Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    886.210

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბრიტანული Polonsky-ის პრიზი ებრაისტიკაში ლაშა შაყულაშვილს გადაეცა

ბრიტანული Polonsky-ის პრიზი ებრაისტიკაში ლაშა შაყულაშვილს გადაეცა. პრიზი განკუთვნილია იმ მეცნიერებისათვის, რომლებიც ებრაისტიკის დარგს ავითარებენ. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. „პრიზის მისაღებად აუცილებელია ორი აკადემიური დაწესებულების ან კვლევითი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი კანდიდატურის საკონკურსო კომისიაზე წარდგენა. ლაშას კანდიდატურა, Polonsky-ის პრიზზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ებრაისტიკის საბაკალავრო პროგრამამ და

ბრიტანელი პარლამენტარი - თავდაცვა ესკალაცია არ არის - ეს არის კრემლის სამარცხვინო პროპაგანდა საქართველოს პრემიერის მხრიდან

თავდაცვა ესკალაცია არ არის. კრემლის სამარცხვინო პროპაგანდა საქართველოს პრემიერის მხრიდან, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, ალისია კერნსი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ის საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, დასავლეთმა საქართველოს მიმართ თავის პოლიტიკას უნდა გადახედოს. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე უკრაინაში ომის დაწყების მიზ

ბრიტანელი იურისტები უკრაინელების სახელით სასამართლოში უჩივიან პრიგოჟინს და "ვაგნერს"

ბრიტანული იურიდიული ფირმა McCue Jury&Partners ომით დაზარალებული უკრაინელების სახელით ლონდონის სასამართლოს მიმართავს რუსი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის და მის მიერ დაარსებული კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ წინააღმდეგ. ამის შესახებ პრიგოჟინს უკვე ეცნობა. ბრიტანელი იურისტების შეფასებით, აშკარაა პრიგოჟინის, „ვაგნერის“ და პუტინის სამხედრო მანქანის შეთქმულება უკრაინელი ხალხის დატერორების მიზნით. მოსარჩელეთა მოთხოვნაა პროგოჟინისა და „ვაგნერისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრება და ზარალის ა

ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

დღეს გაერთიანებულ სამეფოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 6-კვირიანი წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ დაიკავებს თემთა პალატაში ადგილებს და შესაბამისად, რომელი პარტია დააკომპლექტებს მთავრობას. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათამდე გაგრძელდება. კენჭისყრის დაწყებისთანავე იწყება ხმების დათვლის პროცედურა, რის საფუძველზეც ეგზიტპოლები გამოქვეყნდება. პირველადი მონაცემები, სავარაუდოდ, ცნობილი იქნება 23:00 საათზე, ხოლო სრული სურათ

ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი: ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთმა განაცხადა, რომ „გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთო-ოდირის წინასწარ ანგარიშს საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით“. მისიას დიდი ბრიტანეთიდან ორმოცდაათი დამკვირვებელი შეუერთდა. დაუთი მიუთითებს, რომ ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. 26 ოქტომბერს საქართვ

ბრიტანეთის საელჩო: კვლავ გამოვხატავთ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებზე

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ დღეს პარლამენტში გამართულ პირველ სხდომას თვალს ადევნებდნენ. გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთებაა გამოხატული საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით და გაჟღერებულია მოწოდება მთავრობის მიმართ, განახორციელოს ოდირის სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები. XI მოწვევის პარლამენტმა დღეს 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ, სანამ არჩევნების შედეგები, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლ

ბრიტანეთის საელჩო - დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს

დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს,- ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, განმარტავენ, რომ გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. „დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპუ

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "ყველამ უნდა აგოს პასუხი ვლადიმირ პუტინის ჩათვლით"

ვლადიმირ პუტინმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში ომის გაჩაღებისთვის, განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ. მისი სიტყვებით, აუცილებელია, მთელს მსოფლიოს ეუწყოს აზრი, რომ აგრესია მოგებას ვერ მოუტანს აგრესორს. „პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს, ეს ეხებათ ფრონტზე ჯარისკაცებს, რომლებიც დანაშაულს სჩადიოდნენ და დანარჩენებს სულ კენწერომდე. ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვლადიმირ პუტინის ჩათვლით,“ თქვა კლევერლიმ. BBC-ისთვის კვირას მიცემულ ინტერვიუში ბრიტანეთის საგარეო-პ

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმზ კლევერლი კიევში იმყოფება. BBC-ის ინფორმაციით, ვიზიტის დროს ჯეიმზ კლევერლიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას სასწრაფო დახმარების 24 მანქანას გაუგზავნის. მისივე ინფორმაციით, უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტი, სასწრაფო დახმარების ავტომობილების გარდა, 11 სპეცმანქანას, მათ შორის ექვს ჯავშანმანქანას და მილიონი ფუნტის დაფინანსებას მოიცავს, რომელიც ქვეყანას ომის დაწყების შემდეგ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარ

ბრიტანეთის პრემიერი - რუსეთის ბარბაროსულმა ომმა მსოფლიოს დამანგრეველი შედეგები მოუტანა, ერთ ადამიანს აქვს ძალაუფლება, შეცვალოს ეს ყველაფერი

გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერ- მინისტრმა რიში სუნაკმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე იმ დამანგრეველ შედეგებზე ისაუბრა, რაც „რუსეთის ბარბაროსულმა ომმა“ მსოფლიოს მოუტანა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს აქვს ძალაუფლება, შეცვალოს ეს ყველაფერი. „ერთ ადამიანს აქვს ძალაუფლება შეცვალოს ეს ყველაფერი“, - აღნიშნა სუნაკმა. სიტყვით გამოსვლისას მან დაგმო რუსეთის მიერ „ენერგორესურსებისა და სურსათის ომის იარაღად ქცევა“ და განაცხადა, რომ ეს არის „სრულიად მიუღებელი“, რადგან ზიანს აყენებს ყველაზე დაუცველ

ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატმა „იმედის" მფლობელი კომპანიის სანქცირების საკითხი დააყენა

ბრიტანეთის პარლამენტში, თემთა პალატაში დეპუტატმა ბლერ მაკდუგალმა დააყენა ქართული სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის” მფლობელი კომპანიის ბრიტანეთში სანქცირების საკითხი. კერძოდ, მაკდუგალმა ლეიბორისტული პარტიის წევრს და თემთა პალატის ლიდერს, ლუსი პაუელს მიმართა, თანახმა არაა თუ არა, რომ განიხილონ ეროვნული კრიმინალური სამსახურის მხრიდან გამოძიების დაწყება და Hunnewell Partners-ისთვის ოპერაციების აკრძალვა. მაკდუგალმა ხაზი გაუსვა, რომ ტელეკომპანია „იმედი” იმართება ბრიტანეთიდან,

ბრიტანეთის მთავრობის პროგრამის სტიპენდიატები რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ

დიდი ბრიტანეთის მთავრობის პროგრამის სტიპენდიატები რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ და „ქართულ ოცნებას” მისი გაწვევისკენ მოუწოდებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული კანონი არ არის ქართველი ხალხის ნება და მისი მიღებით მმართველი პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის კონსტიტუციით გარანტირებულ ევროატლანტიკურ არჩევანს. რუსული კანონის მიერ დადგენილი დეფინიცია, ფაქტობრივად შეზღუდავს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც აფინანსებენ ქართველი სტუდენტების ევ

ბრიტანეთის მთავრობა - ჯეიმს კლევერლი საქართველოში ვიზიტისას ახალი ფინანსური დახმარების შესახებ განაცხადებს

მოლდოვასა და საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის ვიზიტი მათ კარზე არსებული საფრთხის წინააღმდეგ ახალი მხარდაჭერის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, ჯეიმს კლევერლი გამოაცხადებს ახალ ფინანსურ დახმარებას, რომ გაზარდოს რეგიონული მდგრადობა რუსეთის მავნებლური ჩარევის წინააღმდეგ. ბრიტანეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ჯეიმს კლევერლი საქართველოში წარადგენს ახა

ბრიტანეთის მეფე ჩარლზს სიმსივნე დაუდგინდა

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზს სიმსივნე დაუდგინდა, წერს „ბი-ბი-სი“ ბუკინგემის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით. განცხადებაში არ არის აღნიშნული, რისი სიმსივნე აქვს მეფეს. ოფიციალური ცნობებით, მკურნალობა ჩარლზმა ორშაბათს დაიწყო და გარკვეული პერიოდი საჯაროდ არ გამოჩნდება. მეტი დეტალი მეფის მდგომარეობაზე არ ვრცელდება. ცნობილია, რომ აქამდე იგი პროსტატის მკურნალობას გადიოდა, თუმცა სიმსივნე აღნიშნულს არ უკავშირდება. „მეფე პოზიტიურადაა განწყობილი და ელის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება მ

ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III - მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის თბილი მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას

მინდა, მივულოცო თქვენს აღმატებულებასა და საქართველოს მოსახლეობას თქვენი ქვეყნისთვის გამორჩეული დღე, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მერე ჩარლზ III-ის მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს. „მოუთმენლად ველი თბილი მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას ჩვენს ორ ქვეყანას შორის, ამ რთული პერიოდის წინაშე ყოფნის დროს“, - აღნიშნულია წერილში. ipn

ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - ვლადიმერ პუტინის სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართული საჩვენებელი შეხვედრის მიზანი ომში წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობის მოხსნა იყო

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართულ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განზრახული ჰქონდა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე” კოლექტიური პასუხისმგებლობის დემონსტრირება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული. „16 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” გაერთიანებულ შტაბს ეწვია. პუტინი გადაიღეს რამდენიმე მაღალჩინოსანთან შეხვედრისას, მათ შორის გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვსა და თავდაცვი

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთის საჰაერო თავდაცვას უკრაინული დრონების აღმოჩენა და განადგურება უჭირს

უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული გუშინდელი მასშტაბური შეტევის შემდეგ, მოსკოვი სავარაუდოდ, თავის საჰაერო თავდაცვას გადახედავს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული. „ამ უპილოტო საფრენი აპარატებიდან ბევრმა მიზანს მიაღწია, რაც, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვას უჭირს მათი აღმოჩენა და განადგურება. რუსეთი, სავარაუდოდ, გადახედავს თავის საჰაერო თავდაცვის პოზიციას უკრაინასა და მოსკოვს შორის ტერიტორიაზე, რათა უკეთ გაუმკლ

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრად გრანტ შეპსი დაინიშნა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თავდაცვის ახალ მინისტრად ენერგეტიკის მინისტრი, გრანტ შეპსი დაასახელა. „ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. მსურს, პატივი მივაგო იმ უზარმაზარ წვლილს, რომელიც ბენ უოლასმა, ბოლო 4 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეიტანა“, - წერს შეპსი სოციალურ ქსელში. გრანტ შეპსი ბენ უოლესს ჩაანაცვლებს, რომელიც თავდაცვის მინისტრის თანამდ

ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი - მოუთმენლად ველი პუტინის ბარბაროსული შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ახალი მინისტრი, გრანტ შეპსი პირობას დებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. „მოუთმენლად ველი ჩვენი შეიარაღებული ძალების მამაც კაცებთან და ქალებთან მუშაობას და პუტინის ბარბაროსული შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინისადმი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის გაგრძელებას", - აცხადებს გრანტ შეპსი. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას გრანტ შეპსი უკრაინას ენერგეტიკის მინისტრის რანგში სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში მან რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანებული ელექტროსადგურ

ბრიტანეთის ელჩი - შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც გამოიყენეს პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ

შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც გამოიყენეს პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, - ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდიმ ქართულენოვან ვიდეომიმართვაში განაცხადა. ელჩი აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს. „ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვხედავთ თუ როგორ გამოხატავს ქართველი ხალხი წინააღმდეგობას მთელი ქვეყნის მასშტაბით,

ბრიტანეთის ელჩი - განსაკუთრებით ვწუხვარ იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რეგიონში მოხდა, სადაც ტრაგიკულად ხანძრის დროს დაიღუპა 5 ბავშვი

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ახლობლებსა და ნათესავებს. ელჩის ქართულ ენაზე ვიდეო-მიმართვას ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. „შობის პერიოდს ადამიანები უნდა ატარებდნენ თბილად და უსაფრთხოდ, საკუთარ ოჯახებთან ერთად. დღეს განსაკუთრებით ვწუხვარ იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რეგიონში მოხდა, სადაც ტრაგიკულად ხანძრის დროს დაიღუპა 5 ბავშვი.

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა ბელარუსში ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალით“ აღჭურვილი ავიაგამანადგურებლები განათავსა

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა ბელარუსში ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალით“ აღჭურვილი ავიაგამანადგურებლები განათავსა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ბელარუსის მაჩულიშის აეროდრომის თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც „მიგ 31კა“-ს ტიპის გამანადგურებლები და გალავანით გამაგრებული დიდი კონტეინერი ჩანს. ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, სავარაუდოდ, მასში რაკეტები ინახება. როგორც ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რუსეთი ამ რაკეტებს 2018 წლიდან

ბრიტანეთის დაზვერვა: საგრძნობლად შემცირდა რუსეთის ტაქტიკური ავიაციის ფრენები უკრაინის ცაში

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ. ანგარიშის თანახმად, უკანასკნელი თვეების განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა რუსეთის ტაქტიკური ავიაციის ფრენები უკრაინის ცაში. მარტში დღეში 300 გაფრენა ფიქსირდებოდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი რამდენიმე ათეულით შემოიფარგლება. დღეისთვის რუსეთს შესაძლოა დაკარგული ჰქონდეს 60-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის არის გასული კვირის დანაკარგი - გამანადგურებელი-ბომბდამშენი Su-24M და

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსი სამხედროები სიმთვრალის გამო მიწისქვეშა საპატიმროებში ხვდებიან

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსმა სამხედრო მეთაურებმა, როგორც ჩანს, დაიწყეს დისციპლინური დარღვევებისთვის ხელქვეითების დასჯა და განთავსება ე.წ. ზინდანში, რაც წარმოადგენს მიწაში გათხრილ იმპროვიზირებულ საკანს, დახურულს რკინის ბადით. 30 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში მითითებულია, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის სამხედრო პერსონალისგან მიღებული მრავალი ცნობის თანახმად, რუსი სამხედროების „ზინდანებში“ განთავსება ძირითადად ხდება სიმთვრალისა და კონტრაქტების გაწყვეტის მცდელობების გამო.  

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა ავდეევკასთან დაკარგა ტანკების მნიშვნელოვანი ნაწილი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, ბოლო დღეებში, რუსეთისთვის პრიორიტეტულია დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის ალყაში მოქცევის ოპერაცია, თუმცა, რუსეთის ჯარმა ჯავშანტექნიკის დიდი დანაკარგის ფასად მიაღწია მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესს. ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, სამხრეთიდან ავდეევკის ალყაში მოქცევის მცდელობისას, რუსეთის მე-10 სატანკო პოლკმა, როგორც ჩანს, დაკარგა ტანკების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ტაქტიკურ შეცდომებს უკავშირდება.   გაერთი
×
×
  • შექმენი...