Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    901.126

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში - საფრანგეთის ელჩი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი აცხადებს, რომ საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირ დახმარებას საფრანგეთიც აჩერებს – მისი თქმით, მათი მხარდაჭერა გაძლიერდება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართულებით. ელჩის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი, რათა დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა. ესე იგი, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ყველა სფეროში”, – განაცხადა მან. მსგავსი განცხადება გუშინ, 10 ივლისს გა

გადადგეს რექტორი – თეატრალურ უნივერსიტეტში სტუდენტების ახალი ნაწილი შევიდა

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი  30 დეკემბრის ღამეს უნივერსიტეტის შენობაში შევიდნენ. ისინი შეუერთდნენ იქ მყოფ 7 სტუდენტს, რომლებსაც ბოლო ორი დღე ადმინისტრაცია არ აძლევდა როტაციის შესაძლებლობას.  “დღეს პროტესტის მე-13 დღეა. დღეს სტუდენტების დიდი ნაწილი, მშვიდობიანად შემოვედით უნივერსიტეტში და შევუერთდით 2 დღის განმავლობაში აქ მყოფ 7 სტუდენტს. ვართ ძალიან ბევრი. ჩვენი პროტესტი დღითიდღე უფრო მასშტაბური ხდება და არ შეჩერდება”, – აცხადებენ სტუდენტები.  “გვაქვს მყარი მოთხოვნა – გ

გადადგა მარტვილის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორი

მარტვილის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორი, გიორგი ყურუა, თანამდებობას ტოვებს. ამ გადაწყვეტილებასა და მის მიზეზებზე ყურუამ „ფეისბუქზე“ დაწერა. „დღეს ჩემს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გარკვეულწილად საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. ყოველი ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მინდა უპირველეს ყოვლისა მივმართო იმ ადამიანებს, ვისთანაც გარკვეული წლების განმავლობაში მქონდა სამსახურეობრივი შემხებლობა როგორც, თანამშრომელს და ასევე როგორც ხელმძღვანელს, მადლობა ყველას დაწყებ

გაგლოევი: დესტრუქციული ძალები საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხალხისა და პარლამენტისადმი მიმართვაში რუსეთს „მთავარი მოკავშირე“ უწოდა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინაში მიმდინარე „სპეციალურ ოპერაციაში.“ „ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეები რუსი ჯარისკაცების გვერდით დადგნენ საერთო ინტერესების დასაცავად უკრაინულ ნეონაციზმთან ბრძოლაში, რომლებიც კოლექტიური დასავლეთის ხელში მარიონეტად იქცნენ”, - თქვა მან. ამასთან, გაგლოევმა აღნიშნა, რომ საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგე

გაბუნიას ინფორმაციით, აქციაზე ნაცემი 5 მოქალაქე კლინიკებშია გადაყვანილი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გუშინ პოლიციელების მიერ აქციაზე ნაცემი მოქალაქეები კლინიკებში არიან გადაყვანილები. მისი განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულია 5 მოქალაქე, ამასთან, დაშავებულია 2 პოლიციელი. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ხელისუფლებამ მონაწილეები ძალისმიერი მეთოდებით დაარბია. პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მშვიდობიან მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს. სპეცია

გაბუნია მთავარზე: როცა გამოვაცხადე, რომ ნაცების ტელევიზია აღარ ვართ, ჟრიამული იყო

მთავარი არხის დირექტორი მისივე არხის შუადღის ეთერში ამბობს, რომ წარსულში ტელევიზია და მთავარი არხის ჟურნალისტები ენმ-ს დავალებებს ასრულებდნენ.  მისივე მტკიცებით, სარედაქციო პოლიტიკა დღეს პარტიული გავლენისგან გათავისუფლდა და ჟურნალისტები, მას მერე, რაც მათ დირექციამ განუცხადა, რომ ენმ-ს დავალებების შესრულება აღარ მოუწევდათ, სიახლეს ტაშით შეხვდნენ. გაბუნია ამბობს, რომ ენმ ვაის (მელიას) და ვუის (ხაბეიშვილს) შორის არის გაყოფილი და ახლა ისინი მთავარი არხის გარეშე უნდა დალაგდნენ. "[მთავ

გაბრიელიუს ლანდსბერგისი შალვა პაპუაშვილის სტატუსზე - მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც თავიანთ ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს მსგავსი რამის მოგების ისტორია აქვთ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ. „მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც თავიანთ ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს მსგავსი რამის მოგების ისტორია აქვთ“, - წერს ლანდსბერგისი. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რესტორ

გაბრიელიუს ლანდსბერგისი იმ პირების სიას აქვეყნებს, ვისაც ლიეტუვაში შესვლა აეკრძალათ, მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილი და ვახტანგ გომელაური

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი იმ ადამიანების სიას აქვეყნებს, ვისაც ლიეტუვაში შესვლა აეკრძალათ, მათ შორისაა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. „უარი ეთქვათ ლიეტვაში შესვლაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამო: ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს, შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუზს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, ვაჟა სირ

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ტრანსატლანტიკურ კავშირებში საქართველოს გზის მიმართ ერთგული ვრჩებით, მაგრამ ბურთი საქართველოს მოედანზეა და მან უნდა გაათამაშოს

ბურთი საქართველოს მოედანზეა, აქამდე გათამაშება არ მომხდარა, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება. ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება შესაძლებლობა, რეფორმები წარადგინოს. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რა თქმა უნდა, ექნება შესაძლებლობ

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რუსული დრონები ნატო-ს ტერიტორიაზე ჩვენი უმოქმედობის გამო დაეცა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, რუსულმა დრონებმა ნატო-ს ტერიტორიაზე ვარდნა წევრი ქვეყნების უმოქმედობის გამო დაიწყეს. „3 წლის წინ წარმოუდგენელი ინციდენტები დღეს რუტინად განიხილება. არაფერი არ უნდა დაეშვას უკრაინის, ლატვიის ან ნატო-ს ტერიტორიაზე სადმე, მაგრამ ეს არის ახალი რეალობა, რომელიც ჩვენმა უმოქმედობამ წარმოქმნა“, - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ პლატფორმა X-ზე. მისი თქმით, ლიეტუვა მხარს დაუჭერს მოკავშირეთა ძლიერ პასუხს. შეგახსე

ბუჩუკური - "ოცნება" დაშლილი "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენას ცდილობს, ამას ემსახურება, კანონმდებლობის სრულად დარღვევით უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმარი სააკაშვილისთვის პარტიული საქმიანობის განხორციელება პირდაპირ სასამართლო პროცესიდან (ვიდეო)

"ოცნება" ცდილობს დაშლილი, მიშლილი, მოშლილი "ნაც.მოძრაობა"როგორმე გადაარჩინოს, ამას ემსახურება კანონმდებლობის სრულად დარღვევით უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმარი სააკაშვილისთვის პარტიული საქმიანობის განხორციელება პირდაპირ სასამართლო პროცესიდან. მოსამართლე სხვა პატიმრებისგან განსხვავებით სააკაშვილს აძლევს უფლებას ილაპარაკოს პოლიტიკურ პროცესებზე, 7 ნოემბრის უმძიმესი საქმის ნაცვლად.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.

ბუჩას სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებებზე​ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს

ოკუპანტებისგან უკრაინის ქალაქ ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით სამიტი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ბუჩას დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაცია უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს. დეკლარაციას ხელი 50-მდე სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ მოაწერა. სამიტის მონაწილეებმა დაგმეს უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი მძიმე დანაშაულები, მათ შორის ბუჩაში განვითარებული მოვლენები, რომელიც რუსული აგრესიის სიმბოლოც გახდა. დეკლარაცია ასევე მხარს უჭ

ბუნდოვანი დეტალები მთავრობის წინ მშენებარე სკვერის ირგვლივ

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ რამდენიმე დღეა, რაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ სკვერის მოწყობა იგეგმება. თუმცა, მთავარი დეტალები, მაგალითად, რა დაჯდება მისი მოწყობა, როდის დასრულდება ან როგორი იქნება საბოლოო პროექტი – უცნობია. სკვერის მოწყობის გადაწყვეტილება დროში დაემთხვა სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან გახშირებულ საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციის წინ და გააჩინა განცდა, რომ ტერიტორიის შემოღობვით საპროტესტო სივრცეს ართმევენ აქტივისტებსა და ოპოზიციას. შემოღობვამდე დროი

ბუნდესტაგში დღეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ანგარიშს წარადგენენ

დღეს გერმანიის ფედერალური მთავრობა ბუნდესტაგში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ანგარიშს წარადგენს. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6 ნოემბრის ანგარიშშია ნათქვამი. განრიგის თანახმად, საქართველოს შესახებ განხილვა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6 ნოემბრის შეკრების პირველად საკითხად არის დაგეგმილი. გერმანელი პარლამენტარები გერმანიის ფედერალური მთავრობისგან ანგარიშს მოისმენენ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარე

ბუნდესტაგის რეზოლუცია - დაჟინებით მოვითხოვოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან წინსვლა აღარ მოხდეს და გამოვლინდეს ფაქტები, რომლებიც შეიძლება მიზნობრივი სანქციების დაწესების საბაბი გახდეს

გერმანიის ბუნდესტაგი 10 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე რეზოლუციის პროექტს "საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ უყრის კენჭს. რეზოლუცია გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“, „კავშირი 90/მწვანეების“ და „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ არის შემუშავებული. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებული „უცხოურ

ბუნდესტაგის 4 პოლიტიკური ჯგუფი საქართველოზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

გერმანიის ბუნდესტაგის 4 პოლიტიკური ჯგუფის საგარეო საქმეთა სპიკერები საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გმობენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს ძალისხმევა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაშვებული არ იყოს ეუთოს გრძელვადიანი დაკვირვება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისია ო

ბულგარეთში სტამბოლის ტერაქტთან კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავეს

ბულგარეთში სტამბოლის ტერაქტთან კავშირში ბრალდებული ხუთი პირი დააკავეს. მათ ბრალი ორი მუხლით წაუყენეს – ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერაქტის ორგანიზების ხელშეწყობასა და ადამიანებით ვაჭრობისთვის. ბულგარეთის გენერალური პროკურორის თქმით, აღნიშნული პირები საზღვარზე ადამიანებით ვაჭრობასა და კონტრაბანდას აწარმოებდნენ. დაკავებულთაგან სამი მოლდოვის მოქალაქე, ორი პირი კი – ქალი და კაცი, სირიელი ქურთები არიან. მათი ექსტრადირების მოთხოვნით თურქეთმა უკვე მიმართა ბულგარეთს. აფეთქება სტამბოლში 13 ნო

ბულგარეთში საქართველოს გავლით 436 კგ ჰეროინი შეიტანეს – მედია

შავი ზღვის პორტ ბურგასში ბულგარეთის ხელისუფლებამ დაახლოებით 436 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო. ნარკოტიკი ბულგარეთში საქართველოს გავლით აღმოჩნდა. ამის შესახებ განცხადება ორშაბათს, 12 აგვისტოს, ბულგარეთში საოლქო პროკურატურამ გაავრცელა. ჰეროინი 434 სხვადასხვა შეფუთვაში ინახებოდა, რომელიც ოფიციალურად დეკლარირებული ტვირთის შიგნით იყო დამალული. ტვირთი ტრაილერით გადაჰქონდათ. ნარკოტიკული საშუალების ჯამური ღირებულება 35 მილიონი ევროა. „მას შემდეგ, რაც სტატისტიკური ჩანაწერების წარმოება დაიწყო, ეს არი

ბულგარეთში სატვირთო მანქანაში 18 ადამიანის გვამი ნახეს

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის მახლობლად სატვირთო ავტომანქანაში ნახეს 18 გვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, პირველადი დასკვნით, სატვირთოს არალეგალური მიგრანტები გადაჰყავდა. შეშით დატვირთულ ავტომანქანას მალულად გადაჰყავდა სულ 40 ადამიანი. რატომ გარდაცვალა 18 მათგანი, ჯერ არ არის დადგენილი. ცნობით, გადარჩენილები საავადმყოფოში მოათავსეს შესამოწმებლად. ავტომანქანის მძღოლი გაქცეულია და იძებნება. რადიო თავისუფლება

ბულგარეთის პარლამენტმა დეკლარაცია მიიღო, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

ბულგარეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, - ამის შესახებ საუბარია შესაბამის დეკლარაციაში, რომელიც ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანომ, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ქალაქ სოფიაში ვიზიტის ფარგლებში, ხმათა უმრავლესობით მიიღო. (დეკლარაცია დაინიცირდა ორი ყოფილი პრემიერ- მინისტრის მიერ. მას მხარი დაუჭირა კოალიციაში შემავალმა ორივე პარტიამ). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფო

ბულგარეთი უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე აკრძალვას მოხსნის

ბულგარეთი სოფლის მეურნეობის უკრაინული პროდუქციის იმპორტზე აკრძალვას მოხსნის. შეზღუდვები მას შემდეგ გაუქმდება, რაც ბაზრის სტაბილიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან დაწესებული ზომები ძალაში შევა, – ამის შესახებ ბულგარეთის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს. პოლონეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ ევროკომისიამ სოფლის მეურნეობის საბჭოს სხდომაზე ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ახალი ზომები წარადგინა. ევროკავშირის ზომები მოიცავ

ბუდუ ზივზივაძემ სეზონი შესანიშნავად დაიწყო - ქართველმა ფორვარდმა სეზონის პირველივე მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო და 0:2-დან კარლსრუეს ნიურნბერგთან 3:2 მოაგებინა

ბუდუ ზივზივაძემ სეზონი შესანიშნავად დაიწყო - ქართველმა ფორვარდმა სეზონის პირველივე მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო და 0:2-დან კარლსრუეს ნიურნბერგთან 3:2 მოაგებინა. აღსანიშვნავია, რომ ზივზივაძემ ბუნდესლიგა 2-ში უკვე 16 გოლი გაიტანა და კობიაშვილის რეკორდი მოხსნა. მთავარი არხი.

ბუდუ ზივზივაძე: ვგმობ ძალადობას

საქართველოს ეროვნული ნაკლების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე ეხმაურება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და გმობს ძალადობა. „ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპული ნაწილი. ჩემი შეხედულება არასდროს შეცვლილა — საქართველოს ადგილი ევროპაშია“, — წერს ზივზივაძე „ინსტაგრამზე“. მასობრი

ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს

ქართველი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე, რომელიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეს“ ღირსებას იცავს, ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ზივზივაძემ ამ სეზონის 5 შეხვედრაში უკვე ექვსი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო „შალკესთან“ დღევანდელ დაპირისპირებაში 2 გოლი გაიტანა. უახლოეს მდევარს იგი 2 გოლით უსწრებს. გარდა ამისა, ზივზივაძის გუნდი ჩემპიონატის ლიდერიცაა – 5 შეხვედრაში მათ 4 გამარჯვება მოიპოვეს, ერთხელ კი ფრე ითამაშეს და აქტივში 13 ქულა აქვთ. ნეტგაზეთი

ბუაძე: „იმედზე“ გასული ბოდვის გამო დააკავეს ჩვენი წევრები - ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი

„ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ამბობს, რომ პოლიციამ პარტიის წევრები, ვეფხია კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავა. ბუაძის თქმით, მიზეზი სამთავრობო არხებზე: იმედზე, პოსტივიზე, სამთავრობო ონლაინმედია „კვირაზე“ ასული ვიდეოა, რომელიც საპროტესტო აქციაზეა გადაღებული და რომელშიც, არხის მტკიცებით, კასრაძე და კაძელაშვილი „ძალადობრივ გეგმაზე“ ლაპარაკობენ. „პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.   პუბლიკა
×
×
  • შექმენი...