საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრების სატელეფონო ხარჯებისთვის ორ წელიწადში 42 698,87 ლარი, კერძოდ, 2021 წელს - 20 723.34, 2022 წელს კი 21 975.53 ლარი დაიხარჯა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სატელეფონო მომსახურებით 52-მა დეპუტატმა ისარგებლა, 2022 წელს კი სატელეფონო საუბრები 62 დეპუტატს დაუფინანსდა.
ამასთან, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს 52 დეპუტატიდან,
საოლქო საარჩევნო კომისიებმა 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და ხელმძღვანელი პირები აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 164 საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ 1 312 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის 1 347 მსურველის განაცხადი.
„მნიშვნელოვანია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებ
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მზადაა შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე დაირღვა მისი გამოხატვის უფლება, მოექცა სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ ან ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს, თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს განცხადებას.
14 მარტს სტუდენტებმა საქართველოს სახალხო დამცველს ტელეკომპანია "პირველის" ეთერით მიმართეს და მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდ
საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გამართული მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი სენსაციური გამარჯვებით დააგვირგვინა - ქართველმა წყალბურთელებმა მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის და ოლიმპიური თამაშების მოქმედ ჩემპიონს, სერბეთის ნაკრებს აჯობეს.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 11:11 დასრულდა. პენალტები კი ქართველებმა უკეთ შეასრულეს - 12:11. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ნიკა შუშიაშვილი დასახელდა.
საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიოს თასზე სულ ხუთი შეხვედრა ჩაატარა. სერ
15 მარტის დილიდან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. უკრაინის მედიის ცნობით, ამის მიზეზია ბელარუსიდან აფრენილი რუსული ავიაგამანადგურებელი МиГ-31К, რომელსაც შესაძლოა Кинжал-ის რაკეტები მიჰქონდეს.
საჰაერო განგაშის სიგნალი ადგილობრივი დროით 09:44 საათზე გაისმა პოლტავის, დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქებში და რამდენიმე წუთში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. სირენების ხმა მოსალოდნელი საავიაციო თავდასხმის შესახებ აფრთხილებს მოქალაქეებს და მოუწოდებს თავშესაფარში ჩასვლი
ბრიტანულმა და გერმანულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა გადაიტაცეს რუსული თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო სივრცის სიახლოვეს, იუწყებიან BBC-ს კორესპონდენტები. დასავლეთის ავიაციის მიერ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების თვითმფრინავების გადატაცება ხშირად ხდება, თუმცა ეს ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალების პირველი ერთობლივი ოპერაციაა.
ორმა გამანადგურებელმა გადაიტაცა ავიატანკერი Ил-78 (ნატოს კვალიფიკაციით Midas), რომელიც სანქტ-პეტერბურგსა და კალინინგრადს შორის დაფრინავდა. იუწყებიან, რომ რუსული თვით
„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ შეფასებით, ხელისუფლების პროპაგანდისტული რიტორიკა საგანგაშოა.
აქვე ნათქვამია, რომ ამ ფონზე, ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული კრემლისტური ჯგუფების ანტილიბერალური და ანტიდასავლური რიტორიკა კიდევ უფრო ძლიერდება. ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლება სამოქალაქო სექტორსა და თავისუფალ მედიას აგენტებად აცხადებს, აკნინებს მათ როლს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში და ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ საქმიანობაში ადანაშაულებს. აქვე ვკითხულობთ,
ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის ორი ახალი პროგრამა შემუშავდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩანაცვლება ვერ მოხდება. შესაბამისად, თბილისის მერიამ და საკრებულომ ერთობლივად შეიმუშავეს ახალი პროგრამები.
კალაძე ამბობს, რომ პირველი პროგრამით, ისტორიულ უბნებში არსებული შენობა-ნაგებო
ჰოლანდიელმა ევროპარლამენტარმა, თიის როიტენმა ევროპარლამენტში დებატებისას, სადაც საქართველოს საკითხს განიხილავდნენ, განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა პირდაპირ იმეორებს რუსეთის პროპაგანდას.
თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ უარი თქვა რუსულ კანონპროექტებზე.
მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობ
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს. ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოზიცია გამოჩნდა, თუმცა ამ პოზიციას ხალხი არ მიიღებს.
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს. ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნიშნავს პოლიტიკურ ძვრას და საქართველოს მოსახლეობა ამას ძალიან კარგად აღიქმამს.
„უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნიშნავს პოლიტიკურ ძვრას, ჩვენს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში. საქართველოს მოსახლეობა ამას ძალიან კარგად აღიქმამს, ეს არის გადამწყვეტი მომენტი ყველასთვის და ამიტომ, მე მინდა ქედი მოვიხარო ქართველების სიმამაცისთვის, რომლებიც წინ აღუდგნენ რუსულ კანონს. გარდა ამისა, მიხე
ქვეყნის მასშტაბით ქალები და კაცები ქუჩაში გავიდნენ, რათა დემოკრატიისადმი და ევროპული ღირებულებებისადმი მათი ერთგულება გაეხსენებინათ. ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ვარჰეის თქმით, ორივე კანონპროექტის გაწვევა გამამხნევებელი და პოზიტიური ნიშანია და ქართველებს მომავალი აქვთ ევროკავშირში.
ამასთან, ევროკომისარი აცხადებს, რომ ახლა 12 პრიორიტეტზე მუშაობის გაგრძელება არის საჭირო.
“წი
ქართველი პოლიტიკოსების მიმართ ჩემი გზავნილი მკაფიოა - უკრაინაში ომმა შესაძლებლობის ფანჯარა გაგიხსნათ, ნუ გამოტოვებთ მას, გამოიყენეთ , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე განაცხადა.
როგორც კალიურადმა აღნიშნა, ევროპას არ აქვს სურვილი, საქართველო ომში ჩაითრიოს.
„მე, როგორც სამხრეთკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარეს ორი „მესიჯი“ მაქვს - საქართველოს მოსახლეობა ძალიან მკაფიო იყო თავისი ევროპული მისწრაფებების გამოხატვაში და
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე:
“გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის იქნება. პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა – ტაიკვანდოს ოსტატი და კარგი მოსწავლე. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული თანაგანცდის ნაბიჯი მისი თაობის მიმართ და იგულისხმებს ერთი წლის მანძილზე გარკვეულ წახალისებას სწავლის მიმართულებით.
#გურულიდღიურებისფონდი”
ალია
საჯარო განცხადებების ფონზე საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი დიდ რისკს შეიცავს, რომ მიღების შემდეგ იგი ოპოზიციაზე გავრცელდება. ამის შესახებ საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში წერია.
ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხისადმი ორი მიდგომა არსებობს.
პირველია სისტემური მიდგომა, რომელსაც პრევენციული ეფექტი აქვს და ბევრ სფეროს ეხება, მაგალითად მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, ანტი-მონოპოლიას, პოლიტიკურ პარტიებს, არ
პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება და დაწვა შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერების მიერ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვას ეხმაურება.
ასევე, ლევან იოსელიანის თქმით, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულე
“არ იყო ლამაზი სურათი, მაგრამ ეს იზოლირებული ინციდენტია”, — ასე შეაფასა თბილისში ევროკავშირის რეგიონულ ამბასადორიალზე ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორმა მიხაილ ზიბერტმა ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფის, “ალტ-ინფოს” მიერ პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვა.
“მე პირადად მინახავს ბევრი ვიდეო ბოლო კვირის და 10 დღის განმავლობაში, სადაც ევროპის დროშა ფრიალებს ძალიან გაბედულ მომენტებში. ვნახე, როგორ ფრიალებს ევროკავშირის დროშა წყლის
დღეს, 14 მარტს, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ძალადობრივმა ჯგუფებმა თბილისში პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, ფეხით გათელეს და დაწვეს.
ამ ინციდენტამდე, დაახლოებით, 1 საათით ადრე კი, თბილისში ვიზიტით მყოფი ევროკომისიის წარმომადგენელი სწორედ თბილისში გამოფენილ ევროკავშირის დროშებზე წერდა.
საუბარია ლორენს მერედიტზე, რომელიც ევროკომისიის დირექტორია აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციური მშენებლობის საკითხებში.
„ყოველთვის სასიამოვნოა თბილისში ევროკავშირის
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დავუდასტურე, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპული გეზის ერთგულია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, ასევე მიესალმა პრეზიდენტის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინ წაწევის საკითხში.
„ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ისტორიულია. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ. რეფორმების კუთხით პროგრესი გადამწყვეტი რჩება“, – წერს შარლ მიშელი.
ერთი თვის წინ ევროპარლამენტში მივიღეთ რეზოლუცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოვითხოვეთ. ძალიან მკაფიოდ იყო ნათქვამი, ამიტომ ახლა ეს სხვა ევროპული ინსტიტუტების გასაკეთებელია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში პეტრას აუსტრევიჩუსს კითხვა დაუსვეს, მზად არის თუ არა ევროკავშირი, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს.
„ეს კითხვა შესაძლოა, დავუსვ
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამო
პარლამენტთან მიმდინარე „ალტ - ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
აქციის ორგანიზატორებმა 3 მოთხოვნა დააყენეს. ისინი ითხოვენ: ჩატარდეს რეფერენდუმი და „აგენტებს დაერქვათ თავის სახელი", ასევე 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ და „სამაგალითოდ დაისაჯონ“ ისინი, ვინც მათი თქმით, „გადატრიალებას აორგანიზებდა".
რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე ვიღაც რაღაცას როცა იტყვის, დააკონკრეტოს, რა პირობებში უნდა ჩატარდეს და რომელი საარჩევნო სისტემით. კობა ნაყოფიას მიმართ სწორედ ეს კითხვა მექნებოდა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკური გამოეხმაურა 10 მარტს ჟურნალისტ მარკ ფეიგინთან კობა ნაყოფიას ინტერვიუს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს: „ ხელისუფლებას მოუწევს ბოლომდე უკან დახევა და საქართველოში აუცილებლად მოხდება ხელისუფლების ცვლილება. უნდა ჩატარდეს ვ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აქციის მონაწილე სტუდენტები სამინისტროში დაიბარეს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განათლების სისტემის და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია.
„საქართველოს განათლებისა და მე
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის საწვავის შესაძენად, 2020 წლის დეკემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, ბიუჯეტიდან, 2 მილიონამდე ლარი გამოიყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, საპარლამენტო თანამდებობაზე მყოფი პარლამენტის წევრებისათვის ჯამში გამოყოფილია 51 ერთეული ავტომანქანა.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის განკუთვნილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის ბალანსზე რიცხუ