Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.457
  • comments
    0
  • views
    748.553

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სალომე ზურაბიშვილი - სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს: დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს, ნუ დააგვიანებთ!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში განხორციელებულ დაკავებებს ეხმაურება და საქართველოს პარტნიორებს მმართველ პარტიაზე ზეწოლის მოხდენისკენ მოუწოდებს. „რეპრესიები საქართველოში - სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს და მათ, ვისაც სურთ აღკვეთონ კრიზისის გაღრმავება და არასტაბილურობა, დროა ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს! ნუ დააგვიანებთ“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე კიდეც ერთ

ბუაძე: „იმედზე“ გასული ბოდვის გამო დააკავეს ჩვენი წევრები - ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი

„ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ამბობს, რომ პოლიციამ პარტიის წევრები, ვეფხია კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავა. ბუაძის თქმით, მიზეზი სამთავრობო არხებზე: იმედზე, პოსტივიზე, სამთავრობო ონლაინმედია „კვირაზე“ ასული ვიდეოა, რომელიც საპროტესტო აქციაზეა გადაღებული და რომელშიც, არხის მტკიცებით, კასრაძე და კაძელაშვილი „ძალადობრივ გეგმაზე“ ლაპარაკობენ. „პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.   პუბლიკა

„დაფიონი": ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ წერს, რომ მოძრაობის დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს. „პუბლიკა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.   პუბლიკა

მწერალთა სახლში ქეთევან დუმბაძის შვილი ტორესა მოსის ფიზიკურად გაუსწორდა

მწერალთა სახლის დირექტორის, ქეთევან დუმბაძის შვილი, ნოდარ მაჭარაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა მწერალ ტორესა მოსის. შემთხვევა დღეს, 4 დეკემბერს, მწერალთა სახლში იმ დროს მოხდა, როცა იქ მწერლები იყვნენ მისული და მოითხოვდნენ, რომ მწერალთა სახლს შეასრულოს თავისი ინსტიტუციური ვალდებულება, დაუყოვნებლივ გამოხატოს პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნოს შემდეგი განცხადება. ანალოგიური მოთხოვნით მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები მწერალთა სახლში გუშინ,

„გახარია საქართველოსთვის“ - რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, ჩვეულებრივი რეპრესიებია - მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად!

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს რეპრესიებს უწოდებს დ მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, დროულად იმოქმედონ. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. „ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის ჩვეულებრივი რეპრესიები უბრალოდ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ! კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს - იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად!“,- ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს აქტივისტებ

ილია ღლონტი მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე - ეს არის ავტორიტარული სახელმწიფოს კიდევ ერთი ნაბიჯი ხალხის დასაშინებლად, რათა ისინი არ გამოვიდნენ ქუჩაში, ამიტომ არ უნდა შეგვეშინდეს!

ეს იყო დაშინება და იმის მცდელობა, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ პროტესტი, - ამის შესახებ „დაიტოვეს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ილია ღლონტმა მას შემდეგ განაცხადა, რაც სამართალდამცავებმა მის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დაასრულეს. როგორც ღლონტმა აღნიშნა, მისი სახლიდან პოლიციამ ამოიღო პირადი მობილური, ტექნიკა და ლეპტოპი. „ეს იყო დაშინება და იმის მცდელობა, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ პროტესტი. მე ყველას მოვუწოდებ, რომ პირიქით, მეგობრებო, თქვენ თუ დღეს ხმას არ ამოიღებთ, ზუსტად იმავენაირად მოხდება

სამართალდამცველები ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ

სამართალდამცველები ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. მანამდე ქრისტინე ბოტკოველი მისი მეგობრის, ილია ღლონტის სახლში მივიდა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა. ქრისტინე ბოტკოველის განმარტებით, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი ჯგუფ "დაიტოვეს" აქტიურობას უკავშირდება. „მოვედი ილია ღლონტის სახლში იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია. ველოდებოდი რა მოხდებოდა, რატომ იყო პოლიცია შესული, უცებ მოვიდნენ ჩემთან, სახელი-გვარი მკითხეს და მითხრეს, რომ ჩემთან გასაუბ

გვარამია დააკავეს – პოლიცია ოპოზიციური პარტიების ოფისებს ჩხრეკს

ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში პოლიცია ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდა. ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს “ნაციონალური მოძრაობის”, “ახალის”, “დროას”, “გირჩი – მეტი თავისუფლების” და ჯგუფ “დაიტოვეს” ლიდერების, ილია ღლონტისა და ნენსი ვოლანდის საცხოვრებელ სახლებში. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები ადგილზე მისულ პოლიციელებს სთხოვენ განუმარტონ, რის საფუძველზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა ისინი პროცესის დასრულებამდე

მიხეილ ჯანელიძე „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ირაკლი კობახიძესთან და შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამის მიზეზი დებატებთან დაკავშირებით საზოგადოების უარყოფითი რეაქციაა. მისივე განმარტებით, არ სურს, აღნიშნულმა ქმედებამ რაიმე სახის ლეგიტიმაციის შესახებ ეჭვი გააჩინოს. “საზოგადოებაში, რომელიც უკვე 7 დღეა განუწყვეტლივ აფიქსირებს თავის ლეგიტიმურ პროტესტს, უკურეაქ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ, თუმცა მათ შენობა მალევე დატოვეს. სამართალდამცველების პარტიის ოფისში შესვლისას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფეისბუქ“ გვერდზე პირდაპირი ეთერი ჩართო და მომხდარის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სამართალდამცველები პარტიის ოფისში ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდნენ, თუმცა შენობა მას შემდეგ დატოვეს, რაც დოკუმენტების წარდგენა მოითხოვა. „პარტიის ოფისში დაახლოებით, 20-ზე მეტი ადამიანი იყო შესული. აპირებდნენ

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიციაა შესული

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიციაა შესული. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურმა დაუდასტურა. შენობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და შენობაში პარტიის წარმომადგენელს, სოფო ჯაფარიძეს, არ უშვებენ. „სასამართლო განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შიგნით თქვენი ოფისის წარმომადგენლები არიან. ნუ შექმნით კონფლიქტურ სიტუაციას“, - განუცხადა ერთ-ერთმა სამართალ

მარია ზახაროვა - საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზად ვართ იმდენად, რამდენადაც ამისთვის თბილისი მზად იქნება

ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზად ვართ იმდენად, რამდენადაც ამისთვის თბილისი მზად იქნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „რაც შეეხება საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების შემდგომ პერსპექტივებს, ჩვენ ამ გზის გავლისთვის მზად ვართ იმდენად, რამდენადაც ამისთვის თბილისი მზად იქნება“, - განაცხადა ზახაროვამ. მისივე თქმით, მოსკოვს ქართველი ხალხის გონიერებისა და კეთილშობილების სჯერა. „ჩვენ გვჯერა

გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი დატოვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. გვიმრაძე ამ პოზიციაზე 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.   იპნ

ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაში პოლიციაა მისული

ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, აქტივისტ ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაში პოლიციაა მისული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად ღლონტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზნით იმყოფებიან სამართალდამცველები აქტივისტის ბინაში. ipn

საჯარო სექტორში დასაქმებული 300-მდე ადამიანი „ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება

საჯარო სექტორში, სხვადასხვა უწყებაში დასაქმებული 300-მდე ადამიანი ემიჯნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროინტეგრაცია. ასევე, გმობს აქციის მონაწილეებზე ძალადობას. განცხადებაში ვკითხულობთ: განცხადებას ხელს აწერენ მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის, სემეკის, იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სახლის, სერვისების განვითარების სააგენტოს, თავდაცვის, განათლების, გარემოს, ეკონომიკის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა სამინისტროების, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის

ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვახსენოს, რომელი ქიმიური აგენტებია გამოყენებული პოლიციის მიერ - ექიმი

„დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება ! ამ დღეებში ლაივში ვხედავთ ძალოვანი სტრუქტურების მიერ საქართველოს მცველების წინააღმდეგ ფაქტიურად ქიმიური იარაღის გამოყენებას“,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე წერს. როგორც კამპკამიძე განმარტავს, შეკრებების დასაშლელად განკუთვნილ ნივთიერებებს ქიმიურ იარაღად აქცევს მათი შერევა წყალთან, რომელიც მაღალი წნევის ნაკადით, დამიზნებით მიემართება მიტინგის მონაწილეებისაკენ. მისივე განმარტებით, ამგვა

ჯანდაცვის სამინისტრო - 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 15 ადამიანი გადაიყვანეს, საიდანაც 11 აქციის მონაწილეა, 3 მედიასაშუალების თანამშრომელი და 1 შსს-ს წარმომადგენელი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, 15 ადამიანი გადაიყვანა, საიდანაც 11 აქციის მონაწილე იყო, 3 მედიასაშუალების თანამშრომელი და 1 შსს-ს წარმომადგენელი. მათივე ცნობით, დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული

„რობოკოპს ალბათ ბეისბოლის თამაში მოუნდა და როგორც ბიტა, ეგრე შემომცხო ცხვირში“ - მოქალაქე

სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ავთანდილ ტიტვინიძე „ტვ პირველს“ მისი დაკავებისა და იზოლატორში გადაყვანის შესახებ უყვება, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ავთანდილ ტიტვინიძე 30 ნოემბერს გამთენიისას დააკავეს. ის ამჟამად კლინიკაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, აქციებზე თითქმის სამასამდე ადამიანია დაკავებული – მათი უმეტესობა ამბობს რომ დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. პუბლიკა

ამირან გამყრელიძე - ათობით პროექტი დაპაუზდა - ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ქვეყნის განვითარება გაგვიჭირდება!

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული ათობით პროექტი, რომელზეც საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის ფარგლებში მუშაობდა, ამ ეტაპზე დაპაუზებულია. საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში ამჟამად არსებულ დინამიკაზე ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა და განმარტა, რომ ის, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ირგვლივ ახლა ხდება „კარგი არ არის“. „რაც დაავ

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ზეიმობს

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს საუფლო დღესასწაულს. „მშობლებმა, ღვთისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, სამი წლის მარიამი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მარიამი ტაძარში დამკვიდრდ

რეანიმაციაშია, უგრძელდება მედიკამენტოზური ძილი, სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია - ექიმი აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭზე

ექიმის თქმით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი კვლავ რეანიმაციაშია და იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ. როგროც ექიმი ამბობს, ამ ეტაპზე მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია. გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ თუ პაციენტის სამკურნალოდ, უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას.“ თუმცა, მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, პაციენტის გადაყვანის საჭიროება არ დგას. 3 დეკემბრის აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ალექსი თირქი

“ოცნებას” საქართველო რუსული ტიპის ავტოკრატიისკენ მიჰყავს- ამერიკელი სენატორები

„მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გაჩაღებულ ძალადობას“, – აცხადებენ ამერიკელი სენატორები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „თბილისის ქუჩები ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემისა და მასობრივი დაკავებების ადგილი არ არის”.  ამის შესახებ ნათქვამია 3 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი,  სენატორი როჯერ ვიკერი და სენატორმა ჯონ კორნინი აწერენ.   „ქართული ოცნების” ნაბიჯი, შეაჩეროს  ევროკა

საქართველოს ამ მთავრობასთან ახალი პროექტები აღარ განხორციელდება – გერმანიის ეკონომიკის მინისტრი

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გერმანია საქართველოსთან ახალ პროექტებს აღარ განახორციელებს. „ამ ხელისუფლების პირობებში, განვითარების დარგში თანამშრომლობის იმპლემენტაცია აღარაა შესაძლებელი. საქართველოსთან ყველანაირი თანამშრომლობა გადახედვის რეჟიმშია. ახალი პროექტები აღარ განხორციელდება, სასესხო შეთანხმებები არ გაფორმდება. შეიძლება, გადავდგათ დამატებითი ნაბიჯებიც ევროკავშირთან და პარტნიორებთან კოორდინაციაში“, – აცხადებს სვენია შულცი. მის

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი - საქართველოში გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ უკიდურესად შემაშფოთებელია

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ძალადობის ფონზე გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები დაიცვას , - ამის შესახებ განცხადებას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს. განცხადების თანახმად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა დღეს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს პატივი სცეს და დაიცვას, ოთხი ღამის განმავლობაში თბილისში მიმდი

განსაკუთრებულ სისასტიკეს წარმოადგენს სმენის არმქონე ადამიანზე ვერაგულად თავდასხმა - PHR

სპეცრაზმის მიერ ნაცემი შშმ პირის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციას ავრცელებს. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...