ამ ქვეყნის საგარეო ორიენტაციას, არაერთი თაობის მკაფიო გადაწყვეტილებას, ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით და იმ მისწრაფებებს, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გვაქვს, ამას ვერც ივანიშვილი, ვერ სააკაშვილი და ვერც ვერავინ სხვა წერტილს ვერ დაუსვამს.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1529755021306107/
მკაფიოდ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად ხელმოცარულები დარჩნენ სამართლებრივი, პოლიტიკური არგუმენტებით, ადამიანურ ტრაგედიებს იყენებენ, რა თქმა უნდა ჩვენ ასეთ ადამიანებს პასუხს გავცემთ.
ოთხწელიწად ნახევარია გასული, სამწელიწად ნახევარია ჩვენ ხელისუფლებას აღარ წარმოვადგენთ და ამნისტიის პროცესი კარგა ხნით მერე მოხდა, როდესაც ხელისუფლებაში აღარ ვიყავით, ამიტომ ძალიან მკაფიოა ჩვენი პოზიცია- მათ ამის გამოძიებაზე თვითონვე თქვეს უარი ამნისტიის გაკეთებით.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს, მაგრამ “არ შევა მანიპულაციებში და არ დაიწყებს თამაშს”. ასე უპასუხა მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ვეტოსთან ერთად, შენიშვნების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსულ კანონთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდეს.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრემიერის მცდელობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში რუსულ კანონის დაინიციირებულ ვერსიაში ცვლილებები შევიდეს, საზოგადოებაში დაბნეულობას გააჩენს. ამიტომ, სავარაუდოა, რომ
„ქართული ოცნების“ დეპუტატები კვლავ დაუპირსპირდნენ ოპოზიციონერ კოლეგებს — ამჯერად ტარიელ ნაკაიძეს შეაწყვეტინეს გინებით სიტყვა.
„თუ დღეს საბოლოოდ ქვეყნის განადგურებას მოაწერთ ხელს, საუკუნოდ ორჯონიკიძის გვერდით მოიხსენიება თქვენი სახელი და გვარები. ნუ გააკეთებთ ამას, დადგება დრო და შეგრცხვებათ, თვალებში ჩახედოთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს,“ — ამბობდა ნაკაიძე, როცა მას უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური მიუვარდა.
ამის შემდეგ პარლამენტის სხდომის ტრანსლაციას ხმა გაეთიშა, თუმცა სხდომათა და
საია 18 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან სტუდენტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადგილზე მობილიზებულ პოლიციას მომხდარზე არაჯეროვანი რეაგირება ჰქონდა, ამიტომ ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, რომ თავად დაიწყოს გამოძიება და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს სტუდენტების წინააღმდეგ დისკრიმინაციული ნიშნით განხორციელებულ დევნა/ძალადობაზე.
„2024 წლის 18 მაისს, თბილი
როდესაც შენ ფაქტობრივად ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანასთან უარს ამბობ სავაჭრო ურთიერთობების შემსუბუქებაზე, უარს ამბობ ვიზალიბერალიზაციაზე და შენი უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ეს არის პირდაპირ სახელმწიფო ინტერესების ფეხქვეშ გათელვა.
ყველასთან, ყველანაირ პლათფორმასთან ვითანამშრომლებთ, იმისათვის, რომ დავიცვათ არჩევნების შედეგები.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/442257328405493/
მხარდაჭერა ქალბატონ პრეზიდენტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს და ვეტოს. ეს ვეტო არის აბსოლუტურად გამართული, გასაგები თავისი არგუმენტაციით და დასაბუთებით.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/374329688966291/
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი სალომე შაფაქიძე უწყებაში დაიბარა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას ე.წ. “უცხოური გავლენის შესახებ“ კანონზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან და სხვა ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების
„ევროპის სახალხო პარტიასთან“ ერთად, მკაცრად ვგმობ ამ თავდასხმებს დემოკრატიული ოპოზიციისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდსხმას.
„ამ დაშინების წყაროსა და მიზეზების გარკვევას გენიოსობა არ სჭირდება. დემოკრატიული უკანდახევის ეს სპირალი მტკიცე რეაგირებას მოითხოვს“, - წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს 31 მაისს, გვიან ღამით თავს დაესხნენ.
პარტ
სუბსიდირებული ავიარეისებით კიდევ 1 000-მდე გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩს დაესწროს, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.
ქარქაშაძის თქმით, ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 195 ევრო იქნება.
„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ეროვნული ნაკრების ეს უდიდესი გამარჯვება. წარმატებებს ვუსურვებ შემდეგ ეტაპზე. ჩვენ დღემდე შევასრულეთ 30-მდე ჩარტერული რეისი და 6 000-მდე გულშემატკ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსულ კანონთან დაკავშირებით ისაუბრა. ბლინკენის თქმით, ვაშინგტონში მკაფიოდ გამოხატეს პოზიცია კანონის დამტკიცებასთან დაკავშირებით და მიიღეს ზომები, ამასთან დაკავშირებით კი „სავარაუდოდ, უფრო მეტს ვნახავთ“.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ევროპული გზა აირჩია და ხალხის არჩევანი მკაფიოა.
ასევე ბლინკენის თქმით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს აქვთ როგორც გამოწვევები, ისე დიდი შესაძლებლობები, რომელთა რეალიზებაც შესაძლებელია.
რუსული
პრეზიდენტის ნაწილში, ის, რომ მასთან გვქონდეს თანამშრომლობა, მათ შორის საარჩევნოდ - მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და გიორგი გახარიას შორის გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
დაუშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით უნდა შექმნას თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა რაიმე ერთობა
ამნისტიის შესახებ კანონმა დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ „ოცნება“ ზონდერ ჯგუფებს წინასწარ, ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენამდე გაურიგდა და ევროპული მომავლის დასაცავი აქციების მონაწილეების სასტიკად ცემის სანაცვლოდ, ამნისტიას დაჰპირდა, - ამის შესახებ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება დღეს ათასობით პატიმარს და მათ ოჯახებს ატყუებს, რომ თითქოს მათზე ზრუნვის მიზანი ა
უკრაინა ცდილობს გადაარჩინოს თავისი მოქალაქეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის მზადყოფნას, თავისი ტერიტორიის მესამედი აგრესორს დაუთმოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენთვის, წაგება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაკარგვას. ვიღაც ამბობს: „რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი - ტერიტორია თუ ხალხი?" როგორ შეიძლება ასე შედარება? ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია მათ (რუსებს) ჩვენი მიწის 30% ვაჩუქოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
"სამარცხვინოა, როდესაც ხელისუფლება მანიპულირებს შიშით და აშანტაჟებს საკუთარ მოსახლეობას ომით - ეს არის ყველაზე უმდაბლესი საქციელი, რაც შეიძლება ხელისუფლებამ იკადროს არჩევნების მოსაგებად. მშვიდობის და კეთილდღეობის დაცვა, მათი პირდაპირი მოვალეობაა და ამაში ვუხდით ხელფასს. "ოცნება" ბოლო წლების მანძილზე ჩამოყალიბდა, როგორც მატყუარა პოლიტიკური ძალა, ამიტომ მათგან პოზიტიური დღის წესრიგი არარ აღიქმება და დარჩათ მხოლოდ ომით სპეკულირება. "ოცნებამ" კორუფციულ შემოსავლებში გაცვალა ქვეყნის ეროვნული ინტერეს
ერთადერთი ბოლო ტესტი, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩასაბარებელი, არჩევნებია - პრაქტიკულად, ზუსტად იგივე მოვისმინეთ ევროკავშირისგან, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან ჟოზეფ ბორელის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება თუ შეძლებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მოპაროს არჩევანი და არჩევნები ჩაატაროს თავისუფალ გარემოში, ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, თავის პოლიტიკურ აზრს, მნიშვნელობასა
„ოცნებამ“ იცის, რომ მისი მთავარი მეტოქეა „გახარია საქართველოსთვის“. ამიტომ ზუსტად ისე ებრძვის მას, როგორც ნაცები „ოცნებას“ როგორც მის მთავარ მეტოქეს ებრძოდნენ 2012-ში. ივანიშვილმა იცის, რომ ეს ერთადერთი პარტიაა, რომელსაც „ოცნების“ დამარცხება ისე შეუძლია, რომ “ნაცები” არ დაბრუნდნენ.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2303480613322046/
"სამეგრელოს ცენტრალურ მოედანზე, ხმების სამათხოვროდ ჩამოსულ იმ “სტუმრებს”, რომლებსაც უბრალოდ არ გიყვართ და 4 წელია მიტოვებული გყავთ ეს მხარე და ხალხი, სამეგრელო არ გაპატიებათ ამ კუთხის წარმომადგენლის გინებას და ლანძღვას!
ბევრი უბედურება და გაჭირვება გამოუვლია ამ კუთხეს, ყველაზე თავმდაბალი და ამავდროულად ყველაზე ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომლებიც 26 ოქტომბერს გაგცემთ პასუხს!."
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ბმული: https://www.facebook.co
სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, განვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ღრმად შემაშფოთებელი ვითარება, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„კიდევ ერთხელ გავიმეორე პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა ქართველი ერის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - აცხადებს დუდა.
იპნ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ აქვთ ფაქტები იმ სისტემური ხასიათის დარღვევებსა და მანიპულაციების სქემებზე, რომლებსაც „ქართული ოცნება“ იყენებდა არჩევნებზე, რათა „მოეპარა ქართველი ხალხის ნება“. მისი განცხადებით, მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან.
გახარიას თქმითვე, პირადობის მოწმობებით მანიპულირებაზე, მათ შორის ჩამორთმეული პირადობის მოწმობებით მანიპულირებაზე, რის საკმარისზე მეტი მტკიცებულებაც აქვთ, უახლოეს დღეებში პროკურატურას მი
28 ნოემბერს, ევროპარლამენტში მნიშვნელოვან რეზოლუციას მიიღებენ, სადაც საუბარი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე - როგორც უკვე ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს რეზოლუცია, იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეუძლებელია „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენა, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას განცხადებით, „საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანა, მხოლოდ და მხოლოდ, ხელახალი არჩევნებით
პრემიერის დღევანდელი განცხადებები, მერე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ საკმაოდ დაბნეულია დღეს მმართველი პარტია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ არ ელოდებოდა საზოგადოებისგან იმგვარ რეაქციას, როგორიცაა და „დაბნეულები არიან“.
„არ ელოდებოდნენ ამგვარ საზოგადოებრივ რეაქციას, არა მხოლოდ ქუჩის პროტესტს, რომელსაც, ალბათ, ელოდებოდნენ, მაგრამ უკვე აღარ იცია
ნუ დააკანონებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სასწრაფოდ შემოიღეთ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები და ამ ქმედებებით, მხარი დაუჭირეთ ქუჩაში მყოფ ხალხს, რათა მივაღწიოთ არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნას, - ასე მიმართავს „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მეგობრებს. ის მათ ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ხალხი მოქმედებას ითხოვს, რადგან სიტყვები აღარ კმარა.
„საქართველოს მეგობრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში: ქართვ
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა მსახიობმა, გიორგი ბახუტაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, დღეს დილით, 06:00 საათზე დატოვა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მსახიობი განმარტავს, ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმ დროს დააკავეს, როცა გულწასული ადამიანის დახმარებას ცდილობდა. ბახუტაშვილის თქმით, მასაც, ისევე როგორც დემონსტრანტების უმეტესობას, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„დღეს დილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შსს-ის აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება, მას პირველ მერცხალს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ფაქტი „რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია“. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტი „ფეისბუქზე“ წერს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჩნდა პირველი მერცხალი! ეს კი რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია! სახელმწიფო თქვენ ხართ, ვინც ყველა უწყებაში და რა თანამდებობაზე არ