Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    886.573

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გამოცემა La Stampa - გიორგი ქოჩორაშვილის შეძენით „ლაციო“ და „ტორინო“ დაინტერესდნენ #1TVSPORT

რომის „ლაციო“ გიორგი ქოჩორაშვილს აკვირდება და ქართველი ფეხბურთელით ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს, თუმცა საქართველოს ნაკრების წევრის გადაბირებით „ტორინოცაა“ დაინტერესებული, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Stampa ავრცელებს. „რომის „ლაციო“ ამ მომენტისთვის ნახევარმცველის ძიებაშია. გუნდს 2024/2025 წლების სეზონში მარკო ბარონი გაწვრთნის. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის რიგებში ვეჩინო, გენდუზი, როველა და კატალდი ირიცხებიან, ახალი ფეხბურთელის დამატება მაინც განიხილება. ჩვენი ცნობით, კ

გამოცემა Goal-ის პროგნოზით ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა საუკეთესო ათეულში მოხვდება

გამოცემა Goal-ის პროგნოზით ხვიჩა კვარაცხელია, თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენთან ერთად, „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა საუკეთესო ათეულში მოხვდება. ჯილდოს მოგების ფავორიტი ლიონელ მესია, რომელსაც, საკლუბო მიღწევებთან ერთად, ზურგს არგენტინის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული უმაგრებს. ნეაპოლელთა ნიგერიელი თავდამსხმელი რეიტინგში მეექვსე ადგილზეა, ხოლო კვარაცხელია მეშვიდე პოზიციაზეა. საინტერესოა, რომ ჩამონათვალში ნეაპოლელთა შემტევი დუეტი კევინ დე ბრუინზე, მარკუს რაშფორდსა და რობერტ ლევანდოვსკიზე

გამოქვეყნდა რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ევროპარლამენტში 9 ოქტომბერს უყრიან კენჭს

გამოქვეყნდა რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ევროპარლამენტში 9 ოქტომბერს უყრიან კენჭს. რეზოლუციის პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. ამასთან, დოკუმენტში საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტში ჩანაწერია ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც. დოკუმენტში არის მოწოდება საქართველოს

გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის შესახებ

საქართველოს პარლამენტი აქვეყნებს ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ერთობლივი მოსაზრების პროექტს საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტებთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტების შესწავლის თხოვნით საერთაშორისო ინსტიტუტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2022 წლის 10 ოქტომბერს მიმართა წერილობით. საკანონმდებლო ცვლილებების შეტანის ფორმა და შინაარსი

გამოსახლების დროს პოლიციის უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო - საგამოძიებო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესში და აქციაზე სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2024 წლის 23 იანვარს, ქ. თბილისში, კ.კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით

გამოსახლებამდე | როგორია მევახშური სქემა

„ადამიანი უკანასკნელ მდგომარეობაში ვარ”; „ბოლომდე ნუ გამწირავთ და ნუ დამღუპავთ“; „ოჯახის წევრია ცუდად, დროებით შეაჩერეთ გამოსახლდება“; „წინაპრების ნივთებიც არ გამომიტანია სახლიდან“; „გეშინოდეთ ჩემნაირი დედების, რომლებსაც აღარაფერი დაგვრჩა დასაკარგი; ვიბრძოლებთ, რომ ჩვენი შვილები ქუჩაში არ დარჩნენ“, – ეს უკვე სამწუხარო ტრადიციად ქცეული, ოჯახების ძალადობრივი გამოსახლების დროს მოსმენილი ფრაზებია. აღსრულების ბიუროს სტატიტიკით, 202

გამონაბოლქვის გამო 3 თვეში 2460 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის შედეგებს აქვეყნებს. კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 2460 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 11

გამოკითხულთა 77% ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს - IRI

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც კითხვაზე, თუ რომელ ქვეყანას მიიჩნევენ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხის მქონეს, გამოკითხულთა 77%-მა უპასუხა რუსეთი, 12%-მა თურქეთი და 9%-მა აშშ. კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი – 14 ოქტომბრის პერიოდში. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონი

გამოდის, საგარეო სამინისტრო არ გვყავს – გახარია აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ანექსიური პროცესები ოკუპირებულ აფხაზეთში კი არ აჩქარდა, უარესად დამძიმდა. გიორგი გახარია უმოქმედობის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს. „ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამის გამოხატულება იყო 5-6 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც 7 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ი

გამგეობა მოზარდის დაღუპვაზე: ელექტროობა უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული

წყნეთში მოზარდის დაღუპვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ვაკის რაიონის გამგეობა და ამბობს, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, ელექტრომოწყობილობა უკანონოდ და კუსტარულად იყო დამონტაჟებული და სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს არ უკავშირდება: „პირველ რიგში, გვინდა, სამძიმარი გამოვთქვათ გუშინ, წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც 16 წლის მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა. ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების დიდ გულისტკივილს! ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფანჩატურში,

გალში ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა

გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. აფხაზური მხარის ცნობით, ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და მცირეწლოვანი ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე, გალის დე ფაქტო გამგებელი, კონსტანტინე ფილია მივიდა. ნეტგაზეთი

გალში სამხედრო ინფრასტრუქტურას აშენებენ

აფხაზური მედიის ცნობით, დე ფაქტო ვიცე პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებული სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაათვალიერა. როგორც apsadgil.info წერს, გალის რაიონში მშენებარე ინფრასტრუქტურის ინსპექტირება ასევე უშიშროების საბჭოს მდივანის, სერგეი შამბას და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის, რაულ ლოლუას მიერ განხორციელდა. რა ტიპის სამხედრო ინფრასტრუქტურულ პროექტზეა საუბარი, აფხაზურ მედიაში დაკონკრეტებ

გალში ნათია ბახტაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ცნობით,  28 ივლისს გალში დაკარგული 1995 წელს დაბადებული ნათია ბახტაძე მოკლულია, მკვლელობის ბრალდებით კი ერთი პირია დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული ქალაქ ოჩამჩირის მკვიდრია, რომელმაც დანაშაული აღიარა. ამჟამად, როგორც აფხაზური მედია წერს, საგამოძიებო უწყება ქალის ცხედარს მდინარე ენგურში ეძებს. netgazeti

გალში თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის თანამშრომლები დააკავეს

ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის, ვიტალი (თემურ) კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის ორი თანამშრომელი დააკავეს, მესამე მიმალვაშია. გალის რაიონის დე ფაქტო პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალბერტ ზარაქუას, ვიანორ აბშილავას და დავით კვეკვესკირის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ჯგუფურად განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებისა და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა. გამოძიების თა

გალერეა „ოპიზარში“ აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნა [ფოტო]

საქართველოს მხატვართა კავშირის გალერეა „ოპიზარში“ აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე გაერთიანებულია ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტექნიკითა და თემატიკაზე შექმნილი 50 ნამუშევარი. მათ შორის არის კერამიკული ნაკეთობები და ქანდაკებები. გამოფენაზე ახალი ნამუშევრები აფხაზეთიდან დევნილმა 16-მა მხატვარმა წარადგინა. „გალერეა „ოპიზარი“ ამჯერად აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებს მასპინძლობს.ისინი არაჩვეულებრივი ნიჭიერებით გამორჩეული ხელოვანი ადამიანები

გაი ვერჰოფშტადტი საქართველოში არსებულ ვითარებაზე - სასწრაფოდ საჭიროა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა სანქციების დასამტკიცებლად

ბელგიელი ევროპარლამენტარი და ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გაი ვერჰოფშტადტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა სანქციების დასამტკიცებლად. „საქართველოში ოპოზიციის ლიდერებზე ძალადობრივი ზეწოლა ევროკავშირის მოქმედებას მოითხოვს. სასწრაფოდ საჭიროა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა სანქციების დასამტკიცებლად!“- წერს ბელგიელი ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე.   იპნ

გაი ვერჰოფშტადტი - ბალტიის ქვეყნების შემდეგ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები მათ, ვინ პასუხისმგებლები არიან საქართველოში ძალადობაზე - დროა, სიტყვების ნაცვლად, ევროპამ იმოქმედოს

ბალტიის ქვეყნების შემდეგ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში ამბოხის დროს ძალადობაზე, - ამის შესახებ ბელგიელი ევროპარლამენტარი და ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გაი ვერჰოფშტადტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, ევროპამ, საუბრის ნაცვლად, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს. „ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები შინაგან საქმეთა

გაზულუქებულ ისტებლიშმენტს სურს საქართველოს იზოლაციაში მოქცევა - „რუსთავი 2-ის“ პროდიუსერი

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ აღმასრულებელი პროდიუსერი, გიორგი ხაბურზანია Facebook-ის პირად გვერდზე პოლიტიკურ ისტებლიშმენტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათ საქართველოს იზოლაციაში მოქცევა უნდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, რიყის პარკში არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა

„ტვ პირველის“ ცნობით, რიყის პარკში არასრულწლოვანი, 16 წლის ბიჭი ღია თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. მედია ამბობს, რომ მის გადარჩენას მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა ბიჭის ამოყვანა ვერ შეძლეს. თხრილი, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე. „ტვ პირველის“ ცნობით შემთხვევა შაბათს მოხდა. გავრცელებული კადრების მიხედვით, რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით

გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კასპის მუნიციპალიტეტში კაცი 11 წლის ბიჭს აქეზებდა, რომ 9 წლის ბავშვი ეცემა და მოეკლა, შსს-მ გამოძიება დაიწყო

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კასპის მუნიციპალიტეტში კაცი 11 წლის ბიჭს აქეზებდა, რომ 9 წლის ბავშვი ეცემა და მოეკლა, გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. თვითმხილველთა ინფორმაციით კი, დაშავებულ მოზარდს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნება და მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სოფლის მცხოვრებთა განცხადები

გავაგრძელებთ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს რეფორმების ძალისხმევას – EU

„ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან და მხარს დაუჭერს რეფორმების ძალისხმევას მათ ევროპულ გზაზე“, — ნათქვამია ევროპული საბჭოს სამიტის შემაჯამებელ დასკვნაში. ევროპული საბჭოს სამიტი ბრიუსელში 26-27 ოქტომბერს გაიმართა. სამიტზე განსახილველ თემებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთი, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, მიგრაცია, საგარეო ურთიერთობები, ევროკავშირის ფინანსური ჩარჩო 2021-2027 წლებისთვის. ევროპული საბჭო ყოველ სხდომას აჯამებს დასკვნების

გაეცანით, სად რა ხდება: 26 მაისის აღსანიშნად საქართველოს 16 ქალაქში ღონისძიებებია დაგეგმილი

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო უწყება ამ დღისთვის 16 ქალაქში ღონისძიებებს მართავს.   დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყება დილის 11:00 საათზე - საქართველოს 10 რეგიონში და თბილისშიც წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება. თბილისის პროგრამა მარნეულის პროგრამა მესტიის პროგრამა მცხეთის პროგრამა ოზურგეთის პროგრამა რუსთავის პროგრამა

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ. ისინი ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის გარშემო არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და მისი შესაძლო მიღება უკიდურესად დააზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპული ინტეგრაციი

გაეროში რუსმა დიპლომატმა აგვისტოს ომზე „ოცნების” განცხადება გაიმეორა

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის პირველმა მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს ომზე საუბრის დროს „ქართული ოცნების” ციტატა გამოიყენა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა” ავრცელებს. კერძოდ, მან მმართველი პარტიის ბოლო განცხადებიდან მაგალითად მოიყვანა ის მონაკვეთი, სადაც ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილია დადანაშაულებული და აღნიშნულია, რომ მისი „ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო”. 7 აგვისტოს აგვისტოს ომთან დაკავ

გაეროში ახალგაზრდების ყოფილი ელჩები რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლები რუსულ კანონთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას განცხადების სახით ავრცელებენ, რომლითაც უერთდებიან სამოქალაქო პროტესტს და მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიწვიოს პირველი მოსმენით მიღებული კანონი. “მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონის საბოლოო მიღება უკიდურესად დააზიანებს საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს, შეაფერხებს მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ამასთანავე, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააშორებს ჩვენს ქვეყანას
×
×
  • შექმენი...