რუსეთისადმი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი ცალმხრივი მოწოდება აბსოლუტურად უაზროა არსებულ ვითარებაში, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მან რიგის სამიტზე გააკეთა.
„რუსეთი ამას იყენებს გადაჯგუფებისთვის, საკუთარი ჯარების გაძლიერებისთვის. ვიდრე ისინი არ გავლენ დაკავებული ტერიტორიებიდან, არ შეიძლება და არ უნდა იყოს არანაირი რეალური მოლაპარაკებები“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
სუნაკის თქმით, საერთაშორისო ს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2023 წლისთვის რეკორდულ თავდაცვის ბიუჯეტს მოაწერა ხელი, რომელიც უკრაინისთვის 800 მილიონ აშშ დოლარს ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2023 წლისთვის აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი 858 მილიარდ აშშ დოლარს ითვალისწინებს და მასში უკრაინისთვის განკუთვნილი სახსრები და სამხედრო დახმარებაცაა გათვალისწინებული.
„თავდაცვის ბიუჯეტში 45 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ჩადეს, ვიდრე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდაპირველად სთავაზობდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბში აცხადებენ, რომ ხერსონის ოლქის ფედოროვკას დასახლებულ პუნქტში 200-მდე რუსი სამხედროს ლიკვიდაცია განხორციელდა.
„მოწინააღმდეგე აგრძელებს დანაკარგების განცდას. მიმდინარე წლის 29 დეკემბერს ხერსონის ოლქის კახოვკის რაიონის ფედოროვკას დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე 200-მდე ოკუპანტის ლიკვიდაცია განხორციელდა. დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, ზაპორო
ზოგიერთ სფეროში კანონიერების გარანტიის ერთადერთი გზა არის ხელმძღვანელების შეცვლა ინსტიტუციური ცვლილებების დანერგვასთან ერთად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი სხვადასხვა უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა.
„მადლობა ყველა სამართალდამცველს, რომლებმაც დღეს აჩვენეს კანონისა და სახელმწიფოს ძალა. მადლობა უკრაინის მთავრობას სწრაფი საკადრო რეაგირებისთვის. კერძოდ, დღეს საბაჟოების ხელმძღვანელები გაათ
ცოტა ხნის წინ, ბრაზილიაში, მომუშავე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) სიახლოვეს მყოფი ერთი მამაკაცის პისტოლეტმა მოულოდნელად თავისით გაისროლა; კაცი მუცელში დაიჭრა და რამდენიმე კვირის შემდეგ გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 40 წლის ადვოკატი და იარაღის ფლობის ხმამაღალი მხარდამჭერი, ვიდრე დედამისს სკანირების ოთახში შეჰყვებოდა, სიტყვიერად და წერილობით გააფრთხილეს, რომ გარეთ დაეტოვებინა ყოველგვარი ლითონის ობიექტი. მიუხედავად ამისა, ოთახში ის მაინც იარაღით შევიდა.
16
დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ეს ადასტურებს, რომ არა მხოლოდ ცენტრალურ ევროპაში, არამედ საქართველოშიც შეიძლება, მოეწყოს ასეთი შესანიშნავი ტურნირი, – ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა, იოჰან ელიაშმა ბაკურიანში განაცხადა, სადაც ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობას დაესწრო და დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოს მთავრობამ სპეციალურად ჩემპიონატისთვის ააშენა.
იოჰან ელიაშმა ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატი, მისი მომზადების დონე და ს
პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. სხდომაზე აგენტების შესახებ რუსულ კანონპროექტებს განიხილავენ.
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესა ლევან ხაბეიშვილსა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შორის მოხდა.
დარბაზი ასევე დაატოვებინეს სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც; გიორგი ვაშაძეს, სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, თამარ კორძაიას.
ნატო მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად, - ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი აცხადებს.
როგორც ვინიკოვი აღნიშნავს, საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოები მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობ
საქართველოს მოქალაქეების ბოლოდროინდელი ღირსეული და მასობრივი პროტესტის შემდეგ ეტყობა ოლიგარქს ძალიან უჭირს არაკონსტიტუციური და ავტოკრატიული ხელისუფლების შენარჩუნება და ისევ მოძველებული მეთოდებით მოქმედებს..., - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ზაზა თავაძე
"დღეს კვლავ მერაბიშვილი გამოუძახებია, მისი კეთილი ჯინი გადასარჩენად... არადა მეგონა, რომ ამჯერად რაიმე ახალს მაინც შემოგვთავაზებდა... როგორც არაერთგზის დადასტურდ
ჩვენ ერთად ვუბრუნებთ უკრაინას უკრაინას, ჩვენ ერთად ვიცავთ ჩვენს მომავალს, ღირსებას, თავისუფლებასა და ისტორიას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა წარმატებებს მიაღწევს დონბასისთვის გმირულ ბრძოლაში, სამხრეთში, რაც აღადგენს ნორმალურ უკრაინულ ცხოვრებას აზოვის რეგიონში, ყირიმის დაბრუნებაში, საიდანაც „უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია“.
„უკრაინის გამარჯვებისადმი ჩვენი ნდობა, ჩვენი ხედვ
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადების გამო, რომლის თანახმადაც რუსეთი ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს, უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დღეს, 26 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. ინფორმაციას “უკრაინსკა პრავდა” ავრცელებს.
სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთის განზრახვა ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსების თაობაზე პუტინის რეჟიმის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯია, ძირს უთხრის ბირთვულ
უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 3 სამეთაურო პუნქტს, საბრძოლო მასალის საცავსა და კონცენტრაციის ტერიტორიას დაარტყეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
„თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 9 დარტყმა მიაყენა საოკუპაციო პერსონალის კონცენტრაციის ტერიტორიებს, ერთი კი - საზენიტო-სარაკეტო სისტემას. ასევე, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს მტრის 5 მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატი“, - აღნიშნულია გენშტაბის ანგა
ახლა არ შემიძლია არ გკითხოთ, სად დგახართ და რატომ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს, რომელსაც აქამდე პირნათლად ასრულებდით? დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის შეფასებით, სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის გაძლიერების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მ
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სოციალურ ქსელში, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსამართლეების დასანქცირებას პოსტით ეხმაურება.
მისი თქმით, ეს არის პასუხისმგებლობების პერსონალიზების ნათელი მაგალითი.
"ხელის სხვისკენ გაშვერა აღარ მუშაობს. ყველას ინდივიდუალურად მოუწევს პასუხისგება ქვეყნის და მისი მომავლის მტრობისთვის. ამიტომ, პოლიტიკური მენეჯმენტიდან დაწყებული, შუა რგოლით და რიგითებით დამთავრებული კარგად დაფიქრდით, სანამ უკანონობას ჩაიდენთ ან უკანონო და
„ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში – არავითარ შეცდომას ადგილი არ აქვს, ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ამ ოთხი ინდივიდისთვის სანქციის დაწესებას”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. ის უმრავლესობის მიერ კვორუმის ჩაგდების საკითხს გამოეხმაურა.
მან ასევე ისაუბრა აშშ-ის სასა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ქუთაისიდან სამხრეთით 3 კმ-ში, სოფელ სარბევთან დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.
აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში გაიმართა.
როგორც ერთ-ერთმა მშობელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს პროცესში, რათა "დაჩქარდეს მოვლენები, შეიქმნას დროულად ეროვნული პროტოკოლი და დროულად შემოვიდეს საქართველოში საჭირო მედიკამენტი - ვოზორიტიდი".
"ამ წუთას დამთავრდა შეხვედრა პრეზიდენტთან, ქალბატონ სალომესთან. მშობლები შევხვდით. ჩვენ ქალბატონ სალომეს ვუთხ
ახალციხეში, საქართველოს ცხრა მუნიციპალიტეტის მსგავსად, არჩევნები ტარდება - ამ ქალაქის საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. ხმა უკვე მისცა არჩევნებში მონაწილე ერთადერთმა კანდიდატმა როინ ნებაძემ, რომელიც მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა.
"არჩევნები მნიშვნელოვანია მარტო ჩვენთვის არა, ხალხისთვისაც. ჩემთვის პირადად იმიტომ, რომ არჩევნებზე მხარდაჭერას ველოდები. კონკურენტი არ მყავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი არ უნდა მოვ
ნატალია საბანაძე, ევროკავშირში ყოფილი ელჩი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში გადაცემაში „360 გრადუსი“
345650232_202295782616684_2181425551974946664_n.mp4
Anna Buchukuri
- ახლა პარლამენტში განიხილება ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. ამდენი კითხვა ოცნების დეპუტატებს არასოდეს დაუსვამთ ამ მოწვევის პარლამენტში. სრულად მობილიზებულები არიან, მაგრამ “შეკითხვები” ძირითადად ეხება გახარიას. გახარია ხო იყო იქო.
მართლა არ ვიცოდი, ასე თუ ნერვიულობდნენ გახარიაზე.
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. დანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მის ბრძოლაში, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„გასულმა წელმა გააძლიერა დანიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები - მათ შორის გაიხსნა თბილისში დანიის საელჩოს. დანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მის ბრძოლაში“, - აღნიშნულია განცხადებაში
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი მეგობრისა და მეზობლის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ipn
საქართველოში კენიური ავოკადოს პირველ ლოგისტიკურ ცენტრი გორში, სამაცივრე მეურნეობა Tiriphoni Fruits-ის ბაზაზე გაიხსნა, რომელსაც კომპანია, Eximcrop მართავს. ინფორმაციას EastFruit ავრცელებს.
Eximcrop-მა კენიური ავოკადოს პირველი პარტია სუპერმარკეტების ქსელ „ნიკორაში“ უკვე შეიტანა. ლოგისტიკური ცენტრის მიზანია, საქართველოში მოქმედი სამაცივრე საწყობები 100%-ით დატვირთოს და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი შემოსავალი მიიღოს.
კომპანიის პარტნიორი სამაცივრე მეურნეობა, Tirifoni Fruits-ია, რომელ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ცნობით, რუს ბიზნესმენებთან დაკავშირებული კომპანია „სევერი” მიუსაფარ ცხოველთა მოვლასთან და ნაგავსაყრელის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებს და ჯამში, 2013 წლიდან დღემდე 4,979,714 ლარი მიიღო.
„სევერის” მფლობელი რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენები
„კომპანია „სევერი” (რეგისტრაციის დასახელება „Север”) 2011 წლის თებერვალში საქართველოს მოქალაქემ, სულეიმან ფარაჯევმა და უკრაინის მოქალაქემ, კირილო ნოვაკმა დააფუძნეს, ამავე წლის ნოემბ
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან 2023 წლის 11 ივნისის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 215 640 რუსი ჯარისკაცის განადგურება შეძლეს, მათ შორის 980 სამხედრო მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში.
ინფორმაცია ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
11 ივნისის მდგომარეობით, უკრაინელმა შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსეთის ჯარის 3926 ტანკი (+17), 7631 ჯავშანტექნიკა (+24), 3736 საარტილერიო დანადგარი (+19), 601 ზალპური ცეცხლის რეაქ