მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, გააუქმოს ქვეყნის ევროინტეგრაციის არჩევანი, - ასე ეხმაურება ლიეტუველი ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
მისი შეფასებით, პოლიტიკის ამ ფუნდამენტურ ცვლილებას საქართველო რუსეთთან სიახლოვესა და დიდ გაურკვევლობამდე მიჰყავს.
„ევროკავშირმა უნდა გააუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები“, - წერს ევროპარლამენტარი.
რუსეთმა ბაშარ ალ-ასადი რთულ ვითარებაში არ მიატოვა,- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, მიხაილ ულიანოვმა განაცხადა.
"ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში არიან, რუსეთი არ ღალატობს მეგობრებს რთულ სიტუაციებში", - აღნიშნა ულიანოვმა და დასძინა, რომ ამაშია განსხვავება რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ს შორის.
შეგახსენებთ, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. რუსული მედიის ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადი
ნება მომეცით, ძალიან ხმამაღლა და გარკვევით ვთქვა ევროკავშირის სახელით, რომ ვხედავთ ხალხს ქუჩებში, გვესმის მათი ხმა და შოკირებული ვართ ძალადობით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელსაც სურს უკეთესი მომავალი, ვისაც სურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გასულ კვირას იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკავშირის 27 ელჩს, ასევე ახალ კოლეგებს ევროკავში
საქართველოს ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ რუსული კანონი შეცვლას არ ექვემდებარება და ის უნდა გაუქმდეს. გარდა ამისა, აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებულ კრიზისს რუსული კანონის გაუქმებაც ვერ უშველის.
ასე ეხმაურება ქურდოვანიძე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბენსეს განცხადებას რუსული კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით.
“ევროპის საბჭოს მთავარ საკონსულტაციო ორგანოს, ვენეციის კომისიას, “რუსულ კანონზე” ცალსახად აქვს ნათქვამი, რომ ეს კანო
ეუთოს 38-მა სახელმწიფომ დღეს, 20 დეკემბერს ვენის მექანიზმი გაააქტიურა. საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია:
ვენის მექანიზმი საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, დადგენილი პროცედურების მეშვეობით, კითხვები დასვან ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე ვითარებასთან დაკავშირებით.
ამ მექანიზმით გათვალისწინებულია:
ინფორმაციის გაცვლა და პასუხის გაცემა ინფორმაციის მოთხოვნაზე სხვა მონაწილე სახელმწიფოების მიერ მათთვის მიწოდებულ ს
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა – მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
პუბლიკა
სომხეთისა და საქართველოს საზღვარზე, ბაგრატაშენის საგუშაგოზე, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. მომხდართან დაკავშირებით სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დღეს, 3 იანვარს, 12:43 საათზე, ტავუშის სამხარეო სამაშველო დეპარტამენტის კრიზისების მართვის ცენტრში შევიდა სიგნალი ბაგრატაშენის საგუშაგოზე მდებარე საწყობში ხანძრის შესახებ.
“შემთხვევის ადგილზე მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ჯაჭვაძემ, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
სასამართლო მსჯელობდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ბრალდებულებისთვის: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი; გიორგი ტერიშვილი; ირაკლი ქერაშვილი; რევაზ კიკნაძე; სერგეი კუხარჩუკი.
სასამართლო ამ 11 ბრალდებულის საქმეს ერთ წარმოებად განი
დღეს, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 მომიტინგე. ამ სტატიაში გთავაზობთ ცნობებს მოსამართლის შესახებ, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.
ქეთევან ჯაჭვაძე 1975 წელს თბილისშია დაბადებული. მას სკოლაც თბილისში (#10) აქვს დამთავრებული, თუმცა, ოფიციალური ბიოგრაფიით, სამართალმცოდნეობას საგარეჯოში მდებარე დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტში დაეუფლა.
2006 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამო
გორში რკინიგზის სადგურზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
TV პირველის თანახმად, გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია დარაჯი – მას შენობაში ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული და ხანძარი სწორედ ამან გამოიწვია.
იპნ
ევროპარლამენტში დღეს, საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება.
როგორც ცნობილია, დებატების თემაა: "საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესება".
დებატები თბილისის დროით 16:00-ზეა ჩანიშნული.
ამასთან, ცნობილია ისიც, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელიც 27-31 იანვარს გაიმართება, საქართველოს არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ.
ფორმულა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიციამ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინა.
2024 წლის 20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ეუთოს 38-მა სახელმწიფომ საქართველოსთან მიმართებით ვენის მექანიზმი გაააქტიურა.
ვენის მექანიზმი საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, დადგენილი პროცედურების მეშვეობით, კითხვები დასვან ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე ვითარებასთან დაკავშირებით.
საიას მიერ წარდგენილ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია მიმ
დაკავებული აქტივისტის, საბა სხვიტარიძის დედა, ლელა ახობაძე აცხადებს, რომ ჟურნალისტ ნიკა კაციას, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, ციხეში ავიწროებენ.
ნიკა კაცია, რომელიც პროევროპულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, 2024 წლის 7 დეკემბერს აქციისკენ მიმავალი ტაქსიში დააკავეს. მას პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, რაც 8-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კაცია ბრალს არ აღიარებს. ამჟამად მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს
American Airlines-ის ვაშინგტონში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს, - ინფორმაციას CBS News-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შავი ყუთებიდან ამოღებული მონაცემების ანალიზი ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ლაბორატორიაში განხორციელდება, რომელიც ტრაგედიის ადგილთან ახლოს მდებარეობს.
ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) აცხადებს, რომ კატასტროფის შესახებ წინასწარი ანგარიში 30 დღეში გამოქვეყნდება. საბჭოში ასევე ირწმუნებიან,
„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 31 ადამიანი დააკავა. ამ დროისთვის, სისხლის სამართლის წესით დაკავებული არავინაა.
უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისი მოლთან საპროტესტო აქცია/მსვლელობის დროს რამდენჯერმე იყო შეხლა-შემოხლა პოლიციასა და აქციის მშვიდობიან მონაწილეებს შორის. პოლიციამ აგინა და სცემა აქციის მონაწილეებს. „ტვ პირველმა“ გაავრცელა კადრები, როგორ უსწორდება გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზ
ქვეყნებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ მშვიდობის პირობებში, რომ ამ ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიონ ბოროტების დასრულებას და სტრატეგიულად დაამარცხონ რუსეთი, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონმა საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სტრატეგიული დამარცხება იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო ადრე თუ გვიან გახდება როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს წევრი, ამის
მურუსიძე და გვრიტიშვილი დაბრუნდნენ სასწრაფო წესით იუსტიციის საბჭოში იმიტომ, რომ პარლამენტი ემზადება 5 ახალი არამოსამართლე წევრის დასანიშნად - ეს ერთგვარი „დესანტის“ გადასხმასავით იყო ,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრებად დანიშვნის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.
ნინო ლომჯარიამ იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდები
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუშინ ჩატარებულ სხდომაზე, პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ლაშა ალადოშვილმა, დააყენა ინიციატივა "სახალხო ბიუჯეტირების" საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების პირდაპირ ჩართულობას ბიუჯეტირების პროცესში.
"სახალხო ბიუჯეტირების" საშუალებით , მოსახლეობას ექნება საშუალება მიიღონ მონაწილეობა ბიუჯეტის განხილვასა და შედგენის პროცესში, ასევე განახორციელონ კონკრეტული ინიციატივები და საჭიროებები.
აღნიშნული საკითხი პარტია "ს
სამი მსოფლიო ომი ერთ საუკუნეში! ერთი 1914-1918 წლებში, ერთი - 1939-1945 და ეს ომი! ეს არის მსოფლიო ომი, რადგან მართალია, როდესაც იმპერიები ან ერთ ან მეორე მხარეს სუსტდებიან, ისინი აწარმოებენ ომს, რათა თავი ძლიერად იგრძნონ - და ასევე გაყიდონ იარაღი! - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი უბედურება იარაღის ინდუსტრიაა.
რომის პაპმა ხაზი გაუსვა, რომ დიდი სიყვარული აქვს როგორც უკრაინელი, ასევე რუსი ხალხის მიმართ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სტრატეგიული კომპანიების აქტივები უზრუნველყოფენ უკრაინის თავდაცვითი სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილებას.
ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
მისი თქმით, სამხედრო მეთაურობის შტაბის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომპანიების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის შესახებ. კერძოდ, უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია უკრაინელ მილიარდერებთან, იგორ კოლომოისკისთან, ვიაჩესლავ ბოგუსლაევთან, კონსტა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მოსახლეობის ნაწილმა RMG Gold-ის მიერ ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვებაზე ნებართვის გაცემა გააპროტესტა. სოფლის სარიტუალო დარბაზში სხვადასხვა ასაკის ადგილობრივები შეიკრიბნენ. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: "დაიცავი სოფელი მუშევანი", "დაიცავით კანონი, დაიცავით ხალხი".
აქციის მონაწილეების წუხან, რომ ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვების სამუშაოები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს როგორც მათ სოფელზე, სახლებზე, ასევე ნეგატიურად იმოქმედებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სახეობრივი კვლევის შედეგად ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერის“ (გლდანი ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) შემოწმებისას, სახეობრივი კვლევისთვის ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია.
ასევე, სააგენტოს ინსპექტორებმა გადამოწმებისას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები განმეორებით აიღეს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ფაქტი მოკვლევის მიზნით
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7188 ლარი ეღირება, ევრო – 2.8213 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2419 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7272 ლარი ღირდა, ევრო – 2.8207 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2334 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 19 ნოემბრისთვის ამოქმედდება.
რუსეთმა ირანთან შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც ოფიციალური მოსკოვი საკუთარ ტერიტორიაზე, ასობით უპილოტო თვითმფრინავის წარმოებას დაიწყებს. ექსკლუზიურ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Washington Post-ი ავრცელებს.
აშშ-ისა და სხვა დასავლური ქვეყნების უსაფრთხოების სააგენტოების მიერ მოპოვებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, Washington Post-ი წერს, რომ მოსკოვისა და თეირანის ოფიციალურმა პირებმა შეთანხმება ამ თვის დასაწყისში, ირანში გამართულ შეხვედრაზე დაასრულეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტ
უკრაინის უმაღლესი რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატის ცნობით, მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გამოვიდა მოთხოვნით, შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი რუსი კრიმინალების დასასჯელად. ეგორ ჩერნევის ცნობით, ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.
„ნატოს 30-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ჩვენი დელეგაციის წინადადებას. ასეთი ტრიბუნალი შესაძლებელს გახდის გაასამართლოს არა მხოლოდ ომის დანაშაულების უშუალო ჩამდენები, არამედ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობაც. რეზოლუცია გადაეგზავნებ