Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.050
  • comments
    0
  • views
    690.800

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი რამდენიმე დღის წინ ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულის ოჯახი გურიიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურიდანაა სოციალურ ქსელში გავრცელდა დაღუპულის მამის, არჩილ ხოფერიას განცხადება: „ჩემი შვილი, ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში… ვფიქრობდი,

ესპანეთის თავდაცვის მინისტრი - ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველი წერილები არ შეცვლის მადრიდის გადაწყვეტილებას, დაეხმაროს უკრაინას

ესპანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველი წერილები არ შეცვლის მადრიდის გადაწყვეტილებას, დაეხმაროს უკრაინას. ამის შესახებ განცხადება მარგარეტ რობლესმა ოდესაში ვიზიტის დროს გააკეთა. ესპანეთის თავდაცვის უწყების ხელძღვანელი ამგვარად გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესისა და ასევე, მის სახელზე ფოსტით გაგზავნილ საეჭვო პაკეტს, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოჩნდა. „ბიბისის“ ცნობით, ასეთივე გზავნილი მიიღო რამდენიმე სამხედრო კომპანიამ, რომლებიც უკ

იენს სტოლტენბერგი - უკრაინისთვის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტის“ გადაცემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტის“ გადაცემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ბერლინში, გერმანიის კანცლერთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა. მანამდე პოლონეთი გამოვიდა ინიციატივით, რომ გერმანიის მიერ ვარშავისთვის შეთავაზებული „პეტრიოტის“ სისტემები უკრაინას გადასცენ. „აუცილებელია, რომ გერმანიის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დასაცავად შეთავაზებული სამი „პეტრიოტის“ შესახებ დისკუსია განცალკევებული იყოს

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულ გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკრაინაში აიკრძალება

რუსულ გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკრაინაში აკრძალული აიკრძალება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. მისი თქმით, დღეს გაიმართა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა, სადაც სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის რუსეთთან კავშირის საკითხი იყო განხილული. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაავალა მთავრობას, უმაღლეს რადაში დასამტკიცებლად შეიტანოს კანონი, რომლითაც რუსეთის ფედ

უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო

უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთმა დაიწყო სამხედროების გაყვანა ზაპოროჟიეს ოლქიდან.  როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიერ გავრცელებულ ყოველდღიულ ინფორმაციაში.h უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთი ასევე ემზადება ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპციო პერსონალის გასაყვანად. ამის საბუთად უკრაინის გენშტაბში მოჰყავთ ის ფაქტი, რომ დასახლებულ პუნქტ მიახლოვკიდან რუსეთის ქვედანაყოფები უკვე გავიდნენ. ასევე, დასახლებულ პუნქტ პოლოგიდან და ინჟინერნოე

მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ბრძოლის ველზე 13 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ბრძოლის ველზე 13 000 უკრაინელი ჯარისკაცია დაღუპული. ამის შესახებ პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომლის კომენტარსაც „ბიბისი“ ავრცელებს. „ბიბისის“ ცნობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია. „ჩვენ გვაქვს გენშტაბის ოფიციალური შეფასება, მთავარსარდლის ოფიციალური შეფასება და დაღუპულთა რაოდენობა 10 000-12 500-13 000-მდე მერყეო

შალვა პაპუაშვილი - პრაქტიკულად ყველა საკითხს ამოვწურავთ დეკემბრის ბოლომდე, რამდენიმე საკითხზე დამოკიდებული ვართ ვენეციის კომისიის პასუხზე, ასევე ოპოზიციის კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობა გრძელდება. მისივე თქმით, არის რამდენიმე საკითხი, რომლებთან მიმართებითაც ვენეციის კომისიისგან დასკვნას ელოდებიან. პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით დასკვნა სავარაუდოდ უახლოეს მომავალში იქნება. „სამ საკითხზე ჩვენ დამოკიდებული ვართ, რამდენად სწრაფად გაგვცემს პასუხს ვენეციის კომისია, ესენია: საარჩევნო კოდექსი, სასამართლოს რეფ

მიხეილ ჩხენკელი - დაწყებულია მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაწყებულია მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში განაცხადა. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამა

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პროექტის ინგლისური ვერსია ვენეციის კომისიაში დღეს გადაიგზავნა

დღეს ჩემმა კაბინეტმა უკვე გადააგზავნა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პროექტის ინგლისური ვერსია ვენეციის კომისიაში, თხოვნით, რომ ერთობლივი დასკვნა მოგვაწოდონ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა მოკლე ვადებში მომზადდება. „ჩვენ ვამბობდით, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც უკრაინის კანონთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო გამოცემული, გავითვალისწინებდით

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევი რჩება

ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, ტობიას ბილსტრომმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინას და აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის შედეგები გასცდა უკრაინის საზღვრებს და სერიოზული შედეგები გამოიწვია რეგიონსა და მთელ მსოფლიოშიც. „უკრაინელები იბრძვიან საკუთარი ქვეყნის, ეუთო-ს მთავარი პრინციპ

ეროვნული არქივის კინოთეატრი 2 დეკემბრიდან ოთხი კვირის განმავლობაში 1920-1930-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივას უმასპინძლებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი 2 დეკემბრიდან ოთხი კვირის განმავლობაში 1920-1930-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივას უმასპინძლებს. ეროვნული არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, კინოჩვენებები 2 დეკემბერს, 19:00 საათზე რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას ფილმით „ვინ არის დამნაშავე?“(„უაილდ ვესტის მხედარი“) (1925 წელი) გაიხსნება. ღონისძიების ფარგლებში, 25 დეკემბრის ჩათვლით სულ 19 ქართული მხატვრული ფილმი იქნება ნაჩვენები. მათივე ცნობით, რეტროსპექტივაზე წარმოდგენი

ბოგდან აურესკუ - კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ განცხადება რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ პოლონეთში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ბოგდან აურესკუმ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი ნეგატიურ ეფექტს ახდენს მთელ რეგიონზე და განსაკუთრებით ყველაზე დაუცველ ქვეყნებზე. აურესკუმ ყურადღებ

ფილიპ რიკერი - აშშ მოწოდებულია, დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, განვაგრძობთ იმ ყველაფრის კეთებას, რაც დაგეხმარებათ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში

მოხარული ვარ საქართველოში დაბრუნებით, ქვეყანაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და ურთიერთკავშირებისთვის. გასულ წელს აქ ყოფნისას მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ქართველ ლიდერებთან თქვენს მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიაციისთვის, – ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარმა მრჩევლმა, ელჩმა ფილიპ რიკერმა განაცხადა. რიკერის განცხადებით, საქართველო განაგრძობს რეგიონულ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას. ამასთან, ფილიპ

ერეკლე მეორის დროს აშენებულ გალავანს სატვირთო დაეჯახა და თაღი ჩამოანგრია

სიღნაღში ისტორიულ გალავანს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, სატვირთო დაეჯახა. განადგურებულია გალავნის ნაწილი - ჩამონგრეულია თაღი, ნანგრევები საავტომობილო გზაზე ყრია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მეფე ერეკლე მეორის დავალებით აშენებული გალავნის დაზიანებული ნაწილი სიღნაღიდან სოფელ ანაგისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. ადგილზე მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის პოლიციის თანამშრომლები. ტერიტორიაზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების და კულტურული მემკვიდრეობი

ზელენსკიმ გერმანიას მადლობა გადაუხადა ჰოლოდომორის გენოციდად აღიარებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პარლამენტს მადლობა გადაუხადა ჰოლოდომორის, ანუ უკრაინაში 1932-33 წლების შიმშილობის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებისთვის. "გერმანიამ 1932-33 წლების ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა. მადლობას ვუხდი ბუნდესტაგის წევრებს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს", - წერს ზელენსკი ტვიტერზე. ბუნდესტაგმა 30 ნოემბერს დაუჭირა მხარი შესაბამის რეზოლუციას, რომლის ავტორები იყვნენ მმართველი კოალიციის სამი პარტია და წამყვანი ოპოზიცი

ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას

ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას. როგორც ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ექსკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა, წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც.

ირაკლი კობახიძე - როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თბილისში დადიოდა დაახლოებით, 250 000 მანქანა, წელს 600 000-ს აღემატება, საიდან მოვიდა ეს მანქანები? ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე

როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თბილისში დადიოდა დაახლოებით, 250 000 მანქანა, წელს 600 000-ს აღემატება, საიდან მოვიდა ეს მანქანები? ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე, შენდება ახალი სახლები და ამ ბინების 80-90%- ს ყიდულობენ ჩვენი მოქალაქეები, ესეც მოდის ეკონომიკური ზრდიდან, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში 450 000-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ხელისუფლება სიღარიბის განულებისკენ მიდის და ამას 2030 წლისთ

მიხეილ ჩხენკელი - სამინისტრო UNICEF-თან ერთად სასკოლო კვების კონცეფციაზე მუშაობს - განიხილება კვების მიწოდების სხვადასხვა მოდელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო UNICEF-თან ერთად საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სასკოლო კვების კონცეფციაზე მუშაობს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. მინისტრმა ამ მიმართულებით სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პარტნიორობის ფარგლებში სამუშაო პროცესი აქტიურ რეჟიმში მი

სოფელ ზემო არცევთან უკანონოდ დაკავებული გიორგი ჯარმელიშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ჯარმელიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მე

თენგიზ ცერცვაძე - დღეს კლინიკები ძირითადად გადატვირთულია არა კოვიდით, არამედ სხვა რესპირაციული ვირუსებით - ამან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს პანიკა, სიტუაცია კარგად კონტროლდება

დღეს კლინიკები ძირითადად გადატვირთულია არა კოვიდით, არამედ სხვა რესპირაციული ვირუსებით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს ამან პანიკა. სიტუაცია კარგად კონტროლდება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან სეზონურ ვირუსებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვისაც დახმარება სჭირდება, ის სამედიცინო დახმარების გარეშე არ რჩება. "კორონავირუსის შემთხვევები ძალიან შემცირებულია. თვეში სულ 200-300 შემთხვევაა. რაც მთავარია, გარდაცვალ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია. ამის შესახებ მან ვიდეოკავშირით განაცხადა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიო პოლიტიკისა და ბიზნესის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ეძღვნებოდა. „თუკი გსურთ გაიგოთ, რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამობრძანდით უკრაინაში და ამას საკუთარი თვალით ნახავთ. ამის შემდეგ გვეტყვით, როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი, ვინ დაიწყო ის და როდის შევძლებთ მის დასრულებას“, - მიმართა ზელენსკიმ მასკს. ოქტომბრის დამდეგს ილონ მასკ

უკრაინის ელჩის გარდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა გაუგზავნეს იარაღის მწარმოებელ კომპანიასაც

ესპანეთში უკრაინის საელჩოს გარდა, ფოსტით ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიღო იარაღის მწარმოებელმა კომპანია Instalaza-მ. მისი სათავო ოფისი ქალაქ სარაგოსაში მდებარეობს. ესპანური გამოცემის, El Periodico-ს და რადიოსადგურ SER-ის ინფორმაციით, საფოსტო პაკეტზე, რომელიც კომპანიაში 30 ნოემბერს მიიღეს, ეწერა, რომ ის უკრაინიდანაა გაგზავნილი. კომპანიის თანამშრომლებისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ მადრიდში, უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა, ამიტომ პაკეტი არ გახსნეს და პოლიცია გამოიძახეს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა დ

ნენსი პელოსის წარმომადგენელთა პალატაში ჰაკიმ ჯეფრისი შეცვლის

აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ, წარმომადგენელთა პალატაში, პარტიის ლიდერად ჰაკიმ ჯეფრისი აირჩია, რომელიც კონგრესის ქვედა პალატაში ნენსი პელოსის შეცვლის. ჰაკიმ ჯეფრისი პირველი აფროამერიკული წარმოშობის პირი გახდა, რომელიც კონგრესში ასეთ მაღალ თანამდებობას დაიკავებს. დემოკრატიული პარტიის ახალი ხელმძღვანელი წარმომადგენელთა პალატაში მუშაობას ახალი, 118-ე მოწვევის კონგრესის ფარგლებში დაიწყებს, რომელიც 3 იანვარს შეიკრიბება. კონგრესის ქვედა პალატის დემოკრატების ამჟამინდელმა ლიდერმა, 83 წლის ნენსი

პენტაგონმა ხელი მოაწერა კონტრაქტს უკრაინისთვის NASAMS-ის თავდაცვის სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა 1,2 მილიარდიან კონტრაქტს უკრაინისთვის NASAMS საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით. აშშ-ს თავდაცვის უწყების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პენტაგონმა შეთანხმებას ხელი Raytheon Technologies Co-სთან მოაწერა და უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის ექვსი სისტემა დამზადდება.   "სამუშაო შესრულდება ტეუკსბერიში, მასაჩუსეტსი. სავარაუდო დასრულების თარიღი 2025 წლის 28 ნოემბერია“, - ნათქვამია პენტაგონის

ფილიპ რიკერი - თუ სტუმარი, როგორც ქართველები ამბობენ, არის ღვთის საჩუქარი, მაშინ საქართველო ნამდვილად არის საჩუქარი ისეთი სტუმრებისთვის, როგორიც მე ვარ

ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება, ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ისე, როგორც ამას ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაკეთებთ, - ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი, ელჩ ფილიპ რიკერი ვიდეოგზავნილში აცხადებს. მისი თქმით, აშშ გააგრძელებს, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევაში, რადგან ეს არის მომავალი, რომელიც ხალხს სურს და იმსახურებს. „მოხარული ვარ, რომ
×
×
  • შექმენი...