Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    888.844

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ჯოზეფ ბორელი - თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს - ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები უკვე ვნახეთ საქართველოსა და მოლდოვაში

რუსეთის აგრესიული ომი ევროკავშირისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საკუთარ ბლოგ-პოსტში წერს. ბორელის თქმით, თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს, განსაკუთრებით ევროპაში, ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები კი ევროპამ უკვე ნახა საქართველოსა და მოლდოვაში. „ეს უკვე ბევრჯერ მითქვამს: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგ

ჯოზეფ ბორელი - ვამზადებთ გრძელვადიან ვალდებულებებს უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით - უკრაინას მეტი შესაძლებლობები და უფრო სწრაფად სჭირდება

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გრძელვადიან ვალდებულებს ამზადებს. ბორელის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში ის თავდაცვის ახალ მინისტრს, რუსტემ უმეროვს შეხვდა, რომლის დროსაც ევროკავშირის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხი განიხილეს. "რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყველა ჩვენგანისთვის ეგზისტენციალური საფრთხ

ჯოზეფ ბორელი - ემოციურია იმ ადამიანების ცხოვრების ხილვა, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ, უნდა დავეხმაროთ მათ, რითიც შეგვიძლია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი პატრულირებს და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, 15 წელია, უსაფრთხოების განცდას უზრუნველყოფს. „აქ უკვე 15 წელია, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი პატრულირებს, ამ ზონაში, ადმინისტრაციუ

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირს საქართველო არც მიუტოვებია, არც მიატოვებს! - საქმეა გასაკეთებელი და დროც არის ამისთვის, გააკეთეთ! ნუ იფიქრებთ მიტოვების თემაზე საერთოდ!

გთხოვთ, არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, ასეთი რამ არასდროს იქნება მიღებული ჩემს მიერ, ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია - თქვენ განა გვემუდარებით, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ბორელმა აღნიშნა, ახლა მთელი კონცენტრაცია უნდა იყოს მიმართული რ

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას განვიხილავთ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას განვიხილავთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „რუსეთმა ბოლო 2 თვის განმავლობაში უკრაინის ქალაქებზე ყველაზე დიდი სარაკეტო შეტევა განახორციელა. საჭიროა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების“, - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი წითელ ზღვაში გემების “ჰუსიტებისგან” დასაცავად საზღვაო მისიას შექმნის

ევროკავშირი საზღვაო მისიას შექმნის წითელ ზღვაში გემების “ჰუსიტებისგან” დასაცავად, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის მიერ ერაყსა და სირიაში ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებების წინააღმდეგ განხორციელებული ავიადარტყმების შემდეგ ყველა მხარე უნდა ეცადოს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შემდგომი ესკალაცია აირიდონ თავიდან. ბორელის თქმით, აშშ-ის პას

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი უმკაცრესად გმობს “ჰამასის” მიერ განხორციელებულ თავდასხმებს და მისი შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი უმკაცრესად გმობს “ჰამასის” მიერ ისრაელის მასშტაბით განხორციელებულ მრავალრიცხოვან და განურჩეველ თავდასხმებს და ღრმა მწუხარებას გამოხატავს ადამიანების სიცოცხლის დაკარგვის გამო, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს. „ევროკავშირი მოუწოდებს შეწყდეს ეს უაზრო თავდასხმები და ძალადობა, რომელიც კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას ადგილზე და ძირს უთხრის პალესტინელი ხალხის მისწრაფებებს მშვიდობისაკენ“, - აღნიშნულია გან

ჯოზეფ ბორელი - დღეს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით

დღეს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “დღეს, უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითა და წევრობის კრიტერიუმებთან საჭირო თავსებადობის დონის მიღწევისას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების გახსნით ჩვენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისადმი. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ჩვენი პარტნიორები

ჯოზეფ ბორელი - დავიწყეთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებს შორის კიბერ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე - ვეხმარებით უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას

ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს კიბერუსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც წარმოიშვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და შექმნას კიბერ თავდაცვის საკოორდინაციო ცენტრი. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ევროკავშირის სამხედრო მობილობისა და კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას ეხებოდა. „კიბერგარემო ახალი სტრატეგიული სივრცეა. ეს არის გეო-სტრატეგიული კონკურენციის ადგილი, რ

ჯოზეფ ბორელი - 2008 წელს, როცა პუტინი საქართველოში შეიჭრა, ჩვენი რეაქცია რბილი იყო - გვესმის, რომ თუ რუსეთს უფლებას მივცემთ, უკრაინაში მარიონეტული მთავრობა დასვას, შემდგომში გაცილებით მაღალი საფასურის გადახდა მოგვიწევს

2008 წელს, როდესაც პუტინი საქართველოში შეიჭრა, ჩვენი რეაქცია რბილი იყო, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ევროკავშირის თავდაცვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჯოზეფ ბორელის განცხადებით, 75 წლის წინ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ პასუხი ერთიანობა იყო და აშშ-მა და ევროპის თავისუფალმა და დემოკრატიულმა ქვეყნებმა, რომლებიც კოლექტიური თავდაცვის ერთგულებ

ჯო უილსონმა სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია

კონგრესმენმა ჯო უილსონმა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია. „მოხარული ვარ, როგორც საქართველოში ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე გავუგზავნო მიწვევა. ვიცი მისი მამაცობის შესახებ იმ თავდასხმის წინაშე, რომელსაც აწყობენ ივანიშვილი და მისი მეგობრები ჩინეთის კომპარტიასა და ირანულ რეჟიმში“, — წერს იგი.   ნეტგაზეთი

ჯო უილსონი: სახდეპმა უნდა დაიწყოს კალაძისა და გომელაურის სანქცირებით

აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯო უილსონი, მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, დაასანქციროს კახა კალაძე და ვახტანგ გომელაური. „საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ დაკარგა დემოკრატიის ხილვადობაც კი და ახლა აკავებს უდანაშაულო აქტივისტებსა და ოპოზიციის მშვიდობიან წევრებს მათ სახლებსა და სამსახურებში. ქართული ოცნება კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს. აშშ-მა ამას უნდა უპასუხოს უდანაშაულო ქართველებზე ძალადობაში ჩართული პირების სანქცირებით. ახლა თუ არ ვიმოქმედეთ, ოცნება განაგრძ

ჯო უილსონი და ჯეიმს მაკკლირი - მოვითხოვთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობისგან, გაყვეს აშშ-ს მაგალითს, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ფორმალურად შეჩერებით - მოგიწოდებთ სანქციები დაუწესოთ ივანიშვილს

კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, დევიდ ლემისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილს უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. წერილის ხელმომწერები არიან აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი (ლიბერალური დემოკრატები). “მიუხედავად იმისა, რომ

ჯო უილსონი - ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ თავისუფლების მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ

ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ თავისუფლების მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ, როგორც ბუქარესტში ჩაუშესკუს გაქცევით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს ძალადობა შემდგომი ჩაგვრის მიზნით. “მშვიდობიანი პროტესტი ყველაზე ეფექტურია მარტინ ლუთერ კინგისა და ვაცლავ ჰაველის ტრადიციაში. ომის დამნაშავე პუტინს სურს ძალადობა შემდგომი ჩაგვ

ჯო უილსონი - ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე, კორუმპირებული ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს - საქართველოსთვის მთელი დაფინანსება უნდა შევწყვიტოთ, თუ ეს მოხდება

ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს. ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი [რესპუბლიკური პარტია] და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, თუ ასე მოხდება ამერიკამ საქართველოსთვის დაფინანსება უნდა შეწყვიტოს. "ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს. ჩვე

ჯო უილსონი - ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე - თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა

ტრამპის პოზიცია ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, ის უნდა ელოდოს პასუხს. “პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალიან ნათელი გახადა თუ რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე. თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის გან

ჯო უილსონი - სულ მეტად და მეტად რეჟიმი ფიზიკურად ესხმის თავს მათ, ვინც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწოდებით გამოდის - ამერიკა ხედავს და ქმედებებს განვახორციელებთ

სულ მეტად და მეტად, რეჟიმი ფიზიკურად ესხმის თავს მათ, ვინც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწოდებით გამოდის, ამერიკა ხედავს ამას და ქმედებებს განვახორციელებთ. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “ცალსახად ვგმობ ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე. სულ მეტად და მეტად, რეჟიმი ფიზიკურად ესხმის თავს მათ, ვინც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწოდ

ჯო უილსონი - სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, პეკინის, ფხენიანის, კარაკასისა და თბილისის დიქტატორებისთვის, დონალდ ტრამპი დაბრუნდა

სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, პეკინის, ფხენიანის, კარაკასისა და თბილისის დიქტატორებისთვის, დონალდ ტრამპი დაბრუნდა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „გახადე ამერიკა კვლავ დიდებული. მშვიდობა ძალის მეშვეობით“, - წერს უილსონი. შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.   იპნ

ჯო უილსონი - საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიაზე ყოველგვარ პრეტენზიაზე, არ შეცდეთ: „ქართული ოცნება“ კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს - სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს პერსონალური სანქციების გამოცხადებით

საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიაზე ყოველგვარ პრეტენზიაზე და დაიწყო უდანაშაულო აქტივისტების და ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების დაპატიმრება მათ სახლებსა და სამუშაო ადგილებზე. არ შეცდეთ: „ქართული ოცნება“ კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებაშია აღნიშნული. „აშშ-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯოს ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ უდანაშაულო ქართველების მიმართ ძალადობასა და სისასტიკეში. თუ

ჯო უილსონი - რატომ იმყოფებოდა ირაკლი კობახიძე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ლიდერებთან ირანში სულ რამდენიმე თვის წინ? - თქვენ გხედავთ, ამერიკა არ მოტყუვდება

რატომ იმყოფებოდა ირაკლი კობახიძე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ლიდერებთან ირანში სულ რამდენიმე თვის წინ? - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისივე თქმით, იგივე ტერორისტები აქტიურად გეგმავდნენ დონალდ ტრამპის მკვლელობას და ყოველ დღე გამოდიან ამერიკის სიკვდილის მოწოდებებით. "თქვენ გხედავთ. ამერიკა არ მოტყუვდება“, - წერს უილსონი. კონგრესმენი გაცხადებას ას

ჯო უილსონი - მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა - მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს

მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს - მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა „გლობალნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ძალადობის ორგანიზებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს და „ყველა, ვისაც თავისუფლებისა და დემოკრატიის სწამს, ამ დანაშაულ

ჯო უილსონი - მომდევნო კვირას „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს აშშ-ს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას

მომდევნო კვირას „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „მომდევნო კვირას „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს საქართველოში მანა

ჯო უილსონი - მოვუწოდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, არ წავიდეს თბილისში ამ დროს

მე მოვუწოდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას არ წავიდეს თბილისში ამ დროს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, სადაც პია კაუმასთვის გაგზავნილი წერილის ასლს აქვეყნებს. „ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს მხოლოდ ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს. აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენონ“, - წერს უილსონი. ამერიკელი კონგრესმენი პია კაუმა

ჯო უილსონი - მივესალმები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, მას ამერიკა სძულს და ჩინეთი და ირანი უყვარს - საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

მივესალმები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, მას ამერიკა სძულს და ჩინეთი და ირანი უყვარს, საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “მივესალმები დიქტატურის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. “რესპუბლიკელთა კვლევის კომიტეტთან” ერთად ამისკენ 2020 წელს მოვუწოდებდი. ივანიშვილს ამერიკა სძულს და ჩინეთი და ირანი უყვარს. ის საქართველოს სუვერენიტეტისა დ

ჯო უილსონი - მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს

მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს! თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს!“, - წერს ჯო უილსონი.   იპნ
×
×
  • შექმენი...