გერმანიამ უკრაინას უკვე გადასცა „ლეოპარდ 2“ ტიპის 18 ტანკი და „მარდერის“ ტიპის ქვეითთა 40 საბრძოლო მანქანა. ზაფხულში იგეგმება 80 ერთეული „ლეოპარდ 1“ ტიპის ტანკის მიწოდება, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია სიტყვას ასრულებს და მხარს უჭერს უკრაინას ჯავშანტექნიკის და სხვა იარაღის, ასევე, საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და საბრძოლო მასალის სასწრაფო მიწოდებით.
პისტორიუსის ინ
მე მადლობას გადავუხდი, სახელების დასახელების გარეშე, იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატურებს - ეს დეპუტატები არიან გარიგებული არა ვინმესთან, არამედ კანდიდატის სტატუსთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უკვე აირჩა სამი წევრი და მათ დააგროვეს 90
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ F-16 ტიპის გამანადგურებლების მართვაზე უკრაინელი პილოტების წვრთნები პოლონეთში უკვე დაიწყო.
„F-16-ებზე პილოტების მომზადება რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ რაც მალე, მით უკეთესი“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.
კითხვაზე, კონკრეტულად რომელ ქვეყნებში დაიწყო
რუსეთმა ბახმუტის გარეუბნებში კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ქვედანაყოფები რეგულარული არმიის ჯარისკაცებით ჩაანაცვლა, მაგრამ ჯგუფის მებრძოლები განადგურებულ ქალაქში ჯერ კიდევ რჩებიან, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
მანამდე, "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდან „ვაგნერის“ მებრძოლების გაყვანა დაიწყო.
"ვაგნერელთა" გაყვანის პროცესის ამსახველი ვიდეო პრიგოჟინის პრესსამსახურმა გა
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი მეგობრისა და მეზობლის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ipn
ბოლო 9-10 თვეში საქართველოში ოფიციალურად რუსეთის 1052 მოქალაქე დასაქმდა. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ პარლამენტის დეპუტატის თამარ კორძაიას სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი მონაცემებიდან ირკვევა.
კერძოდ, დეპუტატის კითხვის პასუხად გაგზავნილი მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წლის აგვისტოდან დღემდე (პასუხი დათარიღებულია 24 მაისით, კითხვები გაგზავნილია 26 აპრილს) ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, პარტნიორებთან შეხვედრაზე ისაუბრებს მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციაზე, ასევე უკრაინის ახალ ინიციატივაზე „პატრიოტების“ კოალიციასთან დაკავშირებით და უკრაინის „მშვიდობის ფორმულაზე“.
„მოგესალმებით, პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ აქ ვარ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოლდოვას მხარდაჭერა. გვიხარია რომ ისტორიულად ჩვენ ისევ ერთა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით "წითელი ჯვრისა" და გაეროს “სიჩუმით” შოკირებულია. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის "წითელმა ჯვარმა" და გაერომ, უკრაინის დახმარების შესახებ თხოვნებს ან იგნორირება გაუკეთეს ან დიპლომატიური ფორმულირებით უარი განაცხადეს.
“ხალხი, ცხოველები დაიღუპნენ. დატბორილი სახლების სახურავებიდან ხალხი დამხრჩვლებს ხედავს.
ხერსონის ოლქ
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან 2023 წლის 11 ივნისის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 215 640 რუსი ჯარისკაცის განადგურება შეძლეს, მათ შორის 980 სამხედრო მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში.
ინფორმაცია ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
11 ივნისის მდგომარეობით, უკრაინელმა შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსეთის ჯარის 3926 ტანკი (+17), 7631 ჯავშანტექნიკა (+24), 3736 საარტილერიო დანადგარი (+19), 601 ზალპური ცეცხლის რეაქ
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები (G7) რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეულის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებენ, მარცვლეულის წარმოშობის ქიმიური იდენტიფიცირების გზით.
ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის სურსათის, მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრმა მარკ სპენსერმა გააკეთა.
როგორც მან ლონდონში მიმდინარე მარცვლეულის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო საბჭოს კონფერენციაზე განაცხადა, უკრაინიდან მარცვლეულის კონტროლის სქემაში დიდი ბრიტანეთი წამყვან როლს ასრულებს, ხოლო G7-ის
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვალერი თელიას განცხადებით, გორში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, ერთი მოქალაქის ჩხრეკის შედეგად, გარკვეული სახის ნივთიერება ამოიღეს.
მისივე ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიება გორის გარდა მიმდინარეობს სხვა ტერიტორიაზეც.
„ამ ეტაპზე სხვადასხვა ლოკაციაზე საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ მოქალაქეს შიდა ქართლის რეგიონში ჩხრეკა ჩაუტარდა. აღმოჩენილ იქნა გარკვეული სახის ნივთიერება,
კობახიძემ, 5-6 ივლისის ძალადობას სამართლებრივად არ ჰყავდა ორგანიზატირიო - არ არსებობს თეთრი, რაზეც შავის თქმა არ შეუძლია, თუ დასჭირდა იტყვის, რომ ირაკლი კობახიძე კი არა, ირაკლი ღარიბაშვილია, არ არსებობს კანონმდებლობის ასეთი განზრახ არაკეთილსინდისიერი ინტერპრეტატორი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს და დასძენს, რომ 5-6 ივლისის ძალადობას პირდაპირი ეთერიდან უშუალოდ ახალისებდნენ ალტ-ინფოს „წამყვანები“.
მისივე განცხადებით
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანახმაა, თურქეთის პარლამენტს წარუდგინოს შვედეთის განაცხადი ალიანსში გაწევრიანების შესახებ.
“მოხარული ვარ, განვაცხადო… რომ პრეზიდენტი ერდოღანი დათანხმდა შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის დიდი ეროვნული ასამბლეისთვის გადაცემას რაც შეიძლება მალე და მჭიდროდ თანამშრომლობას ასამბლეასთან [პროტოკოლის] რატიფიცირების უზრუნველსაყოფად”, — დასძინა სტოლტენბერგმა ვილნიუსში, სადაც ნატოს სამიტი იმართება.
დ
საბერძნეთში, იტალიაში, ალჟირსა და ტუნისში ტყის ხანძრების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით - ევაკუირებულია.
BBC-ის ცნობით, საბერძნეთის ხელისუფლება როდოსიდან, კორფუდან და ევიადან ევაკუირებულთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს.
ამასთან, მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 44 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს.ტყის ხანძრებს იტალიაც ებრძვის. ხანძრების გავრცელების გამო, სიცილიის ხელისუფლებას ცოტა ხნით პალერმოს აეროპორტის დახურვა მოუწია.
BBC-ის ინფორმაციით, დღის
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში (აპრილი - ივნისი) შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1339 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 968-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ სამ თვეში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან 3 იყო არასრულწლოვანი, რომელთაგან ყველას ნარკოტიკული თრობა დაუდა
ასიდან ას შემთხვევაში ასე მოვიქცევი. მე კაცად გამზარდა დედაჩემმა , - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ტატო ხუნდაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დაპირისპირების პროვოცირება თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან მოხდა, თვითონ კი სრულიად შემთხვევით მოხდა „ამ აურზაურში“.
„ირაკლი ეძგვერაძე ჩემს ოჯახშია გაზრდილი… მათი მხრიდან იყო შეძახილები, „კახი კალაძის
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობას, 68%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია.
კითხვაზე, გსურთ, რომ „ქართული ოცნება” დარჩეს უმრავლესობაში თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია (ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში, პასუხები ასე გადანაწილდა:
ახალი პარტია(ები) პარლამენტის მმართველის როლში – 68%
ქართული ოცნება დარჩეს უმრავლესობაში – 32%
სექტემბერში ჩატარებული Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვი
ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში - ონლაინ არჩევნებს მხარს ვუჭერთ იმ დაშვებით, რომ უსაფრთხოება იქნას დაცული, არსებობს სხვა გზებიც, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
ამასთან, დაუშვილი მიიჩნევს, რომ ონლაინ არჩევნების გარდა, ემიგრანტების მონაწილეობის უზრუნველყოფა დამატებით საარჩევნო უბნების გახსნითაც იქნება შესაძლებელი.
„ელექტრონულ ონლაინ არჩევნებს აქვს თავის რისკები. ამ ტიპის ა
საიას შეფასებით, საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით 2023 წელს რამდენიმე გამოწვევა იჩენს თავს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2023 წელს განვითარებული მოვლენები და სხვადასხვა მშვიდობიან შეკრებაზე სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეკრების თავისუფლება მომეტებულად იზღუდება.
მათივე ცნობით, 2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დანაშაული
10 იანვარს ოთახის მცენარეების დაფასების დღე აღინიშნება. ვინაიდან შობა-ახალი წლის პერიოდში ყველას ყურადღება ნაძვისხეებისკენ არის მიბყრობილი, ოთახის მცენარეების დაფასების დღის დაწესება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება და გვახსენებს, რომ ლამაზად მორთული ნაძვის ხის გარდა, არსებობენ ოთახის მწვანე ბინადრებიც, რომელთაც ყურადღება არ უნდა მოვაკლოთ.
ოთახის მცენარეთა მნიშვნელობაზე, მათი მოვლის თავისებურებებსა და მოყვარულთა მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს ნათია ჯიჯიაშვილი, ეროვნული ბოტანიკური ბაღი
ერევანი და ბაქო ტერიტორიული პრეტენზიების არარსებობის შესახებ ორმხრივ გარანტიებს ითხოვენ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„ჩვენ აზერბაიჯანისგან გარანტიებს ველით და მზად ვართ, მათ გარანტიები მივცეთ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა თეორიულად შესაძლებელია.
„ჩვენ აზერბაიჯანისგან დამატებითი ორმხრივი გარანტიები გვსურს, აზერბაიჯანს კი ჩვენგან, რომ არც ჩვენ და არც მ
„ლელო“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეიძლება დაელაპარაკო და ჩვენი ინტერესია, რომ მომავალ პარლამენტში „ლელო“ იყოს წარმოდგენილი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.
„ლელო“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეიძლება დაელაპარაკო და ჩვენი ინტერესია, რომ მომავალ პარლამენტში „ლელო“ იყოს წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ სუიციდის მცდელობები აქვს. ხანდახან ვფიქრობ საკუთარი თავის მტრები როგორ არია
გუშინ მთავრობის სხდომიდან ხელისუფლებამ და მისმა კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა დაიწყო ტყუილების და სიყალბის მიზანმიმართული კამპანია, რომლის მიზანი ირაკლი კობახიძის კორუფციული ტვირთისგან გათავისუფლება და კორუფციის წინააღმდეგ თითქოსდა ოცნების ბრძოლის ყალბი დღის წესრიგის შექმნაა, - ამის შესახებ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, სახელისუფლებო პროპაგანდა, ნებსით თუ უნებლიეთ, აქტიურად გააგრძელ
ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას, - ამის შესახებ აშშ-ს მიერ სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მილერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რა გახდა ქართველი მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე შტატების გადაწყვეტილების საფუძველი.
„სანქციები დაწესდა, რათა იმ ბოროტი აქტორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ხელი შეუწყოს, რომლებმ
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, კვლევით ცენტრებსა და პროფესიული სერვისის სფეროში მომუშავე ფსიქოლოგები პარლამენტსა და მთავრობას განცხადებით მიმართავენ უკან გაიწვიონ რუსული კანონი.
განცხადებას ამ დროისთვის 437 ადამიანი აწერს ხელს. სია განახლებადია.
„პუბლიკა“ განცხადებას სრულად გთავაზობთ:
პუბლიკა