Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.103.892

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სალომე ზურაბიშვილი ოქსფორდში, „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის“ სერიის ფარგლებში, ლექციას წაიკითხავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ოქსფორდში, „ოქსფორდის კავშირში“, „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის“ ყოველწლიური სერიის ფარგლებში, ლექციას წაიკითხავს. „ოქსფორდის კავშირში“ საქართველოს პრეზიდენტს დახვდება და უმასპინძლებს კავშირის პრეზიდენტი აჰმედ ნავაზი. ოქსფორდის კავშირის „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექცია“ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დააფუძნა და ციკლის ფარგლებში ლექციები წაკითხული აქვს თავად მას და დევიდ კამერონს. საქართველოს პრე

„ასეთ ენას, არც ერთი ქართველი გამოიყენებდა“ - კელი დეგნანი დეპუტატ ზარქუას გამონათქვამზე

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად, შეაფასა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლის, დეპუტატ ირაკლი ზარქუას გამონათქვამი. დეპუტატმა სენატორი ჯინ შაჰინი „ჩათლახად“ მოიხსენია. „როგორც მესმის, ასეთ ენას არცერთი ქართველი გამოიყენებდა არავის წინააღმდეგ. ეს ნამდვილად არასათანადო [გამოხატვა] იყო და ვფიქრობ, ყველა ქართველი ასე ჩათვლიდა“, - თქვა კელი დეგნანმა დღეს, 18 ნოემბერს, ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის ღონისძიების დასრულების შემდეგ

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში ომის დაწყების შემდეგ მოკლული ბავშვების რაოდენობამ 437-ს მიაღწია

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ქვეყანაში ომის დაწყების შემდეგ მოკლული ბავშვების რაოდენობამ 437-ს მიაღწია. უწყების ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად კიდევ 837 ბავშვი დაშავდა. უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი, 423 ბავშვი, დონეცკის ოლქში დაიღუპა ან დაშავდა. უწყების განმარტებით, მონაცემები საბოლოო არაა, რადგან მუშაობა მიმდინარეობს დაღუპულთა და დაშავებულთა მონაცემების შესაგროვებლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე იმ ტერიტორიებზე, სადაც საბრძოლო მოქმედებები

მიკო სავოლა - ერთ დღესაც, როდესაც ფინეთი გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს გაწევრიანებისთვისაც

საქართველოსა და ფინეთს შორის არსებობს არა მხოლოდ პარტნიორობა, არამედ მეგობრობა, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ფინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მიკო სავოლამ მადრიდში, საქართველოსა და ფინეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ერთ დღესაც, როდესაც ფინეთი გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ყველაფერს გააკეთებენ საქართველოს გაწევრიანებისთვისაც. „საქართველოსა და ფინეთს შორის არსებობს არა მხოლოდ პარტნიორობა, არამედ მეგობრობა. ამ ეტაპისთვის ჩვენ ველით

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ორი რეზოლუცია, რომლებშიც საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარების გაძლიერებაზეა საუბარი

მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ორი რეზოლუცია, რომლებშიც საუბარია საქართველოზე. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი მადრიდიდან იუწყება. შეკავებისა და თავდაცვის ინიციატივების შესახებ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ დაჟინებით მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტებს, მოახდინონ დროული იმპლემენტაცია სპეციალურად მორგებული საჭიროებების პაკეტებისა, რომლებიც მიღებულია 2022 წლის სამიტზე ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის. რეზ

ალექსანდრე დარახველიძე - შსს ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის გადახედვას გეგმავს, რათა მეტმა ქალმა იგრძნოს თავი დაცულად

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შსს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას გეგმავს, რათა უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა იმუშაოს ეფექტურად. დარახველიძის თქმით, სამინისტროს პოლიტიკა არის მსხვერპლის ინტერესებზე ორიენტირებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვხედავთ რომ ეს ძალისხმევა რიგ შემთხვევებში საკმარისი არ არის. „წლიდან წლამდე ში

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების იუსტიციის მინისტრები პირველად შეიკრიბებიან უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიების საკითხის განსახილველად

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების იუსტიციის მინისტრები პირველად შეიკრიბებიან უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიების საკითხის განსახილველად. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყნის გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა განაცხადა. შეხვედრა 28 ნოემბერს, ბერლინში გაიმართება. „ჩვენ ვისაუბრებთ ძირითადად უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ სამხედრო დანაშაულების საშინელებებზე, რომელთა გამოძიებაც და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაც ჩვენ გვინდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. „მათი ვიზიტი არის მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების მხრიდან უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერის და სოლიდარობის მნიშვნელოვანი გზავნილი, განსაკუთრებით, ყველაზე სერიოზული გამოწვევების დროს. მადლობას ვუხდი ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებს მათი მუდმივად აქტიური და ეფექტიანი მხარდაჭერისთვის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლ

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს სჭირდება სოლიდარობა, რომ შეძლოს საზღვრების დაცვა, ვფიქრობ, ეს იქნება მინისტერიალზე საერთო გზავნილი

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიკენ ჰუიტფელდტის განცხადებით, ბუქარესტში, დღევანდელი მინისტერიალის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება, როგორც დაიცვან რუსეთის მეზობელი ქვეყნები, მათ შორის საქართველო. როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოს სჭირდება პარტნიორების სოლიდარობა. „ჩვენ დღეს ვისაუბრებთ რუსეთის მეზობელ დაუცველ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო, მოდლოვა და ასევე ბოსნია. ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში. მათ ჩვენი სოლიდარობა სჭირდებათ. არის საჭიროება, რომ ჩვენ ნა

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს ვთავაზობთ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ მატერიალურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, მოვუსმენთ მინისტრს, კიდევ რისი გაკეთება არის შესაძლებელი

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტანია ფაიონის განცხადებით, ბუქარესტში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, შეხვდებიან პარტნიორებს საქართველოდან, მოლდოვიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინიდან. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებთან უკრიანაში ომის შედეგები განიხილონ. „ჩვენ შევხდებით ჩვენს პარტნიორებს ბოსნია და ჰერცოგოვინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც არიან რისკის წინაშე და არიან მოწყვლადი ქვეყნები, უკრიანაში ომის შედეგები გან

მეუფე იაკობი ევროკომისიის რეკომენდაციებზე - საშინაო დავალება მოგვცეს, მაგათი ბავშვი ვინ არის? - ჩვენზე ცივილიზებულები არიან?

მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე. საშინაო დავალება მოგვცეს. მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? - გვეკითხებიან კი ქართველ ხალხს რა გვინდა?! ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. „მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე. საშინაო დავალება მოგვცეს. მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? ჩვენ მართალია ჩამოვრჩებით ცხოვრების დონით, იმიტომ, რომ საბჭოთა იმპერიაში ვცხოვრობდით და დაჩა

სალომე ზურაბიშვილი - პოლონეთი მუდამ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, 2008 წელს ჩვენ გვერდით იდგა და სწორად შეაფასა სამომავლო საფრთხე, როცა არ მივიღეთ საჭირო საერთაშორისო რეაგირება

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პოლონეთი ყოველთვის იყო საქართველოს მხარდამჭერი და იცის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. მისივე თქმით, პოლონეთი მუდამ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დღესაც საქართველოს გვერდით დგას. „ჩვენ ვიცით და მადლიერი ვართ იმისთვისაც, რომ უკრაინის ბრძოლა რომ არა, ამგვარად არ დაჩქარდებოდა ჩვენი, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. ამისთვის ჩვენ მართლაც გვეკუთვნის

ევროკავშირის საბჭომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით, 20 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის, ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში, ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი დაამტკიცა. 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტით წელს პირველად მოხდება საქართველოსთვის კიბერუსაფრთხოების სფეროს მ

ლევან დავითაშვილის განცხადებით, პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთს საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს. მინისტრის განცხადებით, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ბევრი სირთულე და გამოწვევა არსებობს და ეს საკითხი ცალმხრივად გადასაწყვეტი არ არის. „ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ბევრი ტექნიკური საკითხი, ბევრი სირთულე და ბევრი გამოწვევა და ეს

პრემიერი - ომის და სიკვდილის პარტიას უნდოდა მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და სანაცვლოდ მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

ომის და სიკვდილის პარტიას უნდოდა მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და სანაცვლოდ მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა მიმართულებით სერიოზული პროგრესია. „ყველა მიმართულებით ძალიან სერიოზული პროგრესი გვაქვს, ეს განაპირობა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ. რაც მთავარია, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 30 მილიარდი ლარით გაიზარდა ბოლო 2-3 წელში. გაისად მთლიანი შიდა პროდუ

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ევროკავშირის მხარდაჭერით, სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, გაერო-ს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS) შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 40 სხვადასხვა სახეობის სამაშველო და სამძებრო სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა გადასცა. ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანი, UNOPS საქართველოს ხელმძღვანელი კლოდ-ანდრე ნადონი, შინაგან ს

ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში პერსონალური სანქციების შესახებ ჩანაწერის მხარდაჭერაზე მისი პოლიტიკური ჯგუფი თავს შეიკავებს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში პერსონალური სანქციების შესახებ ჩანაწერის მხარდაჭერაზე საპარლამენტო ჯგუფი „მწვანეები – თავისუფალი ევროპული ალიანსი“ თავს შეიკავებს. ვიოლა ფონ კრამონმა უპასუხა ქართველი ჟურნალისტების კითხვას: „დაუჭერთ თუ არა მხარს პერსონალურ სანქციებზე შესწორებას თუ ფიქრობთ, რომ ეს პრობლემა ინსტიტუციურ დონეზე უნდა გადაწყდეს?“ „ზოგადად, კარგია ამაზე საუბარი, მოდით, დავდოთ ეს მაგიდაზე. მე არ ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის ჩვენ

ზელენსკის აშშ-ის კონგრესში ფეხზე წამოდგომით და ოვაციებით დახვდნენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 21 დეკემბერს ვაშინგტონში სიტყვით მიმართავს აშშ-ის კონგრესს, სადაც მას ფეხზე წამოუდგნენ და ოვაციებით დახვდნენ. ზელენსკისადმი მიძღვნილი აპლოდისმენტები ორ წუთზე მეტხანს გაგრძელდა. ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც თებერვალში მის ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა. კონგრესში მისვლამდე, ზელენსკიმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართა შეხვედრა.   რადიო თავისუფლება

NDI - ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა, რაც ევროინტეგრაციისადმი მოსახლეობის ერთგულებაზე მიუთითებს - მოქალაქეებს ყველაზე მეტად ფასების ზრდა აღელვებთ და ყოველი მე-5 მოქალაქე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან. კვლევის თანახმად, მსგავსი ტენდენციაა ნატოსთან მიმართებაშიც - მოსახლეობის უმრავლესობა - 73% საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში წევრობას კვლავ უჭერს მხარს. ამასთან, ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ფასების ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სი

თურქეთის საელჩო - მედიის ინტერესის გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ

ქაჰრამანმარაშსა და მიმდებარე რაიონებში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქების საკითხზე საერთაშორისო მედიის ინტერესის გათვალისწინებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ. ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული. „მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოდან თურქეთში წასვლის მსურველმა ჟურნალისტებმა უნდა გააგზავნონ წერილი, ფოტოსურათი და პასპორტის ასლი

გაერო - სირიის მთავრობა მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მისაწოდებლად კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა

სირიის მთავრობა დათანხმდა კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მისაწოდებლად. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ გაერო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ადგილზე ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის, რადგან აქამდე ჰუმანიტარული ტვირთი სირიაში მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან შედიოდა. „ძალიან მალე ჩვენ

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) დახმარებით, 14 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლემ, ნინი მაისურაძემ განათლების სამინისტროს დავა მოუგო

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) დახმარებით, 14 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლემ, ნინი მაისურაძემ განათლების სამინისტროს დავა მოუგო. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 14 თებერვალს განათლების სამინისტროს მხრიდან ნინი მაისურაძის მიმართ შშმ ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა და სამინისტროს მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. გთავაზობთ ნინი მაისურაძის ამბავს, რომელიც PHR-მა გამოაქვეყნა:  ნინი მაისურაძე ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოა

შალვა პაპუაშვილი - აუხსნელია, რატომ იფარებდა ევროპის ესა თუ ის ქვეყანა სააკაშვილს, იფარებენ კეზერაშვილს, ადეიშვილს, ვერ ვხვდები, დამნაშავისთვის ხელის დაფარება რომელ ევროპულ ღირებულებაში წერია

ჩემთვის აუხსნელია, რატომ იფარებდა ევროპის ესა თუ ის ქვეყანა მიხეილ სააკაშვილს, ასევე აუხსნელია, დღემდე რატომ იფარებენ ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყნები დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ეს ქვეყნები არ უწყობენ ხელს მართლმსაჯულების აღსრულებას და აღნიშნა, რომ ვერ ხვდება, დამნაშავისთვის ხელის დაფარება რომელ ევროპულ ღირებულებაში წერია. „იცით, რ

დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც აღკვეთს ადამიანების ხარჯზე ბიზნესის ამწყობი ბანკირების პოლიტიკაში ჩართვას - წულუკიანი დეოლიგარქიზაციაზე

დარწმუნებული ვარ, დეოლიგარქიზაციის ისეთ საკანონმდებლო ბაზას მივიღებთ, რომელიც აღკვეთს კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობას, ადამიანების ხარჯზე ბიზნესის ამწყობი ბანკირების პოლიტიკაში ჩართვასა და მათ სპეკულაციებს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ბექა ლილუაშვილი - მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საპარლამენტო ოპოზიციას, დაიწყოს 12 რეკომენდაციის შინაარსობრივად შესრულებაზე მიმართული საპარლამენტო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც არ იარსებებს პოლიტიკური თაღლითობის განხორციელების არანაირი შესაძლებლობა

პარტია „საქართველოსთვის“ მმართველ გუნდს პარლამენტში 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის საპარლამენტო მუშაობის მეორე, „რეალური ეტაპის" დაწყებისკენ მოუწოდებს, რომლის ფარგლებში ოპოზიციის მონაწილეობით, უნდა შეიქმნას 12 რეკომენდაციის შესრულების საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო, ასევე შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია მინიმუმ სამ საკითხზე, კერძოდ - მართლმსაჯულების, საარჩევნო და ანტიკორუფციული რეფორმის მიმართულებით.  მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საპარლამენტო ოპოზიციას, დაიწყოს 12 რეკ
×
×
  • შექმენი...