Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.050
  • comments
    0
  • views
    690.799

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კელი დეგნანი - აშშ ეთანხმება საქართველოს მიმართ ევროკავშირის მტკიცე რჩევას, განსახილველად წარუდგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას

საქართველოს მიმართ ევროკავშირის მტკიცე რჩევაა, საქართველომ განსახილველად წარუდგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას. ეს არის საუკეთესო გზა იმის გასაგებად, რომ ქართული კანონმდებლობა პასუხობს აქ არსებულ ვითარებას, რაც 12 რეკომენდაციის საგანია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. დეგნანის თქმით, აშშ ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, განსახილველად წარედგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას. კელი დეგნანს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს 22 ნოემ

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლა ან დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულად იქნება აღიარებული

ევროკავშირის საბჭომ ერთხმად დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა ან მათი დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულად იქნება აღიარებული. დღემდე სისხლის სამართლის დანაშაულთა სიაში ტერორიზმი, ადამიანებით ვაჭრობა, ქალებისა და ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია, ნარკოტიკული საშუალებებითა და იარაღით ვაჭრობა, ფულის გათეთრება, კორუფცია, კიბერდანაშაული და ორგანიზებული დანაშაული შედიოდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კენჭი ევროპარლამენტშ

ირაკლი ღარიბაშვილი - წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8,5%-ის ნაცვლად, გვექნება 10%, ეს ნიშნავს, რომ ბოლო ორ წელიწადში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც სწორი პოლიტიკის შედეგია

25 ნოემბერს, ეკონომიკური საბჭოს ფორმატში, განვიხილეთ ბიუჯეტის საკითხი და 30 ნოემბერს პარლამენტს წარედგინება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაზუსტდება და, ნაცვლად 8,5%-ისა, იქნება 10%, რაც ნიშნავს, რომ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. „მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნო

პირველი იანვრიდან საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა დაიწყება

ვიწყებთ საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას, რაც ჯამში 1,3 მილიონი ლარი დაგვიჯდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, პროგრამა განხორციელდება სამ ეტაპად. პირველი ეტაპი დაიწყება 2023 წლის პირველი იანვრიდან და მის დაფინანსებაში მიემართება 100 მილიონი ლარი. „განათლების მიმართულებით, გახსოვთ, რომ 400 მილიონი ლარით გავზარდეთ ბიუჯეტი. ამის ფარგლებში, დაგეგმილი გვაქვს 500 სკოლის მშენებლობ

კელი დეგნანი - ჩვენ ვრჩებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების დიდ მხარდამჭერად, რომელიც უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განაცხადებით, აშშ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მტკიცე მხარდამჭერია. მისივე თქმით, ანაკლია დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკაში, შექმნის სამუშაო ადგილებს ამ რეგიონში და მის მიღმა. როგორც კელი დეგნანი ამბობს, რამდენადაც მას აქვს ინფორმაცია, მთავრობა ანაკლიის პორტზე ტენდერის გამოცხადებას მომავალი წლის დასაწყისში აპირებს. „აშშ წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მტკიცე მხარდამჭერია, რადგან მიგვაჩნია, რომ ის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი კ

ღარიბაშვილის თქმით, მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტებში 70 მლნ ლარი დაიხარჯება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. "ჩვენ გვაქვს გეგმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, არტისტები. ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერის დასაწყისში ქვეყანაში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები - სტადიონებზეც და ასევე "ბლექ სი არენაზეც". ამ მიზნით ჩვენ

„ბიჭვინთის“ შესახებ კანონპროექტები დე ფაქტო პარლამენტში შევიდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის და მიმდებარე ობიექტების რუსეთისთვის გადაცემაზე შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე კანონპროექტები შევიდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზა“ ადგილობრივი ტელეგრამის არხზე დაყრდნობით იუწყება. ეს არის მიმდინარე წლის 19 იანვარს ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის სახელწოდებაცაა „შეთანხმება რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტ

ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" მივიდა. მან სამედიცინო დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა. "დიდი ხანია, მე არ მინახავს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ჩემი წარმომადგენლები რეგულარულად მოდიოდნენ და ნახულობდნენ, საქმის კურსში ვიყავით. იქედან გამომდინარე, რომ ბოლო დროის განმავლობაში ძალიან მძიმე შეფასებები ისმის მის ჯანმრთელობაზე, მე მივიღე გადაწყვეტილება, პირადად გავეც

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქებთან, ბახმუტსა და სოლედართან. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რეგიონების სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს 4 სარაკეტო დარტყმა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში თავდაცვის ძალების პოზიციებზე იყო 50-ზე

არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში ორ თვეში ოთხი სამართალდამცავი ამხილეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბოლო ორ თვეში, ოქტომბერსა და ნოემბერში, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში ოთხი სამართალდამცავი ამხილა. უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ. ოთხივე ადამიანი პასუხისგებაში ბოლო ორ თვეში მისცეს. გამოძიებით დადგენილი ოთხი ფაქტი: 2022 წლის 17 ნოემბერს არასრულწლოვანი შვილის თანდასწ

დავით არახამია ე.წ. უძლეველობის პუნქტების მოწყობისას დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად, კიევის მერს ერთკვირიან ვადას აძლევს

უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს ე.წ. უძლეველობის პუნქტების მოწყობისას დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად ერთკვირიან ვადას აძლევს. ამის შესახებ დავით არახამიამ „ტელეგრამში“ დაწერა. მისი თქმით, ერთი კვირის შემდეგ კიევში მოწყობილ სპეციალურ პუნქტებში, სადაც მოქალაქეებს გათბობის, ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვისა და სხვა სერვისების მიღება უნდა შეეძლოთ, ინსპექცია ჩატარდება. „კიევი რჩება ჩვენი მტრისთვის პრიო

„როიტერი“ - იტალიაში მეწყრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხუთის პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება

იტალიის სამხრეთში მდებარე კუნძულ სიკიაზე მეწყრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ახალშობილია. კუნძულ სიკიაზე მეწყერი 26 ნოემბერს ჩამოწვა. სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. როგორც სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ხუთი ადამიანის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. სამაშველო და სამძებრო ოპერაცია გრძელდება. მომხდარის გამო იტალიის მთავრობის მეთაურმა ჯორჯია მელონიმ საგანგებო სხდომა გამართა და დაზარალებულების დახმარების განკარგულება გასცა. ა

ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 40 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მორიგი დღიური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მედიის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 40 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უკვე მეხუთე დღეა, ქვეყანაში დღიური ინფიცირების მზარდი მაჩვენებელი ფიქსირდება. გასულ დღეს ახალი შემთხვევების რაოდენობამ 39 506 შეადგინა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გუანჯოუსა და ჩუნცინში ფიქსირდება. ჩინეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ე.წ. ნულოვანი პოლიტიკა მოქმედებს, რაც მკაცრ

რიში სუნაკი - უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, შევუნარჩუნებთ ან გავზრდით სამხედრო დახმარებას

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი პირობას დებს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას განაგრძობს. რიში სუნაკის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ დახმარების მოცულობა გაზარდოს კიდეც. „ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ჩვენ შევუნარჩუნებთ ან გავზრდით ჩვენს სამხედრო დახმარებას მომავალ წელს და უზრუნველვყოფთ ახალ მხარდაჭერას საჰაერო თავდაცვისთვის“, – განაცხადა სუნაკმა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, პრემიერის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო საერთა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ - გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის სიგნალს

გვესმის, რომ ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ. ჩვენ ეს დანამდვილებით ვიცით. სანამ მათ აქვთ რაკეტები, სამწუხაროდ, არ გაჩერდებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მომავალი კვირა შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორიც გასული. „ჩვენი უნარი, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველებზე - მოხუცებზე, ბავშვებიან ოჯახებზე, მათზე, ვინც ომში დაკარგა სახლები და ნათესავები - ჩვენი ურთიერთდახმარება ტერორისგან დაცვისა და ჩვენი სიძლიერის ერთ-ე

უკრაინის გენშტაბი - რუსეთი ბელარუსიდან უკრაინაში ცალკეული ქვედანაყოფების გადასროლას გეგმავს

რუსეთის სარდლობამ ძალისხმევა უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებების შეკავებაზე მიმართა - გრძელდება ოკუპანტების ქვედანაყოფების გადაადგილება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ცნობით, რუსეთი ბელარუსიდან უკრაინაში ცალკეული ქვედანაყოფების გადასროლას გეგმავს. „გრძელდება მტრის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილება იმ დანაყოფების დასაკომპლექტებლად, რომლებმაც დანაკარგები განიცადეს. მოსალოდნელია ბელარუსი

ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ხაშურის სასამართლო დღეს იმსჯელებს - დაკავებულებს საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს

ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ხაშურის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს. ბრალდებულების ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იურიდიული დახმარების გორის ბიუროს ხელმძღვანელმა, საზოგადოებრივმა ადვოკატმა გიორგი ჯეირანაშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. „წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. რაც შეეხება სა

რეჟიმის კრიტიკის გამო, ირანში დააპატიმრეს ხამენეის დისშვილი

ირანში დააპატიმრეს უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დისშვილი, მას შემდეგ, რაც მან გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ბიძამისის ხელმძღვანელობით მოქმედ ხელისუფლებას უწოდებს "მკვლელ და ბავშვების მხოცავ რეჟიმს". ფერიდე მორადხანი არის წარმომადგენელი ოჯახის განშტოებისა, რომელიც უკვე დიდი ხანია უპირისპირდება ირანის კლერიკალ მმართველებს, თავად მორადხანი აქამდეც ყოფილა დაპატიმრებული ირანში. მისმა ძმამ, მაჰმუდ მორადხანიმ ტვიტერით დაწერა, რომ ფერიდე მორადხანი დააპატიმრეს 23 ნოემბერს, მას შემ

„ენერგოატომის“ პრეზიდენტის განცხადებით, არსებობს ნიშნები, რომ რუსული ძალები შესაძლოა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან

უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ პრეზიდენტის პეტრო კოტინის განცხადებით, არსებობს ნიშნები, რომ შესაძლოა, რუსული ძალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ბოლო კვირებში ჩვენ ვიღებთ ფაქტობრივ ინფორმაციას, რომ გაჩნდა ნიშნები, ისინი შესაძლოა, ემზადებიან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად. უპირველეს ყოვლისა, რუსულ პრესაში ჩნდება ძალიან ბევრი პუბლიკაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სჯობ

პროკურატურაში აცხადებენ, რომ მონაზვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, მონაზვნის  მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის  მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. უარის მიღების შემდეგ,

უამინდობის გამო, სტამბოლი-თბილისის რეისის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ვერ დაჯდა

ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-თბილისის რეისს ასრულებდა, უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაეშვა. როგორც ეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, აღნიშნულის გამო, თვითმფრინავი უკან, სათადარიგო აეროპორტში გაბრუნდა. სავარაუდოდ, რეისი მოგვიანებით შესრულდება. „უამინდობის გამო, Pegasus-ის სტამბოლი-თბილისის რეისი ვერ დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ბრუნდება სათადარიგო აეროდრომზე, ერზრუმის აეროპორტში – თურქეთში. ამ მომენტისთვის

სალომე ზურაბიშვილი - ფემიციდი არის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემა, რასაც უნდა მივხედოთ არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კანონმდებლობით, საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ფემიციდი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემაა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობა. „ჩვენი სოციალური პრობლემებიდან ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძაფრია, რომელიც არსებობს დღეს და ამას უნდა მივხედოთ, არა მხოლოდ განცხადებებით და სიტყვიერად, არამედ კანონმდებლობით. საჭიროა, მიღებულ იქნას ახალი, ბევრად მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც ისე დაადგენს ამის კრიმინალიზაციას, რომ ამ კუთხით უკვე ნამდვილად პრევენციული ზ

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების იუსტიციის მინისტრები პირველად შეიკრიბებიან უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიების საკითხის განსახილველად

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების იუსტიციის მინისტრები პირველად შეიკრიბებიან უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიების საკითხის განსახილველად. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყნის გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა განაცხადა. შეხვედრა 28 ნოემბერს, ბერლინში გაიმართება. „ჩვენ ვისაუბრებთ ძირითადად უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ სამხედრო დანაშაულების საშინელებებზე, რომელთა გამოძიებაც და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაც ჩვენ გვინდა.

გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“ ნიდერლანდურ ენაზე გამოიცა

გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“ ნიდერლანდურ ენაზე გამოიცა. როგორც ფონდ World of Diaspora-ში განაცხადეს, ჰააგაში მდებარე საქართველოს საელჩოში ქართველი მწერლის გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოების „გველის პერანგის“ ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. რომანი, ნიდერლანდელ მკითხველს, თარგმანის ავტორმა, ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველმა ლიტერატორმა, არჩილ ჯავახაძემ წარუდგინა, რომელმაც პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის შესაბამისი ეპიზოდები და რომანის შექმნის პროცესი გააცნ

ჩინეთის ქალაქ შანხაიში მოსახლეობამ კოვიდშეზღუდვები გააპროტესტა

ჩინეთის ქალაქ შანხაიში, ათასობით ადამიანმა ქუჩებში კოვიდშეზღუდვები გააპროტესტა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს: "სი ძინპინი, გადადექი!“ „გადადგეს კომუნისტური პარტია!" „განბლოკეთ სინძიანი, განბლოკეთ ჩინეთი", "არ გვსურს PCR ტესტები, გვსურს თავისუფლება“. მომიტინგეებმა პატივი მიაგეს სინძიანის რეგიონალურ დედაქალაქ ურუმჩიში, მაღალსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილ სულ მცირე 10 ადამიანს. მედიის ცნობით, ხან
×
×
  • შექმენი...