Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    886.655

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გაერო კრივი-რიჰზე თავდასხმაზე - რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კიდევ ერთხელ შეიწირა ადამიანების სიცოცხლე - მშვიდობიანი მოსახლეობა სამიზნე არ უნდა იყოს

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კიდევ ერთხელ შეიწირა ადამიანების სიცოცხლე და ტანჯვა მოუტანა უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს კოორდინატორი ჰუმანიტარულ საკითებზე დენის ბრაუნი სოციალურ ქსელში წერს, სადაც კრივი-რიჰზე რუსების მიერ დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება. „დღეს დილით, კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ კორპუსი განადგურდა და მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ნათელია: მშვიდობიანი მოსახლეობ

გაერო - ღაზაში იძულებით გადაადგილებულია 123 000-ზე მეტი პალესტინელი

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ღაზას სექტორში საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დატოვა და იძულებით გადაადგილდა 123 000-ზე მეტი პალესტინელი, - ამის შესახებ გაერო-ს განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაციის ცნობით, დაახლოებით 74 000 ადამიანი სკოლების შენობებს აფარებს თავს. შეგახსენებთ, ისრაელმა "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ღაზაში საჰაერო დარტყმებით უპასუხა. პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 2000-ზე მეტი დაშავდა. ღაზას სექტორში დაახლოე

გაერო - უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 9 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 9 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 500-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნოელ კალჰუნმა განაცხადა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი შეიძლება ბევრად მეტი იყოს, ვიდრე ოფიციალურადაა დადასტურებული. ამასთან, გაერო-ს მონაცემებით, მაისსა და ივნისში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც წლი

გაერო - სირიის მთავრობა მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მისაწოდებლად კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა

სირიის მთავრობა დათანხმდა კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მისაწოდებლად. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ გაერო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ადგილზე ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის, რადგან აქამდე ჰუმანიტარული ტვირთი სირიაში მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან შედიოდა. „ძალიან მალე ჩვენ

გაერო - თამბაქოს პროდუქტებზე აქციზის გადასახადის შემცირების შესახებ კანონპროექტზე მხარდაჭერა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება - მოვუწოდებთ პარლამენტს, ცვლილება არ დაამტკიცოს

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია “საგადასახადო კოდექსში“ თამბაქოზე აქციზის გადასახადთან დაკავშირებით შესატანი ცვლილებების კანონპროექტის შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 4 მარტს ინიცირებული კანონპროექტი თამბაქოს გარკვეული სახის პროდუქტებზე აქციზის გადასახადის შემცირებას ისახავს მიზნად და თამბაქოს კონტროლის სფეროში, ეს ცვლილება მეორე მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, სა

გაერო - 2023 წლის ივლისი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვეა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ივლისი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვეა. გაეროს დაქვემდებარებაში მყოფი მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე 2019 წლის ივლისი იყო, თუმცა მიმდინარე წლის ივლისი წინა რეკორდზე 0.2 გრადუს ცელსიუსით მეტი იქნება. ორგანიზაციის მტკიცებით, 1900-იანი წლების შემდეგ პლანეტაზე გლობალური ტემპერატურა 1.5 გრადუს ცელსიუსით არის გაზრდილი

გაერო რუსი სამხედრო ტყვეების სავარაუდო სიკვდილით დასჯის შესახებ გავრცელებულ ვიდეოებს შეისწავლის

პარასკევს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროს მიერ ტყვედ აყვანილი რუსი სამხედრო მოსამსახურეების დახვრეტის კადრები უნდა იყოს აღბეჭდილი. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს ავთენტურობა არ დადასტურდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე უწოდა ამას ომის დანაშაული, ხოლო ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა დანაშაულის ჩამდენებს „შურისგებით“ დაემუქრა. აღნიშნული ვიდეოები გამოქვეყნდა ტელეგრამის არხებში. ერთ ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ გამოდიან ხელებაწეული რუსი სამხედროე

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის სანქცირებული მოქალაქეებისა და ორგანიზაციების 20.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივები დააყადაღა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქცირებული რუსი ოლიგარქების, სხვა ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების კუთვნილი 18 მილიარდი ფუნტის (20.5 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების აქტივები გაყინეს. „ჩვენ რუსეთს ისეთი მკაცრი სანქციები დავუწესეთ, როგორიც არასდროს და ეს ანგრევს მათ ომის მანქანას. ჩვენი გზავნილი ნათელია: არ დავუშვებთ პუტინის წარმატების მიღწევას ამ სასტიკ ომში“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენელმა ენდრიუ გრიფიტმა. შეგახსენებთ, უკრაინის ომის გამო

გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად განახლებულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად განახლებულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, ლა-მანშის სრუტეში გაძლიერებული პატრულირებისთვის ლონდონი პარიზს წლიურად 72 მილიონ ევროს გადაუხდის. მედიის ცნობით, გაზრდილი დაფინანსების ფონზე, სამართალდამცველთა რაოდენობაც 350-მდე გაიზრდება. მედია ასევე იუწყება, რომ თანხა მოხმარდება მიგრანტთა ცენტრებსა და საფრანგეთის პორტების სათვალთვალო სისტემებით აღჭურვას, შეიძენენ დრონებსა და ღამის ხედვის აღჭურვილობას.

გაერთიანებული სამფეოს პრემიერი კიევში ჩავიდა და ზელენსკის შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. „შეხვედრისას განვიხილეთ ჩვენი შესაძლებლობები უკრაინისა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვაში. ასევე ვისაუბრეთ უკრაინის ცის დაცვასა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე. დეტალურად განვიხილეთ დიპლომატიური ვითარება და მშვიდობისთვის ერთობლივი საერთაშორისო ძალისხმევის საკითხი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკიმ სუნაკს მადლობა გადაუხადა უკრაინის პრინციპული მხარდაჭერისა და მოლაპარაკ

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი - მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ - ასევე, ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ საქართველოს მომავალთან მიმართებაში თქვენი მედეგობა რუსული ჩარევისადმი

ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, ისე ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებით, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა ოჯახები რუსული აგრესიის გამო, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, ბრიტანელმა პოლიტიკოსმ

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი - გვსურს დავინახოთ, რომ საქართველო აგრძელებს გზას, რათა გახდეს სრულად ინტეგრირებული ევროპული ქვეყანა და ნატო-ს წევრი

გვსურს დავინახოთ, რომ საქართველო აგრძელებს გზას, რათა გახდეს სრულად ინტეგრირებული ევროპული ქვეყანა და ნატო-ს წევრი. ჩვენ განვიხილეთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ ეს სვლა უფრო სწრაფი და ეფექტური გახადოს, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ დააჩქაროს ინტეგრაციის პროცესი, მას უნდა ჰქონდეს გამჭვირვალე სამართლებრ

გაერთიანებული სამეფოს მონარქის, კარლ III-ის კორონაციისთვის ბუკინგემის სასახლეში მზადება მიმდინარეობს

გაერთიანებული სამეფოს მონარქის, კარლ III-ის კორონაციისთვის ბუკინგემის სასახლეში მზადება მიმდინარეობს. ბუკინგემის სასახლესთან საზეიმო ღონისძიების სანახავად ასობით ადამიანი უკვე შეიკრიბა. BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ მონარქიის მოწინააღმდეგე 6 აქტივისტი დააკავა, რომლებიც კორონაციის პროცესს აპროტესტებდნენ. ოფიციალურად კორონაცია ბუკინგემის სასახლიდან უესტმინსტერის სააბატოსკენ საზეიმო მსვლელობით დაიწყება, რომელშიც 200-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. ლონდონში გამართულ ცერემონია

გაერთიანებული სამეფოს ელჩი ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირების შესახებ კითხვაზე - სანქციებზე წინასწარ კომენტარს არ ვაკეთებთ

სანქციებზე წინასწარ კომენტარს არ ვაკეთებთ, თქვენ იცით ის, რაც უკვე გააკეთა გაერთიანებულმა სამეფომ: გამოაცხადა სანქციები გარკვეული რაოდენობის ოფიციალური პირების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, გარეტ უორდმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს და როგორი სახის იქნება ეს სანქციები. „მთავარია ის, რომ გვსურს ვიხილოთ,

გაერთიანებული სამეფოს ელჩი - გადავწყვიტეთ გაგვეყინა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“, ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი დონის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. ჩვენ ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გარეტ უორდმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ხე

გაერთიანებული სამეფო უკრაინელ ლტოლვილებს 150 მილიონი გირვანქა სტერლინგით დაეხმარება

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ პირობა დადო, რომ უკრაინელ ლტოლვილებს სახლების დაქირავებაში დახმარების აღმოჩენის მიზნით 150 მილიონ გირვანქა სტერლინგს (188 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყოფს. გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში განმარტავენ, რომ ახალი დაფინანსება გადაეცემა ადგილობრივ საკრებულოებს, რათა დაეხმაროს უკრაინელ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების დაქირავებაში და სამუშაოს პოვნაში. „გაერთიანებულ სამეფოს აქვს საპატიო ტრადიცია შესთავაზოს თავშესაფარი მათ, ვინც ომის საშინელებას გამოექცა. სამწუხაროდ

გაერთიანებული სამეფო ვახტანგ გომელაურს, ალექსანდრე დარახველიძეს, ზვიად ხარაზიშვილს, სულხან თამაზაშვილსა და მილერი ლაგაზაურს სანქციებს უწესებს

გაერთიანებული სამეფო სანქციებს უწესებს ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში,- ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში, რომელიც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს გვერდზე გავრცელდა. მათივე ინფორმაციით, სანქციები უწესდებათ: ვახტანგ გომელაურს, ალექსანდრე დარახველიძეს, ზვიად ხარაზიშვილს, სულხან თამაზაშვილსა და მილერი ლაგაზაურს. „ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით სანქცირებული ხუთ პირს შორის არიან საქარ

გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში - საფრანგეთის ელჩი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი აცხადებს, რომ საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირ დახმარებას საფრანგეთიც აჩერებს – მისი თქმით, მათი მხარდაჭერა გაძლიერდება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართულებით. ელჩის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი, რათა დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა. ესე იგი, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ყველა სფეროში”, – განაცხადა მან. მსგავსი განცხადება გუშინ, 10 ივლისს გა

გადადგეს რექტორი – თეატრალურ უნივერსიტეტში სტუდენტების ახალი ნაწილი შევიდა

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი  30 დეკემბრის ღამეს უნივერსიტეტის შენობაში შევიდნენ. ისინი შეუერთდნენ იქ მყოფ 7 სტუდენტს, რომლებსაც ბოლო ორი დღე ადმინისტრაცია არ აძლევდა როტაციის შესაძლებლობას.  “დღეს პროტესტის მე-13 დღეა. დღეს სტუდენტების დიდი ნაწილი, მშვიდობიანად შემოვედით უნივერსიტეტში და შევუერთდით 2 დღის განმავლობაში აქ მყოფ 7 სტუდენტს. ვართ ძალიან ბევრი. ჩვენი პროტესტი დღითიდღე უფრო მასშტაბური ხდება და არ შეჩერდება”, – აცხადებენ სტუდენტები.  “გვაქვს მყარი მოთხოვნა – გ

გადადგა მარტვილის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორი

მარტვილის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორი, გიორგი ყურუა, თანამდებობას ტოვებს. ამ გადაწყვეტილებასა და მის მიზეზებზე ყურუამ „ფეისბუქზე“ დაწერა. „დღეს ჩემს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გარკვეულწილად საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. ყოველი ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მინდა უპირველეს ყოვლისა მივმართო იმ ადამიანებს, ვისთანაც გარკვეული წლების განმავლობაში მქონდა სამსახურეობრივი შემხებლობა როგორც, თანამშრომელს და ასევე როგორც ხელმძღვანელს, მადლობა ყველას დაწყებ

გაგლოევი: დესტრუქციული ძალები საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხალხისა და პარლამენტისადმი მიმართვაში რუსეთს „მთავარი მოკავშირე“ უწოდა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინაში მიმდინარე „სპეციალურ ოპერაციაში.“ „ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეები რუსი ჯარისკაცების გვერდით დადგნენ საერთო ინტერესების დასაცავად უკრაინულ ნეონაციზმთან ბრძოლაში, რომლებიც კოლექტიური დასავლეთის ხელში მარიონეტად იქცნენ”, - თქვა მან. ამასთან, გაგლოევმა აღნიშნა, რომ საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგე

გაბუნიას ინფორმაციით, აქციაზე ნაცემი 5 მოქალაქე კლინიკებშია გადაყვანილი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გუშინ პოლიციელების მიერ აქციაზე ნაცემი მოქალაქეები კლინიკებში არიან გადაყვანილები. მისი განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულია 5 მოქალაქე, ამასთან, დაშავებულია 2 პოლიციელი. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ხელისუფლებამ მონაწილეები ძალისმიერი მეთოდებით დაარბია. პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მშვიდობიან მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს. სპეცია

გაბუნია მთავარზე: როცა გამოვაცხადე, რომ ნაცების ტელევიზია აღარ ვართ, ჟრიამული იყო

მთავარი არხის დირექტორი მისივე არხის შუადღის ეთერში ამბობს, რომ წარსულში ტელევიზია და მთავარი არხის ჟურნალისტები ენმ-ს დავალებებს ასრულებდნენ.  მისივე მტკიცებით, სარედაქციო პოლიტიკა დღეს პარტიული გავლენისგან გათავისუფლდა და ჟურნალისტები, მას მერე, რაც მათ დირექციამ განუცხადა, რომ ენმ-ს დავალებების შესრულება აღარ მოუწევდათ, სიახლეს ტაშით შეხვდნენ. გაბუნია ამბობს, რომ ენმ ვაის (მელიას) და ვუის (ხაბეიშვილს) შორის არის გაყოფილი და ახლა ისინი მთავარი არხის გარეშე უნდა დალაგდნენ. "[მთავ

გაბრიელიუს ლანდსბერგისი შალვა პაპუაშვილის სტატუსზე - მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც თავიანთ ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს მსგავსი რამის მოგების ისტორია აქვთ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ. „მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც თავიანთ ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს მსგავსი რამის მოგების ისტორია აქვთ“, - წერს ლანდსბერგისი. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რესტორ

გაბრიელიუს ლანდსბერგისი იმ პირების სიას აქვეყნებს, ვისაც ლიეტუვაში შესვლა აეკრძალათ, მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილი და ვახტანგ გომელაური

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი იმ ადამიანების სიას აქვეყნებს, ვისაც ლიეტუვაში შესვლა აეკრძალათ, მათ შორისაა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. „უარი ეთქვათ ლიეტვაში შესვლაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამო: ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს, შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუზს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, ვაჟა სირ
×
×
  • შექმენი...