Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    885.986

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბათუმის პორტში გამნაღმველები მუშაობენ

ბათუმის პორტში საათზე მეტია, სამართალდამცველები და გამნაღმველები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ გემზე ნაღმს ეძებენ. როგორც პორტის პროფკავშირების წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, პორტის ადმინისტრაციაში უცნობმა პირმა დარეკა და აღნიშნა, რომ გემი, რომელიც გასვლას გეგმავდა, დანაღმულია, თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა. პორტი ამ დროისთვის ჩაკეტილია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ განმარტებები არ გაკეთებულა.   ავტორი - მერაბ წულუკიძე

ბათუმის ოთხ სავაჭრო ცენტრში სამართალდამცველები მუშაობენ - შენობებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია დასრულდა

ბათუმში, ოთხ სავაჭრო ცენტრში - “გრანდ მოლი”, “ მეტრო სითი” “ბათუმი მოლი” და "პლაზა" კინოლოგები მივიდნენ. ისინი შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ. ოთხივე სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეებისა და თანამშრომელთა სრული ევაკუაცია ცოტა ხნის წინ განხორციელდა. სავაჭრო ცენტრებთან მყოფი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სამართალდამცავები დაახლოებით 17:30 წუთზე გამოჩნდნენ, ბათუმის ოთხივე სავაჭრო ცენტრში მუშაობა შეჩერებულია და შენობები ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, სადაც შესვლა დროები აკრძალულია

ბათუმის მერი საკრებულოს სხდომაზე პრეზენტაციის დროს რუსეთის რუკის გამოჩენის გამო ბოდიშს იხდის

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, საკრებულოს სხდომაზე, პრეზენტაციის დროს რუსეთის რუკის გამოჩენის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, ფაქტზე მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლებთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს. არჩილ ჩიქოვანი მომხდარის გამო, საზოგადოებას ბოდიშს უხდის. „ტექნიკურ ნაწილში ძალიან ცუდი შეცდომა მოუვიდა ტექნიკურ გუნდს. ბუნებრივია, არ იყო სასიამოვნო იმის ნახვა, რაც დავინახეთ. როგორც მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს, მეც მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა. მინდა

ბათუმის თეატრმა თამარ მაყაშვილი სპექტაკლებიდან მოხსნა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ თეატრი ემიჯნება დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს.  "ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და  მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობ

ბათუმი-ახალციხის გზაზე სოფელ გულებთან მეწყრის განვითარების გამო მოძრაობა შეზღუდულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრზე, სოფელი გულების მონაკვეთზე, განვითარდა მეწყერი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. „ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რეს

ბათუმელი შშმ გოგოები ევროპის ჩემპიონები გახდნენ – მკლავჭიდი

მოლდოვაში, სადაც მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, ბათუმელმა პარასპორტსმენმა გოგოებმა ოქროს მედლები მოიპოვეს. დღის ბოლომდე კი, როგორც მკლავჭიდის ფედერაციაში გვეუბნებიან, კიდევ 5 ოქროს ელიან. მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია 19 წლის შშმ გოგონა მარი აბაშიძე, რომელიც სამი თვეა რაც ვარჯიშობს, პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და პირველი ოქროც მოიპოვა. „ისეთი კარგი მონაცემები აქვს, რომ საქართველოს ჩემპიონატზეც კი არ გაგვიყვანია და პირდაპირ ევროპაზე გავიყვანეთ“, – ამბობს „ბათუმე

ბათუმელების რედაქტორი შალვა პაპუაშვილს: ვერ მოგვაწებებთ აგენტის იარლიყს

გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ დღეს, 25 აპრილს, ბათუმში, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართულ შეხვედრაზე იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რასაც მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავი რუსული კანონის შემოღება იწვევს. „ბათუმელები“ არის 2001 წელს ბათუმში დაფუძნებული მედიასაშუალება, რომელმაც 2010 წელს დააფუძნა ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთი“. ეთერ თურაძემ ისაუბრა იმ წნეხსა და დევნაზეც, რა პირობებშიც მუშაობა უწევდა 2012 წლამდე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მ

ბავშვები და მესენჯერები: რა უნდა იცოდეთ შვილის უსაფრთხო ონლაინ კომუნიკაციის შესახებ?

წინ ზაფხული გველოდება – სეზონი, როდესაც ბავშვები დასასვენებლად წავლენ და გაცილებით მეტი თავისუფალი დრო ექნებათ გაჯეტებისთვის. პოტენციური ვირტუალური საფრთხისგან დასაცავად, მნიშვნელოვანია, რომ მათ შევახსენოთ ინტერნეტში ქცევის წესები. სწორედ ასეთი რჩევების მარტივი სია მოგიმზადეთ მესენჯერებისთვის, რომელიც მოიცავს იმ გამოყენებადი ფუნქციების მაგალითებს, რომლებიც Viber პოპულარულ საკომუნიკაციო აპლიკაციაში გვხვდება.  1. შევისწავლოთ კონფიდენციალურობის პარამეტრების მენიუ პირველი რჩევაა, შეისწა

ბავშვები აქონდროპლაზიის წამლებს ისევ ელოდებიან

ჯერჯერობით კვლავ უცნობია, როდის ჩამოვა საქართველოში აქონდროპლაზიის პრეპარატი. საერთაშორისოდ აღიარებული წამალი საქართველოში არც შემოაქვთ და არც აფინანსებენ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე წელიწადზე მეტია მშობლები არაერთი წერილით, განცხადებითა და აქციით ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვენ. აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც საქართველოში, არაოფიციალური ინფორმაციით, 17-მდე ბავშვს აქვს. ზოგადად კი, დაახლოებით 25 ათას შემთხვევიდან 1-ში ვლინდება. გენის მუტაციის გამო აქონდროპლაზიის

ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე პატიმრობა აღარ შეეფარდა, რადგან ბანკის ყაჩაღობის საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს

ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე პატიმრობა აღარ შეეფარდა, რადგან ბანკის ყაჩაღობის საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. მოკლე რეპლიკით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ესებუამაც, რომელიც სხდომას დისტანციურად ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, ის თავს დამნაშა

ბადრი ესებუას 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ეკატერინე ბებიამ მას სასჯელის ზომად 13 წლით პატიმრობა განუსაზღვრა. სასამართლომ ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო მისთვის წაყენებულ 4 ბრალში - ტერორისტული აქტის ჩადენაში, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებაში, იძულებაში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში. (სისხლის სამართლის კოდ

ბადრი ესებუა - ტყეში არც ერთი დღე არ დავმალულვარ - თავისუფლად გადავადგილდებოდი, მათ შორის, დედაქალაქში

ტყეში არც ერთი დღე არ დავმალულვარ და არ მიცხოვრია. როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ისე ვცხოვრობდი. რა თქმა უნდა, ინფორმაციაზე წვდომა მქონდა და სირცხვილია, ახლა რომ იბრალებენ, თითქოს მეძებდნენ. მე თავისუფლად გადავადგილდებოდი მთელს საქართველოში, მათ შორის, დედაქალაქში, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ „ტვ პირველის“ გადაცემა „შაბათის ეთერისთვის" გაგზავნილ წერილში განაცხადა. როგორც ის აცხადებს, ბანკის ძარცვის შესახებ ტელევიზორიდან გაიგო და თუ საკუთარ უდანაშაულ

ბაგებში მდინარე ვერე ადიდდა, მოქალაქე მანქანიდან მაშველებმა ამოიყვანეს

უხვი ნალექის შედეგად თბილისში, ბაგებთან მდინარე ვერე ადიდდა და ერთი ავტომობილი დატბორა. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მანქანიდან მოქალაქე მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. მთავარი ფოტო: “ჩემი ქალაქი მკლავს” ნეტგაზეთი

ახმეტელის მეტროს მიმდებარედ ხანძარია - ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ სახურავს უკიდია

ახმეტელის მეტროს მიმდებარედ ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ სახურავს უკიდია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ipn

ახმეტაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

უბედური შემთხვევა კახეთში. სტიქიას ხანდაზმული ემსხვერპლა. ფაქტი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ძლიერი ქარმა ცენტრალურ გზაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა და კაცს დაეცა. 79 წლის მამაკაცი ადგილზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. იპნ

ახმეტაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2005 წელს დაბადებული ბ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ახმეტაში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად მეზობელი – 1952 წელს დაბადებული ლ.ხ. სანადირო თოფიდან გასროლით

ახლობლების ცნობით, დააკავეს აქციების მონაწილე ლაშა გოგებაშვილი

ახლობლების ცნობით, ღამით დააკავეს მოქალაქე ლაშა გოგებაშვილი. მეგობარი ამბობს, რომ მის მანქანას გზა გადაუკეტეს და როგორც მოგვიანებით გაარკვიეს, გოგებაშვილი დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს. ახლობელი „ტვ პირველთან“ ყვება, რომ მომხდარი შესაძლოა პარლამენტის წინ ნაძვის ხეზე დროშის დაკიდებას უკავშირდებოდეს. „ტვ პირველის“ ცნობით, გოგებაშვილთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. 8 დეკემბერს გამთენიისას პარლამენტთან საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყეს. პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა ნაძვის ხეზე ა

ახლობლების ინფორმაციით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დღეს იგეგმება მისი მედიკამენტოზური ძილიდან გამოღვიძება

აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა განუცხადა, დღეს იგეგმება მისი მედიკამენტოზური ძილიდან გამოღვიძება. „ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დღეს იგეგმება ალექსის გამოღვიძება, უნდა ნახონ, რა მდგომარეობაში არის. გუშინ, დილიდან საძილე პრეპარატების შემცირება დაუწყეს და დღეს უნდა შეაღვიძონ, რომ მდგომარეობა ნახონ. კლინიკიდან გაწერაზე ჯერ საუბარი ზედმეტია, რადგან ძალიან მძიმე ტრავმა აქვს“,-

ახლობლების თქმით, გლდანის ციხეში სასტიკად სცემეს პატიმარ იოსებ გორგაძეს

გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებასთან პატიმარ იოსებ გორგაძის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ და ციხის ადმინისტრაციასთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი თქმით, იოსებ გორგაძე სასტიკად არის ნაცემი და კლინიკა „ვივა მედშია” გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა 1 კვირის წინ მოხდა. ოჯახის წევრებს და ახლობლებს აინტერესებთ, ვინ და რატომ გაუსწორდა იოსებ გორგაძეს. მისივე თქმით, ინფორმაცია ახლობლებს ადვოკატმა მიაწოდა, ხოლო ადვოკატს, თავის მხრივ, გორგაძის თანამესაკნემ მიაწოდა.

ახლობლები 27 წლის ილია ფუტკარაძეს ეძებენ

ახლობლები 27 წლის ილია ფუტკარაძეს ეძებენ. ოჯახის ახლობელი მამუკა სულაქველიძე ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ახალგაზრდა კაცი 17 მარტის შემდეგ არ უნახავთ. მედიასაშუალებების ინფორმაციით, ის ტყიბულში ცხოვრობდა. "ტელეფონი გამორთულია, ნივთები, რაც მას გააჩნდა, სახლშია, ლეპტოპიც. თან წაღებული არაფერი არ აქვს... რამდენადაც მე ვიცი, პოლიციას უკვე დაწყებული აქვს ამ საქმეზე მუშაობა. გაუჩინარებამდე კომუნიკაცია ჰქონდა მეგობრებთან... თვითონ არ იყო კონფლიქტური ახალგაზრდა, სამუშაოს დაწყების პრობლემა ჰქ

ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი - კინზინგერი კობახიძეს

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების კრიტიკას ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ტვიტერით გამოეხმაურა: „ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი… იცი, ის კაცი, რომელიც შენ ქვეყანაში შემოიჭრა, ხალხი დახოცა და ახლაც ოკუპირებული აქვს? თქვენი ნამდვილი მტერი… სწორია?“, - წერს კინზინგერი.     უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხალხს და ხელისუფლებას მიმართა, მიხეილ სააკ

ახალციხის ტბაზე წყლის ბიუვეტის დადგმის ინიციატივით, ახალციხის მერს "გახარია - საქართველოსთვის" დეპუტატმა მიმართა

ახალციხის საკრებულოში, ოპოზიციური პარტიის „გახარია - საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მარინა აბულაძემ მერს, ირაკლი ლაზარაშვილს ახალციხის ტბაზე წყლის ბიუვეტების დადგმის ინიციატივით მიმართა. აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა. „თუ არის შესაძლებელი, რომ „ახალციხის ტბაზე“ სადაც უამრავი ხალხი დადის და დასალევი წყალი ფიზიკურად არ არსებობს, ორი პატარა ფანატნი გაკეთდეს. ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. ეს ვინც ყოველ საღამოს დადის მათი აზრიცაა“,– თქვა საკრებულოზე მარინა აბულაძემ.

ახალციხეში ცოლის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტსა და სიდედრის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებულს 19-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე და ძალადობის ორ ეპიზოდზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა პირმა განსაკუთრებული სისასტიკით, დანის დარტყმით სხეულის სხვა

ახალციხელმა ამირან ჯანაშვილმა აშშ–ში სასწავლებლად 400 000 დოლარის დაფინანსება მიიღო

ახალციხელი ახალგაზრდა, ამირან ჯანაშვილი, აშშ–ში გააგრძელებს სწავლას. ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მას სამოქალაქო ინჟინერიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა სრულად დაუფინანსა. „2023 წლის შემოდგომის სემესტრიდან სწავლას ვაგრძელებ სამოქალაქო ინჟინერიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე. ჩემი აქ მოხვედრა არ ყოფილა რომელიმე სასტიპენდიო პროგრამის ნაწილი. უნივერსიტეტს თავად დავუკავშირდი და შევიტანე განაცხადი ჩარიცხვასთან დაკავშირებით. რამდენიმე თვეში ჩარიცხვის წერილთან ერთად სწა

ახალქალაქის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება

მოსკოვში იმყოფება ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი(ფაჩუაშვილი). მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მიტროპოლიტი რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა მონაწილეობისთვის მეათე სამეცნიერო კონფერენციაში „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“, რომელიც 16-17 ნოემბერს ტარდება ანდრეი რუბლიოვის სახელობის მუზეუმში და ეძღვნება მისი პირველი დირექტორის, დავით არსენიშვილის ხსოვნას. მოსკოვის საპატრიარქოს ცნობით, მიტროპოლიტი ნიკოლოზ
×
×
  • შექმენი...