანქციები დააკისრა ირანულ ფონდს, რომელმაც, აშშ-ის თქმით, რამდენიმე მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა მწერალ სალმან რუშდის მოკვლის სანაცვლოდ.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოეთის ქონების კონტროლის ოფისმა (OFAC) 28 ოქტომბერს გამოაცხადა სანქციები, რომლებიც დაუწესდა ირანში განთავსებულ ფონდს "ხორდად-15". OFAC-ი ამ ფონდს ბრალს სდებს მილიონობით დოლარის ჯილდოს დაწესებაში ინდური წარმომავლობის ცნობილი ბრიტანელი-ამერიკელი ავტორის, სალმან რუშდის მოკვლისთვის.
რუშდ 12 აგვისტოს მძიმედ დაჭ
აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე გააკეთა. მეთიუ მილერის ბრიფინგი სწორედ საქართველოს საკითხით გაიხსნა.
მეთიუ მილერის თქმით, შეზღუდვები გავრცელდება მათ ოჯახის წევრებზეც. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს.
“შ
აშშ-ი რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად აღარ აღიარებს. ამგვარად, ვაშინგტონმა ჩამოართვა რუსეთს სტატუსი, რომელიც ქვეყანას 20 წლის წინ გადაეცა. იგი აძლევდა საშუალებას რუსეთს, თავი აერიდებინა სავაჭრო პროდუქციაზე მოქმედი ანტიდემპინგური ტარიფებისთვის.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აშშ-ის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად ერევა ეკონომიკის მუშაობაში, რაც მოქმედებს ფასწარმოქმნასა და რუსი მწარმოებლების დანახარჯების სტრუქტურაზე.
„რუსეთისთვის საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუს
შეერთებულმა შტატებმა განაახლა რუსეთის იმ მოქალაქეების დეპორტაციის პრაქტიკა, რომლებმაც აშშ-ის ხელისუფლების თანახმად, საიმიგრაციო კანონები დაარღვიეს. ერთი წლის წინ, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ასეთი დეპორტაციები შეწყდა, მაგრამ ახლა ის კვლავ ხორციელდება. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Guardian იუწყება.
ადვოკატებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ აშშ-ში ჩასული ერთ-ერთი ახალგაზრდა რუსი, რომელიც რუსეთის არმიაში მობილიზაციიდან თავის დაღწევას ცდილობდა, მიმდინარე კვირაში რუ
აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და იმ კომპანიების წინააღმდეგ შემოიღო ახალი სანქციები, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ასკვნის, რომ “რუსეთი სამხედრო ეკონომიკად იქცა, რომელშიც რუსეთის მრეწველობის მთელი სპექტრიდან კომპანიებს საკუთარი წვლილი შეაქვთ რუსეთის სამხედრო ძალისხმევებში”.
რუსეთის თავდაცვის სფეროდან სანქციები შეეხო კომპანიებს, რომლებიც სამხე
აშშ-მ დაასანქცირა რუსი პროპაგანდისტი და რუსული პროპაგანდისტული მედიები „რია ნოვოსტი“, „RT“, „ტვ-ნოვოსტი“, „Rutply“ და „სპუტნიკი“. მიზეზი, ოფიციალური განცხადების თანახმად, „მოსკოვის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობებია“. ამის შესახებ „მედუზა“ წერს.
ფიზიკურ პირებს სანქციის სახით სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ. სიმონიანის გარდა სანქცირებულნი არიან მისი ჰოლდინგის ტოპ-მენეჯერები.
გარდა ამისა, ვაშინგტონი ათმილიონიან ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის, რომელიც ამერიკულ ა
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკს, რომელიც ჩართული იყო რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.
„საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა დაადგინა ხუთი ორგანიზაციისა და ერთი ფიზიკური პირისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც დაფუძნებული არიან რუსეთში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში და რომლებმაც შ
4 თებერვალს აშშ-მა ჩამოაგდო ჩინეთის სავარაუდოდ სადაზვერვო ბურთი ატლანტის ოკეანის თავზე - მას მერე, რაც ბურთმა ჩრდილოეთ ამერიკის თავზე მოიარა მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები და გადაიქცა დაძაბულობის მორიგ კერად ვაშინგტონსა და პეკინს შორის.
მიმდინარეობს ოპერაცია ბურთის ნაწილების მოსაპოვებლად აშშ-ის ტერიტორიულ წ####ბში.
ბურთი 4 თებერვალს შენიშნეს, სამხრეთ კაროლინის თავზე, როცა ის ატლანტის სანაპიროს უახლოვდებოდა. მის ჩამოგდებამდე, ბურთის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას აშ-ის პრეზიდ
აშშ-მა ორ მოლდოველ ოლიგარქს, ვლადიმირ პლახოტნიუკს და ილან შორს, კორუფციული ქმედებებთან და მოლდოვის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა განაცხადა.
კერძოდ, აშშ-მა დაუწესა სანქციები რუსეთისა და მოლდოვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჩართულები არიან მოლდოვაში რუსეთის მავნებლური გავლენების ოპერაციებში, ასევე სისტემატურ კორუფციულ ქმედებებში.
„აშ
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევისთვის.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, შეზღუდვები შეეხო ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მაღალჩინოსნებს, ასევე ირანის სასჯელაღარსულების წარმომადგენლებსა და ინტერნეტში ცენზურასთან დაკავშირებულ პირებსა და ორგანიზაციებს.
„შავ სიაში“ მოხვდა ევინის ციხის ხელმძღვანელიც, სადაც სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ძირითადად პოლიტპატიმრები იმყო
აშშ-მა ვენესუელას პრეზიდენტის თვითმფრინავის კონფისკაცია მოახდინა.
„სი-ენ-ენის“ ცნობით, ამერიკულმა მხარემ თვითმფრინავის კონფისკაცია ჩაატარა დომინიკის რესპუბლიკაში, სადაც ხომალდი უკვე რამდენიმე თვეა იმყოფება.
კონფისკაციის მიზეზი, გამოცემის წყაროების ცნობით, ისაა, რომ ვაშინგტონმა თვითმფრინავი ამერიკული სანქციების დარღვევით შეძენილად მიიჩნია. თვითმფრინავი „Dassault Falcon 900“ დაახლოებით 13 მილიონი დოლარი ღირს.
„ეს ნათელი გზავნილია, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, ვერავინ გაექცევა ამერ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსულ მედიაჰოლდინგ “რასია სეგოდნიას” და მის დირექტორ დიმიტრი კისილოვს სანქციები დაუწესა.
ეს მედიაჰოლდინგი აერთიანებს რუსული პროპაგანდის გამხმოვანებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც რუსეთის მთავრობის მიერ ფინანსდება. ჰოლდინგში შედიან:
რაშა თუდეი
რია ნოვოსტი
ტვ-ნოვოსტი
Ruptly
სპუტნიკი
რაშა თუდეი აშშ-ს წარსულში უკვე ჰყავს სანქცირებული, თუმცა 13 სექტემბერს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მათ მოიპოვეს ახალი
აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია ვაშინგტონში ჩატარდა და დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის გაფორმება მნიშვნელოვანი ეტაპია სომხეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობაში.
"ვაყალიბებთ აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას. კომისია ჩარჩოს გვაძლევს, რათა გავაფართოვოთ ორმ
აშშ-მა და ბრიტანეთმა დაგმეს განკარგულება, რომელიც ავღანეთში თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედმა მთავრობამ გასცა. განკარგულება ქალებს უნივერსიტეტებში სწავლას უკრძალავს ქვეყნის მასშტაბით.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ავღანეთის პრობლემას ეხებოდა, გაეროში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა დაგმეს ავღანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება, რომელიც უკანასკნელი ზომაა ქვეყანაში ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის სფეროში.
„თალიბანი არ უნდა მოელოდეს, რომ საერთაშორისო
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.
განცხადების თანახმად, "როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას
აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „შავ ნუსხაში“ შეიყვანა რვა ფიზიკური და ხუთი იურიდიული პირი.
როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, ის პირები, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები დაწესდა, მხილებული არიან ბელარუსის რეჟიმის მიერ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ჩატარებულ რეპრესიებში, ასევე არიან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის თანამონაწილეები და ჩართული არიან ალექსანდრ ლუკაშენკოს გამდიდრებაში.
კერძოდ, „შავ სიაში“ მოხვდნენ ბელარუსის
შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში, სადაც დაძაბულობა იზრდება, მართვადი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი გაგზავნა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პენტაგონმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა რეგიონში მართვადი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი „ჯორჯია“ გაგზავნა.
მან ასევე გასცა განკარგულება, რომ დაჩქარდეს ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ გადაყვანა, რომელიც უკვე მიემართება ტერიტორიისკენ და რომელსაც F-35C ტიპის მოიერიშე თვითმფ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი 6 ივნისს გამოაცხადა.
სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და ის შეეხება „ქართული ოცნების“ წევრებს, პ
აშშ უკრაიანას დახმარების მორიგ პაკეტს გამოუყოფს, რომლის ჯამური ღირებულებაც 250 მილიონ დოლარამდე იქნება.
„უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ ამ პაკეტის ფარგლებში კიევი მიიღებს:
საზენიტო რაკეტებს RIM-7;
რაკეტებს Stinger;
ტყვია-წამალს HIMARS-ის სისტემისთვის;
155 და 105 მმ კალიბრის არტილერიის ტყვია-წამალს;
ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს TOW;
ტანკსაწინააღმდეგო სისტემებ Javelin და AT-4;
ჯავშანმანქანებს Bradley;
ჯავშანტრანსპ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკულ მხარეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა და ფრონტზე ამჟამინდელი ვითარების შენარჩუნება შესთავაზა, იტყობინება „როიტერსი“ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემა წერს, რომ 2023 წლის ბოლოსთვის პუტინმა საჯაროდ, და ასევე საიდუმლოდ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შუამავლების მეშვეობით, გადასცა ვაშინგტონს შეტყობინება, რომ მზადაა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა განიხილოს, ოღონდ, მხოლოდ იმ პირობით, რომ რუსეთი უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებს შეინარჩუნებს.
„როიტერსის“ ამ