Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.105.677

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ქვეყნისთვის გადამწყვეტ მიმენტში ერთიანობა უნდა სჭარბობდეს – საფრანგეთის საგარეო იმპიჩმენტზე

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის მომავლისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში საქართველოს მთავრობისგან მეტ პასუხისმგებლობასა და რეფორმების მზაობას ელიან. “ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა უნდა სჭარბობდეს. საფრანგეთი ელის, რომ საქართველოს მთავრობა გამოიჩენს პასუხისმგებლობას და ძალისხმევას მიმართავს დემოკრატიისა და კანონის უზენაეს

ანა ბუჩუკურის გამოსვლა ვაშინგტონში, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) მიერ ორგანიზებულ პანელზე “საქართველოს პოლიტიკური გზა ევროპამდე”

ანა ბუჩუკურის გამოსვლა ვაშინგტონში, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) მიერ ორგანიზებულ პანელზე “საქართველოს პოლიტიკური გზა ევროპამდე” 407408179_722604136409056_4761098247151126842_n.mp4

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში - თითოეულმა თქვენგანმა იცის, რას ნიშნავს ჯარისკაცისთვის, ელოდოს საბრძოლო მასალას - როცა წინ წასვლის ნაცვლად საბრძოლო მასალას ელოდები მაშინ, როცა მტერი თავდასხმებისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ში გადაუჭრელი საკითხები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შთააგონებს. “ნება მომეცით, გულწრფელი ვიყო თქვენთან, მეგობრებო. თუ ვინმე არის შთაგონებული კაპიტოლიუმში გადაუჭრელი საკითხებით, ეს მხოლოდ პუტინი და მისი ავადმყოფი ხროვა. ისინი ხედავენ ოცნებების ახდენას, როდესაც ხედავენ შეფერხებებს და სკანდალებს. ისინი ხედავენ, რომ თავისუფლება ეცემა, როდესაც თავისუფლებისთვის მებრ

გიორგი შარაშიძე - კალაძე, იმის მაგივრად, ბოდიში მოეხადა თბილისელებისთვის, როგორც სჩვევია, საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცა, მაგრამ მინდა ვუთხრა მას, რომ სიმართლეს ვეღარ დაემალება (ვიდეო)

"კალაძე, იმის მაგივრად, ბოდიში მოეხადა თბილისელებისთვის, როგორც სჩვევია, საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცა, მაგრამ მინდა ვუთხრა მას, რომ სიმართლეს ვეღარ დაემალება."  გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. GGOJCRlmsXahZpwLABpPgLeAF3gqbmdjAAAF.mp4

ბათუმის ოთხ სავაჭრო ცენტრში სამართალდამცველები მუშაობენ - შენობებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია დასრულდა

ბათუმში, ოთხ სავაჭრო ცენტრში - “გრანდ მოლი”, “ მეტრო სითი” “ბათუმი მოლი” და "პლაზა" კინოლოგები მივიდნენ. ისინი შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ. ოთხივე სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეებისა და თანამშრომელთა სრული ევაკუაცია ცოტა ხნის წინ განხორციელდა. სავაჭრო ცენტრებთან მყოფი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სამართალდამცავები დაახლოებით 17:30 წუთზე გამოჩნდნენ, ბათუმის ოთხივე სავაჭრო ცენტრში მუშაობა შეჩერებულია და შენობები ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, სადაც შესვლა დროები აკრძალულია

ბერდია სიჭინავა - დღეს კორუფცია პოლიტიკად არის ქცეული, კონკრეტული ადამიანები კორუფციისთვის იბრძვიან - ეს სამწუხარო მოცემულობაა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ

დღეს კორუფცია პოლიტიკად არის ქცეული, ჩვენ კორუფციას ვებრძოდით და ეს ადამიანები კორუფციისთვის იბრძვიან, სამწუხარო მოცემულობაა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ეკონომიკური ზრდაა, თუმცა ამის შედეგად მხოლოდ 25 ოჯახი მდიდრდება. ბერდია სიჭინავა მიიჩნევს, რომ ამ ფონზე გენერალური პროკურატურა არის ერთადერთი უწყება, რომელსაც ექსკლუზიურად აქვს როგორც გამოძიების, ასევე სის

მიშა დაუშვილი - თუ ასეთი დიდი მხარდაჭერა აქვს “ოცნებას”, მაშინ რატომ ერევა ამ დოზით საარჩევნო კომისიის საქმიანობაში? რეალურად, ეს იმის მაჩვენებელია, რომ “ოცნების” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

“თუ ასეთი დიდი მხარდაჭერა აქვს “ოცნებას”, მაშინ რატომ ერევა ამ დოზით საარჩევნო კომისიის საქმიანობაში? რეალურად, ეს იმის მაჩვენებელია, რომ “ოცნების” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა და სხვაგვარად ვერ გაიხანგრძლივებენ ძალაუფლებას.”     მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.

ბერდია სიჭინავა - “ოცნების” ამოსავალი წერტილია თვითონ კარგად იყვნენ, ბევრი ფული მოიპარონ, ძალაუფლება გაიხანგრძლივონ, ჩარტერებით იფრინონ, ვილები აიშენონ, პარტიული აქტივი დაასაქმონ, ჩვენი მოქალქეები კი ისევ სიღარიბეში იყვნენ (ვიდეო)

“ოცნების” ამოსავალი წერტილია თვითონ კარგად იყვნენ, ბევრი ფული მოიპარონ, ძალაუფლება გაიხანგრძლივონ, ჩარტერებით იფრინონ, ვილები აიშენონ, პარტიული აქტივი დაასაქმონ, ჩვენი მოქალქეები კი ისევ სიღარიბეში იყვნენ, არც განათლების პერსპექტივა ჰქონდეთ, არც კეთილდღეობა, არც უმუშევრობის დაზღვევა, არც მინიმალურ ხელფასი, არც ჯანმრთელობის დაზღვევა.  ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/356920193879024/

ანა ბუჩუკური - ხელისუფლებამ მავნებლური გადაწყვეტილება მიიღო და დატოვა ოესიდის ანტიკორუფციული ქსელი, რადგან დღევანდელი ხელისუფლება კორუფციას კი არ ებრძვის, კორუფციისთვის იბრძვის

"ხელისუფლებამ მავნებლური გადაწყვეტილება მიიღო და დატოვა ოესიდის ანტიკორუფციული ქსელი, რადგან დღევანდელი ხელისუფლება კორუფციას კი არ ებრძვის, კორუფციისთვის იბრძვის."    ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/986418569753471/

ბერდია სიჭინავა - სახელმწიფო მმართველობის სისტემა მოშლილია! - ქვეყანა გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან - „ოცნება“ მოქალაქეებს ძალადობითა და რეპრესიებით ემუქრება

სახელმწიფო მმართველობის სისტემა მოშლილია! - ქვეყანა გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, არ რეაგირებს არც ერთი უწყება! ძალადობის პრევენციის და აღკვეთის ნაცვლად, “ოცნება“ მოქალაქეებს ძალოვანი უწყებების და უსაფრთხოების სამსახურების გამოყენებით ძალადობითა და რეპრესიებით ემუქრება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის „გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა. სიჭინავას თქმით, ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ორი რამ გახდა ნათელი: - ის ღიად დაუპირისპირდა ქვეყნ

ევროკომისიის პრეზიდენტი: განვიხილავთ ყველა ვარიანტს, მოვუწოდებთ მთავრობას ხელახლა აღასრულოს EU-ის მისწრაფებები

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსული კანონის მიღებას ეხმაურება და წერს, რომ განიხილავენ ყველა ვარიანტს და მოუწოდებს მთავრობას, ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი მიიღო. კანონს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა მამუკა მდინარაძე, რომელიც ამ კანონის ერთ-ერთი ავტორია. პუბლიკა

ტიხანოვსკაია: ბელარუსი და ქართველი ხალხის მომავალი ევროპაშია და არა – რუსეთში

სტატია მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ. „მე და ბელარუსი ხალხი თქვენ გვერდით ვართ“, – ასე მიმართავს ბელარუსი ხალხის ლიდერი და სამშობლოდან დევნილი ოპოზიციონერი სვიატლანა ტიხანოვსკაია საქართველოს მოქალაქეებს და მოუწოდებს არ შეწყვიტონ ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომლიც სრულად შაბათს, “ტვ პირველის” ეთერში გადაცემაში “ხედვა ვაშინგტონიდან” გავა, ტიხანოვსკაია ამბობს, რომ როგორც საქართველოს, ასევე – ბელარუსის ადგილი ევროპაშია.

მიხეილ სარჯველაძე - დავიწყოთ სისხლის უანგაროდ დონაციის კამპანია ბავშვებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება - ჩვენი მიზანია, მომავალ თაობას, ბავშვებს კეთილდღეობისთვის არაფერი აკლდეთ

ჯანდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომ ბავშვებისთვის სისხლის უანგაროდ დონაციის კამპანია დაიწყოს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა,მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა. მან ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, ამასთან, ყველას მოუწოდა, რომ ბავშვის ინტერესები არასდროს მოექცეს სხვა, რომელიმე ინტერესის ჩრდილში. „1-ელი ივნისი არის, არამხოლოდ ამ დღეს, ბავშვთა უფლებების გადაფასებისთვის, არამედ ეს არის იმის შესახსენებ

გახარია -  სენატორებს რანმდენჯერმე ვუთხარი, რომ 2024 წლის არჩევნებსაც დააკვირდნენ და კიდევ ერთხელ თავისუფალი, დემოკრატიული და კონკურენტული არჩევნების შედეგად დამარცხებული "ოცნებისგან" ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა უზრუნველყონ

სენატორი შაჰინი, ისევე, როგორც სენატორი რიში და კიდევ რამოდენიმე სხვა სენატორიც იყო ჩამოსული 2012 წელის არჩევნებზე. ისინი აკვირდებოდნენ არჩევნებს და ფაქტოვრივად სენატორების ამ ჯგუფმა უზრუნველყო მშვიდობიანი გადაცემა ძალაუფლების, მიშა სააკაშვილიდან ბიძინა ივანიშვილის ხელში.    მე რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი სენატორებთან შეხვედრის დროს, რომ მათი პასუხისმგებლობაა 2024 წლის არჩევნებსაც დააკვირდნენ და კიდევ ერთხელ თავისუფალი, დემოკრატიული და კონკურენტული არჩევნების შედეგად დამარცხებული "ოცნებ

"საქართველოსთვის": "პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ აღიარა, რომ "ოცნებამ" ზონდერების დაცვის უსამართლო ამნისტია შეიმუშავა და პატიმრები და მათი ოჯახები მოატყუა"

პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:    "პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ აღიარა, რომ „ოცნებამ“ ზონდერების დაცვის უსამართლო ამნისტია შეიმუშავა და პატიმრები და მათი ოჯახები მოატყუა. ბალანსი ციხის განტვირთვასა და კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებას შორის კვლევაზე დაყრდნობით დგინდება და არა პარლამენტის მიზანშეწონილობით, როგორც ეს კობახიძემ განაცხადა. ამნისტიის დაანონსების პირველივე დღიდან, ვითხოვთ კვლევას. კობახიძე

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა

ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა მისი გადაწყვეტილება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ. შესაბამისი განცხადება ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „სიტყვა - „გაუმჭვირვალობა“ - შეუთავსებელია თავისუფალ და ღია საზოგადოებასთან. ფაქტების უკანონო დამალვიდან მომდინარე საფრთხე ბევრად აღემატება იმ მიზეზებს, რითაც ცდილობენ გაუმჭვირვა

სალომე ზურაბიშვილი - ძნელი სათქმელია მოსკოვი იძლევა განკარგულებებს, თუ მმართველი პარტია საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსებს ასიამოვნოს

ძნელი სათქმელია ისინი იძლევიან განკარგულებებს, თუ მმართველი პარტია საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსების სიამოვნებას, მაგრამ ამას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა The Kyiv Independent-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც დაუსვეს შეკითხვა, როგორ ფიქრობს, ახლა თბილისში მოსკოვი გასცემს თუ არა განკარგულებებს. „ეს ისაა, რასაც გარედან ვერ გაიგებ. მნიშვნელოვანია ეს პარალელი, ეს მსგავსება, რომელიც ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის

ვილი სანიოლი, გივი სიხარულიძე, ზურა ყიფშიძე | საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიენიჭა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიანიჭა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა. თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ: ზურაბ კახაბრიშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სპორტსმენი; მერაბ კი

ნიუ-იორკში 8 საათია: ერთ-ერთ უბანზე გარეთ დარჩენილი ამომრჩევლების აღწერა დაიწყეს

ნიუ-იორკში, სადაც არჩევნებში ხმის მისაცემად მრავალი ემიგრანტი მივიდა, 8 საათი დადგა, რაც ნიშნავს, რომ საარჩევნო უბანი კენჭისყრისთვის უნდა დაიხუროს. თუმცა, ხანგრძლივი, რამდენიმესაათიანი რიგების გამო, მრავალი ადამიანი კვლავაც უბნის გარეთ, რიგში იდგა. როგორც „ნეტგაზეთს“ ადგილიდან უყვებიან, მერვე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე და წევრები გარეთ მყოფი მოქალაქეების აღწერას შეუდგნენ, რათა მათ უბნის დახურვის შემდეგაც ხმის მიცემა შეძლონ. გარეთ, რიგში, ამ ეტაპზე დაახლოებით 300 ადამიანი

გიორგი გახარია - ივანიშვილმა მოქალაქეების ნებაზე იძალა - ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის თითოეული ხმის დაცვის დრო ყველა ხერხით - ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის ფორმებს

ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის საქართველოს მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვის დრო, ყველა ხერხით - ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის იმ ფორმებს, რომელიც პირველ რიგში, მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვას, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის და არჩევნების ინსტიტუტის დაცვას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა, ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს. „მინდა გითხრა

პაველ ჰერჩინსკი - ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო, საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს, ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან დაშორებას გააგრძელებს

სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო, საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს, ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან დაშორებას გააგრძელებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება თითოეული ქვეყნის სტრატეგიული და სუვერენული არჩევანია. თუმცა, განაცხადის შეტანის შემდეგ, ქვეყანა თანხმდება, რომ ევროკომისია ევროკავშირში წევრობ

საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც მმართველი გუნდის სახელით, პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს განცხადებით მიმართავს

დღეს, 17:00 საათზე, „ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 18:00 საათზე, მმართველი გუნდის სახელით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროკავშირს განცხადებით მიმართავს.   იპნ

ხვიჩა კვარაცხელია - მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი - შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს - დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა!

მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი - მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, საქართველო ქართველ ხალხს ეკუთვნის და მათზე მაღლა არავინ დგას. „მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პო

მე, ჩემი დიდი ოჯახის ყველა წევრთან ერთად, ამ საქართველოს არ დავუთმობ არავის – ღოღობერიძე

„მე, ერთი ინდივიდი პირადად, ოღონდ ჩემი დიდი ოჯახის ყველა წევრთან ერთად, ამ საქართველოს არ დავუთმობ არავის“, – ასე ეხმაურება რეჟისორი ლანა ღოღობერიძე რუსთაველზე 31 დეკემბრის ღამის აქციას, სადაც ათიათასობით მოქალაქე ახალ წელს ერთად შეხვდა. ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ ლანა ღოღობერიძის პოსტს, რომელიც მის Facebook-ზე დღეს, 2 იანვარს, გამოქვეყნდა. „ახალ წელს ხვდებოდე ხალხით გადაჭედილ, გაბრწყინებულ რუსთაველზე, და კანით გრძნობდე, რომ ხარ ჭეშმარიტ თანამოაზრეთა შორის! იმათთან ერთად, ვინც, შენსა

ორი მოქალაქე ამბობს, რომ უცნობი პირები თავს დაესხნენ

2025 წლის 4 იანვრის მდგომარეობით 2-მა მოქალაქემ თქვა, რომ უცნობი პირები თავს დაესხნენ. დღეს, 4 იანვარს მევიოლინე გვანცა ჩხეიძემ, რომელიც აქტიურად მონაწილეობს მიმდინარე საპროტესტო აქციებში, „ფეისბუქზე” დაწერა, რომ უცნობმა ადამიანმა ბეტონის კედელს მიახეთქა. გუშინ, 3 ინავარს მოქალაქე ია გაბუნიამ თქვა, რომ უცნობი პირები სახლთან თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მან მომხდარი მიმდინარე საპროტესტო აქციებს დაუკავშირა. „პუბლიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაციი
×
×
  • შექმენი...