Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    900.757

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბექა ლილუაშვილი - პირველ რიგში თუ ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ შეტევაზე გადავიდა

პირველ რიგში თუ ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ შეტევაზე გადავიდა, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას სანქციების შესახებ. ლილუაშვილის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების პირველი ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო, როდესაც, აშშ-ის ელჩს და მთლიანად ს

ბექა ლილუაშვილი - პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკურ ჯგუფს ყველაზე მეტჯერ, 15-ჯერ გადაუვადდა თავის მიერ დაყენებული საკითხი კომიტეტების მხრიდან (ვიდეო)

“პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკურ ჯგუფს ყველაზე მეტჯერ, 15-ჯერ გადაუვადდა თავის მიერ დაყენებული საკითხი კომიტეტების მხრიდან. ამიტომ გვიწევს საჯაროდ პოზიციონირება და მოთხოვნა, იქნებ დროულად დააყენოთ ჩვენი ინიცირებული პროექტები კომიტეტებზე განსახილველად.”  ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  398150637_1311345916214875_2410621577682532945_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - პარტია “საქართველოსთვის” პირველივე დღიდან ჩართული იყო ყველა სამუშაო ჯგუფში და კომისიაში, რომელიც შეიქმნა 12 რეკომენდაციის ირგვლივ (ვიდეო)

”პარტია “საქართველოსთვის” პირველივე დღიდან ჩართული იყო ყველა სამუშაო ჯგუფში, ყველა კომისიაში, რომელიც შეიქმნა 12 რეკომენდაციის ირგვლივ.” ბექა ლილუაშვილი, პარტია “საქართველოსთვის” 10000000_640533634654082_2751868758975209873_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - პარტია "საქართველოსთვის" წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლი "ქოცების" და "ნაცების" მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ შორის პოლიტიკური თუ კომერციული პარტნიორობა შემდგარი მოცემულობაა

გახარიას და ჩვენი მთლიანი გუნდის, პარტია "საქართველოსთვის" წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლი ქოცების და ნაცების მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სწორედ ამ ორ პარტიას შორის პოლიტიკური თუ კომერციული პარტნიორობა შემდგარი მოცემულობაა. ეს არაერთხელ დადასტურდა პოლიტიკაშიც და დადასტურდა ბიზნესშიც, მაგალითად ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემით., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი. ბექა ლილუაშვილის თქმით, პარტიას საქმე აქვს გა

ბექა ლილუაშვილი - პარლამენტში შესულია ონკოპაციენტების და მათი ოჯახის წევრების პეტიცია, 6000 ადამიანის ხელმოწერით და მხარდაჭერის მოთხოვნით, დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის კი, შეზღუდულადაა ხელმისაწვდომი ინსულინის ინექცია აფთიაქებში

სანამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კვლავ აგრძელებს ეკონომიკური ზრდით და სიღარიბის ფსევდო შემცირებით თავმოწონებას, მისი გამოსვლის პარალელურად, მისივე კაბინეტთან მიმდინარეობს აქონდროპლაზიით დაავადებულ ბავშვთა მშობლებისა და ახლობლების აქცია, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა,  პარლამენტში შესულია ონკოპაციენტების და მათი ოჯახის წევრების პეტიცია, 6000 ადამიანის ხელმოწერით და მხარდაჭერის

ბექა ლილუაშვილი - ოცნებას” და “ნაც.მოძრაობას” ერთმანეთთან პარტნიორული ინტერესები აქვთ. პოლიტიკის მიღმა აქვთ ბიზნესში ინტერესები, მაგალითად ქოლ-ცენტრები... (ვიდეო)

“ოცნებას” და “ნაც.მოძრაობას” ერთმანეთთან პარტნიორული ინტერესები აქვთ. პოლიტიკის მიღმა აქვთ ბიზნესში ინტერესები, მაგალითად ქოლ-ცენტრები ავიღოთ, კეზერაშვილისა და ფარცხალაძის დუეტი ავიღოთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა არჩევა ავიღოთ. ეს არის კონკრეტული ფაქტები და კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა.”  ბექა ლილუაშვილი, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 403613129_860216335885294_5603548272029863798_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - ოცნება ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გამოააშკარავდეს ვისთან ყოფდა კეზერაშვილი ამ ტრანსნაციონალური დანაშაულის შედეგად ნაშოვნ ასობით მილიონ დოლარს

ბ-ნო შალვა, უკვე არაერთგზის გაცხადდა, რომ ქართულ ოცნებას (ასევე ცნობილს როგორც - ტროლ-ბოტების ხელისუფლებას), უყვარს საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრა, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, ფეისბუქის მიერ, თქვენი ფეიკ ანგარიშების, გვერდებისა და ჯგუფების წაშლის ფაქტით., - ასე პასუხობს პარტია "საქართველოსთვის წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ერთადერთი ვის ინტერესშიც საგამოძიებო კომისიის შექმნაა, თავად კეზერაშვილია.   როგორც ლილუაშვილი აღნიშნავს, 

ბექა ლილუაშვილი - ოფშორების კანონი ჩვეულებრივად შეიძლება იყოს რუსული კაპიტალის თავისუფლად შემოდინებისთვის “კარგი არხი” (ვიდეო)

ოფშორების კანონი ჩვეულებრივად შეიძლება იყოს რუსული კაპიტალის თავისუფლად შემოდინებისთვის “კარგი არხი”, რომლითაც შესაძლოა ჩვენი ბმა რუსეთთან ფინანსური სისტემის თვალსაზრისით გაიზარდოს და როგორ იყენებს რუსეთი ამას, ჩვენი უახლესი ისტორია ძალიან კარგ და მძიმე მაგალითებს გვაძლევს.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/459072529843122/

ბექა ლილუაშვილი - ორი წლის წინაც ვთქვით, რომ ჩვენი პარტიული ნომრით, ჩვენი იდენტობით მარტო გავდივართ 2024 წლის არჩევნებზე, ეს პოზიცია არ შეცვლილა (ვიდეო)

ორი წლის წინაც ვთქვით, რომ ჩვენი პარტიული ნომრით, ჩვენი იდენტობით მარტო გავდივართ 2024 წლის არჩევნებზე, ეს პოზიცია არ შეცვლილა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზაციის კარი დახურულია. ძალიან ბევრ ინდივიდუალურ პირთან გვაქვს კომუნიკაცია და ბევრი ჩვენს გუნდს უერთდება.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/452743974391326/

ბექა ლილუაშვილი - ოლიგარქიის პრობლემას ვერც „ქართული ოცნების“ და ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ რედაქციით გადავჭრით - ორივეს თავისი ოლიგარქი თუ არაფორმალური მმართველი ჰყავს დასაცავი

ოლიგარქიის პრობლემას ვერც „ქართული ოცნების“ რედაქციით და ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ რედაქციით გადავჭრით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. ბექა ლილუაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ორივეს თავისი ოლიგარქი თუ არაფორმალური მმართველი ჰყავს დასაცავი. „კანონი, რომელიც ფორმალურად ოთხი სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს ვინმეს მიენი

ბექა ლილუაშვილი - ოლიგარქი ჩრდილში იქნება თუ აქტიურ პოლიტიკაში, არ აქვს მნიშვნელობა - ეს არ იქნება არსებითი წინაღობა სანქცირებისთვის

ოლიგარქი ჩრდილში იქნება თუ აქტიურ პოლიტიკაში, არ აქვს მნიშვნელობა - ეს არ იქნება არსებითი წინაღობა სანქცირებისთვის, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, ივანიშვილმა, შესაძლოა, გარკვეული უხერხულობები და დიპლომატიური დაძაბულობა შექმნას სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით, მათ შორის, სახელმწიფო თანამდებობის დაკავებით. „საზოგადოებას შეიძლება პოლიტიკურმა სპექტრმა სიტყვა „ოლიგარქის" ძალიან მრავალფეროვანი განსაზღვრება მიაწოდა, ოლიგარ

ბექა ლილუაშვილი - ნჩვენი მთავარი საარჩევნო მიზანი არის “ოცნების” დამარცხება და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში არ მოშვება

ჩვენი მთავარი საარჩევნო მიზანი არის “ოცნების” დამარცხება და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში არ მოშვება.     ვიბრძვით, რათა მოვიპოვოთ საზოგადოების მხარდაჭერა და დავასრულოთ ეს მოჯადოვებული წრე.     ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1000024671811998/

ბექა ლილუაშვილი - ნუ ეცდებით მიგვაწებოთ "ნაციონალურ მოძრაობას" - ეს ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც თქვენივე შეთითხნილი "კოკაინშიკობის" კამპანია იყო (ვიდეო)

"ნუ ეცდებით მიგვაწებოთ "ნაციონალურ მოძრაობას" - ეს ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც თქვენივე შეთითხნილი "კოკაინშიკობის" კამპანია იყო." ”ჩვენთვის და რაც მთავარია ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსხვავება თქვენ ორ პარტიას შორის აღარ არსებობს. ორივე ხართ წარსული და ამ ქვეყანას წარსულში ექაჩებით. სწორედ ამიტომ, არც დღეს, არც ხვალ და ზეგ, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ კოალიციას არც ნაციონალურ მოძრაობასთან, არც ქართულ ოცნებასთან. ახლა, ოცნების წარმომადგენლები შემოტრიალდებით და იტყვით, აბა

ბექა ლილუაშვილი - ნაკლებად მგონია, რომ Game of Thrones-ის მწარმოებლებმა გიგი უგულავა თავის პრომოუტინგისთვის დაიქირავეს, თავი დაანებოს ფანტასტიკის სფეროს

მელია დღეს ახალ პლატფორმაზე კი არ უნდა საუბრობდეს, ციხეში უნდა იჯდეს,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ის ასევე გამოეხმაურა „ტვ პირველის“ ეთერში გიგი უგულავას გაკეთებულ განცხადებას ერთობის თაობაზე, სადაც უგულავამ Game of Thrones გაიხსენა და აღნიშნა, რომ როცა “თეთრი ზომბები მოდიან, ყველა გამონახავს საერთო ენას", ლილუაშვილი უგულავას ურჩევს ფანტასტიკას თავი დაანებოს. „რა სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო - ნაკლებად მგონია, რომ Game o

ბექა ლილუაშვილი - მურუსიძე ადრეც გამოვიდა სიმღერ-სიმღერით და ალაზნის ველს ეფოფინებოდა, დღესაც იგივე ვნახეთ, რაც არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ ექმნებათ - სანქციებით ავტოკრატიული რეჟიმის კვების წყაროების შეზღუდვა მიმდინარეობს

მურუსიძე ადრეც გამოვიდა სიმღერ-სიმღერით და ალაზნის ველს ეფოფინებოდა - ეს ჩვენ გვინახავს, დღესაც იგივე ვნახეთ, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მათ პრობლემები არ ექმნებათ, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” დიდი ბრიტანეთის მიერ მოსამართლეების სანქცირების თაობაზე განაცხადა. როგორც მან განმარტა, აღნიშნულ სანქციებს გავლენა აქვს, მათ შორის, შიდა ფინანსური მდგრადობის თვალსაზრისით და კონკრეტული შედეგი ექნება. “ადამიან

ბექა ლილუაშვილი - მოქალაქეებთან ერთად აქციებზეც ვიქნებით და მშვიდობიანი ფორმით დავიცავთ მათ არჩევანს, შეიძლება, ვიღაცას კარგად გამოსდის კარვებში შესვლა და იქ ყოფნა, ჩვენ სხვა გზები გვაქვს

ყველა გზით და საშუალებით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. როგორც მან განმარტა, ეს ითვალისწინებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ქვეყნის შიგნით სხვადასხვა აქტორებთან მუშაობას, ასევე სამართლებრივი პროცესების წარმოებას. მისივე თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები მოქალაქეებთან ერთად აქციებშიც მიიღებენ მონაწილეობას. „ჩვენი გეგმა ყოველთვის იყო ძალიან მკაფიო და ცხადი, ჩვენ ვამბობდ

ბექა ლილუაშვილი - მოსახლეობის, ოჯახების აბსოლუტურ უმრავლესობას, საკუთარი თვიური შემოსავლების 40% სესხის მომსახურებაში და პროცენტების გადახდაში მიდის

- დღეს ასევე ვნახეთ, ხელისუფლება, რომელიც უმტკიცებს ქვეყნის მოსახლეობას, რომ ტყუილად, უსაფუძვლოდ გარბიან ქვეყნიდან საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად. როგორც ჩანს, ვინც ამას ამტკიცებს, ამ ხალხმა საბოლოოდ თავადვე დაიჯერა ეს გაყალბებული ან/და პოპულისტურად გამოყენებული სტატისტიკა. - არ არის გასაკვირი, კი, როგორც ჩანს, მთავრობის, ხელისუფლების წარმომადგენლების პირადი, ოჯახური კეთილდღეობა და ქონება ორნიშნა, შეიძლება სამნიშნა პროცენტით იზრდებოდეს, ამიტომ ეს ადამიანები ნამდვილად ვერ იგრძნობენ იმ პრობლემებ

ბექა ლილუაშვილი - მოსახლეობას ერთი მხრივ “ოცნება” ეუბნება, რომ შენ პრობლემა არ გაქვს და თვალებს ხუჭავს, მეორე მხრივ ოპოზიცია ეუბნება, რომ პოპულიზმით გადაარჩენს და პენსიას გაუზრდის 1000 ლარამდე (ვიდეო)

“მოსახლეობას ერთი მხრივ “ოცნება” ეუბნება, რომ შენ პრობლემა არ გაქვს და თვალებს ხუჭავს, მეორე მხრივ ოპოზიცია ეუბნება, რომ პოპულიზმით გადაარჩენს და პენსიას გაუზრდის 1000 ლარამდე. სწორედ ამიტომ აჩვენა კვლევებმა, რომ ამდენ ადამიანს აქვს გადაუწყვეტელი პოზიცია და “ოცნებისა” და “ნაცების” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა.”    ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 10000000_672652208271408_3544156512137833248_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაზარდოს ბარიერი ისტორიულ მაქსიმუმამდე, მეტიც, თუ უნდათ, არსებული გაასამმაგონ - არავის მათი სპეკულაციური ნარატივის არ ეშინია

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაზარდოს ბარიერი ისტორიულ მაქსიმუმამდე, მეტიც, თუ უნდათ, არსებული გაასამმაგონ - "ოცნების" რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, ვერ შენიღბავთ იმ შიშს და აცახცახებულ ტონს, რაც იკითხება კობახიძის განცხადებებში, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება" ავითარებს ნარატივს, თითქოს ოპოზიციური სპექტრი "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო აპირებს გაერთიანებას, რაც სპეკულაციაა. „ბოლო ერთი კვირაა ვაკვირდებით, რ

ბექა ლილუაშვილი - მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საპარლამენტო ოპოზიციას, დაიწყოს 12 რეკომენდაციის შინაარსობრივად შესრულებაზე მიმართული საპარლამენტო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც არ იარსებებს პოლიტიკური თაღლითობის განხორციელების არანაირი შესაძლებლობა

პარტია „საქართველოსთვის“ მმართველ გუნდს პარლამენტში 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის საპარლამენტო მუშაობის მეორე, „რეალური ეტაპის" დაწყებისკენ მოუწოდებს, რომლის ფარგლებში ოპოზიციის მონაწილეობით, უნდა შეიქმნას 12 რეკომენდაციის შესრულების საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო, ასევე შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია მინიმუმ სამ საკითხზე, კერძოდ - მართლმსაჯულების, საარჩევნო და ანტიკორუფციული რეფორმის მიმართულებით.  მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საპარლამენტო ოპოზიციას, დაიწყოს 12 რეკ

ბექა ლილუაშვილი - მნიშვნელოვნად გაზრდილია რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა, რაც მიანიშნებს, რომ „ქართულ ოცნებას“ კრიტიკულად შემცირებული აქვს საუბრის სივრცე ევროპარლამენტში

მნიშვნელოვნად გაზრდილია იმ ევროპარლამენტართა რიცხვი, ვინც რეზოლუციას დაუჭირა მხარი. ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ „ქართულ ოცნებას“ კრიტიკულად შემცირებული აქვს საუბრის ყოველგვარი სივრცე ევროპარლამენტში პარტნიორებთან, – ამის შესახებ ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. აღნიშნული კომენტარით ლილუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. „არ არსებობს სივრცე, მათ ელაპ

ბექა ლილუაშვილი - მმართველი პარტია, რომელიც ყოველდღე ატყუებს საზოგადოებას, რომ აქვთ 60%-იანი მხარდაჭერა, მათი შედეგი რეალურად 40%-თან ახლოსაც არ არის (ვიდეო)

ეს ცვლილებები საარჩევნო წესში, ასახავს "ოცნების" სისუსტეს, მათივე ნაბიჯები აჩვენებს, რომ მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა. მმართველი პარტია, რომელიც ყოველდღე ატყუებს საზოგადოებას, რომ აქვთ 60%-იანი მხარდაჭერა, მათი შედეგი რეალურად 40%-თან ახლოსაც არ არის.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/378525641818765/

ბექა ლილუაშვილი - მკაფიოდ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად ხელმოცარულები დარჩნენ სამართლებრივი, პოლიტიკური არგუმენტებით, ადამიანურ ტრაგედიებს იყენებენ

მკაფიოდ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად ხელმოცარულები დარჩნენ სამართლებრივი, პოლიტიკური არგუმენტებით, ადამიანურ ტრაგედიებს იყენებენ, რა თქმა უნდა ჩვენ ასეთ ადამიანებს პასუხს გავცემთ. ოთხწელიწად ნახევარია გასული, სამწელიწად ნახევარია ჩვენ ხელისუფლებას აღარ წარმოვადგენთ და ამნისტიის პროცესი კარგა ხნით მერე მოხდა, როდესაც ხელისუფლებაში აღარ ვიყავით, ამიტომ ძალიან მკაფიოა ჩვენი პოზიცია- მათ ამის გამოძიებაზე თვითონვე თქვეს უარი ამნისტიის გაკეთებით.

ბექა ლილუაშვილი - მისი მიზანი, ვინც ოპოზიციის გაერთიანებებზე ლაპარაკობს, “ოცნების“ დამარცხება კი არა, მომავალ პარლამენტში თავისი ადგილის განაღდებაა

დღეს, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ვინც გაერთიანებებზე ლაპარაკობს, ჩემი სუბიექტური აზრით, მისი ამოცანა და მიზანი “ოცნების“ დამარცხება კი არ არის, არამედ მისი მიზანია, გაინაღდოს თავისი ადგილი მომდევნო მოწვევის პარლამენტში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბარი არის აბსურდული. „დღეს არ ფიქრობდე საკუთარი პარტიის, მხარდამჭერების გაძლიერებაზე და ამით საერთო ოპოზიციური ხმების გაზრდაზე, ეს

ბექა ლილუაშვილი - მისასალმებელია ე.წ. შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელი, ამავე დროს მნიშვნელოვანია მკაფიო პოზიციის დაფიქსირება, რომ ჩვენი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც ზრდის ქვეყნის ბმას ევროკავშირთან. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტის დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. „ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც ზრდის ე.წ. ქონექთივითს, ანუ ქვეყნის ბმას ევროკავშირთან, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, სავაჭრო ურთიერთობები თუ პოლიტიკური კავშირები. ამის საპირწონედ მისასალმებე
×
×
  • შექმენი...