Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.103.052

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთ

ონკოპაციენტები დაფინანსებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ

ონკოპაციენტები, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობისგან მოითხოვენ, შესრულდეს ონკოპაციენტების სრულად დაფინანსების პირობა და მოიხსნას 25000-ლარიანი ლიმიტი; ასევე მოითხოვენ მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანის ლოჯისტიკის გაუმჯობესებას, დასაფინანსებელი მედიკამენტების რაოდენობის გაზრდას. ორგანიზაციამ „კავშირი სიცოცხლისთვის“ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან პრესკონფერენცია გამართა და პრემიერ კობახიძესთან პირისპირ შეხვედრა მოითხოვა. მათ 3 მარტს პარლამენტთან აქციაც დააანონსეს. „საქართ

ევროკავშირის ელჩის მოადგილე - პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია - რაც შეეხება დეზინფორმაციას, ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას, რათა გაწევრიანებასთან დაკავშირებით წინ წავიდეს

პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა, ფაქტობრივად, მესამეა იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს [ევროკავშირში] გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე. პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ასუნსიონ სანჩეს რუისმა სოციალურ მედიაში მოქალაქეების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი ყველა პ

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებიდან 179 წელი გავიდა

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებიდან 179 წელი გავიდა.  საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა.  თითქმის საუკუნის განმავლობაში, თბილისის ბოტანიკური ბაღი კავკასიაში ერთადერთი სამეცნიერო კერა იყო, სადაც ბოტანიკის მიმართულებით კვლევა წარმოებდა.  მოეწყო შესაბამისი ლაბორატორიები და სასწავლო კაბინეტები. ამ დროს აიგო მერქნიან მცენარეთა ორანჟერეა, გაკეთდა ტერასები, გაიყვანეს სარწყავი სისტემ

პრემიერის გამოსვლაც რუსულია და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ დაბრუნდება - ზურაბიშვილი

„ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას ვერ შეცვლის – წერეთ და იკითხეთ“,- განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ბრიფინგსაც და თქვა, რომ კობახიძის დღევანდელი გამოსვლაც რუსული იყო.

ვენეციის კომისია - კანონის მიერ გამოხატვის, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” და “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” მუხლებში

კანონის მიერ გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” და “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” მუხლებში. ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი. ვენეციის კომისია ხაზს უსვამს კანონპროექტის მიღების პროცედურას და წუხილს გამოთქვამს, რომ პროცედურამ გულწრფელი დისკუსიისთვისა და აზრ

მიხეილ დაუშვილი - „ქართულ ქარტიაზე“ პრეზიდენტთან საუბარი გვჭირდება - სალომე ზურაბიშვილს ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა ბევრი მიმართულებით

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის თქმით, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ინიციირებულ „ქართულ ქარტიას“ ხელს არ მოაწერენ, ვიდრე ქარტიის ინიციატორებთან კონსულტაციებს არ გაივლიან. როგორც დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, პარტიას სალომე ზურაბიშვილთან კონკრეტულ რეფორმებთან დაკავშირებით აქვს კითხვები. “რეფორმების გეგმის ნაწილში, რა თქმა უნდა, რეფორმები გასატარებელია. შეიძლება, კონკრეტულ რეფორმასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები გვქონდეს, მა

ეუთო/ოდირი - საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება

საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება. ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიც (OSCE/ODIHR) თავის იურიდიულ ანალიზში წერს. ანალიზის თანახმად, საქართველოში მიღებული კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასაშუალებებს “უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად” საზღვრავს, მხოლოდ და მხოლოდ საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსებისთვის, არ შეესაბამება ადამიან

მარინა ჩიტაშვილი - კანონის მიღების შემდეგ არჩევნების მარათონი დაიწყო, საარჩევნო მარათონს კი სხვა ტაქტიკა სჭირდება, არჩევნებში სპრინტერის ტაქტიკით ვერ ირბენ, სტაერის ტაქტიკა სჭირდება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგ, მარინა ჩიტაშვილს ესაუბრა. - ბატონო მარინა, როგორც მოსალოდნელი იყო, მიუხედავად ჩვენი არა ერთი დასავლელი და ამერიკელი გულშემატკივრების მოწოდებებისა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ კანონზე, „უცხო გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტო 84 ხმით დაძლია. ასე რომ იქნებოდა კარგა ხანია ჩანდა. ახლა ბევრი იმაზე საუბრობს, რომ საქართველოს საგარეო კურსი შეცვლილია. არადა „ქართული ოცნების“ ლიდერები აგრძელებენ მტკიცებას

პრეზიდენტი - ეს ქვეყნის ბედის არჩევანი, ჩვენი მომავლის არჩევანია - ერთ მხარეს საქართველოს საზოგადოებაა, მეორე მხარეს კი ხელისუფლება, რომელმაც ჩვენს მომავალს უზურპაცია გაუკეთა - არ შეიძლება ამაზე დავთანხმდეთ!

ეს ქვეყნის ბედის არჩევანი, ჩვენი მომავლის არჩევანია - ერთ მხარეს საქართველოს საზოგადოებაა, მეორე მხარეს კი ხელისუფლება, რომელმაც ჩვენს მომავალს უზურპაცია გაუკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს, ჩვენ ჩვეულებრივი არჩევნები არ გვექნება. „100 დღე ცოტაც არის და ბევრიც იმისთვის, რომ საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვას. ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი

გიორგი გახარია ირაკლი რუხაძეზე - ეს კაცი ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა! - ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის! დროის საკითხია და ეს დრო უკვე მოდის

გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ, ირაკლი რუხაძე ბიძინა ვანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა - ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ირაკლი რუხაძე გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. „გუშინდელი სამარცხვი

ბექა ლილუაშვილი - თუ გიორგი ვაშაძეს რამის შესაძლებლობა და უნარი აქვს, საკუთარ პარტიულ და ელექტორალურ ამოცანებს მოახმაროს! ჩვენ ჩვენს საქმეს როგორმე მივხედავთ!

ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა! ჩვენ არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას - არჩევნები კარს არის მომდგარი და თუ გიორგი ვაშაძეს რამის შესაძლებლობა და უნარი აქვს, საკუთარ პარტიულ და ელექტორალურ ამოცანებს მოახმაროს! ჩვენ ჩვენს საქმეს როგორმე მივხედავთ! - ასე პასუხობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის მოწოდებას პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ბექა ლილუაშვილი. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, მათი მთავარი მიზანი და მესიჯბოქსია, არჩევნებში "ქართული ოცნება" დამარცხდეს ისე, რომ ძალაუფლების ბერკეტ

ნათია მეზვრიშვილი - როგორ შეიძლება ასეთ ხელისუფლებას ვენდოთ, მათ არანაირი უსაფრთხოების გარანტიის შექმნა არ შეუძლიათ ქვეყანაში

როცა ხელისუფლებას მართვის უნარი არ აქვს, ერთადერთი, რაც შეუძლია დაპირისპირება და გახლეჩვაა ხალხის. როგორ შეიძლება ასეთ ხელისუფლებას ვენდოთ, მათ არანაირი უსაფრთხოების გარანტიის შექმნა არ შეუძლიათ ქვეყანაში.    ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1069306397889668/

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 99%, „ოცნებას" 54.2% აქვს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 99%. შედეგად: „ქართულ ოცნებას” მიღებული აქვს ხმების 54.2%; კოალიცია ცვლილებისთის – 10.822 % ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა – 10.105%; ძლიერი საქართველო – 8.758%; გახარია საქართველოსთვის – 7.753% პატრიოტთა ალიანსი – 2.45%; საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 0.728% პუბლიკა

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებას დღევანდელ სხდომაზე გეგმავს - ოპოზიცია აქციისთვის ემზადება

დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ კანონპროექტის რატიფიკაციას გეგმავს. აღნიშნულ პროცესს აფხაზეთში ხმაური და დაპირისპირება ახლავს. ადგილობრივი ოპოზიცია ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვის პარალელურად აქციის გამართვას გეგმავს. საპროტესტო ტალღა სოხუმში სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლ

საია - 28 ნოემბრიდან საქართველოში, როგორც ოფიციალური საპოლიციო ღონისძიების ნაწილი, ხდება წამება, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა დემონსტრანტების ფართო ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ

28 ნოემბრიდან საქართველოში, როგორც ოფიციალური საპოლიციო ღონისძიების ნაწილი, ხდება წამება, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა დემონსტრანტების ფართო ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაშია აღნიშნული. საია-ს განმარტებით, ნაცემია დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ძალადობის მასშტაბი და ორგანიზებულობა ამტკიცებს, რომ ხორციელდება დანაშაულებრივი ოპერაცია სამოქალაქო ჩართულობის

მიხაილ ულიანოვი - ბაშარ ალ-ასადი მოსკოვშია - რუსეთი მეგობრებს რთულ სიტუაციებში არ ღალატობს

რუსეთმა ბაშარ ალ-ასადი რთულ ვითარებაში არ მიატოვა,- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, მიხაილ ულიანოვმა განაცხადა. "ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში არიან, რუსეთი არ ღალატობს მეგობრებს რთულ სიტუაციებში", - აღნიშნა ულიანოვმა და დასძინა, რომ ამაშია განსხვავება რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ს შორის. შეგახსენებთ, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. რუსული მედიის ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადი

ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი - პარტია „ქართული ოცნება“ რუსულ კოშმარად გადაიქცა - ისინი არალეგიტიმურები და არაკონსტიტუციურები არიან

საქართველოს ნამდვილი ოცნება ევროპულია, - ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა, რაინიე ვან ლანშოტმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ რუსულ კოშმარად გადაიქცა. „ამ კოშმარის ლიდერებმა ხალხის ხმა მოიპარეს არჩევნებით, რომელიც არც თავისუფალი და არც სამართლიანი ყოფილა და ევროკავშირისკენ გზის გადაკეტვით ხალხს იმედი მოპარეს. ისინი არალეგიტიმურები და არაკონსტიტუციურები არიან, მაგრამ ნიღბები ჩამოხსნილი

ანა ბუჩუკური - სააკაშვილი არის ჩვეულებრივი მავნებელი, გაუთიშონ ინტერნეტი ან გადაიყვანონ ციხეში, ფაქტია, თავს გადასარევად გრძნობს

სააკაშვილი არის ჩვეულებრივი მავნებელი, ან გაუთიშონ ეგ ინტერნეტი, ან გადაიყვანონ ციხეში, რადგან ფაქტია, რომ თავს გადასარევად გრძნობს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის “ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. ბუჩუკურის თქმით, სააკაშვილი თავისი განცხადებით აზიანებს პროცესს, რაც უკავშირდება პროტესტს თბილისსა და თბილისს გარეთ. „ქუჩის პროტესტები თბილისში და თბილისს გარეთ – ამ პროცესებს უბრალოდ აბინძურებს და აზიანებს, ჩვეულებრივი მავნებელია. ჩვენს გუნდს სააკაშვილი ვერასდროს დააზიანებს,

როინ ქოჩორაშვილი - აუცილებლად მოვა ყველაფრის გარჩევის და ყველაფერზე ლაპარაკის დრო, მაგრამ დღეს მიზანი სულ სხვა და გაცილებით მნიშვნელოვანია

"ახლა დაფინანსების ირგვლივ 3 პარტიის ურთიერთლანძღვის და ურთიერთბრალდებების შემდეგ, ალბათ ბევრი ხვდება, რამდენ კომპრომისზე წასვლაა საჭირო, რომ ამ პარტიებთან სასაუბროდ დაჯდე და თან არ იცოდე, რომელი მათგანი რას წამოგაძახებს და რომელი დიდი თუ მცირე ოლიგარქის ინტერესებს ატარებს, ჯერ კიდევ მოლაპარაკების პროცესში. ასე ხდება, როდესაც ვალდებულებები ამომრჩევლის წინაშე კი არა, ფულის წყაროს წინაშე გაქვს. აუცილებლად მოვა ყველაფრის გარჩევის და ყველაფერზე ლაპარაკის დრო, მაგრამ დღეს მიზანი სულ

ილიაუნის კანცლერი: საბჭომ ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი ხელახლა უნდა განიხილოს

ილიას უნივერსიტეტის კანცლერი, ქეთი დარახველიძე ამბობს, რომ ილიაუნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა – აპელაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი. 27 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ერთ წელიწადში მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით მიიღო. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო უნივერსიტეტისთვის, რადგან დასკვნა, რომლის საფუძველზეც საბჭომ ავტორიზაციის მინიჭებაზე იმსჯელ

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა - დაშავდა ორი ადამიანი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა – მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.   პუბლიკა

SJC: მზია ამაღლობელის პატიმრობა უკანონოა და გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს

არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) წარმოადგენს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს განჩინების ნიუანსურ ანალიზს და მოუწოდებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შეცვალოს პირველი ინსტანციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან და არსებული სამართლებრივი ჩარჩოს შემობრუნებისა და მანიპულაციის მცდელობაა. ნეტგაზეთის შესავალი 2025 წლის 14 იანვა

NGO-ები: ომბუდსმენი თვალს ხუჭავს სისტემურ წამებაზე, ცდილობს, საკითხი შერბილებულად აჩვენოს

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ხუჭავს სისტემურ წამებაზე და ცდილობს საკითხის შერბილებულად წარმოდგენას. განცხადება ორგანიზაციების სახელით „სამოქალაქო საზოგადოების ფონდში“ სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, იურისტმა გიორგი ბურჯანაძემ გააკეთა. მან ხაზი გაუსვა, რომ 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს უპრეცედენტო ძალა და ასობით მოქალაქის მიმართ განახორციელეს არაადამიანური მოპყრობა და წამება. ორგან

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი - მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში დატოვება გაუმართლებელია - მისი მდგომარეობით ძალიან შეშფოთებული ვარ

მზია ამაღლობელის წინასწარ დაკავებაში დატოვება გაუმართლებელია და ძალიან შეშფოთებული ვარ მის მდგომარეობაზე, - ამის შესახებ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების საკითხებში კომისარმა, მაიკლ ო'ფლაერტიმ განაცხადა. შესაბამისი განცხადება ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ო'ფლაერტი საქართველოში ვიზიტით 21-23 იანვარს იმყოფებოდა და ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. მან შეშფოთება გამოხატა 2024 წლის აპრი
×
×
  • შექმენი...