Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.409

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინის მედიის ცნობით, რუსებმა ხერსონის დატოვებამდე საქვაბეები, გადამცემი ანძები და ტელეცენტრი ააფეთქეს

„უკრაინსკაია პრავდა“ გამოცემების „მოსტის“ და „იმის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთის არმიამ, რომელიც უკრაინის ქალაქ ხერსონს ტოვებს, სანამ უკან დაიხევდეს, ქალაქის განადგურება დაიწყეს: ააფეთქეს საქვაბეები და საოლქო ენერგოსისტემის ობიექტი, ასევე სატელევიზიო ცენტრი. ქალაქი ელექტროენერგიისა და კომუნიკაციის გარეშე დარჩა. "მოსტი" და „იმი“ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ რუსებმა ააფეთქეს სატელევიზიო ცენტრი, რომელიც სატელევიზიო ანძასთან მდებარეობს. თავად ან

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყაზახეთი თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყაზახეთი თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს. როგორც „ყაზინფორმი“ იუწყება ამის შესახებ განცხადება ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა, ალიხან სმაილოვმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ნავთობი აქტაუს პორტიდან ბაქოს პორტში ჩავა, შემდეგ კი მისი ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით მოხდება. „ბაქოს პორტის გავლით, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შეიძლება, ბაქ

უკრაინაზე დღევანდელი სარაკეტო თავდასხმა შესაძლოა ომის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყოს

შესაძლოა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან დღეს, 15 ნოემბერს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა იყოს ყველაზე მასშტაბური ომის დაწყების დღიდან. როგორც უკრაინის საჰარეო ძალების პრესსპიკერზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს, რუსეთმა დაახლოებით 100 რაკეტა ისროლა. ამით რუსეთმა 10 ოქტომბრის იერიშის შემდეგ ყველაზე მასირებული თავდასხმა განახორციელა. 10 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინა 84 რაკეტით დამბომბეს. უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერმა იური იგნატმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხა

ძალიან დიდი ყურადღებით დათვალეთ ბავშვის სუნთქვა მოსვენებულ მდგომარეობაში - რა მიგვანიშნებს ვირუსული ინფექციის გართულებაზე?

ცივ სეზონზე გააქტიურდა ვირუსების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც განსაკუთრებით დომინირებს ბავშვებში. რომელი ვირუსებია გავრცელებული მიმიდნარე წელს ბავშვებში, რა გამოვლინებებით ხასიათდება და როგორია პრევენციული ღონისძიებები - ამ საკითხებზე გვესაუბრება ავერსის კლინიკის პედიატრი თამარ ობგაიძე. 1. რომელი ვირუსებია ახლა გავრცელებული და ყველაზე ხშირად რომელი იწვევს ავადობას? სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები ეს არის ბავშვთა ასაკის ყველაზე უფრო ხშირი დაავადებები, რომლებიც საბავშვო ბაღი

ევროპარლამენტის რეზოლუციის თანახმად, უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო დანაშაულებებზე ლუკაშენკო რუსეთთან ერთად პასუხისმგებლობას იზიარებს

ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლება, რუსეთთან ერთად, იზიარებს პასუხისმგებლობას უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო დანაშაულებებზე, რისთვისაც ის პასუხისმგებელია საერთაშორისო ტრიბუნალისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაში.   დოკუმენტში ევროპარლამენტარები იმეორებენ მოწოდებას ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროკომისიის მიმართ, დააწესონ იგივე სანქციები ბელარუსის მიმართ, რაც რუსეთს დაუწესეს. ისინ

ვოლოდიმირ ზელენსკი - აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, ელექტროენერგია, წყალი, გათბობა და კომუნიკაციები მოქალაქეებს ეტაპობრივად მიეწოდებათ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და ელექტროენერგია, წყალი, გათბობა და კომუნიკაციები მოქალაქეებს ეტაპობრივად მიეწოდებათ. როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, როგორც ელექტროენერგიის, ასევე სასმელი წყლის მიწოდების მხრივ რთული მდგომარეობაა ქვეყნის 15 რაიონში. „მათ შორის, ყველაზე  მეტი სირთულე კიევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ლვოვის, პოლტავასა და ხარკოვის რეგიონებშია, მაგრამ კრიტიკული ინფრასტრუქტურ

მედიის ცნობით, უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი კიევში ჩავა

უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი კიევში ჩავა. ნოვაკი რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უნგრეთის პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იქნება, რომელიც უკრაინას ეწვევა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. უნგრული მედიის ცნობით, ნოვაკი უკრაინაში ვიზიტით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით მიემგზავრება. კატალინ ნოვაკი პოლონეთიდან კიევში მატარებლით გაემგზავრება. უნგრეთის პრეზიდენტის ოფისში ნოვაკის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

ხაშურის რაიონულ სასამართლოში ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ორი პირის პროცესი მიმდინარეობს

ხაშურის რაიონული სასამართლო, ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. სასამართლო სხდომას მოსამართლე ზაზა რამიშვილი უძღვება. ბრალდებულების ინტერესებს სასამართლო პროცესზე იურიდიული დახმარების გორის ბიუროს ხელმძღვანელი, საზოგადოებრივი ადვოკატი გიორგი ჯეირანაშვილი დაიცავს. ჯეირანაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. საქმის სხვა დეტალებზე კი არ სა

„როიტერის“ ცნობით, ენტონი ბლინკენი დღეს უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ განაცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს, რომლითაც უკრაინა ენერგეტიკულ სისტემაზე რუსული თავდასხმების პირობებში, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას შეძლებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სახელმწიფო დეპარტამენტში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, წყაროს ცნობით, ვაშინგტონი მუშაობს ამერიკულ კომუნალურ და აღჭურვილობის მიმწოდებელ სამსახურებთან, ასევე ევროპულ ქვეყნებთან, შესაბამისი აღჭურვილობის მოსაძ

პარტიამ „საქართველოსთვის“ სახალხო ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გამართა

პარტიამ „საქართველოსთვის“ სახალხო ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გამართა. ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ ინიციატივით, პარტიის წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა ბექა ლილუაშილმა საკრებულოს წევრებს „სახალხლო ბიუჯეტირების“ პროექტი გააცნო და მისი დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა. სახალხო ბიუჯეტირების დანერგვის შემთხვევაში, მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ბიუჯეტის დაგეგმვის დროს მიიღოს მონაწილეობა, განსაზღვროს სწორად არის თუ არა ასახული ბიუჯეტის პროექ

იუსტიციის მინისტრი ჰააგაზე - კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართველი ხალხის სიმართლე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის შეფასებთთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა „ქართველი ხალხის სიმართლე“. როგორც რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, გამარჯვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში იქნა მოპოვებული. „ვისარგებლებ შემთხვევით და აუცილებლად მოგილოცავთ ყველას, რადგან გადაწყვეტილების შემდეგ და მთელი გამოძიების პერიოდში გამოიკვეთა ოთხი ადამიანის ბრალეულობა, რომელიც იყო მოწინააღმდეგე მხარეს და კი

სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების განცხადების თანახმად, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი. მომხდარი ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და

შსს - პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ფაქტებზე, 62 პირი დააკავა, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 62 პირი დააკავა, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკორეალიზატორები დაკავებული არიან სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, მარნეულსა და რუსთავში, ასევე, თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში. „დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებ

იენს სტოლტენბერგი - კრემლის ქმედებები მიანიშნებს რუსეთის გეგმებზე უკრაინაზე თავდასხმის გასაახლებლად, მოლაპარაკებებზე მიწვევა კი მოსამზადებლად დროის გამოძებნის მცდელობაა

კრემლის ქმედებები მიანიშნებს რუსეთის გეგმებზე უკრაინაზე თავდასხმის განახლების შესახებ, ხოლო მოლაპარაკებებზე მიწვევა არის მხოლოდ მოსამზადებლად დროის გამოძებნის მცდელობა, – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სტატიაში, რომელიც „ფაინენშელ თაიმსში“ გამოქვეყნდა. სტოლტენბერგის მოსაზრებით, რუსეთი იმედოვნებს ომის გაყინვას, რათა სამხედრო ძალებს საშუალება მისცეს, გადაჯგუფდნენ, ხელახლა შეიარაღდნენ, რომ შეტევა განაახლონ. „ომი სწორედ პუტინმა დაიწყო. მას შეუძლ

ნათია მეზვრიშვილი - ქვეყანაში პოლიტიკური, ელიტური კორუფცია ყვავის, ოცნება ამის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს და თავს იწონებს კორუფციის აღქმის ინდექსით, რომელზე აპელირებაც არარელევანტურია და სადაც ბოლო 10 წელია თითქმის არაფერი შეცვლილა

"ქართულმა ოცნებამ"  მორიგი პროპაგანდისტული განცხადება გაავრცელა კორუფციის ინდექსით საქართველოს შეფასება გაუმჯობესდაო. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით თავის მოწონება რეიტინგებზე დაყრდნობით სხვა არაფერია, თუ არა იმ საზოგადოების მორიგი დაცივნა და მოტყუების მცდელობა, რომელიც რეიტინგებში ვერ ერკვევა და არც უნდა ერკვეოდეს იმიტომ, რომ ნორმალურ ქვეყანაში მოლოდინია, რომ ხელისუფლება კეთილსინდისიერია და არა ჩამოყალიბებული მატყუარა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილ

სახელმწიფო დეპარტამენტი - კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩევლად ლუის ბონო დაინიშნა, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის მოსაგვარებლად იმუშავებს

კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩევლად ლუის ბონო დაინიშნა. ის ფილიპ რიკერს ჩაანაცვლებს. როგორც სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, ლუის ბონო იმუშავებს რეგიონულ ლიდერებთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის და რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციის მოსაგვარებლად. „მისი დანიშვნა ასევე ადასტურებს შეერთებული შტატებისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსები ვერ პოულობდნენ სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობებს, მაგრამ ზოგიერთს უვლიან გვერდს - გვსურს, რეაგირება იყოს

აღშფოთებული ვარ სახელმწიფოებით, რომლებიც ვითომდა ჩვენი პარტნიორები არიან, თუმცა ამ ომში ფინანსურად რუსეთის პარტნიორები არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში დაინტერესებულები არიან იმით, რომ რუსეთს სხვა სახელმწიფოების მეშვეობით არ ჰქონდეს სანქციების გვერდის ავლის საშუალება. “ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ იმაში, რომ რუსეთს არ ჰქონდეს თავდაცვითი მრეწველო

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა

საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის აპარატი ავრცელებს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, მედიის წარმომადგენლებისთვის ორი ტიპის აკრედიტაცია გაიცემა: საპარლამენტო ჟურნალისტის, რომელსაც ერთი წლის ვადა ექნება და სპეციალური (ერთჯერადი) აკრედიტაცია. ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის თაობაზე, დეტალურად განსაზღვრავს აკრედიტაციის სახეებს, აკრედიტებული

სოფელ მარტყოფში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტებზე დაკავებულ ნიკოლოზ ხუციშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილებით მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის - პროკურატურის შუამდგომლობა. გამოძიების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში

ჯანდაცვის მინისტრი - სასწრაფო გადაუდებელ სამსახურთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ შეიქმნა და ამოქმედდა ელექტრონული გადამისამართებისა და კლინიკის შერჩევის სისტემა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შეიქმნა და ამოქმედდა ელექტრონული გადამისამართებისა და კლინიკის შერჩევის სისტემა. როგორც მინისტრმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე მოსმენისას განმარტა, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ აქამდე სასწრაფო დახმარების ბრიგადა თავად იღებდა გადაწყვეტილებას, თუ სად უნდა გადაეყვანა პაციენტი, ახლა ეს ავტომატურად ხდება ადგილმდებარეობისა და პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე. ამასთან, მინისტრის თქმით, გააქტიურდა პარამედიკოსების სერვისი, მალე კი სამედიცინო უნივერს

მდინარე რიონის ადიდების გამო სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე მშენებარე ხიდის ნაწილი ჩაინგრა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი დააზიანა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყველა ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელი.   პუბლიკა

იაპონიამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, სიაში მოხვდნენ „კალაშნიკოვის“ ხელმძღვანელი და „როსბანკი“

იაპონიის ხელისუფლებამ რუსეთის 39 მოქალაქეს, 73 ორგანიზაციას, რუსულ ბანკს და უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში მცხოვრებ 9 პირს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული რუსეთის ანექსიის მცდელობაში, სანქციების დაუწესა. კერძოდ, სანქცირებული რუსების სიაში მოხვდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ გორემიკინი, კონცერნ „კალაშნიკოვის“ ხელმძღვანელი ალან ლუშნიკოვი და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წევრები. სიაში ასევე არიან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები. გარდა

კობახიძის თქმით, „აგენტების" პროექტს „ოცნების" რამდენიმე წევრმა „ფაშისტური კამპანიის" გამო არ დაუჭირა მხარი

საპარლამენტო უმრავლესობის იმ დეპუტატების შესახებ ილაპარაკა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომლებმაც „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. ამასთან, მან ტელეკომპანია „იმედის" ეთერში უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა გავრცელებულ ცნობას, რამდენიმე დეპუტატის მიერ მმართველი პარტიის შესაძლო დატოვებას. „თუ რაიმე გადაადგილება იქნება, ეს გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით და არა გუნდის მიღმა. თუ რაიმე გადაადგილება იქნება გუნდის ფარგლებში, ამაზე საზოგად

სალომე ზურაბიშვილი - ნაყოფიერი საუბარი შედგა რობერტა მეცოლასთან, როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პერსპექტივის გაძლიერების შესახებ ესაუბრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ევროპულ გზაზე. „ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან – როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით

პრეზიდენტი - რაც არ უნდა ეცადოთ, რომ მოდელირებული სცენარები, რომლებიც საეჭვოდ ემთხვევა რუსეთის გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ - ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი „მეორე ფრონტის“ თემაზე ერთ ენაზე საუბრობს

რაც არ უნდა ეცადოთ, რომ მოდელირებული სცენარები, რომლებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი "მეორე ფრონტის "თემაზე ერთ ენაზე საუბრობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მან ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ რამდენსაც არ უნდა ეცადონ, გაავრცელონ "მეორ
×
×
  • შექმენი...