ჩემი მკაფიო მხარდაჭერა ყველა იმ პროტესტანტის მიმართ, ვინც ჩვენს უფლებებსა და ამბიციებს იცავს, - ამის შესახებ UFC-ის მებრძოლი, ჩემპიონი ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს.
თოფურია ეხმაურება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას და განვითარებულ მოვლენებს „ინსტაგრამზე“ და წერს, რომ რცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს.
“ვეწინააღმდეგები გადაწყვეტილებას ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე. მრცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს
შეუძლებელია ამის ყურება. შეუძლებელია ამის ატანა. შეუძლებელია ამის „გაპრავება”. შეუძლებელია ამის მოთმენა. შეუძლებელია გაჩუმება! - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.
მისივე თქმით, ეს ქვეყანა არასდროს შეგუებია და არც ახლა შეეგუება რუსეთის მონობას.
„სამწუხაროდ, შორიდან მიწევს იმ ყველაფრისთვის თვალის დევნება, რაც ჩემს სამშობლოში ხდება.
ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს თანადამფუძნებელი, სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება, 225 (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) და 239 პრიმა მუხლებით (ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება) მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.
მარიამ ნიკურაძე ყოველდღიურად აშუქებს მიმდინარე მასშტაბურ პროევროპულ პროტესტს. ნიკურაძის წინასწარი ვარაუდით, გამოძიებას მისგან სწორედ გადაღებული მასალის მოპოვება სურს.
„დამირეკა კრიმინალურმა პოლიციამ და დამიბარა გამოკითხვა
„ქართულმა ოცნებამ“ სამი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება. ახალი კანონით, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები ხდებიან.
საჯარო სამსახურის შესახებ ჯერ ისევ მოქმედი კანონით, მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იცის სახელმწიფო ენა; ბ) მიაღწია 18 წელს; გ) აქვს ამ კანონით გათვალისწინებული მოხელის სერტიფ
ევროკომისიამ მოამზადა წინადადება ვიზა ფასილიტაციის შესახებ ევროკავშირ-საქართველოს შეთანხმების ნაწილის შეჩერების შესახებ.
ევროკომისიის თანახმად, თუ საბჭო ამ წინადადებას მიიღებს, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებს და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები, დასჭირდებათ ვიზა შენგენის ზონაში შესასვლელად.
„დღეს ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობა დავაკისროთ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი რეპრესიების გამო. ეს მკაფი
ჩეხეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ჩეხეთის მთავრობას მოუწოდა, დაუწესოს სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებს, ასევე განიხილოს ამ სანქციების გაფართოება მოსამართლეებზე.
რეზოლუციაში მოხსენიებულია ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ნათქვამია, რომ შედეგად, საქართველო ახლა კონსტიტუციურ და პოლიტიკურ კრიზისშია.
ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ყოველთვის იყო გრძელვადიან პერსპექტივაში პრიორი
არსებული ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურში, 2 არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთის მდგომარეობა ამ დროისთვის, უცნობია, ის კლინიკაში გადაიყვანეს.
ამასთან, როგორც ადგილობრივებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, დაშავებულია კიდევ ორი პირი.
გავრცელებული ცნობებით, ადგილზე საავტომობილი მოძრაობა შეზღუდულია და შექმნილია საცობი, რადგან სამართალდამცველები შემთხვევის ადგილის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი „ქართული ოცნების” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ტიტე აროშიძე, ხოლო მეორე – არჩილ გუჩმანიძეა.
რექტორის არჩევნები სტუდენტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, ხოლო პარალელურად, შენობაში არიან უცნობი პირებიც, რომლებიც სტუდენტების პროტესტის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ და აროშიძეს მხარდაჭერას უცხადებენ.
17 იანვარს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, არჩილ გუჩმან
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელისთვის შესაძლებელი იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
როგორც ზურაბიშვილმა Atlantic Council-ის ორგანიზებულ დისკუსიაში Fire Side Chat განაცხადა, მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება მიმართავს სისხლის სამართლებრივ და არა ადმინისტრაციულ კოდექსს, მოსახლეობის დაშინებაა.
„[მზია ამაღლობელის] პატიმრობა სიგიჟეა. ეს შეიძლება ყოფილიყო ადმინისტრაციული სახდელი. ისინი უმეტეს შემთხვევ
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორი ნონა ქურდოვანიძე „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ის წერს, მზია ამაღლობელი უკვე მე-14 დღეა შიმშილობს, იღებს მხოლოდ წყალს და არ იღებს არავითარ საკვებს ან რაიმე დანამატს.
20 იანვარს გავრცელდა მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან, რომელშიც ის ამბობს, რომ შიმშილობს და „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“.
მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქცია
ვაკის პარკის 13 მილიონიანი პროექტის მილების შეკეთება ლილოს დასხლებაში ერთ-ერთ საამქროს შეუკვეთეს, რომლსაც მანამდე მხოლოდ მოაჯირების და ფანჯრის ჟალუზების დამზადების გამოცდილება ჰქონდა
ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/tvpirveli/videos/509512564095933
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ მხოლოდ მოწოდებები არ კმარა, საჭიროა იარაღი და სანქციები, რადგან რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის. უკრაინული მედიის ცნობით, ერმაკმა ამის შესახებ ტელეგრამ-არხზე დაწერა.
„დიდმა შვიდეულმა“ მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს უკრაინას სრული კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და გაიყვანოს იქიდან თავისი პერსონალი და ძალები. ეს მნიშვნელოვანია, თუმცა გამოქვაბულის ადამიანებს მხოლოდ ძალის ენა ესმით“, – აღნიშნა
ისრაელმა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც სასარგებლოა ირანული უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“, უკრაინის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები ახლა რეგულარულად ანადგურებენ „შაჰედ-136“-ის ტიპის უპილოტო თვითმფრინავების 70 პროცენტზე მეტს, რომელიც რუსეთმა ირანისგან აგვისტოში შეისყიდა. უკრაინამ პირველი ასეთი თვითმ
ჩვენ ვრჩებით მოწოდებულები, ვიმუშაოთ საქართველოსთან რეფორმების შესასრულებლად, რომლებიც საჭიროა ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
ნედ პრაისს კითხვა დაუსვეს საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ გაკეთებული განცხადებებისა და ასევე განცხადებების შესახებ, რომელთა თანახმად, აშშ საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს.
„ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება რამდენიმე შემაშფოთებელი განცხადების გამო, რომლებ
იმ შეხვედრას, სხვათა შორის, მეც არ ვესწრებოდი და არც მთავრობის ბევრი წევრი, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კითხვას, რატომ ვერ დაინახა მთავრობამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის აუცილებლობა.
„ასეთი დონის შეხვედრებზე პროტოკოლით რაც არის გათვალისწინებული იმის მიხედვით ხდება სტუმრების დაპატიჟებაც და შეხვედრების გამართვაც. ალბათ აქედან გამომდინარე იყო, რომ არ ესწრ
დეპუტატ ირაკლი ხახუბიას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. დეპუტატის სახლი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
ხახუბიას საცხოვრებელ სახლში მიდიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, მათ შორის ადგილზე იმყოფება პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი დილით, ოჯახის წევრებმა იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ცნობით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი ი
საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციები დაწესდება, ამასთან, დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის გავლა იქნება საჭირო. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე.
„მიღებულია გადაწყვეტილება, ვი
ქართველი ხალხის სურვილი და მიზანი სწორედ ტრადიციებით და არა ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების დათმობის თუ დაგმობის ხარჯზე ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაა, ყველა, ვინც ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს მტრობს, ქართველი ხალხის ამ სურვილსა და ამოცანას პირდაპირ და უხეშად უპირისპირდება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც „ხალხის ძალის“ წევრები აცხადებენ, ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება მოძრაობის სამომავლო საქმიან
“რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შესაბამისი შესაძლებლობა, კომპეტენციაც, რომ კიდე დიდხანს ვემსახუროთ ჩვენ ხალხს. მე თუ მკითხავთ, მე მგონია, რომ 2030-მდე მინიმუმ ვიქნებით” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
პროგრესნიუსი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს პარტნიორობას დიდი სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მეგობარი ქვეყნების საზოგადოებისთვისაც, - აღნიშნული ჩანაწერი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოში სამუშაო ვიზიტისას საპარლამენტო ასამბლეის საპატიო სტუმართა წიგნში გააკეთა.
,,ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, დიდი პატივია ჩვენი ისტორიის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას კვლავ ვესტუმრო.
ევროპის საბჭოს ს
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყაზახეთი თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს.
როგორც „ყაზინფორმი“ იუწყება ამის შესახებ განცხადება ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა, ალიხან სმაილოვმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ნავთობი აქტაუს პორტიდან ბაქოს პორტში ჩავა, შემდეგ კი მისი ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით მოხდება.
„ბაქოს პორტის გავლით, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შეიძლება, ბაქ
დღეს ჩვენ განვიხილავთ, როგორ წავიწიოთ წინ უკრაინის არმიისთვის წვრთნის მისიის, ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის, პრაქტიკული განხორციელების კუთხით, - ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განუცხადა.
„ეს მისია სამ თვეზე ნაკლებ დროში ამოქმედდება. ეს რეკორდული დროა ევროპელებისთვის. 15 000 უკრაინელი ჯარისკაცი წვრთნას ევროპის სხვადასხვა წევრ ქვეყანაში გაივლის. ეს იქნება უკრაინის არმიის განახლების, გაზრდის, შესაძლებლობები
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებამ კარდიფში, სადაც ბორჯღალოსნება 19 ნოემბერს მასპინძელი, უელსის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით 12:13, დააბნია რაგბის არაერთი უცხოელი გულშემატკივარი, რომლებმაც ერთმანეთში აურიეს საქართველო და აშშ-ის შტატი ჯორჯია.
გაუგებრობის გამო სოციალური ქსელების მომხმარებლებმა „ისტორიული გამარჯვება“ ჯორჯიის რაგბის კავშირს მიულოცეს.
„ვიდრე ვაფასებთ მოლოცვების შეტყობინებებს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, ჯორჯიის რაგბის კავშირს
მას ჰქვია „სტადიონი 974“ და მალე ვიხილავთ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე – ეს მრავალი თვალსაზრისით უნიკალური არენაა, რომელიც, დიდი ალბათობით, მუნდიალის შემდეგ დაიშლება.
ეს სტადიონი უნიკალურია იმიტომ, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი საფეხბურთო არენაა, რომელიც დროებითია და მუნდიალის დასრულების შემდეგ მისი დემონტაჟი და მასალების გადამუშავდება იგეგმება.
მაგრამ არის მეორე და უფრო საინტერესო ვარიანტი – სტადიონს დაშლიან და გემით სამხრეთ ამერიკაში წაიღებენ – კერძოდ, ურუგვაიში. ე
ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეები“ საჯარო ლექციებითა და დისკუსიებით გრძელდება, რომელიც სვანურ სამართალსა და სვანურ ტოპონიმებს შეეხება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჯარო ლექცია თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ნინო სამსონიამ ჩაატარა და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ამ სამეცნიერო დარგის ყურადღებისათვის.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რადგან ივანე ჯავახიშვილის შემდეგ, ჩვენი დარგისთვის ასეთი ყურადღება არავის მიუქცევია. დღევანდელი ჩ