ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, რათა მონიტორინგი გაუწიოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. OSCE/ODIHR - ის ინფორმაციით, მისია არჩევნებზე დასაკვირვებლად ოფიციალურად მოწვეული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ.
სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს ოუენ მერფი. მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან გადანაწილდებ
“ლელოს” ლიდერისგან მოვისმვინე, რომ მზად არის, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, ჩვენ არ ვიცით რა დოკუმენტია, მოვუწოდებთ, რომ გამოაქვეყნონ."
ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/8048255525284853/
რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის შეუცვლელი პოზიციის ფონზე, [„ქართული ოცნება“] როგორ აპირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? - როგორ აპირებს არაღიარების პოლიტიკის დაცვას? - რა ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ითხოვს მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობას? - ამ კითხვებზე მაინც უნდა გასცეს ივანიშვილმა პასუხი საზოგადოებას,- ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ისეთი თემა, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული
დღეს “ოცნება” იქცევა, როგორც დამარცხებული პოლიტიკური ძალა და ამ მარცხის გაფორმებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება.
“ნაცები” როგორც ებრძოდნენ 2012 წელს “ოცნებას” ზუსტად ასე გვებრძვის დღეს “ოცნება” პარტიას “გახარია საქართველოსთვის”
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/517046781197164/
საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი ჟან ნოელ-ბარო ეხმაურება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს.
„ეუთო/ოდირის წინასწარი მიგნებები ადასტურებს ჩვენ შეშფოთებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, სადაც საპარლამენტო არჩევნები სულ ახლახანს ჩატარდა. ველით, რომ ხელისუფლება დარღვევების ბრალდებებს გამოიძიებს. თუ საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება სურს, პოლიტიკურ პლურალიზმსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს პატივი უნდა სცეს“, – წერს მინისტრი.
26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმე
სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, განვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ღრმად შემაშფოთებელი ვითარება, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„კიდევ ერთხელ გავიმეორე პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა ქართველი ერის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - აცხადებს დუდა.
იპნ
საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეხმაურებიან ბოლო დროს „ცალკეული პოლიტიკური პარტიების” წარმომადგენლების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცესკოს „შენობაში დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციი
მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც დღეს კადრები ვნახეთ, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო კადრი ერთი მეორის მისალმებისა, თუ დაჩოქების, - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ მიმართვაში.
როგორც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს დეპუტატები პარლამენტში „გაყინული სახეებით“ ისხდნენ, რადგან მათ იციან, რომ არიან „გაყალბებული არჩევნების შედეგი“.
„მეცოდებიან ყველა ეს პარლამენტარები, რომლებიც დღეს ისხ
პარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს ჩატარდება.
დადგენილების პროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ საკუთარი აზრი არავის დაუფიქსირებია.
ამასთან, როგორც საკითხის მომხსენებელმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პრეზიდენტის არჩევნები, საქართველოს პარლამენტის შენობაში 14 დეკემბერს 09:00 საათზე დაიწყება, ხოლო ი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია - ის ევროპული მომავალი არ არის, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"ქართველების 80%-ზე მეტი საკუთარი ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავს. ამის მისაღწევად სიტყვები საკმარისი არ არის, ქმედებები და რეფორმებია საჭირო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია - ის ევროპული მომავალი არ არის", - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გ
საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიაზე ყოველგვარ პრეტენზიაზე და დაიწყო უდანაშაულო აქტივისტების და ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების დაპატიმრება მათ სახლებსა და სამუშაო ადგილებზე. არ შეცდეთ: „ქართული ოცნება“ კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებაშია აღნიშნული.
„აშშ-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯოს ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ უდანაშაულო ქართველების მიმართ ძალადობასა და სისასტიკეში. თუ
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეეცდება, აღმასრულებელი ქმედებებით გააუქმოს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლება.
NBC-თან ინტერვიუში შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა შეასრულოს დაპირება, რომ გაპრეზიდენტების პირველივე დღეს დაასრულებს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლებას, ტრამპმა უპასუხა : „დიახ, აბსოლუტურად“.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა აღმასრულებელი ქმედებით გადალახოს კონსტიტუციის მე-14 შესწორება, სადაც აღნიშნულია, რომ „შეერთებულ შტატებშ
“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია “ოცნების“ ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობს და ამბობს, რომ გაყალბებული არჩვენების შემდეგ მათ რამდენიმე ფატალური შეცდომა ჩაიდინეს.
გახარია ორ ძირითად შეცდომას უსვამს ხაზს, რომელიც მისი თქმით, უკვე სხვა რეალობაა და აჩვენებს, რომ “ოცნებას“ არანაირი რესურსი აღარ აქვს, დემოკრატიულად მართოს ეს ქვეყანა.
გუდაურში, ინდურ რესტორანში, 12 ადამაინის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
„შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება
ევროკომისიამ მოამზადა წინადადება ვიზა ფასილიტაციის შესახებ ევროკავშირ-საქართველოს შეთანხმების ნაწილის შეჩერების შესახებ.
ევროკომისიის თანახმად, თუ საბჭო ამ წინადადებას მიიღებს, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებს და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები, დასჭირდებათ ვიზა შენგენის ზონაში შესასვლელად.
„დღეს ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობა დავაკისროთ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი რეპრესიების გამო. ეს მკაფი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, თეოდოროს რუსოპულოსის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციისთვის ასამბლეაში მონაწილეობა სავალდებულოა და არა არჩევანი , - Civil.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ თეოდოროს რუსოპულოსმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„საპარლამენტო ასამბლეა არ არის ნაწილობრივი შეთანხმება, არამედ კანონზე დაფუძნებული ორგანო, რომელშიც მონაწილეობა არის არა არჩევანი, არამედ ვალდებულება. მას შემდეგ, რაც უფლებამოსილება მიიღეს, უნდა იყვნენ ას
ადვოკატი მაია მწარიაშვილი, რომელიც მზია ამაღლობელის ინტერესების ერთ-ერთი დამცველია, რუსთავის ქალთა კოლონიიდან გამოსვლის შემდეგ პატიმრის მდგომარეობას აფასებს.
როგორც მწარიაშვილი ამბობს, ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი უფრო სუსტად გამოიყურება, ვიდრე ბოლო მონახულების დროს, ორი დღის წინ, უფრო ნელა მოძრაობს და საუბრობს. თუმცა, არ ითხოვს კლინიკაში გადაყვანას.
მწარიაშვილის თქმით, მათ ჩაიბარეს ყველა იმ ანალიზის პასუხი და სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც ამ დრომდე შეადგინეს ციხი
რუსეთს საკმარისი რესურსი აქვს უკრაინაში ხანგრძლივი ომის საწარმოებლად, ამიტომ მნიშვნელოვანია, დასავლეთი არ მოდუნდეს კიევისთვის დახმარების გაწევაში, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.
ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთის ერთიანობა უკრაინის დასახმარებლად საკმაოდ ძლიერია, მაგრამ პრობლემები, როგორც წესი, დაკავშირებულია გადაწყვეტილებების აღსრულების სიჩქარესთან. მაგალითად, როგორც ედგარს რინკევიჩსი ამბობს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება
საქმიანი კოორდინაციის ინიციატორები ვიყავით საპარლამენტო არჩევნებზე, მას შემდეგაც და „ნაციონალური მოძრაობისგან“, „ლელოსგან“, „სტრატეგია აღმაშენებლისგან“ პარტნიორების გადაგდების, მოტყუების ცუდი გამოცდილება გვაქვს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებაზე კითხვის საპასუხოდ განცხადა.
მისივე თქმით, სურს, ზურაბ ჯაფარიძისგან და ელენე ხოშტარიასგან მოისმინოს, რა არგუმენტი აქვთ მათ. ბოკერიას გან
სომხეთის ხელმძღვანელობას აქვს პოლიტიკური ნება ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად, – ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებაა, რომელიც მან სომხეთის პრემიერთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას გააკეთა.
„კონფლიქტი უკვე ათწლეულების განმავლობაში გრძელდება და საჭიროა როგორღაც მისი დასრულება. ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. საჭიროა გადამწყვეტი მომენტების პოვნა, რომელიც ჩვენ წინ წასვლის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა პუტინმა.
თავის მხრივ, ს
სოციალური ქსელის მომხმარებელი საზოგადოებას შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვს.
როგორც მანანა ხურციძე წერს, მის შვილს დეპრესია აქვს.
"ძალიან მიმძიმს ამის გამეორება, მაგრამ დაიკარგა ჩემი გიო, ბავშვს აქვს დეპრესია. გთხოვთ გადააზიაროთ და თუ ვინმე სადმე დაინახავთ დაგვირეკოთ. გასკდა გული, ამის გადატანა ისევ რომ გვიწევს. გთხოვთ დაგვეხმაროთ გიოს პოვნაში. 599885054; 591917161 დაგვირეკეთ."- წერს მანანა ხურციძე.
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფულს ითვისებდნენ, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა საქართველოს, ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად ჩაატარეს.
"ფართომასშტაბიანი ღონისძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყნებში დაწყებულია დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, საქართველოში დაკ
„დიდი ოცეულის“ სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დაესწრება, მის ნაცვლად დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.
ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
„დიდი ოცეულის“ სამიტი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება და მას დიდი ალბათობით, მიწვეული ლიდერის რანგში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრება, რომელსაც ქვეყანა, ომის დაწყების შემდეგ არ დაუტოვებია.
ავტორი - სალომე თორაძე
რუსების ხერსონიდან გასვლა აჩვენებს, რომ რუს სამხედროებს რეალური პრობლემები აქვთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ზამთრის პერიოდისთვის ყველას მოუწევს თავისი პოზიციების გადაფასება.
ბაიდენის განცხადებით, ჯერ კიდევ გასარკვევია, იქნება თუ არა გადაწყვეტილება რუსეთთან კომპრომისისთვის უკრაინის მზადყოფნის შესახებ.
„უკრაინას ბევრი რამ სურს. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. მაგალითად, მე მკითხეს, მივცემდით თუ არა ამერიკულ თვითმფრინავებს უკრაინ
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, ჯანეტ იელენის განცხადებით, შეერთებული შტატები ახალ სანქციებს დაუწესებს კერძო პირებისა და კომპანიების ტრანსნაციონალურ ქსელს, რომლებიც რუსეთის უკრაინაში ომისთვის სამხედრო ტექნოლოგიების შესყიდვაზე მუშაობენ.
„დიდი ოცეულის“ სამიტზე, კუნძულ ბალიზე ჩასულმა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სანქციები დაუწესდება 14 ფიზიკურ პირსა და 28 კომპანიას, მათ შორის ფინანსურ ფასილიტატორებს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
„ეს არის ჩვენი დიდი ძალისხმევის ნაწილი,