Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    901.235

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გახარიას თქმით, ივანიშვილის პოლიტიკიდან „წასვლის“ მიზანი ძალაუფლების შენარჩუნება იყო

„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თეონა გეგელიასთან ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც თანამდებობა დატოვა. 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში გახარია ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავების საკითხი გადადგომის მხოლოდ ფორმალური მიზეზი იყო, რეალური უთანხმოება კი ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლაზე დარღვეულ შეთანხმებას უკავშირდებოდა: „პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის ფორმალური მიზეზი იყო მელიას დაკავების ფორმა მიუხედავად იმისა, რომ მე მაშინაც

გახარიას და IRI-ს დირექტორის შეხვედრის ფოტო რუსმა „ტურისტებმა“ გადაიღეს – ქემოკლიძე

პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრი, კახა ქემოკლიძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი გახარიასა და IRI-ის წარმომადგენლის შეხვედრის კადრები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყოს გადაღებული. საუბარია გიორგი გახარიასა და IRI-ის საქართველოს პროგრამების დირექტორი, ჯონ დიპიროს შეხვედრაზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია სამთავრობო მედია „იმედმა“ 24 სექტემბერს გაავრცელა შეხვედრის ამსახველ ფოტოსთან ერთად. „ეს „ნიუსი“ ხომ გახსოვთ, აქტიური წინა საარჩევნო კამპანია რომ იყო?! საინტერესო მოკვლევა ჩავატარეთ: ეს

გახარიას გუნდში არ გამორიცხავენ, რომ ზურაბიშვილის შესაძლო გაპრემიერებას დაუჭირონ მხარი

გახარიას გუნდი არ გამორიცხავს, რომ თუკი დღის წესრიგში სალომე ზურაბიშვილის შესაძლო გაპრემიერების საკითხი დადგება, ისინი ამას მხარს დაუჭერენ. თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ეს მხოლოდ კონსულტაციების საგანია და ისინი თავის დროზე არც ზურაბიშვილის ხელმეორედ გაპრეზიდენტების წინააღმდეგები იყვნენ.   წარმოუდგენია თუ არა სალომე ზურაბიშვილს საკუთარი თავი პრემიერ-მინისტრად ოპოზიციის შეთავაზების შემთხვევაში? - ეს კითხვა მთავარსარდალს ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ დაუსვა. პრეზიდენტმა ეს სცენარი არ გამორიცხა. 

გახარიას გუნდი ყველა საზეიმო ღონისძიებას შეუერთდება (ვიდეო)

გახარიას გუნდი ყველა საზეიმო ღონისძიებას შეუერთდება. მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  410128974_2074037556316307_2239051343875845492_n.mp4

გახარიას გუნდი პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება გივი მიქანაძის წინააღმდეგ

გახარიას გუნდი პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების” დეპუტატის, გივი მიქანაძის წინააღმდეგ. პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში მომხდარ ციხის ბუნტს. 2006 წელს პატიმრების ამბოხების შემდეგ #5 ციხეში კონტროლის დასამყარებლად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით სპეცოპერაცია ჩატარდა. შედეგად 7 პატიმარი გარდაიცვალა, ხოლო 22 პატიმარმა სხეულის დაზ

გახარიას გუნდი ივანიშვილს: გახსენით თქვენს მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები პოლიტიკური დებატებისთვის. ნუ ატყუებთ მოსახლეობას!

მივმართავთ ეგრეთ წოდებულ სახელისუფლებო ტელევიზიების (იმედის, რუსთავი 2-ის, საზოგადოებრივი მაუწყებელის) ფორმალურ ხელმძღვანელებს, ფორმალურ მფლობელებს და რეალურ მეპატრონეს ბიძინა ივანიშვილს: ბოლო რამდენიმე წელია, ივანიშვილმა სრული კონტროლი მოიპოვა ამ არხებზე და ისინი აქცია ოცნების პოლიტიკურ იარაღად, რომელსაც ის იყენებს ხალხისთვის სიმართლის დასამალად. ამ თვალსაზრისით, სატელევიზიო პროპაგანდამ მიაღწია ნაცმოძრაობის ხელისუფლების პროპაგანდისტულ სიმაღლეებს., - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბ

გახარიას გუნდი ივანიშვილს: ახლა მაინც შეაქმნევინეთ "ოცნებას" ანტიკორუფციული კომისია თბილისის საკრებულოში!

ახლა მაინც შეაქმნევინეთ ოცნებას ანტიკორუფციული კომისია თბილისის საკრებულოში!, -  ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრმა გიორგი შარაშიძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გახარიას გუნდის წევრები აცხადებენ, ახალი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის პირველივე დღიდან მათ თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნის საკითხი დააყენეს, მაგრამ უკვე ორ წელზე მეტია, ოცნების უმრავლესობა უგულებელყოფს აღნიშნულ ინიციატივას და განაგრძობს მოპარულ

გახარიას გუნდი თბილისის საკრებულოში სახალხო ბიუჯეტირების ინიციატივით გამოდის

თბილისის საკრებულოს სხდომაზე გიორგი შარაშიძემ დეპუტატებს ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ ინიციატივა გააცნო, რაც მიზნად ისახავს თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას და „სახალხო ბიუჯეტირების“ პროცესში მონაწილეობას.   "მინდა გაგაცნოთ ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ ინიციატივა, რაც მიზნად ისახავს თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობას „სახალხო ბიუჯეტირების“ ფორმით. დღეს, როცა საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, კანდ

გახარიას გუნდი „ოცნებას“: გადაიყვანეთ სააკაშვილი საპატიმროში. შეწყვიტეთ დაშლილი „ნაცმოძრაობის“ გადარჩენა!

პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს. როგორც დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება ეძლეოდეს. დაუშვილის თქმით, ადგილი აქვს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" სისტემატურ დარღვევას, რაც უნდა შეწყდეს და ახალი წლების შემდეგ მაინც გადაყვანილ იქნას მიხე

გახარიას გუნდი - ეს არის უსუსტესი გეგმა, რაც მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ მივიღოთ სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა

პარტია "საქართველოსთვის", განცხადება:    ევროკომისიის და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისთანავე, ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოცნებას 9 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობის დაწყებისკენ და გამოვხატეთ მზადყოფნა სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე. კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების დღიდან ოცნება გეგმას მალავს. ხელისუფლებას ამ პერიოდში არ გამოუხატავს მზაობა რეკომენდაციების რეალურ შესრულებაზე.  გუშინ სადღესასწაულო დღეებში, როცა თითქმის არც ერთი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყანაში

გახარიამ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა, რომელშიც პარტიის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ, თბილისში, პარტიის ოფისში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა, რომელშიც პარტიის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი, მესტიის საკრებულოს დეპუტატი ვიკა ფილფანი, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული აქტიური ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. "თქვენმა თაობამ პასუხი უნდა გასცეს ამ დრომოჭმულ პოლიტიკურ ელიტას, 2024 და 2025 წელს

გახარია: ჩვენმა გუნდმა დავთმეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია იმედს გამოთქვამს, რომ მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს. ამასთან, როგორც გახარიამ გიორგი თარგამაძის ფორმულაში განაცხადა, მისი გუნდის მთავარი ამოცანა ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის არჩევნების გზით ოპოზიციაში გადაყვანაა. "მიმდინარე პროცესია, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, დღეს ეს ყველაფერი დამთავრდება, უნდა დამთავრდეს... აქ ბევრი დრო აღარ არის, ჩვენმა გუნდმა დავთმეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რისი დათ

გახარია: ჩვენი მოქალაქეების და პარტნიორების აღქმაში სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული, სადაც არის გავლენის ჯგუფები

„საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი უცხოელი პარტნიორების აღქმაში სასამართლოს სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული, სასამართლო სისტემაში არის გავლენის ჯგუფები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გახარია აკეთებს. როგორც გახარია ამბობს, ოცნებას არ სურს რეფორმის გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებდა ცვლილებებს. გახარიას თქმით, დღევანდელი სასამართლოს ყველაზე დიდი პრობლემაა გავლენიანი ჯგუფების არსებობა და საჭიროა, რეფორმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში. გახარიას შეფასები

გახარია: ჩვენთვის ყველაზე ახლო „ლელოა“, ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე ახლოს მყოფი პარტია „ლელოა” და გამოხატა მზაობა „ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის”. მისივე თქმით, ღიმილისმომგვრელია საუბრები ერთიან სიებზე. გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს, თუ ის იქნება ოპოზიციის პრეზიდენტობის საერთო კანდიდატი. 2019 წლის 4 მარტს „ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არ

გახარია: ჩვენთვის დღეს ნებისმიერ პოზიციაზე და კაბინეტებზე საუბარი მიუღებელია

გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი პარტიისთვის არჩევნებამდე რაიმე ფორმით თანამდებობებზე საუბარი მიუღებელია. გახარიამ ფორმულას ეთერში თქვა, რომ პარტია საქართველოსთვის ტექნიკური მთავრობის ფორმატში კანდიდატს არ წარადგენს. "მე მკაფიოდ შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთ შემთხვევაში, არც ერთ პირობებში, პარტია საქართველოსთვის არც პრემიერობის კანდიდატს და არც სხვებს, ამ ტექნიკურ ფორმატში არ წარადგეს. განსაკუთრებით ახლა, არჩევნებამდე ორი კვირაც არაა დარჩენილი, ჩვენ

გახარია: ჩემი მთავარი მიზანია, შეიქმნას გარემო, სადაც „ოცნებაც“ მარცხდება და ენმ-ც

საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული დროებითი მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას შეხვდა. გახარიამ თქვა, რომ კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე საუბარი არ ყოფილა. „ჩემთვის მთავარი მიზანია, რომ ქვეყანაში შეიქმნას ის გარემო, როდესაც „ოცნება“ მარცხდება და „ნაციონალური მოძრაობაც“ მარცხდება“ – თქვა გახარიამ და აღნიშნა, რომ ამ პოზიციას სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს. მისივე თქმით, რიგგარეშე

გახარია: შეუძლებელია ჩვენი პოლიტიკური კოალიცია „ოცნებასთან"

„შეუძლებელია ჩვენი პოლიტიკური კოალიცია „ოცნებასთან“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ფორმულას“ ეთერში. მისი თქმით, ისინი კოალიციას არც „ნაციონალურ მოძრაობასთან” განიხილავენ, სწორედ ამ მიზნით მოაწერეს ხელი პრეზიდენტის ინიციატივას ტექნიკურ მთავრობაზე. მისი თქმით, თუ მათი ხმები იქნება გადამწყვეტი, დააყენებენ საკუთარ წინადადებას და პირობებს: გახარიას თქმით, მისი პარტიისთვის მთელ ამ პროცესში არსებობს ჩამკეტი საკითხი, როგორიცაა ევროკავშირთან მოლაპარაკების გ

გახარია: ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი იმიტომ გახდა, რომ არ მინდოდა შს მინისტრი ყოფილიყო

„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ „ქართული ოცნება“ განიხილავდა მის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნას. გიორგი გახარიას თქმით, ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად იმიტომ დაინიშნა, რომ მას არ სურდა იგი შინაგან საქმეთა მინისტრი გამხდარიყო: „მე არასოდეს არ ვყოფილვარ ერთპიროვნული მმართველი. პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა არა როგორც თავდაცვი

გახარია: ფორმულა არის, “ოცნებამ” და ენმ-მ ვერ გადალახონ 50%-იანი ბარიერი

პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმში განვითარებული მოვლენებით ყველაზე მეტად პოლიცია დაზარალდა. გახარიას თქმით, პოლიციელებს, ერთი მხრივ, მოუწიათ “ოცნების” დავალების შესრულება, მეორე მხრივ კი- “ნაციონალური მოძრაობის” უსაფუძვლო კრიტიკის მოთმენა. გახარია ამბობს, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთს კვებავს და გამოსავალია, რომ არჩევნებზე მათ ვერ გადალახონ 50%-იანი ბარიერი. “ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ტურიზმთან არავითარი კავშირი არა აქვს. არავინ არ არის ტურიზმი

გახარია: რუსეთის საგარეოს განცხადება და ის, რაც აფხაზეთში ხდება, აღიარების პროცესის დაწყებაა

გიორგი გახარია ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება და ის პროცესები, რომლებიც ახლა აფხაზეთში მიმდინარეობს, აფხაზეთის აღიარების პროცესის დაწყებაა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 ნოემბერს, 5-6 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ თბილისს ოკუპირებული ტერიტორიებთან „საზღვრების დელიმიტაციისკენ” მოუწოდა. კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე რუსულმა დელეგაციამ თქვა, რომ საქართველოს მხრი

გახარია: პრემიერობისას მაღალი რეიტინგი მქონდა, გამოაქვეყნეს ოცნების ლიდერის საშუალო რეიტინგი

ყოფილი პრემიერმინისტრი, გახარია საქართველოსთვის პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია ამბობს, რომ ქართული ოცნების გუნდში ყოფნისას მისი პერსონალური რეიტინგი GORBI-ს კვლევის მიხედვით სხვა ლიდერებთან შედარებით მაღალი იყო, რის გამოც მხოლოდ ქართული ოცნების ლიდერის საშუალო შეწონილი რეიტინგი გამოაქვეყნეს. ამაზე გახარიამ ფორმულას ეთერში ისაუბრა. მმართველი გუნდის რეიტინგებზე საუბრისას წამყვანმა თქვა, რომ GORBI-ს კვლევით ქართული ოცნება 60%-მდე რეიტინგს იწერს და გიორგი გახარიას ჰკითხა, მაშინ, როცა ამ პოლ

გახარია: მდინარაძე იმ სართულზეც ვერ მოვიდოდა ახლოს, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა

„რასაც ახლა მამუკა მდინარაძე უბრალოდ ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად“, – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებას. მისივე თქმით, ტექსტი, რომელიც დღეს ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ წაიკითხა, „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაწერილია. როგორც გიორგი გახარია ამბობს, „ოცნება“ ძალიან სახიფათო ველში შედის“ და ის „ისტერიკა“, რომელიც „ოცნებას“ სჭირს, პირდაპირ მიუთითებს პარტიის „გახარია საქართველოს

გახარია: ივანიშვილმა აშშ-ში მაღალი დონის შიკრიკი გაგზავნა, რათა გაიგოს, იქ რა ხდება

გიორგი გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ში „შიკრიკი გაგზავნა, რათა  იქნებ როგორმე გაიგოს მაინც, იქ [აშშ-ში] რა ხდება”. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა თქვა, რომ ხელისუფლება „პოზებშია, თითქოს სხვისი აზრი არ აინტერესებთ, მაგრამ სინამდვილეში იმდენად შეშინებულები არიან, რომ შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ, როგორმე გაიგონ მაინც, იქ რა ხდება”. გახარია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში „პერსონალურ შიკრიკად“ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ძალოვანი ფიგურა ჰყავ
×
×
  • შექმენი...