ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია ე.წ. მინისტრის ინალ არძინბას გადადგომის შესახებ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტეს, რომ უწყების მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია ინალ არძინბას გადადგომის შესახებ, რომელმაც, სავარაუდოდ, თავის გუნდს განუცხადა, რომ მინისტრის პოსტს ტოვებს და რუსეთში ბრუნდება.
პოლონეთში, საქართველოს მოქალაქემ, 51 წლის კაცმა, უკრაინის მოქალაქე, 45 წლის კაცი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში ვრცელდება.
მედიის ცნობიით, შემთხვევა პოლონეთის ქალაქ ბოლშევოში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ცნობილია, რომ დაჭრილს დაზიანებები კისრისა და ზურგის არეში აღენიშნება. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილობრივმა სასამართლომ კი საქართველოს მოქალაქეს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პუტინთან დიალოგის დამყარების მცდელობაში დროს ამაოდ კარგავს.
პრეზიდენტ ზელენსკის იტალიური გამოცემა Corriere della Sera-ის ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, ეთანხმება თუ არა ის მაკრონის პოზიციას, რომ „რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ დაინგრეს“ და რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიალოგი ღიად უნდა დარჩეს.
“ეს იქნება უსარგებლო დიალოგი, ფაქტობრივად, მაკრონი დროს ამაოდ კარგავს. მე მივედი დასკვნამ
თბილისის 50-ზე მეტ ქუჩას წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება. „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი წერეთლის გამზრირის რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოებია.
კომპანიის განცხადებით,, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში 15 ივნისს დიდუბის რაიონში ქსელზე ბოლო გადაერთებითი სამუშოები ჩატარდება, რის რისთვისაც აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
კომპანიის განცხადებით, აღნიშნულის გამო 15 ივნისს 11:00 საათიდან 16 ივნისის 17:00 საათამდე წყალმომარაგება
თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში, დენის დარტყმით 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ბრალდებულიდან 8-ს პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა დღეს, 10 ივლისს, გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში
13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში, ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებ
შიმშილობა დაიწყო ინგა ბაშიროვმა, მშობელმა, რომლის აბიტურიენტი შვილიც NAEC-მა გამოცდაზე არ დაუშვა, მიუხედავად სასამართლო განჩინებისა.
საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელსაც ისტორიის ეროვნულ გამოცდამდე გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა დასჭირდა, ხოლო გამოცდის შემდეგ ოპერაციის შემდგომ გართულებებს მკურნალობდა.
საქმე ოჯახმა სასამართლოშიც მოიგო. სასამართლომ დაავალა ცენტრს, რომ აბიტურიენტი დამატებით დაუშვას გამოცდაზე. სასამართლომდე კი ოჯახმა წერილობით მიმართა ცენტრმა.
აბიტურიენტისა და ოჯა
იმისთვის, რომ ზღვაზე, ტბაზე, მდინარეზე დასვენება უსაფრთხო იყოს, ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ ნებისმიერ გათვალისწინებულ დეტალს თქვენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
პირველი და ყველაზე მთავარი - შედით წყალში იქ, სადაც ბანაობა ნებადართულია და მაშველებიც არიან.
თუ მდინარეში ბანაობას გადაწყვეთ, იცოდეთ, რომ იგი რაღაც დონეზე მაინც უნდა გქონდეთ შესწავლილი. გაითვალისწინეთ, რომ ეს იგივე არ არის, რაც აუზში შესვლა, სადაც არც დინებაა და ფსკერის სიღრმეც და ტ
ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ათენში არაფორმალური შეხვედრა 21 აგვისტოს, საღამოს გაიმარათა. შეხვედრას ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერები.
თუმცა, არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოება განიხილებოდა, არ იმყოფებოდა საქართველოს წარმომადგენელი.
შეხვედრა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გაიმართა სალონიკის სამიტიდან 20 წლისთავის აღსანიშნად. 200
აფხაზური მედია-კლუბის, ,,Апсны.Иахьа-ს“ ცნობით, 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ოკუპირებულ აფხაზეთში 523 ბავშვი დაიბადა.
წარმოშობით, აქედან უმეტესობა, 319 - აფხაზი, 63 - ქართველი, 59 - სომეხი, 34 - რუსი, 48 ბავშვი კი სხვა ეროვნების წარმომადგენელია.
ამასთან, ცნობილია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში 562 ბავშვი დაიბადა.
გაასამართლებს თუ არა საგამოძიებო კომისია ბიძინას ნაცებს მიშას ნაცებთან ერთად?…
ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/948033614167166
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად, სემეკ-მა ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. ინფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს.
„სემეკ-ი თანადგომას უცხადებს დაზარალებულებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია გამოთქვამს მზადყოფნას, დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას, თურქეთის კოლეგა უწყების თანამშრომლებს აღმოუჩინოს დამატებითი დახმარება და მხარდაჭერა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, ასევე სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელები
ეროვნული მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორი თანამდებობაზე კიდევ 4 წლის ვადით დარჩება.
ამას მოწმობს კულტურის სამინისტროს მიერ გაცემული ბრძანება, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულამ“ დღეს, 22 ივნისს გაასაჯაროვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 1 თვის განმავლობაში ლორთქიფანიძემ კულტურის სამინისტროს უნდა წარუდგინოს სამოქმედო გეგმა.
ნეტგაზეთთან კომენტარში დავით ლორთქიფანიძემ დაადასტურა ეს გადაწყვეტილება და განმარტა, რომ ბრძანებას 21 ივნისს მოეწერა ხელი.
სხვა კითხვებზე, მაგალითად, იმაზე, გაგრძელდება თ
2008 წლის ზაფხულში პუტინს ისევე სურდა ომი, როგორც 2022 წლის თებერვალში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
ფოტიგას თქმით, დღეს ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ რუსეთი მზადაა, ნებისმიერი ტყული თქვას, როგორც საბაბი თავისი იმპერიალისტური მიზნების განსახორციელებლად.
„ჩვენ ყველაზე აბსურდული სიტყვები მოვისმინეთ, რომლებიც სტალინისტურ დანაშაულებს ათეთრებენ და რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტსაც ამართლებენ. 2022, 2014 და 2008 წლებში, ისევე როგორც 1939 და 1940 წლებშ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ათასობით ადამიანი ქრთამის და სამხედრო-სამედიცინო კომისიების საეჭვო გადაწყვეტილების გზით საზღვარგარეთ წავიდა და რომ მექრთამეებს პასუხს მოსთხოვენ.
ზელენსკიმ ამის თაობაზე ვიდეომიმართვაში თქვა 30 აგვისტოს.
„ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სამხედრო-სამედიცინო კომისიების შემოწმება, სამართალდამცავები მალე დაასრულებენ მუშაობას. უკვე არსებობს რამდენიმე დასკვნა“ - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „აუცილებელია შემოწმდეს ინვალიდობისა და სამხედრო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.
ევროპულ საბჭოში გამართული შეხვედრის კადრები ზურაბიშვილის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში დღეს გერმანიიდან ჩავიდა, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები, გუშინ, გერმანელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.
სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტა
„დაახლოებით 100-მა“ ქართველმა აბიტურიენტმა შეიტანა განაცხადი 2024 წელს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო სწავლაზე, წერს რუსული სამთავრობო მედია „ტასს“ საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
შვეიცარიის საელჩოში მოქმედ რუსეთის ინტერესების სექციაში ამბობენ, რომ წელს ქართველი აბიტურიენტებისთვის ორასი კვოტაა გამოყოფილი, ხოლო აბიტურიენტებს დიდწილად მოსკოვსა და სანქტ-პეტებურგში სურთ სწავლა. „თუმცა ირჩევენ უნივერსიტეტებს ყაზანში, კრასნოდარში, ასტრახანში, ვოლგოგ
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩავიდა, სადაც ის ფორუმს - "ერთი სარტყელი, ერთი გზა" - დაესწრება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში რუსეთის ლიდერი არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან.
ვლადიმერ პუტინი 18 ოქტომბერს, ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვა. იმავე დღეს შეხვდება ის ჩინეთის ლიდერებსაც. პოლიტიკოსებს შორის მოლაპარაკებები ორ ეტაპად - გაფართოებულ და ვიწრო
თბილისში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ, 80 145 კვ.მ ფართობის ტერიტორიას ფონდი ქართუსაგან ყიდულობს კომპანია, რომლის დირექტორი “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძეა.
ტერიტორიის შესყიდვაზე ფხაკაძის ახალი კომპანიის, შპს “ცენტრალ პარკ ავენიუს” განცხადება 27 ოქტომბერს შევიდა საჯარო რეესტრში. კომპანიის 35%-იანი წილის მფლობელი კომპანია “იდეაა”, რომლის წილებსაც თავის მხრივ სწორედ სოსო, ლევან და სამსონ ფხაკაძეები ფლობენ.
“იდეის” გარდა, “ცენტრალ პარკ ავენიუს” ფლობს კიდევ 3 სხვა კომპანია — შპს “
გუშინ ღამით ჭიათურის მაღარო ერთსაათიან სოლიდარულ გაფიცვაზე გავიდა
ძალადობრივი გამოსახლების წინააღმდეგ და გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნით. მაღაროელების მიმართვას მოძრაობა „ხმა” ავრცელებს.
მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე ამბობს, რომ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია მთელი ცხოვრება უსამართლობის წინაარმდეგ იბრძვიან.
“ებრძვიან ბანკებს ასეთი პროცენტების გამო, ებრძვიან მევახშეებს ასეთი უკანონობის გამო, ითხოვენ მოსწავლეებისთვის უფასო სასკოლო კვებას, უფასო საცხოვრებელს სტუდე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კილომეტრში, სოფელ ფსორთან იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ამ დროის მონაცემებით, მიწისძვრას ნგრევა ან დაზიანება არ გამოუწვევია. როგორც უწყებაში განმარტავენ, რაიმე სახის შეტყობინება ა
უზბეკეთი მზად არის გააფორმოს რუსეთთან კომერციული კონტრაქტი გაზის მიწოდების თაობაზე, მაგრამ ის არ აპირებს შეუერთდეს მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ საგაზო კავშირს რუსეთთან და ყაზახეთთან, - Reuters-სი თანახმად ამის მის შესახებ უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჟურაბეკ მირზამახმუდოვმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ტაშკენტი არასოდეს მიიღებს გაზის სანაცვლოდ შეთავაზებულ პოლიტიკურ პირობებს. მოსკოვი და ტაშკენტი მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსული გაზის მიწოდებაზე მეზობელი ყაზახეთის გავლით, მაგრამ "ეს იქნება ტ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა 3.39% -ით (1908 ფაქტი) შემცირდა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
დარახველიძის ინფორმაციით, შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა; მკვლელობის მცდელობა; ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ყაჩაღობა; ქურდობა, მათ შორის ბინის გაქურდვა და სხვ.
სტამბოლში უამინდობის გამო, თბილისის მიმართულებით ოთხი ავიარეისი გაუქმდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, გაუქმებულია სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილი ავიაკომპანია „პეგასუსის“ ორი ავიარეისი და „თურქეთის ავიახაზების“ ორი ფრენა.
მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს და სხვა რეისები გეგმურად სრულდება.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შაკიკის სამკურნალოდ Pfizer-ის მიერ წარმოებული სწრაფი მოქმედების ცხვირის სპრეი დაამტკიცა. ამის შესახებ ფარმაცევტული გიგანტი იუწყება.
Pfizer-ის განცხადებით, პრეპარატი ბაზარზე Zavzpret-ის სახელით გავა და აფთიაქებში 2023 წლის ივლისში გამოჩნდება.
„FDA-ს მიერ Zavzpret-ის დამტკიცება მნიშვნელოვანი მიღწევაა შაკიკის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც ტკივილისგან გათავისუფლება სურთ და ორალურ პრეპარატებს ალტერნატიულ ვარიანტებს არჩევენ“, —