Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.102.948

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ქართველმა მწერლებმა პატივი მიაგეს რუსეთის იერიშისას დაღუპული უკრაინელი კოლეგის ხსოვნას

უკრაინელი მწერალი ვიქტორია ამელინა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებს სწავლობდა, მოსკოვის მორიგ იერიშს თავად შეეწირა. 37 წლის ქალს, სხვებთან ერთად, ქართველმა მწერლებმაც მიაგეს პატივი კიევის ეკლესიაში მიტანილი სამგლოვიარო თაიგულით. უკრაინის პენცენტრის თანახმად, ვიქტორია ამელინა 27 ივნისს, კოლუმბიელი მწერლებისა და ჟურნალისტების დელეგაციასთან ერთად, ქალაქ კრამატორსკის ერთ-ერთ რესტორანში სადილობდა, როცა რუსეთმა ქალაქზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მძიმედ დაჭ

ვოლოდიმირ ზელენსკი - არასდროს გავცვლით არანაირ სტატუსს ჩვენს ტერიტორიაზე, თუნდაც ეს ერთი სოფელი იყოს, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს - ჩემი პოზიცია მკაფიოდ იციან პარტნიორებმა

ერთ სოფელსაც კი, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს, არანაირ სტატუსში არ გავცვლით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, თითქოს აშშ და გერმანია განზრახ არიდებენ თავს უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის მკაფიო დროის ჩარჩოს მიწოდებას იმ შემთხვევისთვის, თუ სამომავლოდ წევრობის საკითხი რუსეთთან მოლაპარაკებების საგანი გახდება.

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთში სამკურნალოდ განაცხადების მიღება 24 ივლისს დაიწყება

24 ივლისიდან, ონკოპაციენტი ბავშვების ოჯახებს შეეძლებათ უკვე მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავიანთი ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ უკვე მოეწერა ხელი კონტრაქტებს უცხოეთის იმ კლინიკებთან, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს უმკურნალებენ. მისი თქმით, განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში განიხილება და გადაწყდება, ბავშვი საქართველოში იმკურნალებს, თუ შესაძლებელი იქნება მისი რომელიმე უცხოურ კ

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის წევრებად წარდგენილი ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს უკან გაიწვევს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება. აღნიშნულის თაობაზე გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც კანდიდატურების საკითხი უნდა განეხილათ. მისივე თქმით, ხომერიკი და ყეინიშვილი კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდნენ, რაც მათ პიროვნულ გა

ბექა ლილუაშვილი - ეს ბრძანება ბევრად უფრო პრორუსული და რუსულია, ვიდრე "რუსული კანონი", იმიტომ, რომ პირდაპირ რუსეთის ინტერესების დაცვას ემსახურება (ვიდეო)

“ეს ბრძანება ბევრად უფრო პრორუსული და რუსულია, ვიდრე რუსული კანონი, იმიტომ, რომ პირდაპირ რუსეთის ინტერესების დაცვას ემსახურება.”   ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 381190509_867728584987374_2947527177236650293_n.mp4

იუსტიციის საბჭომ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეს საქმიანობა შეუწყვიტა

„სასამართლოს გუშაგი” დასჯად აფასებს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მოსამართლე ნინო გიორგაძეს, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, უფლებამოსილება შეუწყდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 2023 წლის 1 ნოემბერს გაიმართა. საბჭომ მოსამართლე ნინო გიორგაძე მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ არ დანიშნა. ორგანიზაცია წერს, რომ ნინო გიორგაძე 2020 წლის დეკემბრიდან ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლეა. ვინაიდან 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, საბჭოს

პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებული საბადრაგო ჯგუფის უფროსის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე საბადრაგო ჯგუფის უფროსის, დაკავებულ ივერი ნატრიაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, უცნობია, დაცვის მხარის პოზიცია. ცნობისთვის, ივერი ნატროშვილი სამართალდამცველებმა

სამართლებრივად? თუ უნდა თავის სასამართლოში. პოლიტიკურად? თუ უნდა თავის მედია პლატფორმებზე, ნებისმიერ ფორმატში - გიორგი გახარია ივანიშვილზე

"ჩემი გადადგომის პირველივე დღიდან, ივანიშვილმა ზუსტად იცოდა, რომ ჩვენ ვერავინ და ვერაფერი ვერ გაგვაჩერებდა. სამართლებრივად? მისსავე სასამართლოში; პოლიტიკურად? მისსავე მედია საშუალებების პლატფორმაზე; ქართულად? ნებისმიეერი დამსწრების პირობებში, ნებისმიერ ფორმატში. იმირომ, რომ ზუსტად ვიცი, სამართლებრივადაც 100%-იანი მართალი ვარ, პოლიტიკურადაც 100%-იანი მართალი ვარ და რაც მთავარია, ადამიანურად ვარ მართალი და ეს თვითონაც ძალიან კარგად იცის. საბოლოო ჯამში, ეს არის ქართული ტრადიციული წესი, უთან

ვოლოდიმირ ზელენსკი - არის ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი ჯარისკაცებისთვის, იქნება მეტი დრონები - გამარჯვების პოტენციალი გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ექნება მეტი დრონები და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები. „ამ წლის პირველმა ორმა კვირამ უკვე შესძინა ძალა და შესაძლებლობა უკრაინას. არის ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი ჯარისკაცებისთვის. არის ძალიან საჭირო შეთანხმებები იარაღისა და ჭურვების ერთობლივ წარმოებაზე, განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია დრონები. იქნება მეტი დრონები“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვების პოტენციალი აქვს.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში ხვალიდან დაიწყება - 6 თებერვალს კი საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტი მივა

მომავალ კვირას - 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, პროცედურა ფრაქციათა თავმჯდომარეებისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სიტყვით გამოსვლასაც ითვალისწინებს. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოვიდეს დასკვნითი სიტყვითაც. პროცედურის დასრულების შემდეგ პ

ბუჩუკური - "ოცნება" დაშლილი "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენას ცდილობს, ამას ემსახურება, კანონმდებლობის სრულად დარღვევით უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმარი სააკაშვილისთვის პარტიული საქმიანობის განხორციელება პირდაპირ სასამართლო პროცესიდან (ვიდეო)

"ოცნება" ცდილობს დაშლილი, მიშლილი, მოშლილი "ნაც.მოძრაობა"როგორმე გადაარჩინოს, ამას ემსახურება კანონმდებლობის სრულად დარღვევით უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმარი სააკაშვილისთვის პარტიული საქმიანობის განხორციელება პირდაპირ სასამართლო პროცესიდან. მოსამართლე სხვა პატიმრებისგან განსხვავებით სააკაშვილს აძლევს უფლებას ილაპარაკოს პოლიტიკურ პროცესებზე, 7 ნოემბრის უმძიმესი საქმის ნაცვლად.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.

მიხეილ დაუშვილი - „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა ნიშნავს, რომ ცესკო-ს იქვემდებარებენ - ბარემ წავიდნენ და რეესტრში გადაიფორმონ

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა ნიშნავს, რომ ცესკო-ს იქვემდებარებენ. ბარემ წავიდნენ და რეესტრში გადაიფორმონ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ცესკო-ს ფორმირების წესს ეხება. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რისთვის გადააგზავნეს ვენეციის კომისიაში კანონპროექტები, „რატომ აბრაზებენ და აღიზიანებენ ხალხს“, თუ მაინც უნდა დაამტ

იენს სტოლტენბერგი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია განაგრძოს და გააფართოოს შიდა რეფორმები, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები - ნატო თქვენთან ერთად დგომას განაგრძობს ამ მისწრაფებების შესრულების პროცესში

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია განაგრძოს და გააფართოოს შიდა რეფორმები, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს-პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოსთან ერთად დგომას განაგრძობს მისწრაფებების შესრულების პროცესში. “ნატო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში მოკავშირეებმა მილიარდობით ევროს ოდენობის

პიტერ სტანო დიმიტრი მედვედევზე - სასიამოვნოა, რომ ადამიანი საჯაროდ გვიზიარებს ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოზს - ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია

მედვედევისთვის მხოლოდ ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სტანოს განცხადება ჟურნალისტის კითხვას მოყვა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ კიევი და ოდესა რუსული ქალაქებია, ხოლო რუსეთი კიევამდე უნდა მივიდეს. “როგორც წესი, კომენტარს არ ვაკეთებთ ხოლმე უცნაურ განცხადებებზე, განსაკუთრებით ისეთი ხალხისგან, რომლებიც სასოწარკვეთით ეძებენ

საქაერონავიგაცია - ტექნიკური ხარვეზის გამო ათენის-ქუთაისის რეისის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა - მიმდინარეობს მუშაობა, რათა ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას

ტექნიკური ხარვეზის გამო ათენის-ქუთაისის რეისის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქაერონავიგაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას. “ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო ათენის-ქუთაისის რეისის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის

მიშა დაუშვილი - ჩვენ დღეს გვმართებს კეთილგონიერება, სიფრთხილე, რომ ვიყოთ ერთიანები და არ უნდა დავუშვათ რაიმე ტიპის დაპირისპირება საზოგადოებაში

ჩვენ დღეს გვმართებს კეთილგონიერება, სიფრთხილე, რომ ვიყოთ ერთიანები და არ უნდა დავუშვათ რაიმე ტიპის დაპირისპირება საზოგადოებაში. ვინ დღეს “ოცნებას” კიდევ უჭერს მხარს, იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა- აი თქვენ, როგორ გრძნობთ თავს, როგორ მოგწონთ ის ამბავი მიუხედავად იმისა ამ კანონს მხარს უჭერთ თუ არ უჭერთ, როგორ წარმოგიდგენიათ შარშან თუ მოგვატყუეს, მომავალში თუ დასჭირდება თქვენი მოტყუება, რატო არ მოგატყუებთ, ვინ არის დღეს გარანტორი “ოცნებაში”, რომ კიდევ ერთხელ არ გადაგვაგდებენ, როგორც ქვეყნის შ

დევიდ კამერონი - ვეტო-ს დაძლევით და „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კამერონის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით და მისი მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია. „ქართველი ხალხის სურვილი ნათელია: მათი მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო-ს დაძლევით და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია. ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალ

შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება - ორი წელი ამ ყველაფერზე ვაფრთხილებდი ევროკავშირის და აშშ-ის ყველა დონის წარმომადგენელს

ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც NED-ის, EED-ის და „სოროსის ფონდის“ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის “სირცხვილიას” წევრები მმართველი გუნდის დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებს ახორციელებენ. როგორც ის აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რო

ნონა ქურდოვანიძე - ძალიან ცუდი პრეცედენტია, როცა სასამართლო სისტემა ცდილობს, საკუთარი გავლენების გამოყენებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დაუშვას ერთი განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანიც კი - ეს არის წარმოუდგენელი რამ!

საერთო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება პრეზიდენტის განკარგულება შეეჩერებინა და საერთოდ, ეს საქმე არ უნდა მიეღო წარმოებაში - ეს კონსტიტუციასთან სრულიად შეუსაბამოა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის წევრმა, საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა. მისივე თქ

გახარია: არჩევნების გაყალბების გზით ხელისუფლებაში დარჩენა ხელისუფლების დაკარგვის ყველაზე მოკლე გზა იქნება ივანიშვილისთვის

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია"ტვ პირველის" ეთერში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ 26 ოქტომბერი ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტი თარიღია.  გიორგი გახარიას შეფასებით, მოახლოებული არჩევნები როგორც ქართველ ხალხს, ასევე ბიძინა ივანიშვილსაც სჭირდება იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ "შტატებიდან, ევროკავშირიდან, რუსეთიდან და ქართული საზოგადოების მხრიდან მასზე განხორციელებული წნეხი მოიხსნას".  მეტიც, როგორც პ

დიმიტრი ცქიტიშვილი - “ოცნებამ” გაიმეორა ყველა ის დანაშაული, რასაც “ნაცები” აკეთებდნენ - მწვანე შუქი აუნთეს ძალადობას და ამისთვის პასუხისგება მოუწევთ

“ოცნებამ” გაიმეორა ყველა ის დანაშაული, რასაც “ნაცები” აკეთებდნენ. მწვანე შუქი აუნთეს ძალადობას და ამისთვის პასუხისგება მოუწევთ.   დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1528288928047665/

ელგუჯა ხოკრიშვილი - დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ბევრი მტკიცებულება მოვიპოვთ, რომლებიც ასახავს სისტემურ დარღვევებს

დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ბევრი მტკიცებულება მოვიპოვთ, რომლებიც ასახავს სისტემურ დარღვევებს. ელგუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2344016259280217

ცესკო პროკურატურას მიმართავს, არჩევნების გაყალბებაზე პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირების განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს

ცესკო პროკურატურას მიმართავს, არჩევნების გაყალბებაზე პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირების განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. ცესკო განმარტავს, რომ იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას საჭიროებს, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას სცილდებ

ბერდია სიჭინავა - თუ ხელახალი არჩევნების ჩატარებას მივაღწიეთ, ეს უნდა იყოს მხოლოდ ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და აგრეთვე ყველა იმ სახელმწიფო ინსტიტუტის დეპოლიტიზირების პირობებში, რომლებიც გავლენას ახდენენ მოქალაქეების ნებაზე (ვიდეო)

თუ ხელახალი არჩევნების ჩატარებას მივაღწიეთ, ეს უნდა იყოს მხოლოდ ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და აგრეთვე ყველა იმ სახელმწიფო ინსტიტუტის დეპოლიტიზირების პირობებში, რომლებიც გავლენას ახდენენ მოქალაქეების ნებაზე. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1106858944402696

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ არ ვართ წარმოდგენილი პარლამენტში, ჩვენი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ აქვს - მანდატებთან დაკავშირებით ნაბიჯებს გადავდგამთ იმ ფორმით და იმ დროს, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლით

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, როდის შეწყვეტს პარტია საპარლამენტო მანდატებს და რა ფორმით, ეს თვითონ პარტიის გადასაწყვეტია, რასთან დაკავშირებითაც საკუთარ ამომრჩეველთან კომუნიკაცია აქვთ. „პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარებას და პარლამენტის ლეგიტიმაციის განსაზღვრას იწვევს არა განცხადებების დაწერა, არამედ ის, რომ ჩვენ ამ პარლამენტში არ ვართ წარმოდგენილი და ის, რომ არც საქართველოს მოქალაქეები და არც ჩვენის საერთაშორისო პარტნიორები არ თვლიან ამ პარლამენტს ლეგ
×
×
  • შექმენი...