Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.103.764

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბექა ძამაშვილი - საქართველოს კანონმდებლობით, პირი სასჯელს უნდა იხდიდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ჯანმრთელობის გამო სასჯელის გადავადებაზე კი გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო

როდესაც რომელიმე პატიმრის ჯანმრთელობაზეა საუბარი, იუსტიციის სამინისტროს პოზიციაა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა და სპეციალისტებმა. სააკაშვილი იმყოფება კერძო სამკურნალო კლინიკაში და მას შემდეგ, რაც გაჩნდა გარკვეული შეკითხვები მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაუკვეთა შესაბამისი ექსპერტიზა, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი სპეკულაცია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილის თქმით, ექსპერტების

ყაზახეთმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა გააფორმეს ერთობლივი დოკუმენტები, რომლებიც შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას ეხება

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ოთხმხრივ შეხვედრაში, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას შეეხებოდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის დელეგაციების შეხვედრა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გაიმართა. მათივე ცნობით, ა

"TV პირველსა" და მის წამყვანს სასამართლომ კალაძისთვის 15 ათასის გადახდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სარჩელი ტელეკომპანია "TV პირველისა" და ამ არხის გადაცემა "დღის ამბების" წამყვან მაია მამულაშვილის წინააღმდეგ. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მათ კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა და ინფორმაციის უარყოფა დაევალათ. თბილისის მერის წარმომადგენელის თანახმად, 2022 წლის 5 ივნისს ტელეწამყვანმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო. მოსამართლემ დღევანდელ, 3

ნინო ლომჯარია - ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენი შევისწავლეთ და დღეს უფრო ვხედავთ პოლიტიკურ მდგენელს ამ საქმეში, ვიდრე აქამდე

ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენი შევისწავლეთ და დავაანონსებთ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენი შემაჯამებელი პოზიცია გვექნება ამ საქმესთან დაკავშირებით,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განაცხადა. როგორც ლომჯარია აღნიშნავს, დღეს უფრო ხედავენ პოლიტიკურ მდგენელს ნიკა გვარამიას საქმეში, ვიდრე აქამდე. „ამ რეკომენდაციებში ერთ-ერთი მთავარი პუნქტია ის, რომ უნდა შეწყდეს მედიის წარმომადგენლების მიმართ დაუსაბუთებელი, საეჭვო

რამზან კადიროვმა ოკუპირებულ ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში თავისი წარმომადგენელი დანიშნა

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიებზე თავისი წარმომადგენელი დანიშნა. ის გახდა ჰასან იბრაგიმოვი, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმ "ახმატის"მეთაურის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ამ რაზმის მეთაური უკრაინის უშიშროების სამსახურმა მასობრივ მკვლელობაში დაადანაშაულა. ამ დანიშვნის შესახებ რამაზ კადიროვმა თავის ტელეგრამის არხში განაცხადა. 2020 წელს იბრაგიმოვმა სწორედ კადიროვის ხელიდან მიიღო ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო - რეს

გია ვოლსკი - ევროპარლამენტარების განცხადებები მიკერძოებულია - კორუფციის სკანდალის შემდეგ საკმაოდ შეილახა ევროპარლამენტის ავტორიტეტი

ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად მიკერძოებულია, კორუფციის სკანდალის შემდეგ, რამაც სერიოზული მასშტაბი მიიღო, საკმაოდ შეილახა ევროპარლამენტის ავტორიტეტი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილზე ანა ფოტიგას განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ანა ფოტიგას განცხადება მიკერძოებულია და ეჭვს იწვევს. „ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად არის მიკერძოებული და საერთოდ იმ სკანდალმა, რაც ეხება კორუფციას, სა

რომის პაპი - ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა - ეს არის მსოფლიო ომი

ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა. უზარმაზარი სისასტიკეა, ძალიან სერიოზულია, - ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა. „ეს მსოფლიო ომია. მოდით, ნუ დაგვავიწყდება ეს. ომში უკვე რამდენიმე ხელია ჩართული. ის გლობალურია. ვფიქრობ, ომი იმართება მაშინ, როცა იმპერია იწყებს დასუსტებას და როცა არის იარაღი გამოსაყენებელი, გასაყიდად და შესამოწმებელი. მეჩვენება, რომ აქ ბევრი ინტერესია“, - აღნიშნა პაპმა. მისივე თქმით, ვერ ხედავს, რომ ომი მალე დასრულდება. „რაც შემიძლია, ვაკეთებ. ისინი ა

პრეზიდენტი ილია მეორეს - ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი კულტურა, რომლის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში თქვენი წვლილი უდიდესია, დღეს, ევროპულ ოჯახში შესვლისას, საქართველოს უმთავრესი საყრდენი იქნება

ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი კულტურა, რომლის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში თქვენი წვლილი უდიდესია, დღეს, ევროპულ ოჯახში შესვლისას, საქართველოს უმთავრესი საყრდენი იქნება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის წერილში, რითაც სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელს ულოცავს. „გილოცავთ და ვულოცავ სრულიად საქართველოს თქვენი აღსაყდრების 45 წლის იუბილეს. საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის ისტორიაში ამ წლებს შეგვიძლია ჩვენი

ფინეთის პრეზიდენტი - სტალინმა და პუტინმა, არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს: თავისუფალ ქვეყანაში ადამიანებს ნება და რწმენა აქვთ

ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტეს განცხადებით, უკრაინისადმი ფინეთის, ევროპისა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა წელსაც გაგრძელდება. ფინეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ფინეთში ზამთრის ომს შორის მსგავსებას ხედავს, რადგან რუსეთმა და საბჭოთა კავშირმაც შეცდომა დაუშვეს და სჯეროდათ, რომ ისინი სწრაფად დააჩოქებდნენ უკრაინას და ფინეთს. "ავტორიტარული ქვეყნის ლიდერებმა, სტალინმა და პუტინმა, არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს. თავისუფალ ქვეყანაში ადამიანებს ნება და რწმენა აქვთ

კანადამ სანქციები დაუწესა 38 ფიზიკურ და 16 იურიდიულ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებასთან

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალი შეზღუდვები დაუწესდა 38 ფიზიკურ და 16 იურიდიულ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებასთან. „შავ სიაში“ მოხვდა სახელმწიფო მედიაჰოლდინგი „რასია სეგოდნია“, რომელსაც დმიტრი კისილიოვი და მარგარიტა სიმონიანი ხელმძღვანელობენ, ასევე – კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუნებელთან ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული საინფორმაციო რესურსები. სანქციები შეეხო ტელეწ

აშშ-ის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქის აქტივები უკრაინის დახმარებას მოხმარდება

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გერლენდმა განაცხადა, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქის აქტივები უკრაინის დახმარებას მოხმარდება. ამის შესახებ მან უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღეს ვაცხადებ, რომ ავტორიზაციას ვაძლევ პირველად ისტორიაში ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინაში გამოყენებას. აღნიშნული აქტივების ჩამორთმევა მოხდა მას შემდეგ, რაც აპრილში რუს ოლიგარქს, კონსტანტინ მალოფეევს სანქციებისგან თავის არიდებაში წავ

„რამდენ ბალზეა გათვლილი თბილისი, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, რადგან არ გვაქვს ინფორმაცია თუ რა მოთხოვნების შესაბამისად არის შენობები აშენებული“

„რამდენ ბალზეა გათვლილი თბილისი, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, რადგან არ გვაქვს ინფორმაცია თუ რა მოთხოვნების შესაბამისად არის შენობები აშენებული,“ - ამის შესახებ სამართლის დოქტორმა, სამშენებლო სამართლის ლექტორმა უჩა ზაქაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში სეისმომედეგობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა მთელ რიგ განახლებებს და დახვეწას საჭიროებს. „დღეის მდგომარეობით გვაქვს 2009 წელს დამტკიცებული ბრძა

შვილის რეაქცია დედის დანახვაზე, რომელიც მაშველებმა მიწისძვრიდან 176 საათის შემდეგ ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს

შვილის რეაქცია დედის დანახვაზე, რომელიც მაშველებმა მიწისძვრიდან 176 საათის შემდეგ ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს     წყარო: Anadolu Agency via Getty Images

ვოლოდიმირ ზელენსკი - სწორედ ახლა, სწორედ უკრაინაში წყდება წესებზე, ჰუმანურობაზე, პროგნოზირებულობაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის ბედი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სწორედ ახლა უკრაინაში მსოფლიო წესრიგის ბედი წყდება. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდოემიმართავში განაცხადა. ზელენსკიმ კიევში ჯო ბაიდენის ვიზიტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინასა და აშშ-ის შორის მოკავშირეობა მშვიდობას აძლიერებს. „სწორედ ახლა და სწორედ უკრაინაში წყდება წესებზე, ჰუმანურობაზე, პროგნოზირებულობაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის ბედი. პრეზიდენტ ბაიდენთან ვისაუბრეთ, კერძოდ, იმაზე, თუ როგორ გავაკეთოთ უკვე მიმდინარ

ირაკლი კობახიძე - ყურადღება გადატანილია უკრაინისა და მოლდოვისკენ, ერთგან ომია, მეორეგან ხელისუფლების გამაგრების კონკრეტული ინტერესი, საქართველოში მშვიდობაა და ეს არის ჩვენი დამსახურება

უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენ აბსოლუტურად სოლიდარულები ვარ და ეს გამოხატულია ყველა ფორმით, მაგრამ სამწუხაროდ, არის უკრაინის ხელისუფლება, რომელიც დგამს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან მძიმე კონფრომტაციულ ნაბიჯებს, ეს ყველაფერი არ გვაძლევს ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ერთია უკრაკნელი ხალხი, მაგრამ მეორეა უკრაინი ხელისუფლების ქმედებები. „

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა

პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები „ხალხის ძალის“ წევრებს მიმართავენ სიტყვებით „პუტინისტებო“, „მონებო“. ისინი პროტესტს მაგიდაზე ხელების დარტყმით გამოხატავენ და სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს“.

ბოლო 7 წელში, სავალდებულო სამხედრო სამსახური 774 103 შემთხვევაში გადავადდა - მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე 55 321-ჯერ, აქედან „გირჩი - ბიბლიური თავისუფლების“ წევრობის გამო - 36 319

ბოლო 7 წელში სავალდებულო სამხედრო სამსახური მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე 55 321 შემთხვევაში გადავადდა, საიდანაც ყველაზე ბევრი, 36 319 გადავადება „გირჩი - ბიბლიური თავისუფლების“ წევრობის გამოა. „ინტერპრესნიუსისთვის“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში, 2016-2022 წლებში, სავალდებულო სამხედრო სამსახური 774 103 შემთხვევაში გადავადდა, ხოლო 24 717 ადამიანი გაწვევისგან გათავისუფლ

რა ქონებას ფლობს მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელიც აშშ-მ დაასანქცირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს რამდენიმე მოსამართლე დაასანქცირა. როგორც სახელმწიფო მდივანი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, მათ გაუუქმდათ მოქმედი ვიზები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო. სანქცირებულებს შორის მოხვდნენ მოსამართლეები: მიხელ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი მოსამართლე, ლევან მურუსიძე, რომელიც აშშ-მ დაასაქცირა. ლევენა მურუსიძემ ქონებარივი დეკლარაცია 2022 წლის 26 ი

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტთან აქციებზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით, შსს-ს, პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტთან აქციებზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს, შსს-ს, პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლდა. ადმინისტრაციული დაკავებიდან მათი გათავისუფლება არ გულისხმობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შე

Politico - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

რამდენიმე ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა, მოლდოვასა და საქართველოში „დესტაბილიზაციის მცდელობებში“ ჩართულ ოლიგარქებს სანქციები დაუწესონ, - ინფორმაციას Politico ავრცელებს. „ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას, რაც ჩვენ უდიდეს სიფხიზლეს მოითხოვს და შესაძლოა, გამართლებული იყოს ამ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვის დაწყება“, - ციტირებს გამოცემა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას. Politico

სალომე ზურაბიშვილი - ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს განმეორებით ეძალადება, ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება, გრცხვენოდეთ უნდა

შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო, მისი სხვადასხვა ფორმით გამართლებისა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, კატეგორიულად გმობს ყოველივე შევიწროვებას, სიტყვიერ თუ ფიზიკურ თავდასხმას. „გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ასეთი არაცივილური,

თამარ გაბუნია - მზად ვართ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ყველა თანამშრომელს გავესაუბროთ, გავცეთ პასუხი შეკითხვებზე, რაც მათ აქვთ საკუთარ დასაქმებასთან, საავადმყოფოს სამომავლო ბედთან დაკავშირებით

პაციენტმა უნდა იმკურნალოს უსაფრთხო გარემოში, ხარისხიან პირობებში, რისკები, რაც უკავშირდება სარემონტო პირობებში მიმდინარე კლინიკურ პროცესებს, არ არის მისაღები - გარდამავალ ეტაპზე დეტალურ გეგმას გავაცნობთ თანამშრომლებს, ვფიქრობთ, ყველასთვის მისაღები იქნება ის სამომავლო პერსპექტივა, რაც „რესპუბლიკურ საავადმყოფოს“ უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, მზად არიან „რესპუბლიკური საავადმყოფოს" თანამშრომლებს გაესაუბრონ და გასცენ პასუხი შეკითხ

რატომ ტოვებენ უცხოური კომპანიები რუსეთის მარცვლეულის ბაზარს და როგორ აისახება საქართველოზე - ხორბლის მწარმოებელთა ასოციაცია

ამერიკული Cargill-ის შემდეგ კანადური Viterra - რუსეთის მარცვლეულის ბაზარს კიდევ ერთი უმსხვილესი ტრეიდერი ტოვებს. რით არის განპირობებული კომპანიების გასვლა რუსეთიდან, რომელიც მარცვლეულის კომპანიებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ დაუტოვებიათ და როგორ აისახება ტენდენცია საქართველოზე, „ბიზნესპრესნიუსთან“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ ისაუბრა. „ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი ტრენდი ყალიბდება. ეს უკვე ცალსახად ჩანს, რომ ისე

ბუჩას სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებებზე​ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს

ოკუპანტებისგან უკრაინის ქალაქ ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით სამიტი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ბუჩას დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაცია უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს. დეკლარაციას ხელი 50-მდე სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ მოაწერა. სამიტის მონაწილეებმა დაგმეს უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი მძიმე დანაშაულები, მათ შორის ბუჩაში განვითარებული მოვლენები, რომელიც რუსული აგრესიის სიმბოლოც გახდა. დეკლარაცია ასევე მხარს უჭ

პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და მედიაზე ზეწოლა არ აძლიერებს დემოკრატიას – ნაუსედა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგებში სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან. როგორც პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გიტანას ნაუსედამ განაცხადა, მათ განიხილეს საქართველოში არსებული სიტუაცია, ასევე, ქვეყნის ევროინტეგრაცია და გამოწვევები, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. გიტანას ნაუსედას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართ
×
×
  • შექმენი...