Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    897.230

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ქობულეთში შშმ ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

ქობულეთში შშმ ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს. უწყების განცხადებით, გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. PUBLIKA

ქობულეთში ადიდებულმა მდინარემ ქუჩები დატბორა

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ქალაქში გუშინ ძლიერი წვიმა იყო, ადიდდა მდინარე აჭყვა და დაიტბორა ქუჩები. რამდენიმე სოფელში კი მეწყერული პროცესები განვითარდა.    

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ერთი ადამიანი გაყინული იპოვეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში, ერთი ადამიანი გაყინული იპოვეს. ინფორმაციას „პუბლიკას“ ქობულეთის მერიის პრესსამსახურში უდასტურებენ. მათივე ინფორმაციით, დაახლოებით 50 წლამდე ასაკის კაცი სახლის ჭიშკართან იპოვა მეზობელმა. რატომ იყო ზამთარში კაცი გარეთ, უწყებას ინფორმაცია არ აქვს. პრესსამსახურში ამბობენ, რომ თოვლის საფარი სოფელში მაღალია, გაწმენდილია ცენტრამდე გზა, თუმცა შიდასასოფლო გზები გასაწმენდია.   პუბლიკა

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილები თურქეთის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც მსუბუქ ავტომობილში ისხდნენ. მათივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის გამო, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადად და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.   იპნ

ქირურგი გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ბავშვზე - თავის ქალის დეფექტის 80% უკვე დახურულია, ოპერაცია 12-13 საათს გაგრძელდა - კიდევ ერთი ოპერაცია 2-3 კვირაში ჩატარდება

გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ბავშვს კიდევ ერთი ოპერაცია 2-3 კვირაში ჩაუტარდება. ამის შესახებ "კარაპს მედლაინის" პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კალანტაროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში იმყოფება. „ოპერაცია სასწრაფო იყო. თავის ქალის დეფექტი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. დეფექტი სასწრაფოდ უნდა დაგვეფარა. ოპერაცია გეგმის მიხედვით ჩატარდა, საშუალოდ, 12-13 საათს გაგრძელდა. პაციენტ

ქვეყნისთვის გადამწყვეტ მიმენტში ერთიანობა უნდა სჭარბობდეს – საფრანგეთის საგარეო იმპიჩმენტზე

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის მომავლისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში საქართველოს მთავრობისგან მეტ პასუხისმგებლობასა და რეფორმების მზაობას ელიან. “ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა უნდა სჭარბობდეს. საფრანგეთი ელის, რომ საქართველოს მთავრობა გამოიჩენს პასუხისმგებლობას და ძალისხმევას მიმართავს დემოკრატიისა და კანონის უზენაეს

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამ

ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზები განუწყვეტლივ მუშავდება ქვიშა-მარილის ნარევით. გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ამ დროისთვის მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე: გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გ

ქვეყნების სიაში, რომელთა სტუდენტებსაც ლიეტუვაში 2025-2026 აკადემიური წლისთვის მოკლევადიან პროგრამებზე სტიპენდიებით სარგებლობა შეუძლიათ, საქართველო არ არის

იმ ქვეყნების სიაში, რომელთა სტუდენტებსაც ლიეტუვაში 2025-2026 აკადემიური წლისთვის მოკლევადიან აკადემიურ პროგრამებზე სტიპენდიებით სარგებლობა შეუძლიათ, საქართველო არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი studyin.lt-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გამოყოფილი სტიპენდიების რაოდენობა 35-მდეა და ლიეტუვაში სწავლის ერთ სემესტრს ფარავს, თუმცა, იმ ქვეყნების სიაში, რომელთა სტუდენტებსაც აღნიშნული სტიპენდიებით სარგებლობა შეუძლიათ, საქართველო არ არის. პორტალზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით

ქვეყნები, რომლებმაც უკრაინას ყველაზე მეტი ფინანსური დახმარება შესთავაზეს

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2 წელზე მეტი გავიდა. თუმცა, უკრაინამაც მტერს საკმაოდ დიდი ზიანიც მიაყენა. დანაკარგები აქვს უკრაინასაც. არის პერიოდები, როდესაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოკავშირე ქვეყნებისგან საბრძოლო იარაღის და სხვა საომარი აღჭურვილობის შესაძენად დახმარებას სასოწარკვეთილი ითხოვს. მეგობარი ქვეყნების დაპირებები სრულდება, თუმცა ძალიან ნელა. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის უკრაინის მხარდაჭერის მზომმა გამოიანგარიშა, თუ რა ოდენობის დახმარება გაუწიეს მსოფლიოს სხვად

ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო რამდენიმე რესტორანი მუშაობას აჩერებს

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე 2028 წლამდე მთავრობის მიერ უარის თქმის ფონზე, ქვეყანაში განვითარებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების გამო, კვების რამდენიმე ობიექტი მუშაობას აჩერებს. კომპანიებმა შესაბამისი ინფორმაცია სოციალური ქსელებით გაავრცელეს. ჩამონათვალში არიან „ნინიას ბაღი“, „კაკლები“, „შავი ლომი“, „კაფე ლეილა". „არ შეგვიძლია გიმასპინძლოთ და თვალი დავხუჭოთ იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. რესტორანი დაკეტილია. საქართველოს მომავალი ევროპაშია“, - აღნიშნავენ კომპანიები.

ქვეყანაში აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანის მოთხოვნით მშობლები პეტიციას ავრცელებენ

ქვეყანაში აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანის მოთხოვნით მშობლები პეტიციას ავრცელებენ. პეტიციაზე ხელმოწერისთვის გადადით ბმულზე. \ publika

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული - 15-ზე მეტი სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია - ღამით დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად 15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რწმუნებულმა განუცხადა, პრევენციის მიზნით, ღამით მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. „მთელი ღამის განმავლობაში უხვი ნალექი იყო. განსაკუთრებით მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტში გვაქვს მძიმე შედეგები. 15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. ხიდებია ჩანგრეული, სამაშველო სამსახური მუშაობს 24 ს

ქვათაცვენის გამო, რიკოთზე მოძრაობა გზის გაწმენდამდე დროებით შეიზღუდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე მცირე ქვათაცვენის გამო, დადგა გზის გაწმენდის საჭიროება, რის გამოც, აღნიშნული გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.   მათივე ცნობით, გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორც

ქერჩის ხიდზე დაზიანებულ მონაკვეთებს შლიან

ოკუპირებულ ყირიმთან რუსეთის დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე დაიწყეს იმ კამარების დემონტაჟი, რომლებიც მიმდინარე თვის დასაწყისში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაზიანდა. როგორც რადიო თავისუფლების პროექტ "კრიმ რეალიის" კორესპონდენტი იუწყება, მძიმე ტექნიკის მუშაობა დაზიანებულ მონაკვეთზე ქერჩის სანაპიროდანაც ჩანს. რუსეთის მიერ კონტროლირებადი ქერჩის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქერჩის ხიდზე მუშაობა დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება. რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ოკუპირებული ყირიმის "კურატორ

ქემოკლიძე ლილუაშვილის ამერიკაში ვიზიტზე - როდესაც ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება, ყოველთვის არსებობს ამასთან დაკავშირებით პრესრელიზი. ამ შემთხვევაში, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურმა მოიტყუა, ან “ოცნებას” არ აქვს ინფორმაცია

როდესაც ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება, ყოველთვის არსებობს ამასთან დაკავშირებით პრესრელიზი. ამ შემთხვევაში, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურმა მოიტყუა, ან “ოცნებას” არ აქვს ინფორმაცია, რაც უნდა ჰქონდეს, ან უბრალოდ ერთმანეთში აირივნენ.  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1926145661191601

ქემოკლიძე - ერთ მხარეს ამომრჩეველი ხედავს ხელისუფლებას, რომლისგანაც მოლოდინი არ აქვს,რომ რეფორმებს გაატარებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და მეორე მხარეს, ოპოზიციას, რომელიც არ იღებს მონაწილეობას რეკომენაციების შესრულების ნაწილში (ვიდეო)

“ამ ქვეყანას აკლია ეროვნულ საკითხებზე ერთიანი შეთანხმება. ერთ მხარეს ამომრჩეველი ხედავს ხელისუფლებას, რომლისგანაც მოლოდინი არ აქვს,რომ რეფორმებს გაატარებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და მეორე მხარეს, ოპოზიციას, რომელიც არ იღებს მონაწილეობას რეკომენაციების შესრულების ნაწილში და არაკონსტრუქციულია. ამიტომ, სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობას დაანახონ, რომ არიან საქმიანები, ეფექტურები, კონსტრუქციულები, პრაგმატულები და ა.შ.”  კახაბერ ქემოკლიძე

ქემალ ქილიჩდაროღლუ - გავაგრძელებ ბრძოლას ნამდვილ დემოკრატიამდე - შიშის კლიმატის წინაშე თავს არ ვხრით

თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის, ქემალ ქილიჩდაროღლუს განცხადებით, იგი "ნამდვილ დემოკრატიამდე" გააგრძელებს ბრძოლას. ამის შესახებ მან პარტიის სათაო ოფისში განაცხადა. "ამ არჩევნებში ყველა ზეწოლის მიუხედავად ავტორიტარული ხელისუფლების შესაცვლელად ხალხის სურვილი ნათელი გახდა,"- განაცხადა ქილიჩდაროღლუმ. მიუხედავად იმისა, რომ ქილიჩდაროღლუმ მარცხი არ აღიარა, მისი თქმით "ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული რთული დღეები ნამდვილად მამწუხრებს... ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს ყველაზე არა

ქეით მიდლტონი აცხადებს, რომ სიმსივნეს ებრძვის

უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი აცხადებს, რომ სიმსივნე აღმოაჩნდა და დაავადებასთან ბრძოლას იწყებს. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მიდლტონმა დიდი შოკი უწოდა დაავადების ტესტებით დადასტურებას, მაგრამ განაცხადა, რომ კარგადაა და ყოველდღე უფრო გაძლიერდება. BBC-ის თანახმად, დეტალები სიმსივნის თაობაზე უცნობია, თუმცა კენსიგნტონის სასახლეში დარწმუნებული არიან, რომ პრინცესა სრულად გაჯანმრთელდება. ქეით მიდლტონი აცხადებს, რომ ქიმიოთერაპიის დაწყებით სტადიაზეა. “ყველას, ვინც ამ დაავადებას ე

ქეთევან ჯაჭვაძე – რა ვიცით მოსამართლეზე, რომელმაც 11 ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

დღეს, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 მომიტინგე. ამ სტატიაში გთავაზობთ ცნობებს მოსამართლის შესახებ, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ქეთევან ჯაჭვაძე 1975 წელს თბილისშია დაბადებული. მას სკოლაც თბილისში (#10) აქვს დამთავრებული, თუმცა, ოფიციალური ბიოგრაფიით, სამართალმცოდნეობას საგარეჯოში მდებარე დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტში დაეუფლა. 2006 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამო

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩი აღარ იქნება. ავსტრიაში, ეუთოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან ციხელაშვილის გათავისუფლების შესახებ განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა მოიწონა პრეზიდენტის განკარგულება ციხელაშვილის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ. როგორც „ნეტგაზეთს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქეთევან ციხელაშვილს როტაციის ვადა ამოეწურა. ჯერ-ჯერობით უ

ქეთევან ცინცაძე, ირაკლი ბონდარენკო და რეზო ნადარაია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მეორე ვადით გახდნენ

ქეთევან ცინცაძე, ირაკლი ბონდარენკო და რეზო ნადარაია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მეორე ვადით გახდნენ. სამი მოსამართლე დღეს, მოსამართლეთა რიგით 33-ე რიგგარეშე კონფერენციაზე ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩიეს. კონფერენციას 270-ზე მეტი მოსამართლე ესწრებოდა. იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საბჭოს სამ მოსამართლე წევრს: ქეთევან ცინცაძეს, თემურ გოგოხიასა და ლევან მიქაბერიძეს, თანამდებობაზე ყოფნის უფლება-მოსილების ვადა ამოეწურათ. დღევანდელ კონფერენც

ქეთევან დუმბაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს და საქართველოს მწერალთა სახლს უხელმძღვანელებს

სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება. „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქეთევან დუმბაძეს ულოცავს მწერალთა სახლის დი

ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 23 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედ

ქეთევან ბაკარაძე - ჩვენ თუ ვიქნებით ძლიერი სახელმწიფო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას (ვიდეო)

“ჩვენ თუ ვიქნებით ძლიერი სახელმწიფო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად ვგულისხმობ ნატოსა და ევროკავშირს, მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ უალტერნატივო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.” ქეთევან ბაკარაძე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი.  384387978_234054242645756_7488043336807848166_n.mp4
×
×
  • შექმენი...