Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.341

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ურსულა ფონ დერ ლაიენი - გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ - მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია

გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სლოვენიაში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მინდა, რომ ჩვენი მუშაობა (გაფართოების შესახებ) კიდევ უფრო დაჩქარდეს. კომისიის მომავალ შემადგენლობაში გაფართოება მუდმივ სამუშაოდ უნდა იქცეს, რათა მას სრული ყურადღება მიექცეს. სწორედ ამიტომ, გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ. მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევრ

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას უზრუნველყოფს მხოლოდ ევროპული სივრცე, სხვა შემთხვევაში ამ ქვეყანაში მშვიდობა არ არის (ვიდეო)

ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას უზრუნველყოფს მხოლოდ ევროპული სივრცე, სხვა შემთხვევაში ამ ქვეყანაში მშვიდობა არ არის. ლევან გოგიჩაიშვილი., პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1046529157195746/

ლევან გოგიჩაიშვილი - “ოცნება” ცდილობს ხელისუფლება შეინარჩუნოს ყველაფრის ფასად, რადგან კორუფციით მოპარული ფული შეინარჩუნოს, სასამართლო გააუქმოს და ევროპული გზიდან საბოლოოდ გადაუხვიოს (ვიდეო)

“ოცნება” ცდილობს ხელისუფლება შეინარჩუნოს ყველაფრის ფასად, რადგან კორუფციით მოპარული ფული შეინარჩუნოს, სასამართლო გააუქმოს და ევროპული გზიდან საბოლოოდ გადაუხვიოს. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1212070710100305/

ნათია მეზვრიშვილი - ივანიშვილმა იცის, რომ "გახარია საქართველოსთვის" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც „ოცნების“ დამარცხება ისე შეუძლია, რომ “ნაცები” არ დაბრუნდნენ

„ოცნებამ“ იცის, რომ მისი მთავარი მეტოქეა „გახარია საქართველოსთვის“. ამიტომ ზუსტად ისე ებრძვის მას, როგორც ნაცები „ოცნებას“ როგორც მის მთავარ მეტოქეს ებრძოდნენ 2012-ში. ივანიშვილმა იცის, რომ ეს ერთადერთი პარტიაა, რომელსაც „ოცნების“ დამარცხება ისე შეუძლია, რომ “ნაცები” არ დაბრუნდნენ. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2303480613322046/

„არჩევნების გაყალბებისა და ძალადობის ამბები შემაშფოთებელია“ – რასმუსენი

დანიის ყოფილი პრემიერი და ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. „გაყალბებისა და ძალადობის ამბები საქართველოში ძალიან შემაშფოთებელია. უნდა დავუდგეთ გვერდში მათ, ვისაც სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, რომელიც თავისუფალია რუსეთის მავნე გავლენისგან. საქართველო ევროპაა“, – წერს იგი. ნეტგაზეთი

გიორგი გახარია - ვიღაცას მე არ მოვწონვარ, ვიღაცას სხვები არ მოსწონს, ვიღაც გაბრაზებულია ჩემზე, მე ვიღაცაზე, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ქვეყნის ევროპული მომავალი - მოვა სცენის დროც და ავალ სცენაზე

სცენაზეც [ასვლა] ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს აქ და ვიქნები აქ, მოვა სცენის დროც და ავალ სცენაზე, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა. გიორგი გახარიას თქმით, შეიძლება მასზე ბევრია გაბრაზებული და თავადაც ბევრზეა გაბრაზებული, თუმცა ახლა ყველას ევროპული მომავალი აერთიანებს. „ვიღაცას მე არ მოვწონვარ, ვიღაცას სხვები არ მოსწონს, ვიღაცას გაბრაზებულია ჩემზე,

„ფარულობის არარსებობის მუქარით და სახელმწიფოს მიერ ყველა პერსონალური მონაცემების გამოყენებით, ამ კომპლექსის მოქმედებით, სისტემურობით მოახერხა მოქალაქეების დიდ ნაწილზე ზემოქმედება“ — გიორგი გახარია "ქართულ ოცნებაზე"

„ფარულობის არარსებობის მუქარით და სახელმწიფოს მიერ ყველა პერსონალური მონაცემების გამოყენებით, ამ კომპლექსის მოქმედებით, სისტემურობით მოახერხა მოქალაქეების დიდ ნაწილზე ზემოქმედება“ — გიორგი გახარია "ქართულ ოცნებაზე" ვიდეო: https://www.facebook.com/DroebaOfficial/videos/1075909773728263

მარგუს ცაჰკნა - ცხადია, რომ საქართველოს მმართველი პარტია არ აპირებს მიჰყვეს ევროკავშირისკენ სავალ გზას, რა პირობასაც ის იძლეოდა - ჩვენ შეშფოთებულები ვართ

ცხადია, რომ საქართველოს მმართველი პარტია არ აპირებს მიჰყვეს ევროკავშირისკენ სავალ გზას, რა პირობასაც ის იძლეოდა - ჩვენ შეშფოთებულები ვართ, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირს აქვს კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეუძლია, მაგრამ იქამდე ცხადი უნდა იყოს რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოში. „კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განიხილება, საქართველოს ეხება. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, ვაპირებთ დის

ანალენა ბერბოკი - საქართველოში ათიათასობით ადამიანი ევროპის გულს თბილისის ქუჩებში ატარებს და წყლის ჭავლის წინააღმდეგ ევროკავშირის დროშა უჭირავს - ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მოუსმენს თუ არა თავისი ქვეყნის ხმას

საქართველოში ათიათასობით ადამიანი ევროპის გულს თბილისის ქუჩებში ატარებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოში ათიათასობით ადამიანი ევროპის გულს თბილისის ქუჩებში ატარებს და წყლის ჭავლის წინააღმდეგ ევროკავშირის დროშა უჭირავს. საქართველოს კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მოუსმენს თუ არა თავისი ქვეყნის ხმას“, - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ipn

ომბუდსმენი - შევხვდით აქციაზე დაკავებულ 327 ადამიანს, აქედან 225 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები - დაუშვებელია, ეს საქმეები არ იქნას გამოძიებული

ჩვენ შევხვდით აქციაზე დაკავებულ 327 ადამიანს, აქედან 225 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. მე პირადად ვნახე ეს ადამიანები და პირადად მქონდა საუბარი. კიდევე ერთხელ მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ყველა ეს საქმე ძალიან ეფექტურად და დროულად გამოიძიოს და ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული, პასუხისგებაში მისცეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისი თქმით, ამ საქმეების გამოუძიებლობა დაუშვებელია.

EU-ის სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ, ერთ ქართველიც მოხვდა – იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების სანქციის ფარგლებში 18 პირსა და 3 კომპანიას დაასანქცირებს. მათი სახელები ორშაბათს გახდება ცნობილი. ქართული საზოგადოებისთვის კი საინტერესო აქედან ის არის, რომ ზემოხსენებული 18 პირიდან, იოზვიაკის ინფორმაციით, ერთი ქართველია. ნეტგაზეთი

სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნიკო მანაგაძის ადვოკატმა, მარიამ პატარიძემ განუცხადა. ადვოკატის განმარტებით, დაკავების დროს მასთან ერთად ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ასევე დააკავეს. მისივე თქმით, ორივე მათგანი დიღომში, მესამე იზოლატორში არიან გადაყვანილები. ადვოკატის ვარაუდით, დაკავების მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ მანაგაძე პოლიციის სამმართველოში არ გამოცხადდა და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით პრო

პანამის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს - პანამის არხი არის პანამის და ასე დარჩება

პანამის პრეზიდენტი, ხოსე რაულ მულინო პანამის არხის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არხი პანამის კონტროლის ქვეშ დარჩება. „სრულად უნდა უარვყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვები. პანამის არხი არის პანამის და ასე დარჩება“, - აღნიშნულია პანამის პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში. მან ასევე უარყო ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ არხს ჩინეთი აკონტროლებს. „მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, რომელიც არხის კო

ბსუ-ში რექტორის არჩევნები სტუდენტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი „ქართული ოცნების” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ტიტე აროშიძე, ხოლო მეორე – არჩილ გუჩმანიძეა. რექტორის არჩევნები სტუდენტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, ხოლო პარალელურად, შენობაში არიან უცნობი პირებიც, რომლებიც სტუდენტების პროტესტის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ და აროშიძეს მხარდაჭერას უცხადებენ. 17 იანვარს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, არჩილ გუჩმან

საერთაშორისო მედიებმა Julius Baer-ზე პრესრელიზის გამოქვეყნებაზე უარი თქვეს – ივანიშვილის ადვოკატი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო მედიებმა უარი უთხრეს შვეიცარიული ბანკის, Julius Baer-ის „ქმედებების“ შესახებ პრესრელიზის გამოქვეყნებაზე. Julius Baer არის კიდევ ერთი შვეიცარიული ბანკი, რომელსაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აპირებს, რომ უჩივლოს. როგორც ივანიშვილის ადვოკატი აცხადებს, ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი გარკვეულ კითხვებს აჩენს. „დაინტერ

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და ლექტორები საპროტესტო მარშს მართავენ

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და ლექტორები საპროტესტო მარშს მართავენ. აქციის მთავარი ლოზუნგია „გააშუქე სიმართლე". მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები: „თუ არ არის პური, უნდა იყოს სანახაობა", „გააშუქე სიმართლე" და ა.შ. ისინი აღმაშენებლის ხეივნიდან მსვლელობით ჯერ „პოსტივისთან“ მივლენ, შემდეგ „იმედთან“ და ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებელთან გადაინაცვლებენ. მარშის მონაწილეების განცხადებით, ტელეკომპანიებთ

„ის არ შიმშილობს შეღავათების მისაღებად. ესაა მისი პროტესტი უსამართლობაზე“ - ქურდოვანიძე მზია ამაღლობელზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორი ნონა ქურდოვანიძე „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, მზია ამაღლობელი უკვე მე-14 დღეა შიმშილობს, იღებს მხოლოდ წყალს და არ იღებს არავითარ საკვებს ან რაიმე დანამატს. 20 იანვარს გავრცელდა მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან, რომელშიც ის ამბობს, რომ შიმშილობს და „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“. მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქცია

სალომე ზურაბიშვილი - მზიას მადლობა! მზიას მხნეობა! მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!

მზიას მადლობა! ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმ ფაქტს, რომ „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს მხნეობას უსურვებს. „მზიას მადლობა! მზიას მხნეობა! მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ მზია ამაღლობელის

ლევან მურუსიძე: "ყველა პრობლემას, რაც სასამართლოში იყო მე მაბრალებდნენ. გადავწყვიტე, პირადად ვუპასუხო ბრალდებებს და ვიბრძოლო, რათა სასამართლო დამოუკიდებელი იყოს."

ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის სახელის შებღავლა და დისკრედიტაცია - ისეთი ლანძღვა მიდის სასამართლოს და მოსამართლის, თუ ადამიანი გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს, ასეთი მეთოდებით არ იმოქმედებდა, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამასთან, მან ჟურნალისტებთან იმ მოტივაციაზეც ისაუბრა, რის გამოც იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრად საკუთარი კანდიდატურა დააყენა. როგორც

სოსო თოფურიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ კითხვები მატულობს პარტიის ლიდერების მიმართ, მაქვს სერიოზული დოკუმენტები, სააშკარაოზე გამოტანის შემთხვევაში, პარტიაში პოლიტიკური ველი რადიკალურად შეიცვლება

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. „სად მივყავართ „ენმ“-ის ლიდერების ლიანდაგს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, 07.10.2022 წელს გავრცელდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ანა წითლიძისა და ლევან ბეჟაშვილის განცხადებები. ანა წითლიძე: „თოფურიძე იმალება, საერთოდ არ არის ქვეყანაში, ჩამოვიდეს და პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომელიც რეალურად არსებობს მის

„ნიუ იორკ თაიმსი“ - ისრაელმა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც სასარგებლოა ირანული უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად​

ისრაელმა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც სასარგებლოა ირანული უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“, უკრაინის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები ახლა რეგულარულად ანადგურებენ „შაჰედ-136“-ის ტიპის უპილოტო თვითმფრინავების 70 პროცენტზე მეტს, რომელიც რუსეთმა ირანისგან აგვისტოში შეისყიდა. უკრაინამ პირველი ასეთი თვითმ

ოკუპირებული აფხაზეთის მაღაზიებიდან კონსერვები ამოიღეს, რომლის ეტიკეტებზე საქართველოს დროშა და რუკაა დატანილი - ასევე ამოღებულია „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“, „ლიკანი“ და „საირმე“

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „გენერალური პროკურატურის“ ინფორმაციით, მაღაზიებში ქართული პროდუქციის გადამოწმების პროცედურა დაასრულა. დე ფაქტო „უწყების“ ინფორმაციით, მაღაზიებში აღმოაჩინეს 74 ქილა „ხაშის“ კონსერვი, რომლის ეტიკეტებზე დატანილია საქართველოს დროშა და საქართველოს რუკა, რომელიც მოიცავს აფხაზეთის ტერიტორიას. გარდა ამისა, მაღაზიებში 11 ბოთლი ქართული მინერალური წყალი - „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“, „ლიკანი“ და „საირმე“ აღმოაჩინეს. აფხაზეთის „გენერალური პროკურატურის“ ინფორმაციით, პროდუქცია სოხუმ

სერგეი ლავროვი - ჩვენ აქტიურად დაგეხმარებით "სამხრეთ ოსეთს" ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში - რუსული სამხედრო ბაზები საიმედოდ უზრუნველყოფს რესპუბლიკის უსაფრთხოებას

რუსეთი ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში აქტიურად დაეხმარება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ახსარ ჯიოევთან შეხვედრაზე განაცხადა. „მოხარული ვართ, მოგესალმოთ მოსკოვში, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენი პოლიტიკური დიალოგი აგრძელებს ინტენსიურ განვითარებას“, - განაცხადა ლავროვმა დე ფაქტო მინისტრთან შეხვედრის დასაწყისში.

მოსკოვი თავის ნავთობზე ზღვრული ფასის შემოღების გადაწყვეტილების საპასუხო რეაქციით იმუქრება

რუსეთის მთავრობა ევროკავშირის შეთანხმებას რუსული ნავთობის ზღვრული ფასის შემოღებაზე, რომელსაც „დიდი შვიდიანიც" მიემხრო“, არ მიიღებს. ამის შესახებ კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა და დასძინა, რომ რუსეთი მალე გაავრცელებს ინფორმაციას, როგორი რეაქცია ექნება ამ გადაწყვეტილების მიმართ. ვენაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის წარმომადგენელმა, მიხაილ ულიანოვმა მუქარა გამოთქვა, რომ რუსეთი ევროპის კავშირს ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს. მომავალში ევროპის კავშირმა რუსეთის

ნედ პრაისი - აშშ არ მოითმენს თავის არჩევნებში ჩარევას, საიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს

აშშ არ მოითმენს თავის არჩევნებში ჩარევას, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა. „ჩვენ ყველამ ვიცით, განსაკუთრებით დღეს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ამერიკული საზოგადოების, ამერიკული დემოკრატიის ქვაკუთხედი. ჩვენ არ მოვითმენთ ჩვენს არჩევნებში ჩარევას, საიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ჩვენ ვაჩვენეთ ეს არა მხოლოდ ჩვენი სიტყვებით, არამედ ჩვენი ქმედებებითაც“, – განაცხადა ნე
×
×
  • შექმენი...