Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.103.530

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა საქართველოს პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს

პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა საქართველოს პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს.   9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი შესრულდა. როგორც პარტიის წევრებმა აღნიშნეს, 9 აპრილს, ქართველი ხალხის ერთიანობამ და თავგანწირვამ მოიტანა გამარჯვება - ერთიანი, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო და ამის დასაცავად ქვეყანას ისევ უწევს ბრძოლა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

რიკოთის უღელტეხილზე გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიში მიმდინარეობს. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე, სამუშაოების დასრულებისა და სპეციალისტების მხრიდან გზის უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების მიღებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კი

მთელი დღე რომ დავკარგეთ მასზე, კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა? - ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი BBC-ის საგამოძიებო სტატიას, რომელშიც დავით კეზერაშვილი ფიგურირებს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე სახელისუფლებო მედია და სხვა პირები დიდხანს ისაუბრებენ, რაც აქტუალური თემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა და სვამს შეკითხვას: ხაბეიშვილის თქმით, ე.წ. ქოლცენტრებს თავად ებრძოდა, მისამართლებზე მიდიოდა და სამართალდამცველებს საქმის კურსში აყენებდა. ხაბეიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მან პარლამენტის ტრიბუნიდან დაასახელა კონკრ

„პუბლიკის“ დირექტორი სასამართლომ 2200 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „პუბლიკის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, ზურაბ ვარდიაშვილი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და 2200 ლარით დაჯარიმდა. ზურა ვარდიაშვილი 2 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. მის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ „ვარდიაშვილი იგინებოდა ხმამაღლა, იყენებდა უწმაწურ სიტყვებს, არ ემორჩილებოდა პ

„ყველა მედიკამენტს აქვს გვერდითი ეფექტები, ეს არ უნდა გახდეს შემოტანაზე უარის თქმის მიზეზი" | მიმართვა ღარიბაშვილს

საქართველოში  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათ  საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს აქონდოპლაზიის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად ღია წერილით მიმართავენ. განცხადებას გთავაზობთ უცლელად: ხელმომწერი ორგანიზაციები: საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია ასოციაცია ანიკა ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი ა/ო “მზის შვილები” აჭარის შეზღუდ

ანა ბუჩუკური - ორი კვირაა “ოცნება” თავგამოდებით იცავს სანდრო გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლე მურუსიძეს, ახლა უკვე ღიად კეზერაშვილს

ესეიგი, ორი კვირაა “ოცნება” თავგამოდებით იცავს სანდრო გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლე მურუსიძეს, ახლა უკვე ღიად კეზერაშვილს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და პარლამენტის დეპუტატი, ანა ბუჩუკური წერს. მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" არ უნდა მისი დანაშაულებრივი კავშირების გამოვლენა კორუფციულ საქმეებში.   "რატომ იცავს მათ? პასუხი მარტივია - “ოცნებას” არ უნდა მისი დანაშაულებრივი ალიანსები გამოვლინდეს ამ კორუფციულ საქმეებში და ევროპელი მოქალაქეების ძ

წლის ბოლომდე გვექნება 10 000-მდე შემთხვევა - ჩხაიძე ჩუტყვავილას ინფექციის შემთხვევების მატებაზე

იაშვილის კლინიკის დირექტორი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ჩუტყვავილას ინფექციის შემთხვევები მომატებულია. 2023 წლის იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით, 4 თვეში ინფექციის 3 118 შემთხვევა გამოვლინდა. ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოსთვის ჩუტყვავილას შემთხვევების რაოდენობამ 10 000-ს მიაღწიოს. ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ის ამბობს, რომ იშვიათია ჩუტყვავილას გართულებული შემთხვევები, 10 000 ინფიცირებულზე 1 გარდაცვლილი ფიქსირდება

პრეზიდენტი - რუსეთის მოქალაქეების ინციდენტების გარეშე მიღება ქართველების ტოლერანტობაზე მეტყველებს, მაგრამ ამას ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები უნდა ახლდეს

რუსეთის მოქალაქეების ინციდენტების გარეშე მიღება ქართველების ტოლერანტობაზე მეტყველებს, მაგრამ ამას ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები უნდა ახლდეს თან. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. “როდესაც პოლიტიკურმა პოლარიზაციამ გავლენა იქონია ქართული ტოლერანტობის წარმოსახვაზე, ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ იგი ცოცხალია. საქართველომ მიიღო და წელიწად-ნახევრის განმავლობაში მასპინძლობს 80 000-ზე მეტ რუსს. მოდით, დავფიქრდეთ,

პარტია “საქართველოსთვის” ვარშავის ეუთო/ოდირის დახმარებით პარტიის ეთიკის კოდექსზე მუშაობს... დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, პარტიაში ქალთა როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად

პარტია “საქართველოსთვის” ვარშავის ეუთო/ოდირის დახმარებით პარტიის ეთიკის კოდექსზე მუშაობს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.    როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, პარტიაში ქალთა როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად.   "საქართველოში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურ პარტიას წესდებასთან ერთად ექნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეთიკის კოდექსი. დღეს პარტიის წა

ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნების“ სურვილია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ტოტალური კონტროლი - საქმეში ჩახედულ ხალხს კარგად ესმით, რას ნიშნავს მართვადი ეროვნული ბანკი

„ქართული ოცნების“ სურვილია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრული და ტოტალური კონტროლი - საქმეში ჩახედულ ხალხს კარგად ესმით, რას ნიშნავს მართვადი და გაკონტროლებადი ეროვნული ბანკი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პოლიტიკურ ჯგუფ „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილის შეფასებით, ერთის მხრივ კარგი და დამაიმედებელია, რომ პრეზიდენტს ეროვნულ ბანკის საბჭოში ასარჩევი კანდიდატები პარლამენტისთვის წარდგენილი არა ჰყავს, რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტად “ქართული ოცნების“ გავლე

„შტატი გაუქმებულია, განთავისუფლებული ვარ დირექტორის მოადგილის პოზიციიდან“ - კინოცენტრში რეორგანიზაცია დაიწყო

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრში რეორგანიზაცია გამოცხადდა,- ამის შესახებ ცენტრის თანამშრომლებმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს. გავრცელებული ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან გათავისუფლებული არიან დირექტორის მოადგილის პოზიციიდან მაკო ჭილაშვილი და ნინო კუხალაშვილი. ნინო კუხლაშვილმა გათავისუფლების შესახებ თავადვე გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში. კუხალაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს დაურეკეს კულტურის სამინისტროდან და უთხრეს, რომ მ

ხერსონის ოლქში სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა კახოვკის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად

ბოლო მონაცემებით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების შემდეგ, კიევის მიერ კონტროლირებად დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას სამხარეო-სამხედრო ადმინისტრაციაში განუცხადეს. დაკარგულად ითვლება 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვი. ჯამში, ხერსონის რეგიონში უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დატბორილია სამ ათასზე მეტი სახლი. თავის მხრივ, რუსეთის მიერ დანიშნული ხერსონის რეგიონის ხელმძღვანელმა ვლადიმირ სალდომ ტელ

შემოსავლების სამსახური საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ფორმალობას. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება საქართველოს მიერ, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია ,,TV პირველის" გადაცემა - ,,ნოდარ მელაძის შაბათი"-ით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას და კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აცხადებს

მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი აფხაზეთის გავლით სომხეთში მიმავალი რკინიგზის გახსნისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი აფხაზეთის გავლით სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. მისივე თქმით, სომხური მხარის განცხადებების მიუხედავად, რომლის თანახმად, საქართველოს გავლით რკინიგზის გახსნა აფხაზეთს არ სურს, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს „ამ მასშტაბური საგზაო რუკის რეალიზებისთვის“. „ეს საგზაო რუკა, თუ შეიძლება ასე ითქვას, შეიცავს სახელმწიფოების ხელმძღვანელების დონეზე ხელმოწერილ დოკუმენტებ

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობა აცხადებს, რომ ბახმუტის მიმართულებით წინ წაიწიეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით უკრაინის ტერიტორიის რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლების კუთხით კვლავ წინსვლას მიაღწიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა. „ბახმუტის მიმართულებით წინსვლა გვაქვს. ფლანგებზე მიმდინარეობს საბრძოლო სამუშაოები, მტერზე ზეწოლა ხორციელდება“, - განაცხადა ჩერევატიმ. მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით 23 შეტაკება მოხდა, რა დროსაც უკრაინელმა დამცველებ

ჯერაც არ დასჯილან ძალადობის ორგანიზატორები — საიას განცხადება 5 ივლისზე

2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან 2 წელი გავიდა, თუმცა შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი სათანადოდ გამოძიებული ამ დრომდე არ არის — აღნიშნავს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ოთხშაბათს, 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში. ორგანიზაციის სიტყვებით, ნათელია, რომ “მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა”, შესაბამის სახელმწიფო უწყებას “არ აქვს ნება, დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორი, ხელმძღვანელი ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირები”. საია ასევე დასძენს, რომ

CNN - აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალას მოიცავს

შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, დღეს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალასაც მოიცავს, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. CNN-მა პირველად გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საკამათო იარაღის უკრაინისთვის გადაცემის საკითხს განიხილავდა, რადგან უკრაინელები კონტრშეტევაში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევისთვის იბრძოდნენ. აშშ-ის ოფიციალუ

ბექა ლილუაშვილი - ამომრჩევლის დიდი ნაწილი იმიტომ უჭერს მხარს "ქართულ ოცნებას" არჩევნებზე, რომ მათ აქვთ ობიექტური განცდა და შიში - "ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება ხელისუფლებაში დაბრუნდეს (ვიდეო)

“ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ უჭერს მხარს "ქართულ ოცნებას" არჩევნებზე, რომ მათ აქვთ ობიექტური განცდა და შიში, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ეს არის “ოცნების” ელექტორალური ქცევის ფსიქოტიპი. „ქართული ოცნების“ ელექტორალური გათვლა ნიშნავს ამ პოლიტიკური საფრთხობელის შექმნას. მარტივია ამის ინტერპრეტაცია - ყველაფერი, რაც აძლიერებს ან ქმნის ილუზიას, რომ აძლიერებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი ორად აძლიერებს „ქართულ ოცნებას”. თუკი „ნაციონალუ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ოდესის გამო რუსი ტერორისტების წინააღმდეგ შურს აუცილებლად ვიძიებთ - ისინი ამ შურისძიებას იგრძნობენ

რაკეტები მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ, საცხოვრებელი კორპუსების, საკათედრო ტაძრის წინააღმდეგ - რუსული ბოროტების გამართლება არ შეიძლება. როგორც ყოველთვის, ეს ბოროტება წააგებს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. მისი თქმით, ამ თავდასხმებისთვის უკრაინა აუცილებლად შურს იძიებს. „ოდესის გამო რუსი ტერორისტების წინააღმდეგ შურს აუცილებლად ვიძიებთ. ისინი იგრძნობენ ამ შურისძიებას. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ეხმარება ხალხს და ყვე

გრიპის საწინააღმდეგო ​ვაქცინის 200 000 დოზა ხელმისაწვდომი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა ხელმისაწვდომი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება. რისკჯგუფები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სახელმწიფოსგან უფასოდ ჩაიტარებენ. გაბუნიას თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბრძანებას შეიმუშავებს და უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. „წელს დაგეგმილია გრიპის 200 ათასი დოზა ვაქცინის შემოტანა. იგივე რაოდენობა იყო გასულ წელს და ეს რაოდენობა საკმარისია. ველოდებით, რომ ოქტომბრის მეო

საუბრობენ აბსტრაქტულ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც მოქალაქეებამდე არ მიდის – ბუჩუკური ბავშვთა სიღარიბეზე

საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს. „პუბლიკა“ დაინტერესდა, რა ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტ

ანა ბუჩუკური - ანტიდასავლური პოლიტიკის გამო საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა “ოცნებამ" (ვიდეო)

“უცხოელი, დასავლელი კოლეგებისგან გვესმის - თქვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ მეგობრები დაგაკარგვინოთ… საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა გვყოლოდა, არასდროს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა ქვეყნის საგარეო ვექტორი. ბოლო ორი წლის განმავლობაში გატარებული ანტიდასავლური პოლიტიკის გამო კი საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა “ოცნებამ”.  ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  394

პარტია ,,საქართველოსთვის" მცხეთა - მთიანეთის ქალთა ორგანიზაციის რეგიონული ხელმძღვანელი ირმა ღოღობერიძე - ერთმანეთის გვერდში დგომით ყველაფერს შევძლებთ და შევცვლით!

"როდესაც გიყვარს საქმე და არ ელოდები ვინმეს ,ვინც ან გამოგიყოფს ფულს, ან არა!!! როდესაც ხალხს სჯერა შენი და გენდობა !!!დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეში, მოსახლეობის ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით შევძელი და რეაბილიტაცია ჩავუტარეთ გზას, რომელიც ზამთარში იკეტება და ვერც სასწრაფო და ვერც სხვა მუნიციპალური მანქანა ვერ დადის!!! არ შემიძლია არ აღვნიშნო ლტოლვილთა დასახლების მოსახლეობა, ვინ გვერდში დგომით ,ზოგი ფიზიკურად და ზოგი რჩევებით მეხმარებოდა !! მიხარია ,რადგან ხალხმა იგრძნო რომ თავად შ

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაინერმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა. "საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ დღეს ისტორიული დღეა, რადგან დღეს კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ საბჭო

ბერდია სიჭინავა - როცა 20 ივნისზე ვსაუბრობთ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, სახალხო დამცველის ანგარიში, აუცილებელია რომ გავაშუქოთ (ვიდეო)

“როცა 20 ივნისზე ვსაუბრობთ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, სახალხო დამცველის ანგარიში, აუცილებელია რომ გავაშუქოთ, თუმცა არცერთი მედიის მხრიდან არ გაშუქდა იმ დოზით, რა დოზითაც საჭირო იყო.”      ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ბბსს.mp4
×
×
  • შექმენი...