მხარდაჭერა ქალბატონ პრეზიდენტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს და ვეტოს. ეს ვეტო არის აბსოლუტურად გამართული, გასაგები თავისი არგუმენტაციით და დასაბუთებით.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/374329688966291/
„დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი რესურსი, რომ თუნდაც ოკუპანტ რუსეთს დაელაპარაკოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე. მონობით, რასაც ისინი ესწრაფვიან, არაფერს არავინ არ დაგიბრუნებს"
გიორგი გახარია, პარტია ""გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/980392970210790
„ევროპის სახალხო პარტიასთან“ ერთად, მკაცრად ვგმობ ამ თავდასხმებს დემოკრატიული ოპოზიციისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდსხმას.
„ამ დაშინების წყაროსა და მიზეზების გარკვევას გენიოსობა არ სჭირდება. დემოკრატიული უკანდახევის ეს სპირალი მტკიცე რეაგირებას მოითხოვს“, - წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს 31 მაისს, გვიან ღამით თავს დაესხნენ.
პარტ
სუბსიდირებული ავიარეისებით კიდევ 1 000-მდე გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩს დაესწროს, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.
ქარქაშაძის თქმით, ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 195 ევრო იქნება.
„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ეროვნული ნაკრების ეს უდიდესი გამარჯვება. წარმატებებს ვუსურვებ შემდეგ ეტაპზე. ჩვენ დღემდე შევასრულეთ 30-მდე ჩარტერული რეისი და 6 000-მდე გულშემატკ
უკრაინა ცდილობს გადაარჩინოს თავისი მოქალაქეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის მზადყოფნას, თავისი ტერიტორიის მესამედი აგრესორს დაუთმოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენთვის, წაგება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაკარგვას. ვიღაც ამბობს: „რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი - ტერიტორია თუ ხალხი?" როგორ შეიძლება ასე შედარება? ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია მათ (რუსებს) ჩვენი მიწის 30% ვაჩუქოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ განცხადებით, პარტიის წევრებს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე ნაწილზე მხარდაჭერა სურდათ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.
კერძოდ, როგორც გახარიას პარტიაში ნეტგაზეთს უთხრეს, ისინი პაკეტში შემავალ ორ კანონპროექტს უჭერდნენ მხარს: „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ ცვლილებებს.
თუმცა, მათი თქმით, იმისა გამო რომ პარლამენტმა სა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული პირები პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში.
„ამ პიროვნებებს შორის არიან ხელისუფლების და მუნიციპალური ფიგურები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი ძალაუფლება ქა
ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ მშვიდობიანად დაასრულოს ეს პროცესები და ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთხელ მაინც, თავის ფინანსებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესები დააყენოს.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/563551516142867/
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტი ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს.
„შეშფოთებული ვარ ეუთო/ოდირის ანგარიშით საქართველოში გამართული არჩევნების შესახებ, რომელიც ასახავს მრავალ დარღვევას, ამომრჩევლების მიმართ ზეწოლას, დაშინებასა და საარჩევენოდ შექმნილ არათანაბარ გარემოს.
საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებული გაურკვევლობები ამცირებს ჩატარებული არჩევნების მიმართ ნდობას. აუცილებელია ამ გაურკვევლობების მოგვარება“, – აცხადებს იგი.
ნეტგაზეთი
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ აქვთ ფაქტები იმ სისტემური ხასიათის დარღვევებსა და მანიპულაციების სქემებზე, რომლებსაც „ქართული ოცნება“ იყენებდა არჩევნებზე, რათა „მოეპარა ქართველი ხალხის ნება“. მისი განცხადებით, მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან.
გახარიას თქმითვე, პირადობის მოწმობებით მანიპულირებაზე, მათ შორის ჩამორთმეული პირადობის მოწმობებით მანიპულირებაზე, რის საკმარისზე მეტი მტკიცებულებაც აქვთ, უახლოეს დღეებში პროკურატურას მი
28 ნოემბერს, ევროპარლამენტში მნიშვნელოვან რეზოლუციას მიიღებენ, სადაც საუბარი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე - როგორც უკვე ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს რეზოლუცია, იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეუძლებელია „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენა, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას განცხადებით, „საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანა, მხოლოდ და მხოლოდ, ხელახალი არჩევნებით
როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის ევროინტეგრაციას, კონსტიტუციური წესრიგის მოშლას და ამ ღალატის აქტს, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის ზეპარტიული საკითხი, რომელ საკითხზეც ყველას შეგვიძლია ველაპარაკოთ, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა , - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მეზვრიშვილის თქმით, ყველა პროცესში მისი გუნდი სრულად იქნება ჩართული.
“ძალიან მძიმე დღეა ქ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია - ის ევროპული მომავალი არ არის, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"ქართველების 80%-ზე მეტი საკუთარი ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავს. ამის მისაღწევად სიტყვები საკმარისი არ არის, ქმედებები და რეფორმებია საჭირო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია - ის ევროპული მომავალი არ არის", - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლები ემიჯნებიან „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევრკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები.
ამ დროისთვის განცხადებას 200-მდე ხელმოწერა აქვს, თუმცა, ხელმოწერები გრძელდება.
პუბლიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქართველი ხალხის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ბლინკენი განცხადებაში საუბრობს აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის 32 წლიან პერიოდზე და აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რკინასავით მტკიცეა.
აღინიშნება, რომ შეერთებული შტატები „მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის
“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია “ოცნების“ ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობს და ამბობს, რომ გაყალბებული არჩვენების შემდეგ მათ რამდენიმე ფატალური შეცდომა ჩაიდინეს.
გახარია ორ ძირითად შეცდომას უსვამს ხაზს, რომელიც მისი თქმით, უკვე სხვა რეალობაა და აჩვენებს, რომ “ოცნებას“ არანაირი რესურსი აღარ აქვს, დემოკრატიულად მართოს ეს ქვეყანა.
სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნიკო მანაგაძის ადვოკატმა, მარიამ პატარიძემ განუცხადა.
ადვოკატის განმარტებით, დაკავების დროს მასთან ერთად ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ასევე დააკავეს. მისივე თქმით, ორივე მათგანი დიღომში, მესამე იზოლატორში არიან გადაყვანილები.
ადვოკატის ვარაუდით, დაკავების მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ მანაგაძე პოლიციის სამმართველოში არ გამოცხადდა და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით პრო
ევროკომისიამ მოამზადა წინადადება ვიზა ფასილიტაციის შესახებ ევროკავშირ-საქართველოს შეთანხმების ნაწილის შეჩერების შესახებ.
ევროკომისიის თანახმად, თუ საბჭო ამ წინადადებას მიიღებს, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებს და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები, დასჭირდებათ ვიზა შენგენის ზონაში შესასვლელად.
„დღეს ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობა დავაკისროთ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი რეპრესიების გამო. ეს მკაფი
ჩეხეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ჩეხეთის მთავრობას მოუწოდა, დაუწესოს სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებს, ასევე განიხილოს ამ სანქციების გაფართოება მოსამართლეებზე.
რეზოლუციაში მოხსენიებულია ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ნათქვამია, რომ შედეგად, საქართველო ახლა კონსტიტუციურ და პოლიტიკურ კრიზისშია.
ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ყოველთვის იყო გრძელვადიან პერსპექტივაში პრიორი
2025 წლის 4 იანვრის მდგომარეობით 2-მა მოქალაქემ თქვა, რომ უცნობი პირები თავს დაესხნენ.
დღეს, 4 იანვარს მევიოლინე გვანცა ჩხეიძემ, რომელიც აქტიურად მონაწილეობს მიმდინარე საპროტესტო აქციებში, „ფეისბუქზე” დაწერა, რომ უცნობმა ადამიანმა ბეტონის კედელს მიახეთქა.
გუშინ, 3 ინავარს მოქალაქე ია გაბუნიამ თქვა, რომ უცნობი პირები სახლთან თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მან მომხდარი მიმდინარე საპროტესტო აქციებს დაუკავშირა.
„პუბლიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაციი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელისთვის შესაძლებელი იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
როგორც ზურაბიშვილმა Atlantic Council-ის ორგანიზებულ დისკუსიაში Fire Side Chat განაცხადა, მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება მიმართავს სისხლის სამართლებრივ და არა ადმინისტრაციულ კოდექსს, მოსახლეობის დაშინებაა.
„[მზია ამაღლობელის] პატიმრობა სიგიჟეა. ეს შეიძლება ყოფილიყო ადმინისტრაციული სახდელი. ისინი უმეტეს შემთხვევ
იმერეთში რამდენიმე დღეა, გადაუღებლად თოვს.
გზები გაწმენდილი არ არის, ზოგიერთ სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია და გაზი.
იმერეთში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად შექმნილი მოხალისეობრივ FB ჯგუფში „იმერეთის დასახმარებლად” მოქალაქეები წერენ, რომ ვითარება მძიმეა.
ვანის მაღალმთიან სოფლებში დასახმარებლად ასვლას გეგმავს მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი „თეთნულდი”. კლუბის წარმომადგენლის, არჩილ გეგენავას თქმით, მათ „ნანუკას ფონდი” დაეხმარა, საღამოს მიეწოდებათ ტექნიკური აღჭურვილობა და 8
სამართლიანობა მოგვთხოვს, სააკაშვილთან ერთად უნდა გასამართლდნენ ის "ოცნების" მაღალჩინოსნები, რომლებიც კორუფციულ დანაშაულებში არიან მხილებულნი.
გიორგი შარაშიძე, პარტია '"გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/892963642839645
რუსეთს საკმარისი რესურსი აქვს უკრაინაში ხანგრძლივი ომის საწარმოებლად, ამიტომ მნიშვნელოვანია, დასავლეთი არ მოდუნდეს კიევისთვის დახმარების გაწევაში, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.
ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთის ერთიანობა უკრაინის დასახმარებლად საკმაოდ ძლიერია, მაგრამ პრობლემები, როგორც წესი, დაკავშირებულია გადაწყვეტილებების აღსრულების სიჩქარესთან. მაგალითად, როგორც ედგარს რინკევიჩსი ამბობს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
„სად მივყავართ „ენმ“-ის ლიდერების ლიანდაგს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, 07.10.2022 წელს გავრცელდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ანა წითლიძისა და ლევან ბეჟაშვილის განცხადებები.
ანა წითლიძე: „თოფურიძე იმალება, საერთოდ არ არის ქვეყანაში, ჩამოვიდეს და პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომელიც რეალურად არსებობს მის