მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კასპის მუნიციპალიტეტში კაცი 11 წლის ბიჭს აქეზებდა, რომ 9 წლის ბავშვი ეცემა და მოეკლა, გამოძიება დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
თვითმხილველთა ინფორმაციით კი, დაშავებულ მოზარდს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნება და მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
სოფლის მცხოვრებთა განცხადები
„ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან და მხარს დაუჭერს რეფორმების ძალისხმევას მათ ევროპულ გზაზე“, — ნათქვამია ევროპული საბჭოს სამიტის შემაჯამებელ დასკვნაში.
ევროპული საბჭოს სამიტი ბრიუსელში 26-27 ოქტომბერს გაიმართა. სამიტზე განსახილველ თემებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთი, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, მიგრაცია, საგარეო ურთიერთობები, ევროკავშირის ფინანსური ჩარჩო 2021-2027 წლებისთვის.
ევროპული საბჭო ყოველ სხდომას აჯამებს დასკვნების
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო უწყება ამ დღისთვის 16 ქალაქში ღონისძიებებს მართავს.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყება დილის 11:00 საათზე - საქართველოს 10 რეგიონში და თბილისშიც წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.
თბილისის პროგრამა
მარნეულის პროგრამა
მესტიის პროგრამა
მცხეთის პროგრამა
ოზურგეთის პროგრამა
რუსთავის პროგრამა
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ.
ისინი ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ.
განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის გარშემო არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და მისი შესაძლო მიღება უკიდურესად დააზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპული ინტეგრაციი
გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის პირველმა მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს ომზე საუბრის დროს „ქართული ოცნების” ციტატა გამოიყენა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა” ავრცელებს.
კერძოდ, მან მმართველი პარტიის ბოლო განცხადებიდან მაგალითად მოიყვანა ის მონაკვეთი, სადაც ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილია დადანაშაულებული და აღნიშნულია, რომ მისი „ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო”.
7 აგვისტოს აგვისტოს ომთან დაკავ
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლები რუსულ კანონთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას განცხადების სახით ავრცელებენ, რომლითაც უერთდებიან სამოქალაქო პროტესტს და მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიწვიოს პირველი მოსმენით მიღებული კანონი.
“მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონის საბოლოო მიღება უკიდურესად დააზიანებს საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს, შეაფერხებს მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ამასთანავე, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააშორებს ჩვენს ქვეყანას
სომხეთის მიმართვის შემდეგ, გაეროს უშიშროების საბჭო 16 აგვისტოს რიგგარეშე სხდომას გამართავს ყარაბაღში შექმნილ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხდომას ნიუ-იორკში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი დაესწრება.
სომხეთის ხელისუფლებამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა, ჩაერიოს ადამიანების წინააღმდეგ მასობრივი დანაშაულის, მათ შორის ეთნიკური წმენდისა და გენოციდის წინააღმდეგ.
აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლა
უკრაინაში, მიმდინარე წლის 1- 31 მარტის პერიოდში, ომის შედეგად 765 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ცნობით, მარტში უკრაინაში 178 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 587 კი - დაშავდა.
გაერო-ს განმარტებით, მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეულია მოქმედების ფართო არეალის მქონე იარაღის, ნაღმების და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით.
ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის სრულმას
გასული წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 13 მარტის ანგარიშის მონაცემებით დაიღუპა 8 231 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 13 734.
დაშავებულებს შორის 413 ბიჭი და 295 გოგოა, ასევე 271 ბავშვი რომელთა სქესის დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა. დაიღუპა 3664 კაცი და 2173 ქალი. 260 ბიჭი და 203 გოგო. 31 ბავშვისა და 1900 ზრდასრულის სქესი ჯერ დაუზუსტებელია.
გაერო აცხადებს, რომ რეალური ციფრები გაცილებით დიდია, ვინაიდან ზოგი ადგილიდ
საქართველოში ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ ძალის გამოყენება უნდა გამოიძიოს, - ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს. ანგარიში ადამიანის უფლებებში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერაა მომზადებული.
„მივიღეთ ცნობები საქართველოში სამართალდამცავებისა და უნიფორმების ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნების არმქონე პირების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების, ადამიანის უფლებების დამცველებისა და ჟურნალისტების წინა
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში რუსული კანონის მიღების გამო წუხილს გამოთქვამს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას.
გაეროს ანგარიშში, რომელიც 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რუსეთის ჯარები პასუხისმგებელი არიან უკრაინის ოთხ რეგიონში ომის პირველი კვირების განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევათა „დიდი უმრავლესობისთვის“, მათ შორის სამხედრო დანაშაულებისთვის.
უკრაინის საკითხების დამოუკიდებელმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ ჩაატარა მოვლენათა დოკუმენტაცია კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და სუმის ოლქებში 2022 წლის თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში.
კომისიამ დაადგინა, რომ რუსეთის ჯარები გან
გაერო, უკრაინა და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში მოქმედი ჰუმანიტარული დერეფანი ხვალ, 2 ნოემბერს დახურული იქნება.
როგორც სტამბოლში მდებარე საკოორდინაციო ცენტრში განაცხადეს, ჰუმანიტარული დერეფნის გავლით 2 ნოემბერს ხომალდების გადაადგილება შეჩერდება.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილეობის შეჩერების შემდეგ გემების გადაადგილდება და შემოწმება გაგრძელდება, ეს იქნება დროებითი და ექსტრაორდინალური ზომა.
გაერო-ში იმედოვნებენ, რომ მარცვლეულის ექსპორტის შავი ზღვის ინიციატივა მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მარტინ გრიფიტსმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივა შეაჩერა და არ შეუწყვიტავს.
„მჯერა, მარცვლეულის ექსპორტის შავი ზღვის ინიციატივა განახლდება. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამაში დავრწმუნდეთ. ამისთვის 18 ნოემბრამდე ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ეს ინიციატივა შეჩერებულია და არა შეწყვეტილი. სხვაო
გაერო-ში შეერთებული შტატების ელჩი, ლინდა თომას-გრინფილდი აცხადებს, რომ უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა ურყევია და გაგრძელდება ვიდრე ქვეყანა ამ ომს არ მოიგებს.
„ჩვენ პირველი დღიდან გავერთიანდით და ამ ერთიანობაში ბზარები არ გვინახავს. ევროპა ერთიანია. ნატო ერთიანია. ჩვენ გვქონდა ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში უკრაინისთვის. ჩვენი მხარდაჭერა ურყევია და გავაგრძელებთ ერთიანობას ვიდრე უკრაინა არ მოიგებს ამ ომს და რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომ
ჩინეთი გადაკვეთს „წითელ ხაზს“, თუ რუსეთს სამხედრო შეიარაღებას მიაწოდებს, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აშშ მზად არის, ჩინეთს კონკურენცია გაუწიოს.
ამასთან, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ჩინეთის მიერ რუსეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერის „შემაშფოთებელ“ ტენდენციებს ხედავს და პეკინს სურს, რუსეთს სამხედრო დახმარება ფარულად მიაწოდოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლი
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო და მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში. შესაბამის განცხადებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ავრცელებს.
გაერო აღნიშნავს, რომ მსგა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა შეტანის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამოიწვიოს კა
კაცობრიობის სახელით მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებები და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს განურჩეველი თავდასხმები უკრაინაზე, - ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს ჰუმანიტარული კოორდინატორის დენის ბრაუნის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც რუსების მიერ ზაპოროჟიეში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად სასტუმრო Reikartz-ის დაზიანებას ეხმაურება.
"შეძრწუნებული ვარ ახალი ამბებით, რომ სასტუმრო, რომელსაც ხშირად იყენებენ გაერო-ს თანამშრომლები და ჩვენი კოლ
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან მისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, ვიმეორებთ 16-წლიან მოწოდებას რუსეთის მიმართ - გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, - ამის შესახებ მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ფრანჩესკა გატიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრ
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
რეზოლუციას მხარი 14-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო აშშ-მა თავი შეიკავა.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ყველა მძევლის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.
ipn
გაერო-ს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც “ჰამასს” მოუწოდებს, დაეთანხმოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ სამ ეტაპიან წინადადებას მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
რეზოლუციას მხარი საბჭოს თოთხმეტმა წევრმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ არცერთი არ წასულა. ერთადერთი ქვეყანამ რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, რუსეთი იყო.
„ჰამასმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯგუფი მიესალმა რეზოლუციას, თუმცა ჯერ კიდე
გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს შეიკრიბება და კენჭს უყრის რეზოლუციას ისრაელი-ჰამასის ომში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.
ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა საბჭოს შეხვედრა გაერო-ს წესდების 99-ე მუხლის გამოყენებით მოითხოვა, სადაც ნათქვამია, რომ გენერალურ მდივანს შეუძლია, საბჭოს ყურადღება მიმართოს ნებისმიერი საკითხისკენ, რომელიც, მისი აზრით, შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს საერთაშორისო ურთიერთობების შენარჩუნებას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
საბჭოსთვის გაგზავნილ წერილშ
გაერო-ს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ და მდგრად შეწყვეტას მოითხოვს.
მედიის ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ღაზის სექტორში უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომისთვის საჭიროა საომარი მოქმედებების სასწრაფო და მდგრადი შეწყვეტა. ამასთან, დოკუმენტი მოითხოვს ყველა მძევლის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას.
ისევე როგორც წინა რეზოლუცია, რომელსაც ვეტო აშშ-მა ვეტო დაადო, ახალი რეზოლუციის პროექტი გმობს განურჩეველ თავდასხმას
შემაშფოთებელ ცნობებს ვიღებ საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობის შესახებ, მოვუწოდებ მთავრობას პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას, - ამის შესახებ გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი გაერთიანების უფლებისა და შეკრების თავისუფლების საკითხებში, ჯინა რომერო სოციალურ ქსელში წერს.
„შემაშფოთებელ ცნობებს ვიღებ პოლიციის ძალადობის შესახებ საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ევროკავშირთან მოლაპარაკებე