Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.428

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ევროპარლამენტარი თიის როიტენი - მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველებს, ეს ნიშნავს სანქციებს „ქართული ოცნების“ ლიდერების და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ახალ, სამართლიან არჩევნებს

ყოველ საღამოს, ყოველ ღამით ათასობით ქართველი ქუჩებში გამოდის დემოკრატიის დასაცავად, საკუთარი ევროპული მომავლის დასაცავად, - ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა მანიპულირებული, რუსეთის ძლიერი ზეგავლენით ჩატარებული არჩევნების გზით. „ის რუსეთის და უზომოდ მდიდარი ოლიგარქის ზეგავლენის ქვეშაა. მათ გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან ქართველთა 80 პროცენტზე

მსოფლიოს სახელმწიფოების მოქმედი და ყოფილი ქალი ლიდერები ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

მმართველი პარტიის ქმედებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გავრცელებულ ერთობლივ წერილში მსოფლიოს სახელმწიფოების მოქმედი და ყოფილი ქალი ლიდერები აცხადებენ. „ჩვენ, ხელმომწერი ქალი ლიდერები, ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალ

ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება

ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს თანადამფუძნებელი, სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება, 225 (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) და 239 პრიმა მუხლებით (ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება) მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. მარიამ ნიკურაძე ყოველდღიურად აშუქებს მიმდინარე მასშტაბურ პროევროპულ პროტესტს. ნიკურაძის წინასწარი ვარაუდით, გამოძიებას მისგან სწორედ გადაღებული მასალის მოპოვება სურს. „დამირეკა კრიმინალურმა პოლიციამ და დამიბარა გამოკითხვა

„სასტიკი ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოში" - Amnesty International-ის ანგარიში

Amnesty International-მა საქართველოში 29 ნოემბრის შემდეგ აქციებზე საპოლიციო ძალების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და მოქალაქეების მიმართ ძალადობაზე ვრცელი ანგარიში მოამზადა. იქ საუბარია, რომ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, სადაც ათიათასობით დემონსტრანტი მშვიდობიანად გამოხატავდა საკუთარ უფლებას, პოლიციამ „წყლის ჭავლით, ცრემლმდენი გაზითა და რეზინის ტყვიებით უპასუხა”, რასაც სიტუაციის გამწვავება მოჰყვა. აქვე, მითითებულია, რომ სასამართლო ძირითადად უგულებელყოფს წამებისა და სამართლ

„საქნახშირის" მფლობელ კომპანიას "ქართუ ფონდზე" 147 მილიონამდე ლარის სესხი აქვს გაცემული

„საქნახშირის” მფლობელ კომპანიას, „შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის” “ქართუ ფონდზე” 147 მილიონი ლარზე მეტის სესხი აქვს გაცემული. ამის შესახებ კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებებში წერია. კერძოდ, „შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის” 2022 წლის ანგარიშგების თანამად, „ქართუზე” გაიცა 138,742,222 ლარი. თანხის დაბრუნების თარიღი უნდა ყოფილიყო 2022 წლის 31 დეკემბერი. თუმცა, 2022 წლის 30 დეკემბერს მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაფარვის ვადად განსაზღვრულიყო 2024 წლის 31 დეკემბერი. თან

შსს-მ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ბათუმში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” გიორგი გახარიას თავს ღამით დაესხნენ. „პუბლიკის” ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების” პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. თავდამსხმელებს შორის, სავარაუდოდ, იყო დიმიტრი სამხარაძეც.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დატოვებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დატოვებს. დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელი ბრძანების ტექსტში დასახელებულია ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის მიზეზები, მათ შორის ორგანიზაციის მიერ COVID-19 პანდემიის არასწორი მართვა, სასწრაფოდ საჭირო რეფორმების გატარების კუთხით წარუმატებლობა და ჯანმო-ს წევრი ქვეყნების არასათანადო პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლობის დემონსტრირების უუნარობა. აღმასრულებელ ბრძანებაში ასევე აღნიშნული

შერატონში თქვეს, რომ ვიდეოჩანაწერების ასლი აღარ აქვთ – მეზვრიშვილი გახარიაზე თავდასხმაზე

როგორც პარტია გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს, სასტუმრო შერატონში უთხრეს, რომ გახარიაზე თავდასხმის კადრების ასლი აღარ აქვთ, გამოძიებას სერვერებიანად გაატანეს. მეზვრიშვილის შეფასებით, სასტუმრომ მტკიცებულებების განადგურების "რეკორდი მოხსნა".  "შერატონმა გახარიაზე თავდასხმაში თანამონაწილეობის და მტკიცებულებების განადგურების ახალი რეკორდი მოხსნა. ამ დრომდე არ გვაძლევდნენ კადრებს. მენეჯერი ირწმუნებოდა, რომ არსებობს და ასლი მათთან შენახული იქნებოდა მაშინაც კი

აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. მეორე ტური დე ფაქტო სახელისუფლებო წარმომადგენლის, ბადრა გუნბასა და მთავარ ოპოზიციონერ კანდიდატს, ადგურ არძინბას შორის იმართება. პირველი ტური 15 თებერვალს გაიმართა. დე ფაქტო საარჩევნო კომისიის ცნობით, ბადრა გუნბამ ხმების დაახლოებით 46%, ადგურ არძინბამ კი 37% მოიპოვა. ხმების დანარჩენი წილი კი სხვა სამ კანდიდატს შორის გადანაწილდა. დე ფაქტო არჩევნების გამართვამდე, ადგილობრივი ექსპერტები აცხადებდნენ, რომ მეორე ტურის შემთხვ

კახაბერ ქემოკლიძე - "ოცნება" დამოკიდებულია ივანიშვილიეს ახირებებზე და ის ერთი ადამიანი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, წარმოდგენა არ აქვთ, რაც უდიდესი პრობლემაა პოლიტიკაში

“ოცნებას” დისკომფორტი აქვს, სტაბილურობის განცდა, რა იქნება ხვალ და ზეგ, ივანიშვილი მარცხნივ წავა თუ მარჯვნივ თვითონაც არ იციან, მათ შორის, არც კობახიძემ. ისინი დამოკიდებულები არიან ერთი ადამიანის ახირებებზე და ის ერთი ადამიანი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს წარმოდგენა არ აქვთ, რაც უდიდესი პრობლემაა პოლიტიკაში. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/686115997191778

კარენ დონფრიდი - აშშ მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს, მათი გზა ძალიან მკაფიოა, იციან, რა უნდა გააკეთონ და მზად არიან, მის გასაკეთებლად

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს, მათი გზა ძალიან მკაფიოა, იციან, რა უნდა გააკეთონ და მზად არიან, მის გასაკეთებლად, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აშშ აგრძელებს მოლდოვასთან და საქართველოსთან მუშაობას, რათა მხარი დაუჭიროს რეფორმების განხორციელებაში. „ჩვენ ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვანი სიგნალები გვაქვს ორივე ქვეყნისთვის ევროკავშირშ

ედგარს რინკევიჩსი - რუსეთს საკმარისი რესურსი აქვს უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, დასავლეთი არ მოდუნდეს კიევის დახმარების პროცესში

რუსეთს საკმარისი რესურსი აქვს უკრაინაში ხანგრძლივი ომის საწარმოებლად, ამიტომ მნიშვნელოვანია, დასავლეთი არ მოდუნდეს კიევისთვის დახმარების გაწევაში, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა. ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთის ერთიანობა უკრაინის დასახმარებლად საკმაოდ ძლიერია, მაგრამ პრობლემები, როგორც წესი, დაკავშირებულია გადაწყვეტილებების აღსრულების სიჩქარესთან. მაგალითად, როგორც ედგარს რინკევიჩსი ამბობს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება

ვოლოდიმირ ზელენსკი დნიპროზე განხორციელებულ იერიშზე - არასდროს ვაპატიებთ, შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი

მორიგი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს. მისი თქმით, უკრაინის პასუხი იქნება სამართლიანი და გარდაუვალი. „ყოველდღე ვებრძვით ტერორისტებს. ვინც კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, ბომბავს ქალაქებს, ანადგურებს უკრაინელების სიცოცხლეს და ბედს. დღეს მორიგი სარაკეტო შეტევა განხორციელდა. შედეგად დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული.

ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ქურდობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა,

მგონია რომ 2030-მდე მინიმუმ ვიქნებით – ირაკლი ზარქუა

“რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შესაბამისი შესაძლებლობა, კომპეტენციაც, რომ კიდე დიდხანს ვემსახუროთ ჩვენ ხალხს. მე თუ მკითხავთ, მე მგონია, რომ 2030-მდე მინიმუმ ვიქნებით” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. პროგრესნიუსი

რუსეთი ყაზახურ ქვანახშირს გზას უკეტავს - ამოქმედდება თუ არა აქტაუ-აზერბაიჯანი-საქართველოს ალტერნატიული მარშრუტი

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრო ყაზახეთიდან რუსეთის გავლით ქვანახშირის ტრანსპორტირებას აკრძალავს. ინფორმაციას „ვედომოსტი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინიციატივა ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მომზადდა, როცა რუსული ქვანახშირის ექსპორტის განვითარებისთვის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრა გაიმართა. პროექტის თანახმად, ენერგეტიკის სამინისტრომ რუსეთის რკინიგზის აღმოსავლეთ პოლიგონზე, ანუ ბაიკალ-ამურისა და „ტრანსსიმბირის“ რკინიგზასთან ქვანახშირის მწარმოებელი რეგიონების თანაბარი

დღეს დილით მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნაძვის ხე ჩამოიტანეს როკფელერის ცენტრთან

დღეს დილით, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნაძვის ხე ჩამოიტანეს როკფელერის ცენტრთან. 25 მეტრის სიმაღლის ნორვეგიული ნაძვი წელს ამერიკულმა ოჯახმა Queensburry-დან (ნიუ იორკის შტატი) უსახსოვრა ქალაქს. 90 წლის ნაძვმა 200 მილი გამოიარა და ის 30 ნოემბერს საზეიმოდ აინთება. ავტორი: Giorgi Nikolaishvili

რუსებმა ხერსონის ოლქის ოკუპირებული სოფელი გორნოსტაევკა დაბომბეს, არის მსხვერპლი

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის ოკუპირებული სოფელი გორნოსტაევკა დაბომბეს. დაღუპულია ორი ქალი. "საშინელი ამბავი გორნოსტაევკადან, რუსმა დამპყრობლებმა დასახლება დაბომბეს", - აცხადებს იანუშევიჩი. მისივე ცნობით, დარტყმები მიზანმიმართულად განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. დაზიანებულია 10-მდე სახლი. იპნ

კობახიძე აშშ-ის დახმარებაზე: უდიდესი ნაწილი NGO-ებზე მიდის, ჩვენ რატომ ვინერვიულოთ

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ ის უსაფუძვლოა. პარლამენტში კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკული დაფინანსება, ძირითადად, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნაწილდება და მისი შეწყვეტა ხელისუფლებისთვის "ნაკლებად საინტერესოა". "რაც შეეხება დაფინანსებას, დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე, ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით. რა

ისრაელი თანახმაა უკრაინას გადაეცეს ისრაელში შემუშავებული კომპონენტების შემცველი შეიარაღება

ისრაელმა მილიონი ამერიკული დოლარით დააფინანსა სტრატეგიული მასალები უკრაინისთვის და ნება დართო ნატოს ქვეყნებს, რომ უკრაინას გადასცენ შეიარაღება, რომელიც ისრაელში შემუშავებულ კომპონენტებს შეიცავს. როგორც გაზეთი „ჰაარეცი“ წერს, ამასთან ისრაელის ხელისუფლება ითხოვს, რომ არ გამჟღავნდეს ეს გარიგება, რათა „არ განრისხდეს პუტინი“. ჟურნალისტების ცნობით, ისრაელის მთავრობას ასეთი გადაწყვეტილებისკენ უბიძგა აშშ-ებმა, რომელიც რუსეთთან ომში ჩაფლული უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი დონორია. ვაშინგტონს სურდა, რომ ის

უელსთან საქართველოს გამარჯვების გამო მილოცვები ჯორჯიამაც მიიღო

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებამ კარდიფში, სადაც ბორჯღალოსნება 19 ნოემბერს მასპინძელი, უელსის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით 12:13, დააბნია რაგბის არაერთი უცხოელი გულშემატკივარი, რომლებმაც ერთმანეთში აურიეს საქართველო და აშშ-ის შტატი ჯორჯია. გაუგებრობის გამო სოციალური ქსელების მომხმარებლებმა „ისტორიული გამარჯვება“ ჯორჯიის რაგბის კავშირს მიულოცეს.   „ვიდრე ვაფასებთ მოლოცვების შეტყობინებებს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, ჯორჯიის რაგბის კავშირს

ყატარი 2022 | კონტეინერებით აწყობილი სტადიონი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაშლიან

მას ჰქვია „სტადიონი 974“ და მალე ვიხილავთ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე – ეს მრავალი თვალსაზრისით უნიკალური არენაა, რომელიც, დიდი ალბათობით, მუნდიალის შემდეგ დაიშლება. ეს სტადიონი უნიკალურია იმიტომ, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი საფეხბურთო არენაა, რომელიც დროებითია და მუნდიალის დასრულების შემდეგ მისი დემონტაჟი და მასალების გადამუშავდება იგეგმება. მაგრამ არის მეორე და უფრო საინტერესო ვარიანტი – სტადიონს დაშლიან და გემით სამხრეთ ამერიკაში წაიღებენ – კერძოდ, ურუგვაიში. ე

პარლამენტმა მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესებას პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი

საქართველოს პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პირველი მოსმენით 75 ხმით დაუჭირა მხარი. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით,კ პროექტი საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარადგინა და პარლამენტის წე

კვლევის თანახმად, პანდემიის შემდეგ გამოკითხულ ხანდაზმულთა 31.1% განსაკუთრებით იზოლირებული გახდა და არასდროს, ან თითქმის არასდროს ხვდება მეგობრებს და ახლობლებს

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის თანახმად, ხანდაზმულთა 4.7% ერთჯერადად, 10 წუთის ხანგრძლივობით, ვერც ერთ დღეს ვერ ახერხებს ფეხით სიარულს, ან სხვა ზომიერი ფიზიკური აქტივობის შესრულებას. მათივე ცნობით, პანდემიის პერიოდში სოციალური კონტაქტების სიხშირე მკვეთრად შემცირებულია - თითქმის მესამედი (31.1%) განსაკუთრებით იზოლირებული გახდა და არასდროს ან თითქმის არასდროს ხვდება მეგობრებს/ახლობლებს. „კვლევაში მონაწილე ხანდაზმულთა დიდი ნაწილი ფიზიკურ აქტივობებს ყოველდღიურად ა

ოლივერ ვარჰეი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტს დააფინანსებს

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტს დააფინანსებს, - ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი „ტვიტერზე“ წერს. მისი ინფორმაციით, ელექტროენერგიის კაბელი საქართველოს და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, რაც მწვანე ენერგიის ევროპაში ექსპორტს უზრუნველყოფს და ორმხრივ მედეგობას გააძლიერებს. ვარჰეის თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სა
×
×
  • შექმენი...