ქართული ოცნების დეპუტატის, დავით სერგეენკოს თქმით, აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებისას კენჭისყრაზე არდასწრების საფუძველი დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება იყო. სერგეენკომ ამის შესახებ TV პირველთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს [აგენტების შესახებ კანონის მიღებას]. ვერ გეტყვით, რომ დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტი,
„ღმერთმა დამიფაროს, სახელმწიფოს მოღალატე, რუსი ირაკლისთვის მოსაწონი საქმიანობით ვიყო დაკავებული”, – ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე ეხმაურება „ქართული ოცნების” ლიდერის ირაკლი კობახიძის მორიგ სიტყვიერ თავდასხმას მასზე.
ნაკაიძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძეს ცუდი წარმოდგენა აქვს საქართველოს უმცირესობებზე და ჰგონია, რომ მისი გუნდის სახიფათო გზავნილების გადაფარვას მისი „დადანაშაულებით და ბინძური ტყუილებით შეძლებს”.
„ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე ბრალს მდებს, ჩემი
როდესაც ამბობენ, ახალგაზრდებმა უნდა გაიყვანონ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს, ამაზე სულ პროტესტი მაქვს. დიახ, ისინი უნდა იყვნენ ზურგში, მაგრამ იმ სიბინძურეს, რასაც ახლა ვუყურებ, ამ პროცესში მათი გასვრა არ მინდა. ის, რაც ჩვენი გასაკეთებელია, ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენ შემდეგ მოსულ თაობას ამასთან შეხება არ დასჭირდეს, - ამის შესახებ სოფო ხორგუანმა დიანა ტრაპაიძესთან "დღის ამბებში" სტუმრობისას განაცხადა.
337854261_800282538283682_1794982112266065220_n.mp4
ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა და ჩაგვრა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ დაწერა.
ლევან იოსელიანი ეხმაურება თბილისში გამართულ ქალთა სოლიდარობის მარშს, რომელსაც თავადაც ესწრებოდა და აღნიშნავს, რომ ყველამ ერთად უნდა დავგმოთ ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა და მუდმივად ვიყოთ ამ უფლებების დაცვის სადარაჯოზე.
“დღეს, არა მხოლოდ როგორც სახალხო დამცველი, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და გოგოს მამა მივედი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტისას ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ინგრიდა შიმონიტეს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის გადამწყვეტი ეტაპიდან გამომდინარე.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ლიეტუვას მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტის
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთისგან დასაცავად კიდევ უფრო ძლიერ იარაღს ელოდება. გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ ცის დასაცავად უკვე აქვთ ძალიან სერიოზული საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა იარაღი.
„მაგრამ უნდა იყოს, და დარწმუნებული ვარ, იქნება კიდევ უფრო ძლიერი“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
19 აპრილს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა დაადასტურა, რომ გერმანიისგან მიიღეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot-ი. რეზნიკოვის
17 წლის ქართველმა ახალგაზრდამ ჩარიცხვის დამადასტურებელი წერილი და ჯამში $500 000-მდე სტიპენდიის შეთავაზება 7 უნივერსიტეტისგან (Webster University Geneva, Webster Leiden Campus (Netherlands), American University in Bulgaria, Alfred University, University of Kentucky, Concord University, Albion college) მიიღო.
გურამ შენგელია სწავლას, ბიზნეს ადმინისტრირების განხრით, American University in Bulgaria-ში გააგრძლებს.
როგორც ჩანს, “ლელოს” პოლიტიკური დღის წესრიგი გიორგი გახარიას გარშემო ტრიალებს, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.
როგორც ბერდია სიჭინავა აცხადებს, მათი გუნდის ამოცანა “ოცნების” ხელისუფლების ცვლილებაა, ვიღაცების კი - 5%-იანი ბარიერის გადალახვა.
"ჩვენი გუნდის ამოცანა “ოცნების” ხელისუფლების ცვლილებაა, ვიღაცების - 5%-იანი ბარიერის გადალახვა (წარმატებები ამ საკითხში).
დაფუძნების დღიდან გვაქვს თანმიმდევრული და ყველა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინეს.
მათივე ცნობით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
publika
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ევგენი პოპოვი ამბობს, რომ მზადაა წარადგინოს წინადადება რუსეთისა და საქართველოს საპალარმენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის შესახებ, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
დეპუტატის თქმით, საუბარი არაა „მეგობრობის ჯგუფზე“, მაგრამ ორი ქვეყნის პარლამენტარებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენაში.
გუშინ რუსეთის ფედერაციამ გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და მოხსნა შეზღუდვა პირდაპირ ფრენებზე.
მმართველ გუნდში ამ გადაწვყეტილე
ამ რამდენიმე დღემ კიდევ ერთხელ მძაფრად აჩვენა, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს, გაფორმებულია ავტორიტარიზმი და უკვე კაცმა არ იცის ვინ გვმართავს - ოცნება რუსეთთან კოორდინაციით, თუ პირდაპირ რუსული სპეცსამსახურები. ხელისუფლების შეცვლილი საგარეო პოლიტიკა ფაქტია - დასავლეთს მიზანმიმართულად აჩვენებენ რომ „აქ რუსეთია“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
როგორც მეზვრიშვილი აღნიშნავს, ქვეყანაში უკვე თითქმის ყველაფერი რუსულია, ხელისუფ
უკრაინელებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის 590 ჯარისკაცი, 24 დრონი და 19 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 218 500 ჯარისკაცს, 3 965 ტანკს, 7 683 ჯავშანტექნიკას, 3 812 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 314 საბრძოლო თვითმფრინავს და 301 ვერტმფრენს, 6 519 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 357უპილოტო საფრენ აპარატს, 519 ერთეულ ს
რუსეთის ხელისუფლებამ დედაქალაქ მოსკოვში, ასევე მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში 24 ივნისის დილიდან „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ გამოაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დაპირისპირება რუსეთის არმიის ხელმძღვანელობასთან და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ქალაქ დონის როსტოვის დაკავება. „ვაგნერმა“ თავის საბოლოო მიზნად მოსკოვამდე ჩასვლა და თავდაცვის მინისტრის, ასევე გენშტაბის ხელმძღვანელის დაკავება დაისახა.
„კონტრტერორისტული ოპერაციის რ
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება.
ამჟამად სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, 18 თვით გადავადებისათვის 2 000 ლარს შეადგენს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის პირვანდელი ვარიანტით მოსაკრებლის ოდენობა 10 ათასი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, რაც საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვის დროს პროექტიდან ამოიღეს.
დღევანდელ სესიაზე კი ცნობილი გახდა, რომ კანონით ჯარში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნ
საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი, სავარაუდოდ, მოწამლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
უფრო კონკრეტულად, „რუსთავი 2“-ინფორმაციით, მეუფე შიოსთვის ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში არაერთი საეჭვო ნივთიერება აღმოჩნდა. ასევე ტელეკომპანიის ცნობით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ.
უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „მთავარმა არხმაც“. ტელ
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო მორიგი შეტყობინება ტრიქინელოზის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევის შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„შეტყობინების მიღებისთანავე სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა განახორციელეს სახელმწიფო კონტროლი ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში და ხორცის რეალიზატორ ბიზნესოპერატორებთან. მოკვლევა გრძელდება. ამჯერად პაციენტი წყალტუბოს მუნ
წყნეთში მოზარდის დაღუპვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ვაკის რაიონის გამგეობა და ამბობს, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, ელექტრომოწყობილობა უკანონოდ და კუსტარულად იყო დამონტაჟებული და სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს არ უკავშირდება:
„პირველ რიგში, გვინდა, სამძიმარი გამოვთქვათ გუშინ, წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც 16 წლის მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა. ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების დიდ გულისტკივილს! ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფანჩატურში,
პარიზში გარდაიცვალა ბრიტანელ-ფრანგი მომღერალი და მსახიობი ჯეინ ბირკინი, რომელიც 76 წლისა იყო. ამის შესახებ იტყობინებიან Le Parisien-ი და BFMTV.
მედიის თანახმად, ბირკინი მკვდარი ნახეს თავის ბინაში.
მაისის ბოლოს მან გააუქმა ყველა კონცერტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ აპირებდა სცენაზე დაბრუნებას.
ჯეინ ბირკინი 1946 წელს დაიბადა ლონდონში. პირველ ფილმში ის 1965 წელს გადაიღეს. 1969 წელს რეჟისორმა პიერ გრიმბლიმ ის მთავარ როლში ათამაშა „სლოგანში“, რომელშიც ასევე მთავარი როლი შეას
”ვინც დაინტერესებულია იმით, რომ 2024 წლის არჩევნებზე, გახარიას ფორმულის მიხედვით, “ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთობლივად 50%-ზე მეტი ვერ აიღონ, ასეთ ადამიანებთან გვაქვს კონსულტაციები.”
მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
10000000_314186317698197_2790037636040189957_n.mp4
რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰში მაღალსართულიან შენობაზე სარაკეტო დარყმა განახორციელეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.
„კრივ-რიჰი. რუსებმა ქალაქს ორი რაკეტა ესროლეს. ერთი რაკეტა საგანმანათლებლო დაწესებულების ოთხსართულიან შენობას მოხვდა. ნანგრევების ქვეშ სავარაუდოდ, ხალხია მოყოლილი. ადგილზე მაშველები და პოლიცია მუშაობენ", - წერს მინისტრი.
მისივე თქმით, მეორე რაკეტამ საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი გაანადგურა.
უკვე მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ივანიშვილის “ოცნების” სრულ კონტროლქვეშ მოექცა, - ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოსთვის“ განცხადებაში, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
პარტიაში „საქართველოსთვის“ მიიჩნევენ, რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი გადაწყვეტილებით, “ეფ ეს ბე”-სთან კავშირში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ფარცხალაძის დასაცავად, ქვეყნის საბანკო და ფულად-საკრედიტო სისტემა დააყენა სერიოზული დარტყმის ქვეშ, რომელიც თითოეული მოქალაქის ფინანს
"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ენმ-ის დეპუტატს თბილისის საკრებულოში, ირაკლი ეძგვერაძეს თავს ე.წ. კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის, ძმა, ლევან შუკაკიძე დაესხა.
ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის სახელი რამდენიმე წუთის წინ, ენმ-ს ყოფილმა თამჯდომარემაც დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელსაც, გლდანში, 84-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი ხელჩართული დაპირისპირებისა და სროლის მთავარ ორგანიზატორად ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძის ძმა, ლევან შუკაკიძე დასახელდა, თუმცა ე
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელში გაემგზავრა, ის იორდანიაში აღარ ჩავა, რადგან ქვეყნის ხელისუფლებამ მეფე აბდულა II-სთან, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ-ფატაჰ ელ-სისისთან და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან მისი შეხვედრა გააუქმა.
იორდანიამ სამიტის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა ღაზას სექტორში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენი იორდანიის დედაქ
„ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო” – ასე დაიწყო პარლამენტში სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. საკანონმდებლო ორგანო დღეს მის იმპიჩმენტს განიხილავს. ზურაბიშვილმა თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაინაცვლა პოლიტიკურ სფეროში და წინ ვერ აღუდგა პარტიის პოლიტიკურ ნებას.
მისივე თქმით, ნიშანდობლივია, რომ სამმა მოსამართლემ შეძლო გადაერჩინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს მართლმსაჯულების რეპუტაცია.
სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას კონსტიტუციის არსი და სული