ამნისტიის შესახებ კანონმა დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ „ოცნება“ ზონდერ ჯგუფებს წინასწარ, ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენამდე გაურიგდა და ევროპული მომავლის დასაცავი აქციების მონაწილეების სასტიკად ცემის სანაცვლოდ, ამნისტიას დაჰპირდა, - ამის შესახებ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება დღეს ათასობით პატიმარს და მათ ოჯახებს ატყუებს, რომ თითქოს მათზე ზრუნვის მიზანი ა
"დღეს ყველა მიდის იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, საქართველოს ჰყავს მმართველი პარტია, შესაბამისად ის გამიჯნულია ქართველი ხალხისგან. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველო თუ შეწყვეტს ამერიკის ლანძღვას, აქ მთავარი არის ის, რომ ქვეყანა ავტორიტეტების ხელით იმართება, არ არსებობს არანაირი დემოკრატიული პროცედურები, არც ინსტიტუტები, არ არსებობს არანაირი ბალანსი ამ ინსტიტუტებს შორის. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში დემოკრატიული წინსვლა შეუძლებელია. ამიტომ გვეუბნებიან, რომ თუ საქართვე
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი გერმანიაში Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების და სხვა შორ მანძილზე მოქმედი იარაღის სისტემების დროებით განთავსებასთან დაკავშირებით აშშ-სთან მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისა და მისი ბალტიისპირელი პარტნიორების დასაცავად.
„პუტინი მუდმივად აფართოებს არსენალს, რომლითაც ის საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას ევროპაში. უნდა დავიცვათ თავი და ჩვენი ბალტიისპირელი პარტნიორები ამისგან, მათ შორის, შეკავების
დღევანდელ შეხვედრაზე საბჭოს დასკვნები აღვნიშნეთ, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთებას გამოხატავს, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ასუნსიონ სანჩეს რუისმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახსნა, მათი აზრით, თუ რა წარმოადგენს პროგრესს ცხრა ნაბიჯის განხორციელების კუთხით, რომელიც კომისიამ საქა
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, რათა მონიტორინგი გაუწიოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. OSCE/ODIHR - ის ინფორმაციით, მისია არჩევნებზე დასაკვირვებლად ოფიციალურად მოწვეული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ.
სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს ოუენ მერფი. მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან გადანაწილდებ
„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ეხმაურება ცესკოს გადაწყვეტილებას 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 42 ქვეყანაში 60 უბნის გახსნის შესახებ და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება საკმარისად მაინც ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებას.
ISFED წერს, რომ ცესკოს მიერ 26 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, უბნები არ არის გახსნილი საზღვარგარეთ, დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების მიღმა, მოქალაქეების ფაქტობრივი სა
რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის შეუცვლელი პოზიციის ფონზე, [„ქართული ოცნება“] როგორ აპირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? - როგორ აპირებს არაღიარების პოლიტიკის დაცვას? - რა ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ითხოვს მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობას? - ამ კითხვებზე მაინც უნდა გასცეს ივანიშვილმა პასუხი საზოგადოებას,- ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ისეთი თემა, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული
ამ არჩევნების განსხვავება ისაა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში არასოდეს ყოფილა დასავლეთის მიმართ ასე მტრულად განწყობილი მთავრობა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ American Enterprises Institute-ის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ ორგანიზებულ პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პოსტსაბჭოთა სივრცეში, როდესაც მთავრობები ძალიან დიდი ხნით არიან ხელისუფლებაში, მათ შეიძლება დაიწყონ როგორც რეფორმისტებმა, როგორც პუ
დღეს საღამოს, მას შემდეგ, რაც ბრიუსელში 2024 წლის გაფართოების შესახებ 10 ქვეყნის ანგარიში გამოქვეყნდება, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, პრესკონფერენციას გამართავს და საქართველოს ანგარიშზე ისაუბრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
მათივე განმარტებით, ევროკავშირის ელჩის პრესკონფერენციამდე, დაახლოებით18:00 საათისთვის იქნება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეპ ბორელისა და სამეზობლოსა და გაფარ
არჩევნების დღეს „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა დააფიქსირა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა ნინო დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დაფიქსირებული ინციდენტებიდან 297 იყო საქართველოში გახსნილი საარჩევნო უბნების შიგნით გამოვლენილი დარღვევები, 167 - საარჩევნო უბნების გარეთ, ხოლო 26 - საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე.
„სხვადასხვა დონის საარჩევნო ადმინი
საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ არჩევნების მოთხოვნა არის საჩუქარი „ოცნებისთვის“, ვინც ამას აკეთებს, ან ადეკვატურობა აკლიათ, ან სასარგებლო იდიოტები არიან, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, უცხოური იურისდიქციის ქვეშ არჩევნების ჩატარებას საკანონმდებლო ბაზა სჭირდება.
„საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ არჩევნების მოთხოვნა არის საჩუქარი „ოცნებისთვის“. ვინც ამას აკეთებენ, ან ადეკვატურობა აკლიათ, ან სასარგებლო იდიოტები არიან. ნაცვლად იმისა, რ
სოფო ხორგუანის ჩართვა აქციიდან - ეს ხელისუფლება ჩამოყალიბდა ავტოკრატიულ რეჟიმად და ავტოკრატიული რეჟიმი, რისი რეჟიმია, თუ განსხვავებული აზრი აიტანა? ეს ისეთი მართალი ბრძოლაა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ!
სოფო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, უფლებადამცველი.
AQNBtK5JxS1uQsiRLcttLq69xqCX7MgxVgxNj_VejuDYOMNgUWMTOB0QFMGNKR5wPrqyFlSIKTpzWE6wcJ6-ZpEm.mp4
აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მზარდ ძალადობას პასუხი უნდა მოჰყვეს, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მზარდ ძალადობას პასუხი უნდა მოჰყვეს. ჩვენ ყველა მათგანის გვერდით ვდგავართ, ვინც დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის იბრძვის“, - წერს ანდერს ფოგ რასმუსენი.
ipn
პატრულ ინსპექტორი გიორგი გოგინაშვილი დღეს, 17 დეკემბერს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მან 2 დეკემბერს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
როგორც ის facebook-ზე წერს, დღევანდელმა გამოკითხვამ მშვიდ გარემოში ჩაიარა.
publika
აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქია კლინიკიდან გაწერეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახაბერ ჭელიძემ განუცხადა, ექიმებმა პაციენტის გაწერის გადაწყვეტილება გვიან ღამით მიიღეს.
ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 3 დეკემბრიდან მკურნალობდა.
იპნ
გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან - ვინც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის იბრძვის!”.
„ბათუმში გუშინ და დღეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდები, მათე და ელიზბარი დააკავეს. ასევე დაკავებულები არიან სხვა ახალგაზრდები, ჟურნალისტები.
გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ
ადვოკატი მაია მწარიაშვილი, რომელიც მზია ამაღლობელის ინტერესების ერთ-ერთი დამცველია, რუსთავის ქალთა კოლონიიდან გამოსვლის შემდეგ პატიმრის მდგომარეობას აფასებს.
როგორც მწარიაშვილი ამბობს, ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი უფრო სუსტად გამოიყურება, ვიდრე ბოლო მონახულების დროს, ორი დღის წინ, უფრო ნელა მოძრაობს და საუბრობს. თუმცა, არ ითხოვს კლინიკაში გადაყვანას.
მწარიაშვილის თქმით, მათ ჩაიბარეს ყველა იმ ანალიზის პასუხი და სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც ამ დრომდე შეადგინეს ციხი
ჩვენ ვრჩებით მოწოდებულები, ვიმუშაოთ საქართველოსთან რეფორმების შესასრულებლად, რომლებიც საჭიროა ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
ნედ პრაისს კითხვა დაუსვეს საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ გაკეთებული განცხადებებისა და ასევე განცხადებების შესახებ, რომელთა თანახმად, აშშ საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს.
„ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება რამდენიმე შემაშფოთებელი განცხადების გამო, რომლებ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ როგორც ხედავს, შეხვედრის მიზანია 2020-2021 წლებში მიღწეული შეთანხმებების შესრულება.
პუტინის თქმით, მადლიერია ალიევის იმ შეფასებისთვის, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში.
ვლადიმერ პუტინის განმარტებით, დღეს კი, უნდა ისაუბრონ არსებულ ვითარებაზე და გამონახონ გზები ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემების მოსაგვარებლად.
„მადლობა, რომ ჩამ
აშშ ამაყობს შესაძლებლობით, რომ ეხმარება ქართველ მოსამართლეებს თავიანთ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ პროგრამების ეფექტურობა და ფუნქციონირება, რათა გადაწყვეტილებების მიღება დაფუძნებული იყოს მტკიცებულებებზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომელსაც ჟურნალისტებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის განცხადების თაობაზე დაუსვეს კითხვა.
კელი დეგნანის თქმით, ბევრ ქართველ მოსამართლესთან ჰქონდა შეხვედრა, რომლებიც ამბობენ, რომ დაინტერესებული არიან აშშ-ში მ
ქართველი ხალხის სურვილი და მიზანი სწორედ ტრადიციებით და არა ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების დათმობის თუ დაგმობის ხარჯზე ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაა, ყველა, ვინც ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს მტრობს, ქართველი ხალხის ამ სურვილსა და ამოცანას პირდაპირ და უხეშად უპირისპირდება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც „ხალხის ძალის“ წევრები აცხადებენ, ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება მოძრაობის სამომავლო საქმიან
საქართველოს ხელისუფლებას და სსფ-ის მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) პირველი მიმოხილვის დასრულების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წელს თვალნათელი იყო საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე, რადგანაც, დღეის მდგომარეობით, უკრაინაში ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ადრე მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, პანდემიიდან სწრაფ
გაერო-ში შეერთებული შტატების ელჩი, ლინდა თომას-გრინფილდი აცხადებს, რომ უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა ურყევია და გაგრძელდება ვიდრე ქვეყანა ამ ომს არ მოიგებს.
„ჩვენ პირველი დღიდან გავერთიანდით და ამ ერთიანობაში ბზარები არ გვინახავს. ევროპა ერთიანია. ნატო ერთიანია. ჩვენ გვქონდა ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში უკრაინისთვის. ჩვენი მხარდაჭერა ურყევია და გავაგრძელებთ ერთიანობას ვიდრე უკრაინა არ მოიგებს ამ ომს და რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს პარტნიორობას დიდი სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მეგობარი ქვეყნების საზოგადოებისთვისაც, - აღნიშნული ჩანაწერი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოში სამუშაო ვიზიტისას საპარლამენტო ასამბლეის საპატიო სტუმართა წიგნში გააკეთა.
,,ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, დიდი პატივია ჩვენი ისტორიის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას კვლავ ვესტუმრო.
ევროპის საბჭოს ს
რუსების ხერსონიდან გასვლა აჩვენებს, რომ რუს სამხედროებს რეალური პრობლემები აქვთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ზამთრის პერიოდისთვის ყველას მოუწევს თავისი პოზიციების გადაფასება.
ბაიდენის განცხადებით, ჯერ კიდევ გასარკვევია, იქნება თუ არა გადაწყვეტილება რუსეთთან კომპრომისისთვის უკრაინის მზადყოფნის შესახებ.
„უკრაინას ბევრი რამ სურს. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. მაგალითად, მე მკითხეს, მივცემდით თუ არა ამერიკულ თვითმფრინავებს უკრაინ