Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    858.639

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რა უნდა ვიცოდეთ როდესაც პოლიცია ქუჩაში გვაჩერებს

ხშირია შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები მოქალაქეებს ქუჩაში აჩერებენ, ეკითხებიან სახელსა და გვარს, სთხოვენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, უღებენ სურათს და ამოწმებენ, აქვთ თუ არა მათ კანონსაწინააღმდეგო ნივთი. გარკვეულ შემთხვევებში მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია თუ რა უფლებები აქვთ მათ სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთობის დროს, მაშინ, როდესაც მათ ქუჩაში აჩერებენ. რადიო „მარნეულმა“ ინტერვიუ ჩაწერა შინაგან სამქეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან ნათია მეზვრიშვილთან,

ბრავო ქალბატონო პრეზიდენტო – საფრანგეთის ელჩი ზურაბიშვილს აქებს

საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსს ბრიუსელში ვიზიტს ეხმიანება და აქებს. „ბრავო ქალბატონო პრეზიდენტო, ევროპული მომავლისკენ საქართველოს წინსვლაში თქვენი როლისთვის“, – დაწერა ტვიტერზე საფრანგეთის ელჩმა.   30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. აღნიშნული განცხადების შემ

სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს

მალე ნახევარი წელი შესრულდება, რაც საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში ყოველდღიურად ტარდება მოქალაქეთა საპროტესტო აქციები. ქუჩებში მიმდინარე ხანგრძლივი და უწყვეტი პროტესტი მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც უკვე აისახა კიდეც ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ტურიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესი, სოფლის მეურნეობა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა, ასევე, ისედაც პოლარიზებული საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩა და ერთმანეთ

საქართველოს მომავალი ევროპაშია – ხვიჩა კვარაცხელია

“საქართველოს მომავალი ევროპაშია” – წერს ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საკუთარ ვერიფიცირებულ ფეისბუქ გვერდზე. საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” ფეხბურთელი ასე ეხმაურება რუსულ კანონპროექტებს ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ. დღეს, 7 მარტს,  საქართველოს პარლამენტის პლენარულმა სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს. ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საქართველოს მოქა

თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანეს

საქართველოს ავიახაზების - "ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი "TV პირველთან" ამბობს, რომ მისმა კომპანიამ წაიყვანა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში, მიუნხენში. ამის შესახებ გაიაშვილის კომენტარი გავიდა იმ სიუჟეტში, რომელიც შეეხებოდა 2023 წლის აგვისტოში პირადი მიზნებისთვის პრემიერის საქართველოდან აშშ-ში ერთი კვირით გაფრენას. ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი "ჯორჯიან ეარვეისს" ბოიკოტს უცხადებს ასევე ნახეთ "

ანა მალიარი - აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარება დაიძაბა - ბახმუტის მიმართულებით წინ მივდივართ

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარება გაუარესდა. „მტერი ორი დღეა ხარკოვის ოლქში კუპიანსკის მიმართულებით აქტიურ შეტევას ახორციელებს, თავდაცვაზე ვართ, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, მხარეთა პოზიცია დღეში რამდენჯერმე დინამიურად იცვლება. ბახმუტის მიმართულებით თანდათან წინ მივდივართ. ბახმუტის ირგვლივ სამხრეთ ფლანგზე ყოველდღიური წინსვლაა. ჩრდილოეთ ფლანგზე ვცდილობთ პოზიციების შენარჩუნებას, მტერი თავდასხმას ახორციელებს“, - განაცხადა მალიარმა.

დიმიტრი ხუნდაძის სიძე ამერიკაში არალეგალურად წავიდა

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, დიმიტრი ხუნდაძის შვილის ქმარი, მირიან ოქროპირიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად წავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში ადასტურებენ როგორც მირიან ოქროპირიძის დედა, ასევე დიმიტრი ხუნდაძის შვილი, თიკა ხუნდაძე. ორივე მათგანი ტელეკომპანიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ოქროპირიძეს აშშ-ის ვიზა არ ჰქონდა: „ადრე კი აპირებდა, მაგრამ ახლა ჩვენთვის ყველასთვის მოულოდნელი იყო. ჩვენ არ გვინდოდა, რომ წასულიყო, თავად გადაწყვიტა,“: — ამბ

იაპონია უკრაინას 5,5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს, უმასპინძლებს G7-ის ვირტუალურ შეხვედრას, რომელზეც ზელენსკისაც მიიწვევენ

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას 5,5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს დახმარების სახით და ომის დაწყების წლისთავის აღნიშვნის მიზნით უმასპინძლებს დიდი შვიდეულის (G7) ვირტუალურ შეხვედრას, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც იქნება მიწვეული. კიშიდა ამ განცხადებებით გამოვიდა ტოკიოში, იაპონიის ერთ-ერთი ანალიტიკური ცენტრის მიერ ორგანიზებულ გლობალურ ფორუმზე. მისი თქმით, უკრაინას კვლავ მძიმე ზიანი ადგება რუსეთის შეჭრისგან, და უკრაინელ ხალხს დახმარ

ზელენსკი რეის MH17-ის თაობაზე ვერდიქტს მიესალმება და აცხადებს, რომ ტრიბუნალის წინაშე დამკვეთებიც უნდა წარდგნენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მნიშვნელოვანი“ უწოდა რეისი MH17-ის კატასტროფის თაობაზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ შემსრულებლების გარდა, ტრიბუნალის წინაშე ამ დანაშაულის დამკვეთებიც უნდა წარდგნენ. 17 ნოემბერს ჰააგის სასამართლომ 2014 წლის ივლისში დონბასის ცაში მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე: იგორ გირკინი (სტრელკოვი), სერგეი დუბინსკი და უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო. „არის პირველი

5 ადამიანი, ვინც დიდძალი ფული ქუჩაში მოწყალების თხოვნით შეაგროვა

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, თითქმის ყველა ქალაქში შეხვდებით ადამიანებს, ვინც ქუჩაში დგას და მოწყალების სახით, თქვენგან ფულის ჩუქებას ითხოვს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არიან ადამიანები, ვინც ამ გზით საკმაოდ დიდი ოდენობის ფულიც შეაგროვა. ერთ- ერთ მათგანს, ლონდონში მცხოვრებ საიმონ რაითს მთავრობამ “მათხოვრობა“ აუკრძალა კიდეც, რადგან მან ძალიან დიდი თანხის დაგროვება შეძლო. წარმოგიდგენთ 5 ადამიანს, რომელმაც “მათხოვრობით“ ძალიან ბევრი ფული გამოიმუშავა:   უილ ანდერსონი

მეტროსადგურმა „გოცირიძემ“ მგზავრთა მომსახურება განაახლა

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლება დასრულდა და სადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. განახლებული მეტროსადგური დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. „მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქ

ჯოზეფ ბორელი - ირანმა უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთს დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ ომში

ირანმა უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთს დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ ომში, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, თეირანისთვის ცნობილია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ. „ირანი უზარმაზარ სტრატეგიულ შეცდომას უშვებს, ცრუ გზას ირჩევს და საკუთარ ავტორიტეტს ანადგურებს, როდესაც თავს აჩვენებს თითქოს ამ ომში არავი

სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% გადამოწმებულია – მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში უკვე გადამოწმებულია სტიქიის ეპიცენტრი 60%. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 9 დაკარგულს. 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეთერთმეტე დღეა, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 24 დაღუპულის შესახებ, 11 ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება. ნეტგაზეთი

შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ დასკვნის პირველად დეტალებს გარემოს ეროვნული სააგენტო ხვალ გაასაჯაროებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ დასკვნის პირველად დეტალებს გარემოს ეროვნული სააგენტო ხვალ გაასაჯაროებს. როგორც თანდილაშვილი განმარტავს, სპეციალისტები ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. მინისტრის მოადგილის თქმით, შოვში, რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრას ჰქონდა ადგილი. „პირველ რიგში, გარდაცვლილის ოჯახებს მინდა მივუსამძიმრო, ნამდვილად, უმძიმეს ტრაგედიასთან გვაქვს საქმე. მინდა ხაზგასმით აღვ

ნიკოლოზ სამხარაძეს მისი ყოფილი სტუდენტები მიმართავენ

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძეს მისი ყოფილი სტუდენტები მიმართავენ და სთხოვენ, წინააღმდეგობა გაუწიოს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებას. მიმართვას ნიკოლოზ სამხარაძის 40-მდე ყოფილი სტუდენტი აწერს ხელს. უცვლელად გთავაზობთ წერილს, რომელიც „ნეტგაზეთს“ თავად ხელმომწერებმა მიაწოდეს: წერილს ხელს აწერენ სტუდენტები: აბრამაშვილი ვანო — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011-2015; 2016-2018 გაბიძაშვილი ირ

უკრაინაში ბავშვების დეპორტაციის საქმეზე სამ ეჭვმიტანილს ბრალი წარუდგინეს – REUTERS

Reuters-ის ცნობით, უკრაინამ ხერსონიდან ათობით ბავშვის დეპორტაციის საქმეზე რუს პოლიტიკოსსა და 2 უკრაინელ თანამონაწილეს ბრალი წარუდგინა. ეს არის პირველი 3 ეჭვმიტანილი, რომელიც საქმის წარმოებისას გამოიკვეთა. უკრაინული მხარის მტკიცებით, 19 000-ზე მეტი არასრულწლოვანი რუსეთსა და მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უკანონოდ გადაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინულმა წყარომ Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა.  ბავშვების დეპორტაციაზე უკრაინის პროკურატურა გამოძიებას ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან ერთა

უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი - რუსების ქვედანაყოფები ტყვედ ბარდებიან

რუსების მთელი ქვედანაყოფები ტყვედ ბარდებიან, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინული სახელმწიფო პროექტის - “მინდა ვიცხოვრო” საინფორმაციო რესურსებით, რომელიც ოკუპანტებს ტყვედ ჩაბარების საშუალებას აძლევს, უკვე 1 მილიონ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, რომელთაგან უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფება. „1 მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი - ეს ის ხალხია, რომლებმაც ისარგებლეს “მინ

კობახიძე ირწმუნება, რომ „აგენტებზე“ კანონი პოლარიზაციას დაამარცხებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია იმედის ეთერში აცხადებს, რომ „უცხოეთის გავლენის აგენტებზე“ კანონპროექტის შედეგი ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება იქნება, რაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციას შორის პირველია. ირაკლი კობახიძის აზრით, პოლარიზაციას ბუნდოვანება განაპირობებს, რომელიც მისივე შეფასებით, ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ აღმოიფხვრება: „საბოლოო ჯამში, რომ შევხედოთ შედეგს ამ კანონპროექტის, თუნდაც იმ დისკუსიის, რომელიც იმართება, მე მგონია, რომ ეს კანონპრო

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე ავრცელებს. „სამწუხაროდ, კიდევ ერთი მებრძოლი დაეცა. დიდება გმირებს“, - წერს ნადიმ ხმალაძე. დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 47 ქართველი ემსხვერპლა. იპნ

„ტალახი რომ დამეჯახა, ზურგზე დავწექი, თომა გულზე მივიხუტე და ასე გავყევი“ - გადარჩენილი მამა-შვილის ამბავი

31 წლის გიო ადამია და მისი 6 წლის შვილი, თომა, სოფელ გლოლაში, კურორტ შოვის მახლობლად, 2 აგვისტოს, შუადღეს, ჩავიდნენ. მამა-შვილი რაჭაში ერთი კვირით აპირებდა დარჩენას. ნაქირავებ სახლში დაბინავდნენ და მეორე დღეს შოვში წასვლაც დაგეგმეს. 2 აგვისტოს, საღამოს, გლოლაში გაწვიმდა: „ძლიერი წვიმა იყო, ქარიც მოჰყვებოდა, ფანჯრებშიც კი შემოწვიმა, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა, მალევე გადაიღო“. 3 აგვისტოს რაჭაში მზიანი დილა გათენდა: „სასწაული ამინდი გამოვიდა. მზე, სასიამოვნო სით

მუშებმა გზის შესამოკლებლად ჩინეთის დიდი კედელი "გაჭრეს"

ორმა მუშამ ჩინეთის დიდი კედელი დააზიანა. პოლიციის განცხადებით, ცენტრალური შაანსის პროვინციაში მუშებმა იმისათვის, რომ სამუშაოებამდე მანძილი შეემცირებინათ, ექსკავატორით გაიყვანეს ახალი გზა, რომლითაც პირდაპირ ჩინეთის დიდ კედელში "გაიარეს". ჩინეთის დიდი კედელი არამხოლოდ "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, არამედ შაანსის პროვინციაშიც მას დაცული ტერიტორიის სტატუსი აქვს. მუშები, 38 წლის კაცი და 55 წლის ქალი, უკვე დააკავეს. პოლიცია ამბობს, რომ გამოუსწორებელი ზიანი მიადგა ჩინეთის დიდი კედლი

ვოლოდიმირ ზელენსკი - რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მარცვლეულის დერეფნის შესაძლო გაფართოება განვიხილეთ

უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუაბრი შედგა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც უკრაინის პირველმა პირმა განაცხადა, მან მადლობა გადაუხადა ერდოღანს უკრაინელი ბავშვების შეფარებისთვის, ისევე როგორც, უკრაინული ქალაქებისთვის „ასობით გენერატორის“ მოწოდების გამო. „აღინიშნა თურქეთის მხარდაჭერა “მარცვლეული უკრაინიდან“ ინიციატივის მიმართ. ჩვენ ასევე განვიხილეთ შემდგომი სამუშაოები და მარცვლეულის დერე

„მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა" არსებობას 1 იანვრიდან შეწყვეტს

2024 წლის 1 იანვრიდან „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ აღარ იარსებებს. შესაბამის, 2-პუნქტიან ბრძანებას ხელი დღეს, 28 სექტემბერს, მოაწერა არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგად, ბაქომ აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი. შაჰრამანიანის ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, 2024 წლის 1 იანვრამდე დაიშლება ყველა „სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაც

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის წინადადებით გამოდის

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის იდეით გამოდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. წინადადების თანახმად, ახალმა სასანქციო პაკეტმა უნდა გაითვალისწინოს სამ რუსულ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვა. ფონ დერ ლაიენის თქმით, ახალი სანქციების ფარგლებში სასანქციო სიაში დაახლოებით კიდევ 200 ფიზიკური პირი უნდა შევიდეს და აიკრძალოს ოთხი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა. ფონ დერ ლაიენის წინადადება ასევე მოიცავს რუსეთში უპილოტო საფრენი აპარა

ლეო ვარდიაშვილი – ლონდონში ბესტსელერის ავტორი ინგლისურენოვანი ქართველი მწერალი

2024 წლის 30 იანვარს გამომცემლობამ “bloomsbury Books” გამოსცა ლეო ვარდიაშვილის სადებიუტო რომანი „დიდი ტყის მახლობლად (Hard By a Great Forest )”. წიგნი მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში. 2 თებერვალს „გარდიანმა” ის დღის წიგნად დაასახელა და ვრცელი მიმოხილვაც მიუძღვნა. ავტორის შესახებ ლეო ვარდიაშვილი დაიბადა და გაიზარდა თბილისში. 1995 წელს 12 წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად ლონდონში გადასახლდა. იგი ინგლისურად წერს და ისწავლა ინგლისური ფილოლოგია ლონდონში, დედოფალი მერის უნივერსიტეტში (Queen
×
×
  • შექმენი...