2022 წლის სამ თვეში, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეები ყველაზე მეტჯერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდნენ. რუსული გამოცემა РБК რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ პერიოდში აფხაზეთში ჩასვლის რაოდენობა თითქმის 2.5 მილიონია. მეორე ადგილზეა თურქეთი - დაახლოებით 2.1 მილიონი. თურქეთს მოსდევენ ყაზახეთი, საქართველო და ფინეთი.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სტატისტიკაში საქართველო აფხაზეთის გარეშეა, რადგან საქართველოს ეს რეგიონ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონის რეგიონში არსებული დასახლებების ოთხი სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა. შესაბამისი ბრძანებულება სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მასში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს მეთაურმა გადაწყვიტა შექმნას:
ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის დოლმატოვსკაიას სოფლის სამხედრო ადმინისტრაცია; ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის გოლოპრისტანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია; ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის კახოვკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია; ხერს
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) პოლიტიკაზე დაფუძნებული 100-მილიონის ოდენობის სესხი საქართველოს ფისკალური მენეჯმენტის, კაპიტალის ბაზრებისა და საპენსიო სისტემის რეფორმების ხელშესაწყობად დაამტკიცა.
„აზიის განვითარების ბანკის“ ცნობით, ფისკალური მედეგობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მეორე ქვეპროგრამა, 2020 წელს დამტკიცებული პირველი ქვეპროგრამის შედეგებზე დაფუძნებით განხორციელდება.
„აზიის განვითარების ბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანაახმად, პირველი ქვეპროგრამა კოვიდ-19-ის პანდემი
მივესალმები უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნებას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" წერს.
პრეზიდენტის თქმით, ეს უკრაინის "ერთობისა და გამძლეობის შედეგია".
"ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლოანობის აღსადგენად. ქართველ ხალხს თქვენთან ერთად უხარია", - წერს პრეზიდენტი.
წინასწარი ინფორმაციით, რაკეტა, რომელიც პოლონეთში აფეთქდა, სავარაუდოდ, არ იყო ნასროლი რუსეთის ტერიტორიიდან. ამის შესახებ, როგორც CNN-ი და Reuters-ი იუწყებიან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, სადაც „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტის ფარგლებში საგანგებო შეხვედრა გამართა მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერებთან.
პრეზიდენტ ბაიდენის თანახმად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები პოლონეთში მომხდარ აფეთქებას იძიებენ და გამოძიების დასრულებამდე საბოლოო დასკვნების გამოტანა ნაადრე
მიხეილ სააკაშვილის საკითხი წმინდად ჰუმანიტარულია, ეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას. ორივე ამერიკელი ექსპერტი ადასტურებს, რომ მას ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა აქვს, მაგრამ ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, მოისმინონ საკუთარი სახალხო დამცველის ვერდიქტი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, თავიდან იყოს არიდებული მდგომარეობის გართულება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხეილ გალერმა განაცხადა.
ევროპარლამენტარის განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილი თუ ციხეში გარდაიცვლება, ეს პოლიტიკური კ
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადი მოსახლეობაში დიდ მხარდაჭერას იწვევს. ეს კი უნდა აძლევდეს პოლიტიკურ ძალებს საშუალებას, დაძლიონ განსხვავებები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.
როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, სჯერა, რომ ასოცირების შეთანხმების სრული იმპლემენტაცია იქნება საუკეთესო გზა საქართველოს ეკონომიკის გასავითარებლად.
„პოტენციური კანდიდატი ქვეყნიდან, საქართველოდან შერეული სიგნალე
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 4 და დონეცკის ოლქის 11 დასახლებულ პუნქტთან.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო და 7 საავიაციო დარტყმა და 55 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოგვიანებით გაავრცელებენ ინფორმაციას, გასული ღამის განმ
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ნიკა გვარამიას ბრალდებებთან დაკავშირებით კითხვები დასაწყისშივე იყო და ახლაც რჩება.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს არანაირი კითხვა შერჩევით მართლმსაჯულებაზე.
„ნიკა გვარამიას ბრალდებებთან და დროსთან დაკავშირებით აშკარა კითხვები დასაწყისიდანვე იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს გადაიჭრა მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გზით, განსაკუთრებით, როცა საქმე ერთ-ერთი მთავარი დამოუკიდებელ მედიასაშუალებას ეხ
კოსოვოს ადმინისტრაციამ სერბეთთან დამაკავშირებელი ყველაზე დიდი სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩაკეტა. „როიტერის“ ინფორმაციით, „მერდარეს“ სასაზღვრო პუნქტი მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც გამშვებ ცენტრთან მიმავალი გზა სერბეთის მხარეს ნიღბიანმა ადამიანებმა ჩაკეტეს.
საპროტესტო აქციების გამო 10 დეკემბრის შემდეგ სერბეთის საზღვარზე კიდევ ორი გადასასვლელი დაიხურა. მხარეებს შორის მხოლოდ სამი შესასვლელი პუნქტი რჩება ღია. სერბებმა, გზის ბლოკირების მიზნით, სატვირთო მანქანები და ტრაქტორები გამოიყენეს კოსოვოს აღმოს
კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალი შეზღუდვები დაუწესდა 38 ფიზიკურ და 16 იურიდიულ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებასთან.
„შავ სიაში“ მოხვდა სახელმწიფო მედიაჰოლდინგი „რასია სეგოდნია“, რომელსაც დმიტრი კისილიოვი და მარგარიტა სიმონიანი ხელმძღვანელობენ, ასევე – კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუნებელთან ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული საინფორმაციო რესურსები. სანქციები შეეხო ტელეწ
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადდა, „ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა“. სალომე ზურაბიშვილის შესაბამის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილის თქმთ, პრეზიდენტისკენ ხელის გაშვერა არაფრის მომტანია, თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუების მცდელობა, „ვითომ არ იცოდეს ყველამ, ან ერ
მე მგონია, რომ პრეზიდენტს არ აქვს წვდომა ინფორმაციაზე და რაღაცნაირად უნდა ვუშველოთ - თუ ნიჰილიზმშია, თქვას, დავიღალეო და გავიდეს ან ოპოზიციაში გადავიდეს,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის განცხადებას.
ზარქუა ამბობს, რომ საქართველოს საკითხი ახლა საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალურია.
"მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე რაღაც ჩაკეტილ სივრცეშია და არ მიეწოდება ინფორმაცია, ეს შთაბეჭდილება მრჩება. მან უნდა იცოდეს, რომ საქართველო დღეს ყველ
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ფორუმი „პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის“ გახსნა და მოწვეულ სტუმრებსა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმი ქმნის თანამშრომლობის პლატფორმას, რათა წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წევრებმა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსის, განვითარების საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლებმა შეა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ოფიციალური ანკარა ბევრს მუშაობს გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გასაგრძელებლად.
მედიის ცნობით, შეთანხმება გასული წლის ნოემბერში გაგრძელდა და მისი ვადა ამა წლის 18 მარტს იწურება.
„ჩვენ ბევრს ვმუშაობთ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეუფერხებლად განხორციელებისთვის და შემდგომი გაგრძელებისთვის“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ დოჰაში სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, თურქეთის საგარეო მინისტრმა განაცხად
გასული წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 13 მარტის ანგარიშის მონაცემებით დაიღუპა 8 231 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 13 734.
დაშავებულებს შორის 413 ბიჭი და 295 გოგოა, ასევე 271 ბავშვი რომელთა სქესის დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა. დაიღუპა 3664 კაცი და 2173 ქალი. 260 ბიჭი და 203 გოგო. 31 ბავშვისა და 1900 ზრდასრულის სქესი ჯერ დაუზუსტებელია.
გაერო აცხადებს, რომ რეალური ციფრები გაცილებით დიდია, ვინაიდან ზოგი ადგილიდ
საპარლამენტო უმრავლესობის იმ დეპუტატების შესახებ ილაპარაკა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომლებმაც „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. ამასთან, მან ტელეკომპანია „იმედის" ეთერში უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა გავრცელებულ ცნობას, რამდენიმე დეპუტატის მიერ მმართველი პარტიის შესაძლო დატოვებას.
„თუ რაიმე გადაადგილება იქნება, ეს გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით და არა გუნდის მიღმა. თუ რაიმე გადაადგილება იქნება გუნდის ფარგლებში, ამაზე საზოგად
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა. საკითხი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს.
ახალი სანებართვო პირობების თანახმად, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე აღარ გაიცემა.
„სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „სრულიად მიუღებლად“ მიიჩნევს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ახალგაზრდებთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის თქმით, შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს“.
„სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება.
შეიძლება ხელისუფლ
ვფიქრობ, რომ სამომავლოდ აუცილებელია, აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისას შსს-ს და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაცია იყოს , - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რითაც ის 14-16 მარტს თსუ-ს სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში ვაკის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრების შესვლას გამოეხმაურა.
როგორც მან ,,მაისის სტუდენტური მოძრაობასთან” შეხვედრის შემდეგ განმარტა, ის გეგმავს განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს და შსს-ს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდეს
პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კომერციზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამორიცხულია.
„პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას. იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი,
გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. ეს დღე არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის და ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ ჩვენი ევროპული მომავლის საფუძველიცაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ქართული ეკლესია ისტორიულად ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი და გამაძლიერებელი. დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა საქართველო ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩანს, რომ დაკავებულ პირს, რომელიც პოლიციის მტკიცებით სამართალდამცველების მისამართით ქვებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდა, „ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“, „გზას აცდენილია“ და ის დაკავშირებული იყო გიორგი ვაშაძესთან, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძესთან.
„მნიშვნელოვანია, რომ სადაც არის სავარაუდო დანაშაული ჩადენილი, იქ ადამიანებმა პასუხი აგონ. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა შერჩეს ის უმძიმესი თავდასხმები, რომლებიც ჩვენ
ბუჩა. ოკუპაციის 33 დღე. დაიღუპა 1400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 37 ბავშვი. 175-ზე მეტი ადამიანი მასობრივ საფლავებსა და წამების კამერებში იპოვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე წერს, სადაც ქალაქ ბუჩას ოკუპაციიდან გათავისუფლების წლისთავს ეხმაურება.
„რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის 9 000 ფაქტი. 365 დღე მას შემდეგ, რაც ის კვლავ თავისუფალი უკრაინული ქალაქი გახდა. ოკუპანტი ქვეყნის ჯარის ბოროტმოქმედების სიმბოლო. ჩვენ არასდროს ვაპატიებთ. ჩვენ ყველა