სლოვაკეთის პარლამენტმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, ხოლო რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ სლოვაკური გამოცემა Aktuality ავრცელებს.
ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციაში სლოვაკმა დეპუტატებმა დაგმეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო პირების, სამოქალაქო ობიექტებისა და საკვანძო ენერგეტიკული სტრუქტურების წინააღმდეგ.
რეზოლუცია ამჟამინდელ რუსულ რეჟიმს ტერორისტულს უწოდებს, ხოლო რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.
დეპუტატებმა ასევე
ჩვენი კლუბი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის, - ამის შესახებ განცხადებას „დინამო თბილისი“ ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამ გზის მართებულობა არ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას.
„"დინამო თბილისი", როგორც საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავ
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მხარდაჭერას და მის გასაპროტესტებლად შეკრებილი მოქალაქეების სპეცრაზმის მიერ დაშლას ეხმაურება.
„შეწუხებული ვარ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის კადრებით.
საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეგვახსენებს, რომ დემოკრატია არჩეული ლიდერების ხელითაც შესაძლოა, თანდათანობით ჩამოიშალოს“, – წერს კაია კალასი და აზიარებს შარლ მიშელის „ტვიტს“, რომელიც ამ კანონპროექტს აკრიტიკებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.
ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეხვედრის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ვრცელდება.
ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ასევე, შეხვედრის ვიდეომასალას სოციალურ ქსელში პრეზიდენტი ზურაბიშვილი ავრცელებს.
პარტია „საქართველოსთვის“ მმართველ გუნდს პარლამენტში 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის საპარლამენტო მუშაობის მეორე, „რეალური ეტაპის" დაწყებისკენ მოუწოდებს, რომლის ფარგლებში ოპოზიციის მონაწილეობით, უნდა შეიქმნას 12 რეკომენდაციის შესრულების საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო, ასევე შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია მინიმუმ სამ საკითხზე, კერძოდ - მართლმსაჯულების, საარჩევნო და ანტიკორუფციული რეფორმის მიმართულებით.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საპარლამენტო ოპოზიციას, დაიწყოს 12 რეკ
პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს ყველა მექანიზმი იმის დასადასტურებლად, რომ ამ ქვეყანას სურს და შეუძლია ევროპული მომავლის უზრუნველყოფა, ვგულისხმობ როგორც პოლიტიკურ მექანიზმებს, ასევე შეწყალების მექანიზმს, - ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარტნიორებთან კომუნიკაციაში მუდმივად ჩანს კითხვები გვარამიას ქეისთან დაკავშირებით და მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების კომპონენტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და დააზი
პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი, მთავრობას მიმართავს, გაორმაგდეს ონკოპაციენტებისა და დიაბეტით დაავადებული ბავშვების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრული ლიმიტები.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული გამოწვევის პირობებში ხელისუფლებამ უწყვეტად უნდა გააგრძელოს საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილის მხარდაჭერა.
"დღეისთვის ონკოპაციენტების და მათი ოჯახის მდგომარეობა, მნიშვნელოვნად დამძიმდა. ეს გამოიწვია საჭირო წამლებზე ფასების 4-ჯერ ზრდამ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების უკან კორუფციული პროცესები დგას.
„მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება – კორუფციაზე იყო საუბარი ამ განცხადებაში და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, – ამის შესახებ კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სანქციები დაუწესა საქართველოს 4 მოსამართლეს: ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს.
განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც სამინისტრო იუწყება, მინისტრმა დიპლომატთან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტები განიხილა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით ხორციელდება.
„გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა კელი დეგნანს განათლებისა და მეცნიერების სფეროების განვითარების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე მრავალი წელია საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით მასშ
აღდგომის ღამეს რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქზე მასიური თავდასხმა მოაწყვეს, რის შედეგადაც რამდენი ქალაქი დაზარალდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს განცხადებით, თავდასხმის დროს ტაძარი დაზიანდა, სადაც, საბედნიეროდ, ტრადიციული სააღდგომო წირვა არ ტარდებოდა.
„ოკუპანტებისთვის არაფერია წმინდა. კამიშევახაში ადგილობრივი ეკლესია დაზიანდა, რომელშიც, საბედნიეროდ, წირვა-ლოცვა არ ტარდებოდა, ას
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინსკიდან კონსულტაციისთვის გამოიძახა ბელარუსში უკრაინის ელჩი იჰორ კიზიმი. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 18 აპრილს, ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ლუკაშენკამ მინსკში უმასპინძლა რუსეთის მიერ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ დენის პუშილინს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრა დაგმო და დონეცკში რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლის ლეგიტიმაციის მცდელობად შეაფასა.
კიევში განაცხადეს
ის, რომ საქართველო ასოცირებული ტრიოს ფარგლებში ლიდერი იყო ბევრი წლის განმავლობაში, ფაქტია, ჩვენ კითხვარის შევსების შედეგად შეფასებები ვიხილეთ, სადაც ასევე დასტურდება, რომ ტექნიკური მზაობის თვალსაზრისით, საქართველოს მდგომარეობა ძალიან კარგია, ამას, რომ არ აღიარებდე და არ ამბობდე, მავნებელი უნდა იყო, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკურის თქმით, ახლა ქვეყნის პრობლემაა პოლიტიკური ნაწილი.
„იმედი მაქვს, რომ რუსული კანონების მსგავს საბოტაჟს ამ რ
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „აჭარის ტელევიზიიდან“ გადაცემა „ჰეშთეგის” წამყვანის, მალხაზ რეხვიაშვილის, გათავისუფლების გადაწყვეტილება უკანონოდ სცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არღვევდა მალხაზ რეხვიაშვილის შრომით უფლებებს და მის გამოხატვის თავისუფლებას. გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი კი – მის მიერ პირად სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოხატული კრიტიკული მოსაზრებები, სრულად დაცული იყო გამოხატვის თავისუფლებით, არ არსებობდა ამ უფლე
მმართველი პარტია ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესს საკუთარ ინტერესს არგებს , - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს.
ორგანიზაციების განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები უფრო მეტად შეამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და უკიდურესად დააკნინებს პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში.
განცხადებ
საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით ოცნება ცდილობს საკანონმდებლო დონეზე დაიქვემდებაროს ცესკო და ემზადება 2024 წლის არჩევნების გასაყალბებლად., - განცხადებას ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს პროცესი ხელისუფლებამ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა: უარი თქვა ანტი-კორუფციულ და მართლმსაჯულების რეფორმებზე, რაც ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას პოლიტიკური კორუფციისგან, სისტემური მუქარისგან და ზეწოლისგან თავისუფალი გარ
აშშ მზად არის, მომავალში მეტი იარაღი მიაწოდოს უკრაინას, თუ ქვეყნისგან შესაბამის მოთხოვნას მიიღებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ ომის დაწყების პირველივე დღიდან აშშ მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რაც რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდება.
„რაიმე ხარვეზი, იარაღის დეფიციტი თუ არის, გვეტყვიან და ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, შევავსოთ ეს დეფიციტი“, – განაცხადა ბლინკენმა.
გუშინ უკრაინ
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დეივიდ ო’სალივანი საქართველოში ჩამოვა.
ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, როდის ეწვევა თბილისს ო’სალივანი, თუმცა ცნობილია, რომ ის სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომების იმპლემენტაციას განიხილავს.
„დეივიდ ო’სალივანი ამჟამად ეწვევა რიგ მესამე ქვეყნებს, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებზე. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ჩასვლასაც იგი მომ
Berdia Sitchinava (პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი)
პრემიერმა რუსეთთან ახლო ურთიერთობებზე კომენტარისას განაცხადა, ეს 700 მილიონი ლარი საიდან ვიშოვეთ აბაო, ეხლა რომ დევნილებს ვუშენებთ სახლებსო.
რუსეთისგან დევნილი ჩვენი მოქალაქეებისთვის სახლების აშენებაზე საუბრობს, რუსეთისგან დევნილებისთვის!
2022 წლის განმავლობაში თითქმის 101 ათასმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.
მისი თქმით, სამაგიეროდ, 62 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და ქვეყანაში დარჩა.
"სურათზე მოცემულია - რეალური, ხელშესახები შედეგი იმ პოლიტიკის, რასაც ხელისუფლება ახორციელებს.
სამაგიეროდ, 62 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და ქვეყანაში დარჩა, საქმიანობს, ყიდულობს უძრავ ქონებას, დ
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვების მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაიზარდა სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა - ტესტის ჩხირები, გლუკომეტრები და ლანცეტის ნემსები, საქართველოს მასშტაბით 60 აფთიაქში იქნება ხელმისაწვდომი.
„1-ელი ივნისიდან, ბენეფიციარები საანალიზო-ტექნიკურ საშუალებებისა და მედიკამენტების მიღებას ერთდროულად შეძლებ
არ გამკვირვებია ზელენსკიზე ღარიბაშვილის განცხადება, ომის დაწყებისთანავე მოვისმინეთ მისგან სამარცხვინო განცხადებები - შეიძლება იეჭვიანა, რომ მას მოლდოვაში, სამიტზე ნორმალურად არც შეხვდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი რიტორიკა აზიანებს უკრაინის და საქართველოს შორის ისტორიულ მეგობრობას.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მორალთან არის პრობლემა, როცა თავს ესხმი იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც წელიწადზე მეტია ძალიან
ჩვენ გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ქვეყანა დავაბრუნოთ იქ, სადაც არის მისი ისტორიული ადგილი, სხვა გზა მშვიდობიანი ცვლილებებისთვის არ არსებობს. არამშვიდობიანი გზა აწყობს რუსეთს, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ბუნდესტაგის დელეგაციისა და მათი წარმომადგენლების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მეზვრიშვილის თქმით, გერმანელ პარტნიორებთან არაფორმალურ შეხვედრაზე ჰქონდა შესაძლებლობა, საქართველოს ევროინტეგრაციასთა
მინდა გამოვეხმაურო ქალაქ რუსთავის მერის ბრიფინგს, სადაც მერმა ისაუბრა მის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ხოლო აღნიშნულ პროექტებში საკრებულოს წევრების ჩართულობასთან დაკავშირებით იცრუა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" საკრებულოს წევრი და ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნათია შელეგია აცხადებს.
მისი თქმით, ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" ყოველთვის დაუჭერს მხარს ქალაქისა და რუსთაველების საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს
უკრაინა ვილნიუსის სამიტზე ნატო-ში გაწევრიანების ალგორითმს მიიღებს,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ გავრილოვმა განაცხადა.
მისი თქმით, არ ელის, რომ უკრაინაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები იქნება.
„ყველა ნიშანია იმისა, რომ უკრაინა მიიღებს იმას, რაც სურს, გარკვეულ ფორმატში. უკრაინას ახლაც ვილნიუსის სამიტზე ნათლად უნდა ესმოდეს, რომ ომის შემდეგ, ვთქვათ, ერთი-ორი წლის განმავლობაში, გარკვეული პროცედურული საკითხების განხორციელების შემდეგ, ჩვენ ვიქ
სამწუხაროდ დღეს, რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ ერთობლივად მხარი დაუჭირა ადგილობრივი დასუფთავების მოსაკრებლის ზრდას, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" საკრებულოს წევრი და ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნათია შელეგიამ განაცხადა.
როგორც ნათია შელეგია აღნიშნავს, რუსთავის მაცხოვრებლებს დასუფთავების მოსაკრებელი გაუორმაგდა. მოქალაქეებს, 40 თეთრის ნაცვლად 80 თეთრის გადახდა მოუწევთ.
"კერძო სექტორთან მიდგომა