Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.238

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გერმანიის საგარეო უწყება მზადაა დაიწყოს დევნა რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებებზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, ყველა შესაძლო დონეზე და ყველა არსებული საშუალებით, დაიწყოს დევნა რუსეთის ფედერაციისა და მისი ხელმძღვანელობის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე. პარასკევს, 2 დეკემბერს, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ბერბოკმა რადიო თავისუფლების შეკითხვას ასე უპასუხა: „ჩემი აზრით, რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი იმსახურებს დიდ ყურადღებას. ა

თსუ-ს შემდეგ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებიც ითხოვენ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მოთხოვნით. ისინი წერენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების "მაისის მოძრაობამ" უკვე აიძულა თსუ-ს ადმინისტრაცია ააშენოს სტუნდენტური საცხოვრებელი და ახლა დადგა დრო, მათაც აიმაღლონ ხმა და ილაპარაკონ საკუთარ პრობლემებზე. "სტუდენტების უმრავლესობა ბინის სიძვირის, არასათანადო შრომითი პირობების, გაზრდილი ხარჯების გამო ღირსეული საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი, რაც საგრძნობლად აუარესებს სწავლი

კახა ქემოკლიძე - ღარიბაშვილის განცხადება ანაკლიის პორტზე პოპულისტურ-დემაგოგიურია - სახელმწიფოს სხვა არბიტრაჟული დავები არ აქვს? - „ნამახვანჰესის“ ინვესტიცია ქარს გაატანეს

ბატონი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება იყო პოპულისტურ-დემაგოგიური. არბიტრაჟს რომ ახსენებს, სახელმწიფოს სხვა არბიტრაჟული დავები არ აქვს? - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მან ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება შეაფასა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შესახებ, რომლის თანახმადაც, ხაზარაძე-ჯაფარიძემ „5 წელში ვერ შეასრულეს ვერც ერთი ვალდებულება, ჩააგდეს პროექტი, ანაკლიის პორტი არ ააშენეს და დღეს

სვენ მიქსერი - ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადი მოსახლეობაში დიდ მხარდაჭერას იწვევს, რაც პოლიტიკურ ძალებს განსხვავებების დაძლევის საშუალებას უნდა აძლევდეს

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადი მოსახლეობაში დიდ მხარდაჭერას იწვევს. ეს კი უნდა აძლევდეს პოლიტიკურ ძალებს საშუალებას, დაძლიონ განსხვავებები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა. როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, სჯერა, რომ ასოცირების შეთანხმების სრული იმპლემენტაცია იქნება საუკეთესო გზა საქართველოს ეკონომიკის გასავითარებლად. „პოტენციური კანდიდატი ქვეყნიდან, საქართველოდან შერეული სიგნალე

კიევში აღდგა რუსეთის ბოლო თავდასხმის შედეგად დაზიანებული გათბობის სისტემა

18 დეკემბერს კიევში შესაძლებელი გახდა რუსეთის ბოლო სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებული თბომომარაგების სისტემის მუშაობის სრულად ამოქმედება. "სითბოს მიწოდების ყველა წყარო ნორმალურად მუშაობს", - წერს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ტელეგრამში. დღის განმავლობაში, კიევის მერის თანახმად, კომუნალური სამსახურების თანამშრომლები ადგილობრივად მოაგვარებენ სითბოს პრობლემებს იმ სახლებში, სადაც ისინი შეიძლება წარმოიშვას.   პარასკევს, 16 დეკემბერს, რუსმა სამხედროებმა კიევს 40 რაკეტა ესროლეს, რომელთ

მაია სანდუ - პრეზიდენტ ბაიდენს გადავეცი, რომ მოლდოველებს თავისუფალი სამყაროს ნაწილად დარჩენა, უსაფრთხოდ ცხოვრება და ევროკავშირში შესვლის ოცნების ასრულება სურთ

პრეზიდენტ ბაიდენს გადავეცი, რომ მოლდოველებს თავისუფალი სამყაროს ნაწილად დარჩენა, უსაფრთხოდ ცხოვრება და ევროკავშირში შესვლის ოცნების ასრულება სურთ , - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ვარშავაში აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ პირად “ფეისბუქ” გვერდზე წერს. “აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მოწვევით ვარშავაში საჯარო ღონისძიებას ვეწვიე, სადაც იგი ისტორიული სიტყვით გამოვიდა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის წლისთავს ეძღვნება. მისი გამოსვ

კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე - ვინც ხმას მისცემს ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი

ვინც ხმას მისცემს „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მწერალთა სახლში “რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის” გახსნაზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. დიპლომატის თქმით, საქართველოს გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტების „არცერთი ვერსია არ სჭირდება“. “აქ რეალური კითხვაა - რა არის საქართველოს ინტერესებში? ნათელია, რომ ს

ნედ პრაისი - ახლოდან ვაკვირდებოდით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს - აშშ ყველას გვერდით დგას, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს უნივერსალურ უფლებას, შეკრების უფლებას

ქართველ ხალხს მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. “ბოლო საათების განმავლობაში ახლოდან ვაკვირდებოდით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. თბილისიდან მომავალი ცნობები გავიგეთ, რომ დემონსტრანტებს, რომლებიც ამ ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონპროექტს აპროტესტებდნენ, ცრემლსადენი გაზი და ჩახშობის სხვა საშუალებები დაუპირისპირეს. ჩვენი მესიჯი საქართველოს ხალხისადმი, საქართველოს ხელისუფლებისადმი დ

ტარიელ ნაკაიძე - ამ ქვეყნის სიმდიდრე მრავალფეროვნებაშია, ვერავინ შემაშინებს და ვერავინ ვერაფერს გააკეთებს ისეთს, რომ ეს ხმა ჩაახშოს - გავაგრძელებ პოლიტიკურ მოღვაწეობას

ამ ქვეყნის სიმდიდრე არის მრავალფეროვნებაში, ვერავინ შემაშინებს და ვერავინ ვერაფერს გააკეთებს ისეთს, რომ ეს ხმა ჩაახშოს, მე გავაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების მიმართ მისთვის განსაკუთრებით მძიმეა. „ჯაფარიძემ მიკროფონი მითავაზა, რასაც მოჰყვა შემდგომი დაპირისპირება. აქ მნიშვნელოვანი ის არ არის რა მოხდა ფიზიკურად, აქ მნიშვნე

პენტაგონი - ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არ არსებობს რაიმე ნიშნები იმის შესახებ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება. "ვნახეთ ცნობები რუსეთის განცხადების შესახებ და გავაგრძელებთ ამ სიტუაციის მონიტორინგს", - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სტრატეგიული ბირთვული პოზიციის შეცვლის მიზეზს ვერ ხედავენ. „ჩვენ ვერ ვხედა

ეს არეული ორიენტაციის პირი დაკავშირებულია ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის „ბოლშევიკურ ტროიკასთან“ – კობახიძე დაკავებულზე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩანს, რომ დაკავებულ პირს, რომელიც პოლიციის მტკიცებით სამართალდამცველების მისამართით ქვებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდა, „ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“, „გზას აცდენილია“ და ის დაკავშირებული იყო გიორგი ვაშაძესთან, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძესთან. „მნიშვნელოვანია, რომ სადაც არის სავარაუდო დანაშაული ჩადენილი, იქ ადამიანებმა პასუხი აგონ. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა შერჩეს ის უმძიმესი თავდასხმები, რომლებიც ჩვენ

ლევან იოსელიანი - ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა და ჩაგვრა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა და ჩაგვრა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ დაწერა. ლევან იოსელიანი ეხმაურება თბილისში გამართულ ქალთა სოლიდარობის მარშს, რომელსაც თავადაც ესწრებოდა და აღნიშნავს, რომ ყველამ ერთად უნდა დავგმოთ ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა და მუდმივად ვიყოთ ამ უფლებების დაცვის სადარაჯოზე. “დღეს, არა მხოლოდ როგორც სახალხო დამცველი, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და გოგოს მამა მივედი

ირაკლი ზარქუა - ფეოლა თუ რა ჰქვია იმას, ფონ კრამონი რომ დარბის ხოლმე აქ მიტინგებზე - ამ ტონალობაში საუბარი ძალიან შეეშალა, იმედია ამას გაიაზრებს და ბოდიშს მოიხდის

ფეოლა თუ რა ჰქვია იმას, ფონ კრამონი რომ დარბის ხოლმე აქ მიტინგებზე - „მოლოტოვის კოქტეილი" თავის ქვეყანაში ესროლონ ახალგაზრდებმა პოლიციელებს და შემდეგ მხარი დაუჭიროს, აბა რას უზამენ, დაჯდება თუ არა ევროპარლამენტში? - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას განცხადებით, ფონ კრამონს „ამ ტონალობაში საუბარი შეეშალა და იმედია ბოდიშს მოიხდის". „ფეოლა თუ რა ჰქვია იმას, ფონ კრამონი რომ დარბის ხოლმე აქ მიტინგებზე, ასეთი მოუწყოს თავის ქვეყანა

2023 წლის სექტემბრიდან სკოლაში შესვლის შესაძლებლობა იმ ბავშვებსაც ექნებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, ბავშვებს, რომლებსაც 1-ელ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, უფლება ექნებათ, სკოლაში 2023 წლის სექტემბრიდან შევიდნენ. მისივე თქმით, პროცესი ნებაყოფლობითი იქნება და მშობლებს შეეძლებათ ბავშვები სკოლაში წაიყვანონ ან საბავშვო ბაღში დატოვონ. „სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, შესაძლებლობა გვაქვს, მშობლების მომეტებული მოთხოვნა, რომელიც ბავშვის სასკოლო ასაკს ეხება, ეტაპობრივად დავაკმაყოფილოთ. წელს, ბავშვ

ბექა ლილუაშვილი - თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, ეს დიდი პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვადამდელმა შეიძლება მეტი რისკი შექმნას, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან არჩევნებზე გავლენის გზით

თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, ეს დიდი პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვადამდელმა შეიძლება მეტი რისკი შექმნას, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან არჩევნებზე გავლენის გზით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილი გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებას და აღნიშნა, რომ ვადამდელ არჩევნებზე მოლოდინების წინასწარ შექმნა სწორი არ არის, თუმცა, ოპოზიცია მსგავსი შემთხვევისთვის

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ 13 თანამშრომელი საქართველოში დაბრუნდა

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ 13 თანამშრომელი საქართველოში დაბრუნდა. როგორც ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, რატი ბაკურაძემ განაცხადა, საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარეს და მადლობას უხდის ყველას, ვინც წვლილი შეიტანა სუდანიდან ავიაკომპანიის თანამშრომლების გამოყვანაში. „პირველ რიგში, ვულოცავ ჩვენი თანამშრომლების ნათესავებს, მეგობრებს მათ საქართველოში ჩამოსვლას. ყველა ევაკუირებულია. ყველას მადლობას ვუხდით, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვქონდა თურქეთში

17 წლის ქართველმა ახალგაზრდამ ჩარიცხვის დამადასტურებელი წერილი და ჯამში $500 000-მდე სტიპენდიის შეთავაზება 7 უნივერსიტეტიდან მიიღო

17 წლის ქართველმა ახალგაზრდამ ჩარიცხვის დამადასტურებელი წერილი და ჯამში $500 000-მდე სტიპენდიის შეთავაზება 7 უნივერსიტეტისგან (Webster University Geneva, Webster Leiden Campus (Netherlands), American University in Bulgaria, Alfred University, University of Kentucky, Concord University, Albion college) მიიღო.   გურამ შენგელია სწავლას, ბიზნეს ადმინისტრირების განხრით, American University in Bulgaria-ში გააგრძლებს.  

ნათია მეზვრიშვილი - გუშინ რაც ვიხილეთ, „გედის სიმღერა“, თუ არ ვიცი რა დავარქვა, მძიმე სანახავი იყო - პანიკაში მყოფი სანქცირებულებული მოსამართლეები ცდილობენ აჩვენონ, რომ თითქოს მათ არაფერი აღელვებთ

გუშინ რაც ვიხილეთ, რა დავარქვა არ ვიცი, „გედის სიმღერა“, თუ რა - პანიკაში მყოფი სანქცირებულების ჯგუფის წევრები ცდილობენ აჩვენონ, რომ თითქოს მათ არაფერი აღელვებთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მოსამართლეების კორპუსის წარმომადგენლების მიერ გუშინ, ერთ-ერთ რესტორანში მოსამართლეების დღის აღნიშვნას. როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, ის, რაც გუშინ ხდებოდა, მძიმე სანახავი იყო და ეს „ქართული სასამართლოს სახეა“.

იტალიის პრემიერ-მინისტრი - დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ რომში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. „დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რომ კიდევ უფრო ძლიერი, უფრო აყვავებული აღდგება. უკრაინის მომავალი მშვიდობისა და თავისუფლების მომავალია, და ეს ევროპული მომავალია. და სხვა შესაძლო ვარიანტები აქ არ არის,” - განაცხადა მელონიმ. როგორც მან აღნიშნა, რომი გააგრძელებს მოკავშირეებთან მუშაობა

მედიის ცნობით, ნატო-ს ისტორიაში ყველაზე დიდი საავიაციო წვრთნები გერმანიაში გაიმართება

ნატო-ს ისტორიაში ყველაზე დიდი საავიაციო წვრთნები გერმანიაში გაიმართება, – ამის შესახებ გერმანული მედია წერს. მედიის ცნობით, ნატო-ს ქვეყნების საჰაერო ძალების წვრთნები ორ კვირაში დაიწყება, რაც ალიანსის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება. როგორც მედია წერს, თითქმის ყველა მანევრი გერმანიის ტერიტორიაზეა დაგეგმილი. გერმანიის საჰაერო ძალების ინსპექტორის, ინგო გერჰარცის ინფორმაციით, წვრთნებში 250-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი მიიღებს მონაწილეობს, მათგან ასამდე აშშ-ის საჰაერო ძა

პარტია “საქართველოსთვის” ვარშავის ეუთო/ოდირის დახმარებით პარტიის ეთიკის კოდექსზე მუშაობს... დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, პარტიაში ქალთა როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად

პარტია “საქართველოსთვის” ვარშავის ეუთო/ოდირის დახმარებით პარტიის ეთიკის კოდექსზე მუშაობს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.    როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, პარტიაში ქალთა როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად.   "საქართველოში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურ პარტიას წესდებასთან ერთად ექნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეთიკის კოდექსი. დღეს პარტიის წა

თუ რუსეთს მართლა სურს ომის დიპლომატიური გზით დასრულება, შეუძლია ჯარები გაიყვანოს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ რუსეთს უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულებას სურს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო დანაყოფები თავად უნდა გაიყვანოს და არ დაელოდოს, სანამ უკრაინა ტერიტორიებს ძალისმიერი გზებით გაათავისუფლებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ლათინო ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოუწევს თუ არა უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია სამხედრო გზით, ეს მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული.

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა

რუსლან სტეფანჩუკი - უკრაინას სურს ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის შემდეგ გაწევრიანდეს და იგივე სცენარით

უკრაინელმა დამცველებმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით ოკუპაციისგან 8 დასახლება გაათავისუფლეს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი თქმით, გასული კვირის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ ბახმუტის მიმართულებით უკრაინული ძალების შეჩერება სცადა, იქ დამატებითი ქვედანაყოფები გადაიყვანა და დაბომბვის რაოდენობაც გაზარდა. მისი თქმით, ამ მიმართულებით გასული კვირის განმავლობაში ბრძოლების საერთო ინტენსივობა შემცირდა.

ევროკომისია რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. ევროპულ საბჭოში აცხადებენ, რომ ანგარიშის წარდგენა 22 ივნისს ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე მოხდება. ცნობილია, რომ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარად
×
×
  • შექმენი...