„ჩვენ ვნახეთ აბსოლუტური ტყუილი რუსთავი 2- გან. ეს არ არის პირველი შემთხვევა მათგან.
ზუსტად რუსთავი 2 იყო, რომელმაც ვითომ „ექსკლუზიური“ ამბავი - აბსოლუტური ტყუილი გაავრცელა და იქიდან დაიწყო პროპაგანდა, თითქოს ვაშინგტონში გიორგი გახარია და სააკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ, ეს იყო დიდი ტყუილი #1, დიდი ტყუილი #2 - გიორგი გახარიას „კოკაინშიკობასთან“ დაკავშირებით და გუშინდელი დიდი ტყუილი #3, რაც ცოტა ღიმილის მომგვრელია, რადგან კადრში, ვიდეოში ჟურნალისტებთან გახარია სხვა რამეს ამბობს და რ2-მა მაგ
პალესტინა რუსულ მხარესთან რეგულარულ კონტაქტებს ინარჩუნებს და ამჟამად მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში პალესტინის ელჩმა, აბდელ ჰაფიზ ნოფალმა განაცხადა.
„ვაგრძელებთ ყოველდღიურ კონტაქტს მოსკოვთან. ახლა მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის“, - განაცხადა დიპლომატმა.
მისი თქმით, პალესტინური მხარე ისრაელთან კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიციას აფასებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ სენატორებს, ჯინ შაჰინსა და დიკ დურბინს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ევროინტეგრაცია, ომი უკრაინაში და შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო.
მათი ცნობით, ამერიკელმა სენატორებმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ისინი აფასებენ საქართველოს პრეზიდენტის როლსა და პოზიციას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, რაზეც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ქვეყნის ე
„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩის თეატრი აპროტესტებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის სამეფო უბნის თეატრის მსახიობებს მხარდაჭერას უცხადებს.
„საქართველოში გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ქართველებს, მათ შორის ჩვენს მეგობრებს სამეფო უბნის თეატრიდან. კანონპროექტმა შესაძლოა, გამოიწვიოს საქართველოს იზოლირება საერთაშორისო ასპარეზზე და შეფ
საქართველოში უკრაინის საელჩო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ხელმძღვანელობის ბოლო დროინდელ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ იქ არ ეძებს მტერს საქართველოს ხელისუფლება, სადაც საჭიროა.
უკრაინის საელჩო კატეგორიულად უარყოფს “ინსინუაციებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის ხელმძღვანელობამ უკრაინის მიმართ რიგი არამეგობრული განცხადება გააკეთეს.
თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებდნენ რა
მესტიაში, სასტუმრო „ფოსტას“ გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა, რის შედეგადაც მესამე და მეოთხე სართულები დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეხანძრე-მაშველები ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სასტუმროში გაჩენილი ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.
იპნ
საპარლამენტო ფრაქცია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე პარლამენტის თავმჯდომარისგან ნებართვა ვერ მიიღო.
ანა ნაცვლიშვილის პასუხად შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა და პატიმრის მონახეულება არაა დეპუტატის უფლება, ესაა პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომლის დელეგირებაც მას შეუძლია პარლამენტის წევრზე.
პაპუაშვილი ამბობს, რომ „სამწუხაროდ ამ უფლების გამოყენება ხდება ექსტენსიურად პარლამენტის წევრების მხრიდან“ და ც
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 32 წლის კაცი, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ტერიტორიაზე მოხდა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
მიმდინარეობს გამოძიება.
იპნ
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფიცი დადო.
„მე, როგორც პრეზიდენტი, ვფიცავ ჩემს ღირსებასა და პატიოსნებას დიდი თურქი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ დავიცავ სახელმწიფოს არსებობასა და დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში, პარლამენტში გამართულ ცერემონიაზე.
ერდოღანმა ფიცის დადებამდე თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან, დევლეთ ბაჰჩელისგან მანდატი მიიღო.
პარლამენტში ფიცის დადების შემდეგ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება ცერემონია, რომელსაც 78 ქვ
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იკრიბებიან.
აქციის მონაწილეები 2 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ახალგაზრდების დაკავებას აპროტესტებენ. მათ სიმბოლურად ხელში თეთრი ფურცლები უჭირავთ და აცხადებენ, რომ პროტესტის გამოხატვა დანაშაული არ არის.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ცნობისთვის, გუშინ, 2 ი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლის, ნინო მაჭარაშვილის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია – კულტურის სამინისტროს 20 თვის განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.
მაჭარაშვილი 2022 წლის იანვარში გაათავისუფლეს.
ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლის ინტერესებს საადვოკატო ფირმა Justice League იცავდა. იურისტმა დიტო ხვიჩიამ „პუბლიკას” უთხრა:
თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის თანამდებობაზე 2021 წლის მარტში დაინიშნა. დანიშვნიდან მალევე დაიწყო საკადრო ცვლილებები ხელოვნებისა და ერ
დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ეწვევიან. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საელჩოში აღნიშნავენ, რომ შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში.
პუბლიკა
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ] შეფასებით, ნეტგაზეთი/ბათუმეების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორთან, გულნოსა საიდისთან ინტერვიუ “ამერიკის ხმამ” ჩაწერა.
გულნოსა საიდი საუბრობს საქართველოში შექმნილ ვითარებაზეც. მისი შეფასებით, მედიის მდგომარეობა საქართვეკოში აზერბაიჯანში არსებულ სიტუაციას ემსგავსება.
“საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნახევრად ავტ
გაზეთ The New York Times-ის რედაქციის წევრთა უდიდესმა ნაწილმა, 1100-მდე ჟურნალისტმა, გაფიცვა გამოაცხადა და 24 საათით შეაჩერა მუშაობა.
გაფიცვის მიზეზი ისაა, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებაზე ხელფასების ზრდის და შინ მუშაობის პირობების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.
ნიუ-იორკის პროფკავშირის, The NewsGuild-ის, წევრების თანახმად, 2021 წლის მარტის შემდეგ მიმდინარე მოლაპარაკება გაიჭიმა და მათ შედეგი სურთ. პროფესიული კავშირის თანახმად, ამ მასშტაბის გაფიცვა New Yo
ბრიტანეთში გამომავალმა ჟურნალმა The Economist-მა წლის სახელმწიფოდ უკრაინა დაასახელა.
"ჩვენი 2022 წლის ქვეყანა მხოლოდ უკრაინა შეიძლება იყოს, მისი ხალხის ჰეროიზმისთვის, მჩაგვრელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის", - წერს გამოცემა.
"ჩვეულებრივ დროს The Economist-ის წლის სახელმწიფოს არჩევა რთულია. ჩვენი ავტორები და რედაქტორები, როგორც წესი, იწყებენ თავისუფალ დებატებს, რომლის დროსაც ისინი კამათობენ მოკლე სიაში მოხვედრილი ექვსიოდე ქვეყნის შესახებ. მაგრამ წელს, პირველად მას შემდეგ, რაც 2013 წე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა.
ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის თაობაზე, დეტალურად განსაზღვრავს აკრედიტაციის სახეებს, აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობას, აკრედიტებული ჟურნალისტების უფლებებსა და ვალდებულებებს.
აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია:
ხელი არ შეუშალოს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას;
საქართველოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამ
საქართველოს პარლამენტთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე სავარაუდოდ, დააკავა.
ხმაური ადგილზე მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შესასვლელისკენ გაემართა, სადაც მათი თქმით, უმრავლესობის დეპუტატებისთვის „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა იგეგმებოდა.
აქცის მონაწილეები პარალმენტის ორივე შესავლეთან იმყოფებიან და სკანდირებენ „რუსებო! მონებო!“.
INTERPRESSNEWS
„დიდი საშიშროებაა „აგენტების“ კანონის მიღების შემთხვევაში მოხდეს გადახედვა იმ გრანტების, რომელსაც სხვადასხვა პროექტების განხორციელებისთვის იღებს სახელმწიფო,“ - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა სანდრო ჭუმბურიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან მოყოლებული საქართველოს დონორებისგან 3.943 მლრდ ლარის გრანტები აქვს მიღებული.
მათ შორის მიმდინარე
საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს დაურიგდათ ანტიამერიკული კონსპირაციების და ანტისემიტური შინაარსის მქონე წიგნი – „ლუციფერის მხილება“. ამის შესახებ ინფრომაცია პარტია „ლელოს“ წევრებმა გაავრცელეს. პარლამენტში კი განაცხადეს, რომ პარლამენტარებს წიგნი ავტორმა გაუგზავნა.
წიგნი 2022 წელსაა გამოშვებული და ამერიკის შეერთებული შტატები შედრებულია ლუციფერთან. წიგნი ასევე გაჯერებულია ანტისემიტური შინაარსით, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ კონსპირაციის ნაწილად არიან მოხსენიებულები და ა.შ.
პარლ
ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია“ ლიბანსა და ავღანეთში გაემგზავრა. ოკუპირებული რესპუბიკის დე ფაქტო უწყების ცნობით „ვიზიტის“ მიზანია შესაბამის სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პირობების შექმნა, სავაჭრო სახლების დაარსება და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ჰუმანიტარული კავშირების გამყარება.
ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ „დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო აღმოსავლეთის პარტნიორებთან ურთიერთობების ყოვლისმომცველ განვითარებას“.
მანამდე
დონალდ ტრამპი დააკავეს. როგორც დასავლური მედია წერს, სასამართლოში მისვლის შემდეგ, დონალდ ტრამპი ოფიციალურად არის დაკავებული და პოლიციის პატიმრობაში იმყოფება მომავალ სასამართლო სხდომამდე.
ტრამპი ამერიკის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს.
ipn
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს. „ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება“ ,- განაცხადა მან სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე.
„გასულ ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი (ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით) უკრაინასა და მოლდოვას. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როცა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. ასე რომ, ახლა გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა წინ წავიწიოთ“, - აღნიშნა მიშელმა.
“აშშ-მ ფარცხალაძე დაასანქცირა, როგორც რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე ოლიგარქი, რომელიც ემსახურება საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებას. შესაბამისად, როცა იღებ ბრძანებას, რომლითაც იცავ ფარცხალაძეს და არა მხოლოდ მას, ამით ავტომატურად აკეთებ რუსულ საქმეს. რაც გააკეთა “ოცნებამ” და რაც გააკეთებინა თურნავას, ამით მოემსახურა რუსულ საქმეს, ანუ შეასრულეს რუსული ბრძანება.”
მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
380342442_684773199911062_7777315380249
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა არა მხოლოდ პარტნიორებისგან იღებს სამხედრო დახმარებას, არამედ ზრდის იარაღის შიდა წარმოებას.
„რუსეთი ცდება, თუ ფიქრობს, რომ შეუძლია უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტას დაელოდოს. უკრაინა მხოლოდ გაძლიერდება და რუსული აგრესია ჩაიშლება. ჩვენ არა მხოლოდ შემოგვაქვს იარაღი უკრაინაში, არამედ ვზრდით შიდა წარმოებას და წარმოებას პარტნიორებთან ერთად ნატო-სა და მის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს კულება.
შეგახსენებთ, 22 სექტემბერს