Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.102.578

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მიხეილ სარჯველაძე - როცა ირაკლი კობახიძემ განცხადება საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევის თაობაზე გააკეთა, საუბარი იმაზე იყო, რომ საქართველოს სტატუსზე გადაწყვეტილება შარშან დეკემბერში უნდა მიეღოთ - როცა თარიღმა გადაინაცვლა, მან გარკვეული კორექტივები შეიტანა

როდესაც ირაკლი კობახიძემ განცხადება საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევის თაობაზე გააკეთა, საუბარი იმაზე იყო, რომ საქართველოს სტატუსზე გადაწყვეტილება შარშან დეკემბერში უნდა მიეღოთ. როდესაც თარიღმა გადაინაცვლა, მან გარკვეული კორექტივები შეიტანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დღეს აქტუალური არ არის. „5%-იანი ბარიერის წინააღმდეგ ის პარტიები გამოდიან, რომელიც შეშფოთებული არიან, რომ ჯამში,

ჩხოროწყუ საქართველოსთვის - აფხაზეთის #10 საჯარო სკოლაში, USAID სამოქალაქო განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტის "პატარა მოქალაქეების ხმა", შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის #10 საჯარო სკოლაში, USAID სამოქალაქო განათლების მიმართულებით ,მცირე გრანტების ფარგლებში, განხორციელებული პროექტის ,,პატარა მოქალაქეების ხმა", შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ჩხოროწყუ საქართველოსთვის" ავრცელებს.   როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროექტი ითვალისწინებდა ,აფხაზეთის #10საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის და სამოქალაქო კლუბის მიერ , იმ ინიცირებული აქტივობების გაცნობას ,რომელიც განხორციელდა ჩხოროწყუს მუნიციპა

EU-ს მხრიდან არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ არის დაფიქსირებული ტერმინი ოკუპაცია - სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ როცა ევროკავშირი დემარშში საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო რუსეთის სანქცირებას სთხოვს, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ რუსეთს საქართველოს მთლიანობაც აქვს დარღვეული. სამხარაძის მტკიცებით, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში დღემდე დაფიქსირებული არ არის ტერმინი ოკუპაცია აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით. „ეს არის სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური, როდესაც ევროკავშირს ს

ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნების“ სურვილია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ტოტალური კონტროლი - საქმეში ჩახედულ ხალხს კარგად ესმით, რას ნიშნავს მართვადი ეროვნული ბანკი

„ქართული ოცნების“ სურვილია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრული და ტოტალური კონტროლი - საქმეში ჩახედულ ხალხს კარგად ესმით, რას ნიშნავს მართვადი და გაკონტროლებადი ეროვნული ბანკი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პოლიტიკურ ჯგუფ „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილის შეფასებით, ერთის მხრივ კარგი და დამაიმედებელია, რომ პრეზიდენტს ეროვნულ ბანკის საბჭოში ასარჩევი კანდიდატები პარლამენტისთვის წარდგენილი არა ჰყავს, რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტად “ქართული ოცნების“ გავლე

უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის 5 მიმართულებით 39 შეტაკება მოხდა

რუსული ძალები ძირითადად ხუთი მიმართულებით, კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებით კონცენტრირდებიან, სადაც, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წუხელ რუსები უკრაინას საზენიტო მართვადი რაკეტებით დაესხნენ თავს, თავდასხმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია. გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინას Shahed-ის ორი დრონით

რუსული მედია - რუსეთში ღვინის შემომტან ქვეყნებს შორის საქართველოს პირველი ადგილი უკავია

2023 წლის გასული 5 თვის მდგომარეობით, რუსეთში წყნარი ღვინოების მიწოდების კუთხით საქართველო ლიდერობს. ამ მაჩვენებელში საქართველომ იტალიას გაუსწრო. ინფორმაციას ამის შესახებ, რუსეთის საბაჟო ორგანოებზე დაყრდნობით, რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს. რუსეთში ქართული ღვინის იმპორტი 63%-ით გაიზარდა და 24 მილიონ ლიტრს გადააჭარბა. ამავე დროს რუსეთში იტალიური ღვინის 23,4 მილიონი ლიტრი შემოიტანეს - მიწოდება 31%-ით არის გაზრდილი. გაზრდილია იმპორტი სხვა ქვეყნებიდანაც - ესპანეთი, საფრანგეთი და პ

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, დამსაქმებელ კომპანიასთან შეთანხმების შედეგად, მაღაროელები პროტესტს წყვეტენ, ჭიათურის მაღარო კი მუშაობას 1-ელი ივლისიდან განაახლებს

პროფკავშირების ჩართულობით, მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის, შეთანხმება შედგა. სპეციალური რეჟიმი გაუქმდა და ჭიათურის მაღარო მუშაობას პირველი აგვისტოს ნაცვლად, პირველი ივლისიდან განაახლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, 1-დან 5%-ის ჩათვლით, ხელფასები ავტომატურ მატებას ექვემდებარება, ხოლო, თუ ინფლაციას მაჩვენებელი ამ პროცენტულ მაჩვენებლებს გაცდა, მოლაპარაკების საგანი გახდება. „პროფკავშირებ

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობა აცხადებს, რომ ბახმუტის მიმართულებით წინ წაიწიეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით უკრაინის ტერიტორიის რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლების კუთხით კვლავ წინსვლას მიაღწიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა. „ბახმუტის მიმართულებით წინსვლა გვაქვს. ფლანგებზე მიმდინარეობს საბრძოლო სამუშაოები, მტერზე ზეწოლა ხორციელდება“, - განაცხადა ჩერევატიმ. მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით 23 შეტაკება მოხდა, რა დროსაც უკრაინელმა დამცველებ

ჯერაც არ დასჯილან ძალადობის ორგანიზატორები — საიას განცხადება 5 ივლისზე

2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან 2 წელი გავიდა, თუმცა შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი სათანადოდ გამოძიებული ამ დრომდე არ არის — აღნიშნავს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ოთხშაბათს, 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში. ორგანიზაციის სიტყვებით, ნათელია, რომ “მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა”, შესაბამის სახელმწიფო უწყებას “არ აქვს ნება, დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორი, ხელმძღვანელი ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირები”. საია ასევე დასძენს, რომ

ანა ბუჩუკური - 2021 წელს მესამე ადგილზე გასულმა პარტიამ მოვახერხეთ, რომ “ქართული ოცნება” გადავიყვანეთ ოპოზიციაში და არ მივეცით “ნაციონალურ მოძრაობას” უფლება, ერთპიროვნულად ჩაეგდო ხელში ძალაუფლება (ვიდეო)

“2021 წელს მესამე ადგილზე გასულმა პარტიამ მოვახერხეთ, რომ “ქართული ოცნება” გადავიყვანეთ ოპოზიციაში და არ მივეცით “ნაციონალურ მოძრაობას” უფლება, ერთპიროვნულად ჩაეგდო ხელში ძალაუფლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც 2021 წელს არ შეფასდა, რადგან ჩვენ გარდა არავის პოლიტიკურ ინტერესში არ შედიოდა. ჩვენი გუნდი ძლიერად იქნება წარმოდგენილი 2024 წლის არჩევნების შედეგებით და არ მივცემთ არც “ოცნებას” და არც “ნაც. მოძრაობას” უფლებას, ერთპიროვნულად წყვიტონ ამ ქვეყნის ბედი.”  

ვოლოდიმირ ზელენსკი - ოდესის გამო რუსი ტერორისტების წინააღმდეგ შურს აუცილებლად ვიძიებთ - ისინი ამ შურისძიებას იგრძნობენ

რაკეტები მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ, საცხოვრებელი კორპუსების, საკათედრო ტაძრის წინააღმდეგ - რუსული ბოროტების გამართლება არ შეიძლება. როგორც ყოველთვის, ეს ბოროტება წააგებს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. მისი თქმით, ამ თავდასხმებისთვის უკრაინა აუცილებლად შურს იძიებს. „ოდესის გამო რუსი ტერორისტების წინააღმდეგ შურს აუცილებლად ვიძიებთ. ისინი იგრძნობენ ამ შურისძიებას. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ეხმარება ხალხს და ყვე

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ - უკრაინამ, რუსეთის შეჭრის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიის დაახლოებით 53%-ი გაათავისუფლა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კონტრშეტევა სულ მცირე სამი მიმართულებით განახორციელა და გარკვეულ წარმატებას მიაღწია, - ამის შესახებ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული. ორგანიზაციის შეფასებით, 22 ივლისის კადრების გეოლოკაცია აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლას დონეცკის დასავლეთით და ზაპოროჟიეს აღმოსავლეთით - სტარომაისკის რაიონში (ველიკა ნოვოსელკას სამხრეთით 9 კმ-ში). ამასთან, რუსი „სამხედრო კორესპონდენტები“ ამტკიცებენ, რომ უკრაინის

კომიტეტების ნეგატიური გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტმა ყეინიშვილი და ხომერიკი სებ-ის საბჭოს წევრებად აირჩია

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა. სხდომის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სებ-ის საბჭოს ახალ წევრებს წარმატებული საქმიანობა უსურვა.   კენჭისყრის შედეგების თანახმად, ნანა ყეინიშვილს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ წავიდა არც ერთი დეპუტატი, რაც შეეხება თეიმურაზ ხომერიკს, მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, ხოლო უარი არც ერთ დეპუტატს არ განუცხადებია. სხდ

საუბრობენ აბსტრაქტულ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც მოქალაქეებამდე არ მიდის – ბუჩუკური ბავშვთა სიღარიბეზე

საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს. „პუბლიკა“ დაინტერესდა, რა ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტ

„სასაცილო და სამარცხვინოა“ — ტრენინგზე დასწრების გამო სუს-ში კიდევ ერთი ხელოვანი დაიბარეს

USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებზე დასწრების გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კიდევ ერთი ხელოვანი დაიბარეს. ჯგუფ „ბულიონის“ წარმომადგენელი ნატალია ვაწაძე არ აპირებს უწყებაში გამოკითხვაზე მისვლას და ამბობს, რომ ჩვენებას მაგისტრ მოსამართლეს მისცემს. ტრენინგებზე, რომელსაც ნატალია ხელოვნების სფეროში მომუშავე კოლეგებთან ერთად ესწრებოდა, ამბობს, რომ უყურეს ფილმებს, გააკეთეს პერფორმანსები და ისაუბრეს, სხვადასხვა ქვეყანაში არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობების ისტორიაზე. ხელოვანი ამბობს,

ბექა ლილუაშვილი - გუშინ „ოცნება" დამარცხდა - ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითს წყალი შეუდგა (ვიდეო)

"გუშინ „ოცნება" დამარცხდა. ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითს წყალი შეუდგა. რუსული კანონი დაიწყეს და ბოლომე ვერ მიიყვანეს, იმპიჩმენტი დაიწყეს და ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ბიძინა ივანიშვილი საკუთარ მიზნებს ვეღარ ასრულებს." ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  391640775_623543369854514_1753478420947875956_n.mp4

ანა ბუჩუკური - ანტიდასავლური პოლიტიკის გამო საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა “ოცნებამ" (ვიდეო)

“უცხოელი, დასავლელი კოლეგებისგან გვესმის - თქვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ მეგობრები დაგაკარგვინოთ… საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა გვყოლოდა, არასდროს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა ქვეყნის საგარეო ვექტორი. ბოლო ორი წლის განმავლობაში გატარებული ანტიდასავლური პოლიტიკის გამო კი საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა “ოცნებამ”.  ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  394

საგანგებო: ჩხოროწყუში, ლუგელას ხეობაში ხანძარია, მუშაობენ მაშველები, დრონები, ვერტმფრენები

ჩხოროწყუში, ლუგელას ხეობაში ხანძარია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი მთის ფერდობზე ტყის მასივს უკიდია. მიმდინარეობს ლოკალიზების სამუშაოები. უწყების განცხადებით, ხანძრის ქრობის პროცესში სპეციალური აღჭურვილობით 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ცოცხალი

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაინერმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა. "საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ დღეს ისტორიული დღეა, რადგან დღეს კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ საბჭო

ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტში“ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხის განხილვის პარალელურად, საპროტესტო აქცია იგეგმება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 27 დეკემბერს განიხილოს, - ინფორმაციას გამოცემა „ეხო-კავკაზა“ ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პარლამენტი საკითხის განხილვას 28 დეკემბერს გეგმავდა. საინიციატივო ჯგუფმა, „ҲАРАҲПИЦУНДА“-ს ("ჩვენი ბიჭვინთა) საზოგადოებას მოუწოდა, შეუერთდნენ ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას: „გადავარჩინოთ ბიჭვინთა! სხვა შანსი არ იქნება!“ ე.წ. საკანონმდებლო შენობის მი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანის გაუპატიურების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანის გაუპატიურების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაზარალებული 14 წლის მოზარდის ოჯახი სიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. არასრულწლოვანის ნათესავები ამბობენ, რომ ფერმაში 45 წლამდე კაცს ბავშვი ჩააბარეს. რადგან ისინი ქელეხის სუფრას ამზადებდნენ, მან კი მოზარდზე სექსუალურად იძალადა და გაიქცა. ამბის გამჟღავნების შემდეგ კი, დაზარალებული მოზარდის ბიძამ ის დაჭრა. „ჩემი შვილი გარდაიცვალა 10 დღის წინ, მისი შვილები და ქმარი აქ დარჩნენ ჩვენს ოჯახში. ჩვენ ვუვ

გასულ წელს, სიმთვრალის მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის 23 210 შემთხვევა გამოვლინდა - ამავე პერიოდში, სიჩქარის გადაჭარბების 1 მილიონ 303 032 ფაქტია დაფიქსირებული

გასულ წელს, სიმთვრალის მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის 23 210 შემთხვევა გამოვლინდა - ამავე პერიოდში, დადგინდა სიჩქარის გადაჭარბების 1 მილიონ 303 032 ფაქტი, მათ შორისაა სიჩქარის გადაჭარბება სხვადასხვა დამამძიმებელ გარემოებაში და აღნიშნული დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევებიც. რაც შეეხება 2023 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ერთ წელში ტექნიკური ინსპექტირე

აშშ-ის საელჩო - აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული - შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა

აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული - საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. „ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა. აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული. საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა“,- აღნიშნულია განცხადებაში. ს

ანა ბუჩუკური - ხელისუფლებამ მავნებლური გადაწყვეტილება მიიღო და დატოვა ოესიდის ანტიკორუფციული ქსელი, რადგან დღევანდელი ხელისუფლება კორუფციას კი არ ებრძვის, კორუფციისთვის იბრძვის

"ხელისუფლებამ მავნებლური გადაწყვეტილება მიიღო და დატოვა ოესიდის ანტიკორუფციული ქსელი, რადგან დღევანდელი ხელისუფლება კორუფციას კი არ ებრძვის, კორუფციისთვის იბრძვის."    ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/986418569753471/

ბერდია სიჭინავა - გილოცავთ! „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის საკრებულო რუსთაველებს წაართვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩააბარა - ეს არის ღია თანამშრომლობა!

გილოცავთ! „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის საკრებულო რუსთაველებს წაართვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩააბარა - ეს არის ღია თანამშრომლობა! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ რუსთავში განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც რუსთავის მერი საუბრობდა თითქოს, ოპოზიციური საკრებულოს მხრიდან მისი საქმიანობის საბოტაჟი მიმდინარეობდა, აბსურდი და სიცრუეა. „უპრეცედენტო სხდომა იყო დღეს, როდესაც პირველად, ღიად, „ოცნების“ წარმომადგენლებმა და "ნაცმოძრაობის" წარმო
×
×
  • შექმენი...