Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.086.566

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ინტერვიუ კელი დეგნანთან სანქციებზე, მედიაზე, პროპაგანდაზე და ა.შ.

მესამე წელია, საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციას კელი დეგნანი იკავებს. მას ვადა მალე ეწურება, თუმცა სწორედ მის ელჩობას დაემთხვა აშშ-ის გადაწყვეტილება, რომელიც უკანასკნელ დღეებში ერთ-ერთი მთავარი თემაა როგორც ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, ისე მედიისთვის: სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლე დაასანქცირა.  12 აპრილს ჩაწერილი ინტერვიუს დიდი ნაწილიც სწორედ სანქციებსა და ქართულ მართლმსაჯულებას ეხება, თუმცა “ნეტგაზეთმა” ელჩს არაერთი კითხვა დაუსვა სხვა პროცესებზეც, მათ შორის, მმართველი

სერჰი ჩერევატი - უკრაინელები ბახმუტის მიმართულებით ინიციატივას ინარჩუნებენ

უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით ინიციატივას ინარჩუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ მტერი ძლიერ წინააღმდეგობას უწევს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა. „ბახმუტის მიმართულება რჩება მიმართულებად, სადაც ჩვენი თავდაცვის ძალები ინიციატივას ინარჩუნებენ. მტერი სასტიკ წინააღმდეგობას უწევს, ყველა ტიპის არტილერიის გამოყენებით - ნაღმმტყორცნებიდან დაწყებული სარაკეტო სისტემებით დამთავრებული", - აღნიშნა ჩერევატიმ. მისი თქმით, რ

„დააკავეთ რუსეთის აგენტი“ — პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების აქცია მიმდინარეობს. შეკრების გზავნილია “რუსი აგენტების წინააღმდეგ!” “რუსეთის აგენტებო, გთხოვთ, დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საერთაშორისო სანქციები”, – ისმის პარლამენტთან. პარალელურად, პარლამენტში ინტერპელაციის წესით უნდა მოუსმინონ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს. დავითაშვილის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში სავარ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4,3 მაგნიტუდა შეადგინა. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთიდან 7 კილომეტრში სოფელ ვაკიჯვარში იყო.

თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. „თბილისი გილოცავთ ევროპის დღეს! – ევროპის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. ევროპის დღეები თბილისში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

86 წლის ასაკში გარდაიცვალა იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, სილვიო ბერლუსკონი იტალიური მედიის ცნობით, ბერლუსკონიმ მილანში, სან რაფაელეს კლინიკაში თვეზე მეტი გაატარა. ის 5 აპრილის შემდეგ ჰოსპიტალიზებული იყო, 16 აპრილს კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. ბერლუსკონის ქრონიკული ლეიკემიისგან გამოწვეული ფილტვის ინფექცია დაუდგინდა. იტალიის ყოფილ პრემიერს, ბოლო წლებში, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რომელიც COVID-19 - ისას, 2020 წელს განსაკუთრებით გაუმწვავდა. ის წლ

უკრაინელმა მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ორ დასახლებაში უკრაინის დროშა აღმართეს

ქვედანაყოფ „ფოლადის საზღვრის“ მებრძოლებმა ხარკოვის ოლქის ორ სოფელში, სტროევკასა და ტოპოლიში უკრაინის დროშა აღმართეს. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული დასახლებები რუსეთთან საზღვარზე, ე.წ. ნაცრისფერ ზონაში მდებარეობს. „ხარკოვის ოლქის დეოკუპაციის შემდეგ, ნაღმების გამო ამ ტერიტორიაზე არავინ შესულა, მაგრამ ახლა მესაზღვრეებმა უსაფრთხო გზა გაკვალეს და უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს“, - აცხადებენ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში. ipn

ბაიდენი ოთხშაბათს ისრაელს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს ისრაელს ეწვევა.  ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ის ისრაელში იმყოფება.  მან განმარტა ბაიდენის დაგეგმილი ვიზიტის მიზნები – ბლინკენის თქმით, პრეზიდენტი “ადასტურებს შეერთებული შტატების სოლიდარობას ისრაელის მიმართ”. ბლინკენი ამბობს, რომ ბაიდენი ასევე იმუშავებს ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად.  მან დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ასევე მოისმენს ისრაელისგან, თუ როგორ წარმართავს

ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა

ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში გაემგზავრება, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევა გააგრძელოს. „მდივანი ბლინკენი ხაზს გაუსვამს აუცილებლობას, რომ რეგიონის ყველა მხარემ თავი აარიდოს ესკალაციას ან სხვა ქმედებებს, რამაც შეიძლება შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ძირი გამოუთხაროს“, - ნა

თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქაჰრამანმარასთან ახლოს დაფიქსირდა. აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა. IPN

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი სომხეთში 100-კაციან მისიას აგზავნის

ევროკავშირი, მომავალ კვირას, სომხეთში 100-კაციან მისიას გაგზავნის, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ევროკავშირი სომხეთის ერთგული პარტნიორია. მომავალ კვირას ევროკავშირი 100-კაციან მისიას გაგზავნის, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და სტაბილურობას“, - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერში“. IPN

ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების საქმეზე გამოძიება დაიწყო

თბილისში ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სავარაუდოდ, შეიარაღებული დაპირისპრების საქმეზე, რომელშიც ახალგაზრდები მონაწილეობენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთი მანქანა ეჯახება მეორე მანქანას, ირგვლივ რამდენიმე ახალგაზრდაა შეკრებილი. ისმის გინების ხმა, ასევე, სავარაუდოდ გასროლის ხმაც. შსს-ში მედიასთან ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, გამოძიება კი, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას

საქართველოში ერდოღანმა არჩევნები წააგო

თურქეთის არჩევნებისთვის საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ოპოზიციამ მოიგო როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო კენჭისყრა. ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, “ანადოლუს” პარალელური დათვლის შედეგებიდან ვიგებთ. სააგენტოს თანახმად, გახსნილია საარჩევნო ყუთების 100%. “ანადოლუს” ცნობით, საქართველოში მყოფ თურქეთის მოქალაქეთა შორის აქტივობამ, ჯამში, 43.93% შეადგინა. 1013 საპრეზიდენტო ბიულეტენიდან 8 გაბათილდა. ამ მონაცემებით, ამომრჩეველთა 63.58%-მა თურქეთის უმსხვილესი

რუსეთმა კიევზე მასიური თავდასხმა განახორციელა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ქალაქი დაიბომბა ფრთოსანი რაკეტებითა და კამიკაძე-დრონებით. მომხდარის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, დაშავდა სამი. ასევე, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, ჩამოგდებულია 28-ვე ფრთოსანი რაკეტა და 16-დან 15 დრონი. შევჩენკოს რაიონში რაკეტების ნამსხვრევების დაცემის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი – საწარმოს დაცვის წარმომადგენლები, აღნიშნავს პოპკო. უკრაი

რუსულმა ჯარმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნა ჩაატარა

რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში წვრთნა ჩაატარეს, რომლის მსვლელობისას სამხედრო ობიექტებზე პირობითი მოწინააღმდეგის ტერორისტული თავდასხმის მოგერიება იქნა დამუშავებული. „აფხაზეთში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზაზე ტერორიზმთან ბრძოლის ქვედანაყოფების სამხედრო წვრთნები ჩატარდა. საბრძოლო მდგომარეობასთან მიახლოებულ ვითარებაში იმიტაციის მრავალი საშუალება და ფუჭი საბრძოლო მასალა გამოიყენეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი გახარიამ გორში პარტია „საქართველოსთვის“ წევრებთან შეხვედრა გამართა (ფოტოები)

გიორგი გახარიას შეხვედრა გორში - პარტია „საქართველოსთვის“ წევრებთან:  

ქეით მიდლტონი აცხადებს, რომ სიმსივნეს ებრძვის

უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი აცხადებს, რომ სიმსივნე აღმოაჩნდა და დაავადებასთან ბრძოლას იწყებს. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მიდლტონმა დიდი შოკი უწოდა დაავადების ტესტებით დადასტურებას, მაგრამ განაცხადა, რომ კარგადაა და ყოველდღე უფრო გაძლიერდება. BBC-ის თანახმად, დეტალები სიმსივნის თაობაზე უცნობია, თუმცა კენსიგნტონის სასახლეში დარწმუნებული არიან, რომ პრინცესა სრულად გაჯანმრთელდება. ქეით მიდლტონი აცხადებს, რომ ქიმიოთერაპიის დაწყებით სტადიაზეა. “ყველას, ვინც ამ დაავადებას ე

ილია სულამანიძე ოლიმპიადის ნახევარფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტი (100 კგ) ილია სულამანიძე ნახევარფინალში გავიდა. სულამანიძემ მეოთხედფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფი ვაზარით დაამარცხა. შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი

ზელენსკი ბერლინის კინოფესტივალის გახსნის მონაწილეებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიის მონაწილეებს მიმართავს ვიდეო ხიდის საშუალებით. ამის შესახებ იტყობინებიან 73-ე „ბერლინალეს“ ორგანიზატორები. კინოფესტივალის გახსნა დაგეგმილია 16 თებერვლისთვის. ზელენსკის სტუმრების წინაშე წარადგენს ჰოლივუდის ამერიკელი ვარსკვლავი შონ პენი, რომელმაც ფესტივალზე ჩაიტანა თავისი დოკუმენტური ფილმი უკრაინაზე „Superpower-ი.“ ორგანიზატორების თანახმად უკრაინის ლიდერის მონაწილეობა, რომლის ქვეყ

საქართველოში The Killers-ის კონცერტის ბილეთის ფასები 100-დან – 500 ლარამდე ფარგლებში მერყეობს.

საქართველოში The Killers-ის კონცერტის ბილეთის ფასები 100-დან – 500 ლარამდე ფარგლებში მერყეობს. ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება, შესაბამისი ინფორმაცია ბლექ სი არენამ გამოაქვეყნა, სადაც უნდა ჩატარდეს ეს კონცერტი 15 აგვისტოს. 2023 წლის ზაფხულში საქართველოში სამთავრობო პროგრამის ფარგლებში Imagine dragons-ისა და The Killers-ის კონცერტები გაიმართება. იმეჯინ დრაგონსის კონცერტი 31 აგვისტოსაა დაგეგმილი თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, ხოლო ქილერსის – 15 აგვისტოს ბლექ სი არენაზე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4834 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4834 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4834 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4858 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7377 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7488 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0111 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ

უარი უნდა თქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე – სლოვაკეთის პარლამენტის სპიკერი

სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე ბორის კოლარი საქართველოს მოუწოდებს ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმისკენ. ამის შესახებ მან საქართველოში ვიზიტისას პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება მარტივი პროცესი არ არის, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ ქვეყანამ ისეთი ნაბიჯები არ გადადგას, რაც ევროკავშირთან შესაბამისობაში არაა. “სლოვაკეთი მხარს უჭერს სტაბილურ, დემოკრატიულ საქართველოს და ჩვენ მხარს ვუჭერთ კარგი

სახლი ჰავაიზე, რომელიც მასშტაბურ ხანძარს გადაურჩა

100 წლის ხის სახლი, რომელიც ჰავაის კუნძულ მაუის ქალაქ ლაჰაინაში მდებარეობს, დაფერფლილ შენობებს შორის ფოტოშოპით ჩასმულს გავს. სახლის მეპატრონეები ვერ ხსნიან როგორ გადარჩა ხის შენობა, რომელიც არანაირი განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო მასალით არ არის მოპირკეთებული. BBC-ის ინფორმაციით ხანძარმა ქალაქ ლაჰაინას უდიდესი ნაწილი მთლიანად გაანადგურა. კუნძულ მაუიზე ამ დრომდე ეძებენ 850-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც დაკარგულად ითვლებიან. რუსთავი 2

წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა — გეოლოგი შიომღვიმეში კლდის ჩამოშლაზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგის, შოთა ლობჟანიძის განცხადებით, 27 აგვისტოს შიომღვიმეში გამოფიტული მასალა ჩამოიშალა. გეოლოგმა, რომელიც დეტალების შესასწავლად ადგილზე სხვა სპეციალისტებთან ერთად ჩავიდა, ორშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახლა იქ ყოფნა უსაფრთხოა, თუმცა პროცესს დაკვირვება სჭირდება. “საქმე გვაქვს გამოფიტული მასის ჩამოქცევასთან. ძალიან დიდი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს ამ ფერდს. რა რაოდენობის მასალაა ჩამოსული, ეს ყველაფერი ანალიზის შედეგად დადგინდება. ასეთი საფრთხე ყოველთვის არსებ

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, რაჭასა და გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს 20 მლნ ლარი მოხმარდება

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, რაჭასა და გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს 20 მლნ ლარი მოხმარდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 20მლნ ლარით იზრდება. ძირითადად, ეს მიმართულებები იქნება სტიქია და სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა როგორც რაჭაში, ასევე გურიაში. აღნიშნული 20 მლნ ლარიც მოხმარდება სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოებს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.    
×
×
  • შექმენი...