რუსეთი ახლა ბომბავს უკრაინას, მაგრამ უბრალოდ შესაძლებლობა არ აქვს დაბომბოს პოლონეთი, საფრანგეთი, ბერლინი. ხომ უსმენთ,როგორი რიტორიკა აქვთ რუსებს - წარმოიდგინეთ, არის აქტორი, რომელიც ანადგურებს იმ ევროპას, რომელზედაც შენი მომავალია დამოკიდებული და შენ მასთან აბამ „ფლირტს?, - ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა, კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე.
მისი შეფასებით, სავიზო რეჟიმის
სპეციალური საგამოძიებო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს უმცროსი დეტექტივის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შედეგად მოქალაქის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმცროსი დეტექტივის შ.მ.-ს მიერ მოქალაქე გ.გ.-ს დაზიანების ფაქტს ეხებოდა.
აღნიშნულ
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ექვსმა დეპუტატმა დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც საზოგადოებრივ მაუწყებელში გაიზრდება სამეურვეო საბჭოს წევრების რაოდენობა და მათი არჩევის წესი. ბიურომ კანონპროექტი დღევანდელ, 22 მაისის, სხდომაზე დაარეგისტრირა.
კანონპროექტის მიხედვით:
9-დან 11-მდე იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა, მათგან ორ კანდიდატს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარადგენს. ამ დრომდე კანდიდატების დასახელების უ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ტექნიკური საკითხების გამო რუსეთთან ფრენებზე უარის თქმა – დე ფაქტო სანქციები იქნებოდა.
29 მაისს გამართულ ბრიფინგზე მდინარაძე გამოეხმაურა როგორც რუსეთთან ფრენების აღდგენის საკითხს, ასევე ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პირდაპირი ფრენების აღდგენას საქართველოს მხრიდან თანხმობაც სჭირდებოდა.
29 მაისს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღ
ჯანდაცვის კომიტეტზე დღეს განიხილება კანონის პროექტი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რამის გაუმჯობესებასთან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.
მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების სრული დაქვემდებარების შემდეგ - ჯერი კერძო სექტორზეა.
" 1. დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს ინიციატორი, არადა არანაირი საფუძველი მათი მხრიდან ახსნილი არ არის.
2. განმარტებით ბარათშივე წერია,
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინსტიტუტები აღარ არსებობს და ადამიანები დაუცველები არიან ხელისუფლების მიერ წახალისებული მოძალადეების წინაშე.
როგორც მეზვრიშვილი აღნიშნავს, ეს ყველაფერი იმით არის განპირობებული, რომ თავის დროზე ძალადობის ორგანიზატორები არავის დაუსჯია.
"რატომ არ რეაგირებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლუკა შველიძის მიმართ პოლიციელის მხრიდან შესაძლო
ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.
ევროპულ საბჭოში აცხადებენ, რომ ანგარიშის წარდგენა 22 ივნისს ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე მოხდება.
ცნობილია, რომ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარად
“ფრენების აღდგენა ემსახურებოდა ერთი კონკრეტული ბიზნესისა და მასთან დაკავშირებული ელიტების შემოსავლების გაათმაგებას და არა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გატარებას.
საქართველომ უნდა გადაწყვიტოს საით უნდა ყოფნა, რუსეთის მხარეს, თუ დასავლური ცივილიზებული სამყაროს მხარეს. დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საქართველოს გავლით ეფექტურად იყენებს შავ ხვრელებს. ხოლო საქართველოს ხელისუფლება ან არაფერს აკეთებს, რომ ეს შავი ხვრელები ამოიქოლოს ან პირდაპირ ეხმარება რუ
იმედი მაქვს, რომ ძალიან ეფექტური და გადამწყვეტი სამიტი გვექნება, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ვილნიუსში, ნატო-ს სამიტის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ გვაქვს რამდენიმე ძალიან საინტერესო თემა განსახილველი. იმედი მაქვს, მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნატო-სთვის, უკრაინისთვის და ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგისთვის. რადგან მე ვარ პოლონეთის პრეზიდენტი, აღმოსავლეთის ფლანგი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა“, - აღნიშნა დუდამ.
მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა უკრაინ
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოსათვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მის მიერ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში პლენარული სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევს.
„კომიტეტის მიერ შესაბამისი პროცედურები გავლილი იქნა, გამოკვლეული იქნა ეს მასალა და ნამდვილად არის 32 სხდომიდან 25 გაცდენილი არასაპატიო მიზეზით. გამომდინარე
21 წლის ლაშა ჟღენტი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ გოგებაშვილზე პოლიციამ „ჩხრეკის მიზნით“ გააჩერა.
ლაშა ჟღენტთან ერთად, გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა მისი ძმაც. ლუკა ჟღენტი ამბობს, რომ „პოლიციელები იყვნენ აგრესიულები და მის ძმაზე ფიზიკურად ძალადობდნენ”.
ლაშა ჟღენტის დედა, სოფო გამცემლიძე ამბობს, რომ ამბის მედიით გაშუქების შემდეგ მას ტელეფონზე ურეკავენ და ეუბნებიან, რომ გაჩუმდეს. ის ამბობს, რომ მოითხოვა პოლიციის სამკერდე ჩანაწერებიც, თუმცა უთხრეს, რომ „ასეთი არ
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას განაცხადა, რომ უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი იწერება. ევროკომისიის პრეზიდენტს ნიუ-იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდო გადასცეს.
“არაფერი აღარ ინდობა ამ დარბაზში, ბოლო წლებში რასაც კადრულობდა “ნაც.მოძრაობა” იგივე მეორდება ახლა, “ოცნების” პირობებში.”
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
393916425_696815395665781_7079322886296414050_n.mp4
"აფხაზეთში მიმდინარე პროცესები არის ანექსიის კიდევ ერთი გამოვლინება. რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის შესაკავებლად ხელისუფლებამ მთავარი, რაც უნდა გააკეთოს, არის ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა. მათი მხარდაჭერის გარეშე, ძალიან რთული იქნება რუსეთის საოკუპაციო მიზნებისთის ხელის შეშლა."
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წვერი, დეპუტატი.
GPrjvBitDpk2ec0DALQcV5rYhUgwbmdjAAAF.mp4
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, „ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა“.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, 2023 წლის 49-ე კალენდარულ კვირას გრიპის დადასტურებული შემთხვევები 16% იყო, 2 კვირის შემდეგ ეს მაჩვენებელი 27 % გახდა.
მისივე თქმით, ბოლო 2 კვირაში გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა.
„ქვეყანაში გრიპი დომინანტური გახდა. გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღ
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც ფინანსური მოგების მიზნით, მედიკამენტების ფასს შეთანხმებულად ზრდიდნენ და კონკურენციის სააგენტომ დააჯარიმა, მიღებული გადაწყვეტილება შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
„[ფარმაცევტულ კომპანიებს] შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოში და ამტკიცონ საკუთარი სიმართლე. ფაქტი საკმაოდ ცხადი და მკაფიოა. ვხედავთ კომპანიებს შორის შეთანხმებულ ქმ
"პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებულმა ჩვენმა ინიციატივამ გამოკვეთა ოპოზიციაში კოლექტიური ნაცები და კოლექტიური ქოცები."
"ოპოზიციას მოვუწოდებ გამოფხიზლდეს..."
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
GGq00BgnQMrPJy0BAGurG_ir6IofbmdjAAAF.mp4
გასული წლის ბოლო სამ თვეში (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 971 პირზე გაიცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ სამ თვეში რეადმისიის სულ 978 განცხადებაა განხილული, საიდანაც 971-ზე თანხმობა გაიცა, 7-ზე კი - უარი.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი - 565 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდის საფრანგეთი (166); საბერძნეთ
საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია, მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას და მასთან ვიმუშავებთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა.
ო'ბრაიენის თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია.
“საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ… თუ შეხვედავთ რა ხდება - ცენტრალური აზიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩინეთს ან რუსე
ჯერჯერობით, ვერაფერი მოვისმინეთ რაიმე კონკრეტული, რომ „ოცნება“ აპირებს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორებიცაა საარჩევნო, მართლმსაჯულების, ანტიკორუფციული რეფორმა, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე სამუშაო შეხვედრის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
გარდა ამისა, დაუშვილი არასწორს უწოდებს პარტია „ლელოს“ გადაწყვეტილებას, რომ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობ
საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს ბაზარზე 9 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა, საჰაერო რეისებს კი 21, მათ შორის, 6 ევროპული ახალი მიმართულება დაემატა.
მონაცემების მიხედვით, სტრატეგიულ ახალ მიმართულებებს შორის არის ჰამბურგის, კოპენჰაგენის, მადრიდის, ფრანკფურტის, ბრიუსელის, პოზნანის, კიოლნისა და დელის მიმართულებები.
“შედარებისთვის: 2022 წელს გვქონდა 81, ხოლო 2023 წელს - 108 მიმართულება, ზრდა პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით 29
2024 წელი გამორჩეული საარჩევნო წელია, მაგრამ დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ავტორიტარული მთავრობები საარჩევნო პროცესებში ჩაერევიან, ხოლო აშშ რუსეთისა და ჩინეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გააგრძელებს.
„მიმდინარე წელს, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი
მე წინ გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება - არა ჩემი პირდაპირი ჩართულობით არჩევნებში, არამედ ამ პროდასავლური და პროევროპული პოლიტიკური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი ვიქნები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოში არსებული ვითარება განსხვავდება უკრაინისგან, თუმცა მეთოდები მსგავსია, ის, თუ როგორ იქცევა რუსეთი.
“ძალიან მსგავსი მეთოდები
ჯანდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომ ბავშვებისთვის სისხლის უანგაროდ დონაციის კამპანია დაიწყოს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა,მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.
მან ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, ამასთან, ყველას მოუწოდა, რომ ბავშვის ინტერესები არასდროს მოექცეს სხვა, რომელიმე ინტერესის ჩრდილში.
„1-ელი ივნისი არის, არამხოლოდ ამ დღეს, ბავშვთა უფლებების გადაფასებისთვის, არამედ ეს არის იმის შესახსენებ